⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.09.2011)
გაუქმებულია:

"საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 02.11.2004
ძალის დაკარგვა 13.09.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.809
გამოქვეყნების წყარო სსმ, 129, 11/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 14,535 სიტყვა · ~73 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.11.2004 მიღება
13.09.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

"საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:5.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:6.0pt; margin-right:-6.35pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:4.0pt; margin-right:-.25pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:6.0pt; font-family:LitMtavrPS; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.3pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.809 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №71 2004 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე, ამავე ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამმართველოს დებულება; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს დებულება; გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველოს დებულება; დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული სამმართველოს დებულება; ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს მონიტორინგისა და სტატისტიკის სამმართველოს დებულება; ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამმართველოს დებულება; ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პროექტების კოორდინაციისა და მომზადების სამმართველოს დებულება; თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკების სამმართველოს დებულება; ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოს დებულება; კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს დებულება; ლ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოს დებულება; მ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს დებულება; ნ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობების სამმართველოს დებულება; ო) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის დებულება. 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. თ. ლებანიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისი №50 დადგენილების თანახმად. 2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნე­ბრი­ვი რესურსების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის ძირითად საქმიანობაში ხელმძღვანელობს წყლის სფეროში საერთაშორისო კონვენციებით და ხელშეკრულებებით, სა­ქართველოს კანონებით „გარემოს დაცვის შესახებ” და „წყლის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, მინისტრის ბრძანებებით, ინსტრუქციებით, სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით. 3. სამმართველოს აქვს მრგვალი ბეჭედი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლოგოთი და საკუთარი დასახელებით.     მუხლი 2🔗. საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. სამმართველოს ამოცანებია: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზედაპირული წყლის რესურსების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა და წყალსარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა; ბ) წყალდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, ამ მიზნით განსახორციელებელ სამუშაოთა შესრუ­ლე­ბის კოორდინაცია; გ) წყლის რესურსების დაცვისა და სარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში ნორმატიულ-მეთოდური ბაზის შექმნაში მონაწილეობა; დ) წყლის სფეროში მიღებული საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებით გათვალისწინებული ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა; ე) საერთაშორისო საზღვაო სამართლის (გაეროს 1982 წლის კონვენცია), საერთაშორისო კონვენცია „მარპოლ-73/78” და ქ. ბუქარესტის 1992 წლის „შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენციის” დებულებათა პრაქტიკული რეალიზაციის ხელშეწყობა. 2. სამმართველოს ფუნქციებია: ა) ზედაპირული და ზღვის წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში საკანონ­მდე­ბლო აქტების პროექტების და ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტების შემუშავება; ბ) წყალსარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის გან­ხორ­ციელება; გ) წყალსარგებლობის სტატისტიკური ანგარიშგების მონაცემების ანალიზი და განზოგადება; დ) წყლის სახელმწიფო კადასტრის და წყალსამეურნეო ბალანსების შესადგენ სამუშაოთა ორგა­ნი­ზე­ბა; ე) წყლის კომპლექსური გამოყენებისა და დაცვის გენერალური სქე­მე­ბის შემუშავების ორგანიზება; ვ) წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად და­სა­შვები ჩაშვების ნორმატივების დამტკიცება; ზ) წყლის ობიექტების მდგომარეობაზე მოქმედი ჩამდინარე წყლე­ბის ჩაშვების ლიმიტების დამტკიცება ცალკეული საწარმოებისა და ორგანიზა­ცი­ე­­ბი­სა­თვის; თ) წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შეთანხმება; ი) წყალსარგებლობის რეგულირების და წყლის რესურსების რაციონა­ლური გამოყენების სფეროში მეთოდური მითითე­ბე­ბის, ინსტრუქციების, რეკომენდაციების მომზადება; კ) წყლის გამოყენების და დაცვის სფეროში სტანდარტების გან­ხილ­ვა და სათანადო დასკვნების გაცემა; ლ) განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტების გამოყენების ნაწილობრივად ან მთლიანად აკრძალვისათვის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურისათვის; მ) საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონ­ცეფ­ციების გეგმებისა და პროგრამების მომზადებაში მონაწილეობა.     მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილება 1. სამმართველოს უფლება აქვს: ა) აწარმოოს წყალსარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა; ბ) სამინისტროების, დეპარ­ტა­მენ­ტე­ბის, უწ­ყე­ბების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებუ­ლე­ბე­ბისაგან (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხე­დავად) დადგენილი წესით მოითხოვოს მონაცემები, საცნობარო და ინფორმაციული მასალები, რომლებიც აუცილებელია წყლის რესურსების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შესადგენად; გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს შემუშავებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პრო­ექ­ტე­ბი; დ) შეიმუშაოს წყალსარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვისა და რეგულირების, აგრეთვე წყალდაცვითი ღონისძიებების შესრულების სფეროში სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, განსაზღვროს მათი წარ­მო­ების წესი და წარდგინების პერიოდულობა; ე) უსასყიდლოდ მოითხოვოს საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისაგან (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) წყლის რესურსების გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის და დაცვის სფე­როში სტატისტიკური ანგარიშები.     მუხლი 4🔗. სამმართველოს მართვა 1. სამმართველოს მუშაკთა ოდენობა განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის ფარგლებში. 2. სამმართველოს საქმიანობის მართვა წარმოებს სამმართველოს უფროსის მიერ, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სა­ქარ­თვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.     მუხლი 5🔗. სამმართველოს სტრუქტურა წყლის რესურსების მართვის სამმართველო შედგება წყალსარგებლობის მართვისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური განყოფილებებისაგან.     მუხლი 6🔗. სამმართველოს თანამშრომელთა თანამდებობრივი მოვალეობანი 1. სამმართველოს უფროსი: ა) აწარ­მო­ებს სამმართველოს და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის საერთო ხელ­მძღვა­ნელობას; ბ) პერსონალურად აგებს პასუხს სამმართველოს სამუშაო გეგმის შესრულებაზე; გ) ორგანიზაციას უკეთებს წყლის რესურსების დაცვის დარგში პერსპექტიულ გეგმათა დამუშავებას; დ) ხელმძღვანელობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, პროგრამების, მეთოდიკებისა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავებას; ე) უზრუნველყოფს სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებას; ვ) სამმართველოს მუშაკთა შორის უშუალოდ ანაწილებს ფუნქციებს; ზ) აკონტროლებს და ანალიზს უკეთებს სამმართველოს საქმიანობას; თ) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენების საფუძველზე; ი) პერსონალურად პასუხისმგებელია ხელმძღვანელობისა და ზემდგომი ორგანოების დადგენილებების, ბრძანებების და განკარგულებების შესრულებაზე; კ) დადგენილ ვადებში წარადგენს სამინისტროს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს; ლ) სამინისტროს საერთაშორისო ურიერთობებისა და კონვენციების სამმართველოს კოორდინაციით და მასთან შეთანხმებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უშუალო კავშირს და მიმოწერას სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან; ­მ) პირადად აგებს პასუხს დავალებების მითითებულ ვადებში შესრულებისათვის მკაცრი კონტროლის დაწესებაზე და საქმისწარმოების სათანადო ორგანიზაციაზე. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ახორციელებს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის კოორდინაციას და მეთოდურ ხელმძღვანელობას; ბ) ორგანიზებას უკეთებს სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოსათვის სამმართველოს საქმიანობის გეგმების წარდგენას; გ) ასრულებს კომპლექსური ხასიათის სამუშაოებს, რომლებიც მიეკუთვნება წყლის რესურსების დაცვის სფეროს; დ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მისი შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში. 3. სამმართველოს განყოფილების უფროსი: ა) ადგენს განყოფილების მიმდინარე სამუშაო გეგმას და პერსონალურად აგებს პასუხს მის შესრულებაზე; ბ) ადგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოზე; გ) განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე სამინისტროს პროექტების კოორდინაციისა და მომზადების სამმართველოსთან კოორდინაციით შეიმუშავებს პროგრამების პროექტებს; შეიმუშავებს ინსტრუქციების, ნორმატივების პროექტებს; დ) აწარმოებს განყოფილების მუშაკთა შორის ფუნქციების განაწილებას; ე) ახორციელებს განყოფილების თანამშრომლების მუშაობის კოორდინაციას და მეთოდურ ხელმძღვანელობას; ვ) ასრულებს ანალიტიკურ სამუშაოებს; ზ) აყალიბებს დასკვნებს გამომდინარე სტატისტიკური და სხვა მასალების ანალიზიდან. 