საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.08.2023
ძალაში შესვლა 02.10.2023
ძალის დაკარგვა 11.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,582 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.08.2023 მიღება
02.10.2023 ძალაში შესვლა
11.03.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №52 2023 წლის 8 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველო მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის №66 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობა; ბ) თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმების მონიტორინგი და ანგარიშგება; გ) სამინისტროს რისკების მართვის სისტემის ჩამოყალიბება, განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა; დ) სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტიანი მუშაობის კოორდინაცია; ე) სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა, აღსრულების მონიტორინგი და ანგარიშგების განხორციელება; ვ) თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმების შეფასება/ანალიზი და  შესაბამისი ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საუკეთესო პრაქტიკის კვლევა/ანალიზი; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების და დანერგვის ხელშეწყობა; თ) სამინისტროს სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების შესახებ ინფორმაციის კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ი) სამინისტროს სისტემაში პროექტების მართვის ერთიანი სტანდარტის დანერგვის უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის კომპეტენციები დეპარტამენტის კომპეტენციებია: ა) თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;  გეგმებში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების პროგრესის/სტატუსის ანგარიშების მომზადების მიზნით ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სისტემის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან; ბ) სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები საბჭოსა და მართვის ჯგუფის სამდივნოს ფუნქციის შესრულება, მათი ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა; სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების მოქნილობისა და დახვეწის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, რეფორმებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება; მიმდინარე/დაგეგმილი რეფორმების მიმოხილვა/ანალიზი; სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა; მთავრობის სამოქმედო გეგმებში თავდაცვის მიმართულებით გაწერილი პრიორიტეტების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი და ანგარიშგება; დ) თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო  გეგმების შეფასება/ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების/რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად; ე) კომპეტენციის ფარგლებში,  წინასწარ განსაზღვრულ საკითხებზე საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საუკეთესო პრაქტიკის კვლევა/ანალიზი; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების და დანერგვის ხელშეწყობა; ვ) თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან მიღებული ინიციატივების დამუშავება, ანალიზი და შეფასება; ზ) რისკების მართვის სისტემის დანერგვისა და განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების წარმართვა და კოორდინაცია; რისკების მართვის სისტემის მონიტორინგი, შეფასება, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; თ) თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების მონიტორინგის და ანგარიშგების პროცესის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ი) პროექტების მართვის ერთიანი სისტემის დანერგვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების წარმართვა; პროექტების მართვის სისტემის მონიტორინგი/შეფასება და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო; ბ) რეფორმების კვლევისა და პროექტების მართვის სამმართველო: ბ.ა) რეფორმების კვლევისა და ანალიზის განყოფილება; ბ.ბ) პროექტების მართვის განყოფილება; გ) რისკების მართვის სამმართველო. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები 1. რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენციებია: ა) თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მონიტორინგი და კონტროლი; სამოქმედო გეგმებში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების შესახებ სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, ანალიზი და პროგრესის/სტატუსის ანგარიშების მომზადება; ბ) სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები საბჭოსა და მართვის ჯგუფის სამდივნოს ფუნქციის შესრულება, მათი ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა; სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების მოქნილობისა და დახვეწის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მხარდაჭერა; დ) მთავრობის სამოქმედო გეგმებში თავდაცვის მიმართულებით გაწერილი პრიორიტეტების შესაბამისად, სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა, აღსრულების მონიტორინგი და ანგარიშგება; ე) სამინისტროში მონიტორინგის და ანგარიშგების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; ვ) მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების შესახებ სამინისტროს სისტემაში ინფორმაციის კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება. ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. რეფორმების კვლევისა და პროექტების მართვის სამმართველოს კომპეტენციებია: ა) თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმების შესრულების შეფასება/ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების/რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად; ბ) კომპეტენციის ფარგლებში,  წინასწარ განსაზღვრულ საკითხებზე საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საუკეთესო პრაქტიკის კვლევა/ანალიზი; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების და დანერგვის ხელშეწყობა; გ) თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან მიღებული ინიციატივების დამუშავება, ანალიზი და შეფასება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, რეფორმებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება; მიმდინარე/დაგეგმილი რეფორმების მიმოხილვა/ანალიზი; სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა; ე)  სამინისტროს სისტემაში პროექტების მართვის ერთიანი სტანდარტის დანერგვის მიზნით, ჩარჩო დოკუმენტების შემუშავება, განვითარება და აღნიშნული სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. ასევე, სამინისტროს სისტემის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა და პროცესის კოორდინაცია; ვ) სამინისტროს სისტემის პროექტების მართვაში ჩართულ პირთა ქსელის ჩამოყალიბება და მათი კოორდინირებულად მუშაობის ხელშეწყობა; ზ) სამინისტროს სისტემაში, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე შერჩეული პროექტების მიმდინარეობის შეფასება ერთიან სტანდარტებთან მიმართებაში და შესაბამისი რეაგირება; თ) პროექტების მართვის სფეროში თანამედროვე ტენდენციების და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ადგილობრივ უწყებებთან, უცხოელ პარტნიორებთან, კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პროექტების მართვის ექსპერტებთან თანამშრომლობა; ი) სამინისტროს სისტემაში პროექტების მართვის ერთიანი სტანდარტის დანერგვის კუთხით სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ყოველწლიური ანგარიშის შემუშავება და მინისტრისთვის და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენა; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. რისკების მართვის სამმართველოს კომპეტენციებია: ა) სამინისტროს რისკების მართვის სისტემის ჩარჩო დოკუმენტების შემუშავება და განვითარება; ბ) რისკების მართვის სისტემის სამინისტროში არსებულ ძირითად პროცესებსა და პროექტებში დანერგვა და განვითარება და ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს სისტემის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა, მათთვის კონსულტაციის გაწევა და პროცესის კოორდინაცია; გ) რისკების მართვის სისტემის ეფექტურობის ზრდისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირებისთვის, რისკების მართვის სისტემის მონიტორინგი; დ) რისკების მართვაში ჩართულ პირთა ქსელის ჩამოყალიბება და კოორდინაცია; ე) რისკების მართვის სფეროში თანამედროვე ტენდენციების და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ადგილობრივ და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და რისკების მართვის ექსპერტებთან თანამშრომლობა; ვ) სამინისტროში რისკების მართვის საკითხებთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტროს პერსონალის მომზადება - გადამზადების შესახებ წინადადებების მომზადება ან/და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ორგანიზება; ზ) რისკების მართვის სფეროში სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ყოველწლიური ანგარიშის შემუშავება და მინისტრისთვის და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენა; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის, ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი, რომელიც დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, ხელმძღვანელობს კანონმდებლობით, მათ შორის, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე; გ) კონტროლს უწევს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) ითანხმებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს; ე) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ვ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტში სტაჟირების გავლას; ზ) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის მოსამსახურეებზე; თ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ი) მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა სამართლებრივი აქტების ვიზირებას; ნ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას; ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით  დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს, მის ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 8. დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 9. სამმართველოს/განყოფილების უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისთვის, ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 10. სამმართველოს/განყოფილებას ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების უფროსი, რომელიც: ა) პასუხისმგებელია სამმართველოს/განყოფილების კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს/განყოფილების თანამშრომლებზე, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; გ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ვიზირებას უკეთებს სამმართველოში/განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და გადამზადებას; ვ) სამმართველოს/განყოფილების საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 11. სამმართველოს უფროსს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოადგილე/მოადგილეები, რომელიც: ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე; გ) საჭიროებისამებრ ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში, სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს.