„წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №204/04 |
|
2023 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 23/04/2019; სარეგისტრაციო კოდი: 220020000.18.011.016384) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) დერივატივი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგება;“; გ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები: „ქ) პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის სესხი – სესხი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ გათვალისწინებულ პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტების კრიტერიუმებს; ღ) პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ გათვალისწინებულ პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტების კრიტერიუმებს.“. 2. მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საზედამხედველო კაპიტალი, გარდა მეორადი კაპიტალის სხვა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის ინსტრუმენტებისა;“. 3. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. 85% სდს განაკვეთი აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 85% სდს განაკვეთი ენიჭება, შედის: ა) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის სესხები, რომლებსაც 35%-ზე მაღალი წონა ენიჭება და არ შედის ამ დებულების მე-15-მე-20 მუხლებით განსაზღვრულ კატეგორიებში, გარდა ფინანსურ ინსტიტუტებზე გაცემული სესხებისა და დეპოზიტებისა; ბ) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც არ შედის მაღალი ხარისხის ლიკვიდურ აქტივებში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2023.
- როდის იქნა მიღებული „წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 03.08.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №204/04. სარეგისტრაციო კოდი — 220020000.18.011.016754.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №204/04, 03.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016754 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5886707/