4. სამმართველოს სპეციალისტი: ა) ასრულებს სამუშაოებს სამმართველოს შესაბამისი განყოფილების ერთ-ერთი მიმართულებით; ბ) დამოუკიდებლად აგროვებს და ამუშავებს სათანადო ინფორმაციას და პირველად დოკუმენტაციას; გ) ახორციელებს მონაცემების ანალიზს და განზოგადებას; დ) ამზადებს წინადადებებს განყოფილების უფროსის საერთო მითითებების საფუძველზე; ე) სამუშაოს ასრულებს დამტკიცებული მეთოდიკის გამოყენებით უშუალოდ განყოფილების უფროსის კონტროლის ქვეშ.     მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა, სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დებულებაში ცვლილებების შეტანა წარმოებს საქარ­თვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით. 2. სამმართველოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების შესაბამისად. 2. სამმართველო უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებას – გარემოს დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის (მდგრადი განვითარების სტრატეგიისა) და გარემოს დაცვის საშუალოვადიანი გეგმის (გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის) შემუშავების პროცესის ორგანიზებისა და კოორდინაციის გზით. 3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ცალკეული დავალებებით.     მუხლი 2🔗. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები სამმართველოს საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: ა) კოორდინირება და ორგანიზება გაუწიოს ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესს და მიიღოს მონაწილეობა მის შემუშავებაში; ბ) ითანამშრომლოს მდგრადი განვითარების ცალკეული თემატური მიმართულებების მიხედვით შესამუშავებელი კონცეფციების, პროგრამების, მოქმედებათა გეგმების შემმუშავებლებთან და ხელი შეუწყოს შემუშავების პროცესში სამინისტროს შესაბამისი რგოლების მონაწილეობას; გ) ითანამშრომლოს მდგრადი განვითარების საკითხების თაობაზე როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე (სხვადასხვა კომისიებთან, პროგრამებთან, სააგენტოებთან და სხვ.); დ) მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, პროგრამების, განვითარების ინდიკატური გეგმებისა და სახელმწიფო მიზნობრივი გარემოსდაცვითი პროგრამების შემუშავებაში; ე) კოორდინირება და ორგანიზება გაუწიოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული საშუალოვადიანი პროგრამის (მოქმედებათა გეგმის) შემუშავების პრო-ცესს და მიიღოს მონაწილეობა მის შემუშავებაში; ვ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო ხელისუფლების რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმების შემუშავებაში; ხელი შეუწყოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნულ პროგრამასთან რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმების შესაბამისობის უზრუნველყოფის საქმეს; ზ) გააანალიზოს მდგომარეობა გარემოს დაცვის სფეროში სტრატეგიული ხასიათის პროგრამებისა და მოქმედებათა გეგმების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე და შეიმუშაოს რეკომენდაციები მათი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით; თ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ფარგლებში მოახდინოს ევროკავშირის დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში ჰარმონიზების გეგმების კოორდინაცია; ი) მონაწილეობა მიიღოს რეგიონული მასშტაბის გარემოსდაცვის მოქმედებათა გეგმების და სტრატეგიების შემუშავების პროცესში. შეიმუშაოს რეკომენდაციები მათი განხორციელების თაობაზე; კ) მოამზადოს გარემოს დაცვის სფეროში სტრატეგიული ხასიათის პროგრამებისა და მოქმედებათა გეგმების შემუშავებასთან და შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები.     მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილებანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების, სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისაგან; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინირება გაუწიოს დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელშეწყობით ქვეყანაში მიმდინარე გარემოსდაცვითი პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და/ან რეგიონული მასშტაბის გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში; გ) ორგანიზება გაუწიოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამით, რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმებით, ასევე სექტორული გარემოსდაცვითი გეგმებით გათვალისწინებული ანგარიშების მოსმენას ამ ღონისძიებათა მიმდინარეობის შესახებ; განახორციელოს ამ პროგრამათა და გეგმათა შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი; დ) ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს სექტორული გარემოსდაცვითი სტრატეგიებისა და გეგმების (მაგ., შავი ზღვის დაცვის მოქმედებათა სტრატეგია, ბიომრავალფეროვნების სტრატეგია, კლიმატის ცვლილების პროგრამა) შემუშავებას; ე) მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში; წარადგინოს წინადადებები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებ-ლობის სახელმწიფო მართვის სფეროში ახალი ნორმატიული აქტების მიღების, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.     მუხლი 4🔗. სამმართველოს მართვა 1. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში. 2. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს მინისტრს. 3. სამმართველოს თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი მისთვის ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.     