ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.11.2004
ძალის დაკარგვა 01.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №589
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.006.796
გამოქვეყნების წყარო სსმ, 126, 08/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 992 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.11.2004 მიღება
01.03.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.006.796 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №589 2004 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის” დამტკიცების თაობაზე „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მათი მოთხოვნების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს `ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესი” თანახმად დანართისა. 2. ამ წესების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს (ი. ბერაძე). 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. ოქრუაშვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიულ ან სპეციალურ სამსახურებზე დადგენილი წესით რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და მათ მიერ სპეციალური შეფერილობის გამოყენების სამართლებრივ მექანიზმებს.     მუხლი 2🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ოპერატიული სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების ოპერატიული ორგანოები; ბ) სპეციალური სამსახურები – ჯანმრთელობის დაცვის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების) სპეციალური სამსახურები, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები, საბანკო დაწესებულებების საინკასაციო სამსახურები; გ) სპეციალური სიგნალები – ლურჯი და წითელი ფერის შუქურა, სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყო ან სპეციალური ხმოვანი სიგნალი; დ) სპეციალური შეფერილობა – შეფერილობა, რომელსაც იყენებენ ოპერატიული ან სპეციალური სამსახურები მათზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე და რომელიც განასხვავებს ასეთ სატრანსპორტო საშუალებებს სხვა სატრანსპორტო საშუალებებისაგან; ე) ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებასა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების თაობაზე, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.     მუხლი 3🔗 სპეციალური სიგნალების, ლურჯი ან ლურჯი და წითელი ფერის შუქურის დაყენება-გამოყენების ნებართვა გაიცემა ოპერატიული სამსახურების, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების, საბანკო დაწესებულებების საინკასაციო სამსახურებზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელ სამსახურებზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. თავი II სპეციალური სიგნალებისა და შეფერილობის დაყენება-გამოყენებისა და ნებართვის გაცემის  პირობები     მუხლი 4🔗 1. სპეციალური სიგნალების დაყენება ხდება სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის სალონში ისე, რომ იგი შესამჩნევი იყოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის. 2. სპეციალურ სიგნალებს ოპერატიული ან სპეციალური სამსახურები იყენებენ მხოლოდ სამსახურებრივი დავალების შესრულების დროს. 3. სპეციალური სიგნალების გამოყენება ნიშნავს მათ მოყვანას მუშა მდგომარეობაში.     მუხლი 5🔗 1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუხვიოს `საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე (მარეგულირებლის სიგნალების გარდა) და 27–37-ე  მუხლების მოთხოვნებს.  ლურჯი ფერის შუქურასთან ერთად შეიძლება ჩაირთოს წითელი ფერის შუქურაც. საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რთავს ლურჯი ფერის შუქურასა და სპეციალურ ხმოვან სიგნალს. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებენ ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებები. 2. მძღოლი გზას უთმობს ლურჯი ფერის შუქურით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, აგრეთვე გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელზედაც ჩართულია ახლო განათების ფარები მისი შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად. 3. ჩართული ლურჯი ფერის შუქურით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლი ანელებს სიჩქარეს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდეს ტრანსპორტის დაუყოვნებელი გაჩერების შესაძლებლობა.     მუხლი 6🔗 1. სპეციალური შეფერილობა კეთდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოპერატიულ ან სპეციალურ სამსახურებზე. 2. სპეციალური შეფერილობა კეთდება იმ სტანდარტებით დადგენილ ფარგლებში, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.     მუხლი 7🔗 1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და სპეციალური შეფერილობის გამოყენებაზე ნებართვა გაიცემა პოლიციის ადგილობრივი სანებართვო სამსახურების მიერ. 2. ნებართვის გაცემა ხდება ოპერატიული ან სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელთა წერილობითი მომართვის საფუძველზე: 3. მომართვას თან უნდა დაერთოს: ა) მონაცემები იმ სატრანსპორტო საშუალების (სატრანსპორტო საშუალების მარკა, სახელმწიფო ნომერი და მისი გამოყენების დანიშნულება) შესახებ, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალური სიგნალებითა და სპეციალური შეფერილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებით; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი; გ) წერილობითი დასაბუთება სპეციალური სიგნალების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. 4. ნებართვის გაცემა ხდება შუამდგომლობის დაყენებიდან 10 დღის ვადაში. ნებართვის გაცემაზე უარი უნდა იქნეს დასაბუთებული შესაბამისი პოლიციის ადგილობრივი სანებართვო სამსახურების მიერ.  ნებართვები გაიცემა ერთი კალენდარული წლის ვადით.     მუხლი 8🔗 1. იმ სატრანსპორტო საშუალების გასხვისების ან დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, რომლებზეც გაცემული იყო სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა ან სპეციალური შეფერილობის გამოყენების ნებართვა, დაუყოვნებლივ ეცნობება პოლიციის შესაბამის სანებართვო სამსახურებს. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ახორციელებს სპეციალური სიგნალების დემონტაჟს და სპეციალური შეფერილობის გაუქმებას, რის შესახებაც დგება ერთობლივი ოქმი პოლიციის შესაბამისი სანებართვო სამსახურების და შესაბამისი ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით. თავი III პასუხისმგებლობა ამ წესების დარღვევისათვის     მუხლი 9🔗 ამ წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IV დასკვნითი დებულებანი     მუხლი 10🔗 ამ წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.