⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.06.2012)
გაუქმებულია:

საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის კონტროლის განმახორციელებლი კომისიის მუშაობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 01.12.2004
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №329/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.006.799
გამოქვეყნების წყარო სსმ, 145, 09/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,101 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.12.2004 მიღება
13.06.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის კონტროლის განმახორციელებლი კომისიის მუშაობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-indent:-14.2pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.2pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:200%; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:247.8pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.006.908 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  ბრძანება №329/ნ 2004 წლის 1 დეკემბერი ქ. თბილისი „საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის კონტროლის განმახორციელებელი ერთობლივი კომისიის მუშაობის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №350 ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის კონტროლის განმახორციელებელი ერთობლივი კომისიის მუშაობის წესის შესახებ“ თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ფრუიძე დ ე ბ უ ლ ე ბ ა საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის კონტროლის განმახორციელებელი ერთობლივი კომისიის მუშაობის წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება შემუშავებულია „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №350 ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საზოგადოებრივ სამუშაოთა მიმდინარეობის კონტროლის განმახორციელებელი ერთობლივი კომისიის მუშაობის წესს. 2. საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის კონტროლის განმახორციელებელი ერთობლივი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების სახელმწიფო სამსახურისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (კერძო სამართლის სუბიექტის მიერ თანადაფინანსების შემთხვევაში – ამ სუბიექტის) წარმომადგენლებისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც ახორციელებს საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს. 3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით: „დასაქმების შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ , „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 4. კომისიის საქმიანობის მიზანია „უმუშევრის დროებითი დასაქმების პროგრამის” ფარგლებში წარმოდგენილი საზოგადოებრივი სამუშაოების ეფექტიანობის გასაზრდელად მისი შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვის კონტროლი.     მუხლი 2🔗. კომისიის კომპეტენცია და ძირითადი ამოცანები 1. კომისიის კომპეტენციაში შედის: ა) შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის დადგენა შემსყიდველსა (საჯარო სამართლის იურიდილი პირი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი) და მიმწოდებელს (საზოგადოებრივ სამუშაოთა შემსრულებელი) შორის დადებულ ხელშეკრულებით (შემდგომში – ხელშეკრულება) ნაკისრ ვალდებულებებთან; ბ) საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების მონიტორინგი; გ) „უმუშევართა დროებითი დასაქმების პროგრამის” თანხებიდან საზოგადოებრივი სამუშაოების განსახორციელებლად მორიგი ტრანშის გამოყოფის მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. 2. კომისიის ამოცანებს წარმოადგენს: ა) შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის დადგენა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან; ბ) შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი; გ) საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულ პირთა იდენტიფიცირება დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ წარდგენილ დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა სიასთან; დ) საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულთა შრომის პირობებისა და ანაზღაურების დონის მონიტორინგი; ე) მორიგი ტრანშის გამოყოფის მიზანშეწონილობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით წინამორბედი ტრანშის მიზნობრივი ათვისების შემოწმება; ვ) საზოგადოებრივი სამუშაოების მთლიან ღირებულებაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების წილის (არანაკლებ 25 პროცენტისა) დაცვის უზრუნველყოფა.     მუხლი 3🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი 1. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების მონიტორინგის ჩატარების მიზნით კომისია უფლებამოსილია: ა) მიმწოდებლისაგან მოითხოვოს და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ) სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისაგან მოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტური მასალა „უმუშევართა დროებითი დასაქმების პროგრამის” თანხებიდან საზოგადოებრივ სამუშაოთა დაფინანსების მდგომარეობის შესახებ; გ) მონიტორინგის შედეგების მიხედვით სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დასვას საკითხი მოცემულ ობიექტზე საზოგადოებრივი სამუშაოების დაფინანსების გაგრძელების, შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე. 2. კომისია არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს ფინანსური დოკუმენტები, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ეხება კონკრეტულ სამუშაოებზე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას. 3. საზოგადოებრივი სამუშაოების განსახორციელებლად მორიგი ტრანშის გამოყოფის მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს კომისია ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: ა) კონკრეტულ სამუშაოებზე დასაქმებულთა რაოდენობა და სტრუქტურა იდენტური უნდა იყოს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ საზოგადოებრივ სამუშაოებზე გაგზავნილ რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობასთან და სტრუქტურასთან; ბ) საზოგადოებრივ სამუშაოთა დანახარჯებში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების წილი არ შეიძლება იყოს პროექტის მთლიანი ღირებულების 25 პროცენტზე ნაკლები; გ) შესრულებული უნდა იყოს უმუშევართა დროებითი შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები; დ) შესრულებული სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. 4. კომისია ვალდებულია: ა) დაიცვას საჯაროობის პრინციპი; ბ) მონიტორინგისა და კონტროლის პროცესში გამოიყენოს ინფორმაციის მხოლოდ კანონიერი წყაროები.     მუხლი 4🔗. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის რეგლამენტი 1. კომისია შედგება სამინისტროს, დასაქმების სახელმწიფო სამსახურის და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (ან კერძო სამართლის სუბიექტის) თითო წარმომადგენლისაგან. 2. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით. 3. კომისიის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ. 4. კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება მიღებულად, თუ მას ხმა მისცა კომისიის ყველა წევრმა. 5. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილების მისაღებად საკითხი განხილულ უნდა იქნეს იმ ორგანოების ხელმძღვანელობის ერთობლივ სხდომაზე, რომლის წარმომადგენლებიც არიან კომისიის წევრები. 6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, მას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. 7. ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულებისათვის კომისიის წევრები არ იღებენ არავითარ გასამრჯელოს. 8. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფისათვის მიმდინარე ხარჯები დაიფარება სამინისტროსა და დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული ხარჯებიდან.     მუხლი 5🔗. კომისიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია კომისია შეიძლება რეორგანიზებულ ან ლიკვიდირებულ იქნეს მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.