ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 26.07.2023
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №135
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.119.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/08/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.07.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღაში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება
№135
2023 წლის 26 ივლისი
ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების გეოგრაფიული ობიექტების
სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნიწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-15 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების ქუჩების სახელდება დანართი №1-ის შესაბამისად.
2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს ხონის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას.
3. შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში.
4. დაევალოს ხონის მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.
5. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქ. № 1).
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (მოვალეობის შემსრულებელი) გელა ჩოგოვაძე