მუხლი 5🔗. სამმართველოს სტრუქტურა სამმართველოს შემადგენლობაში შედის: ა) სამმართველოს უფროსი; ბ) სპეციალისტები.     მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს უფროსი ვალდებულია: ა) წარმართოს და საერთო ხელმძღვანელობა გაუწიოს სამმართველოს საქმიანობას, უზრუნველყოს სამმართველოს მუშაკთა ფუნქციური დატვირთვა და მათ შორის დავალებების განაწილება; ბ) გააკონტროლოს სამმართველოს ცალკეულ მოსამსახურეთა საქმიანობა და მათ მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვა; გ) გაანაწილოს ცალკეული დავალებები მოსამსახურეთა შორის; დ) უზრუნველყოს სამმართველოს მოსამსახურეთა მუშაობა ამ დებულებით სამმართველოსათვის განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში; ე) ორგანიზება გაუწიოს სამმართველოს მიერ ორგანიზებული სამინისტროს სხვადასხვა სამუშაო სხდომების მომზადებას, მიღებულ გადაწყვეტილებათა და სხდომათა ოქმების გაფორმებას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სამმართველოსა და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებს, სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებსა და კონვენციათა ეროვნულ კოორდინატორებს შორის საქმიანობის კოორდინაცია; ზ) შეასრულოს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებები; თ) გააკონტროლოს სამმართველოში საქმისწარმოების განხორციელება; ი) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში; კ) დაიცვას შრომის შინაგანაწესი. 2. სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია: ა) გაეცნოს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და სხვა მასალებს; ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დასვას საკითხი სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის, ასევე მათი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის თაობაზე; გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დასვას საკითხი სამმართველოს მოსამსახურეთა საზღვარგარეთ და/ან ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ; დ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში. 3. სამმართველოს უფროსი პასუხს აგებს მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროსა და სამმართველოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ და მიმდინარე საკითხთა შესრულებაზე.     მუხლი 7🔗. სამმართველოს სპეციალისტები 1. სამმართველოს სპეციალისტები ვალდებულნი არიან: ა) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შეასრულონ ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები; ბ) შეასრულონ სამმართველოს უფროსის დავალებები. 2. სამმართველოს სპეციალისტები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ თავისი საქმიანობა ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 3. ფუნქციებს სპეციალისტებს შორის ანაწილებს სამმართველოს უფროსი.     მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურისა, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების თანახმად. 2. სამმართველო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის საერთო ბიუჯეტის პროექტის შედგენას, სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას და სამინისტროს სისტემის საბუღალტრო საქმიანობის მეთოდურ უზრუნველყოფას. სამმართველო სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან იღებს საბუღალტრო-საფინანსო ანგარიშებს და ადგენს სამინისტროს ნაერთ ანგარიშს (ბალანსს). 3. სამმართველო ბიუჯეტის ფულადი სახსრების ხარჯვას ანხორციელებს მინისტრის, ან მინისტრის პირველი მოადგილის თანხმობით არსებული კანონ-მდებლობის ფარგლებში. 4. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, შრომის კანონთა კოდექსის, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.     მუხლი 2🔗. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს სამინისტროს სისტემაში საფინანსო საქმიანობას, აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას; სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს საბიუჯეტო სახსრების საპროგნოზო პარამეტრებს და წარმართავს სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესს. 2. უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ქონების, მატერიალური, ფინანსური რესურსების გამოყენებას კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ამუშავებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებს, ფინანსთა სამინისტროში დადგენილ ვადებში წარდგენისათვის. 4. უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებამდე ხარჯთაღრიცხვების დროულად დაყვანას. წარადგენს ხარჯების ლიმიტების განწერას სახაზინო სამსახურში. 5. განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციულ, ანგარიშსწორების ფორმას და ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგიას, ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. 6. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამზადებს ცვლილებებს დამტკიცებულ საშტატო ნუსხებში შეტანისათვის და შესაბამისად ახდენს ხარჯთა ნუსხების კორექტირებას და მათ დაყვანას ორგანიზაციებამდე. 7. იღებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დეპარტამენტების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან პერიოდულ ანგარიშებს და ადგენს სამინისტროს ნაერთ ბალანსს. 8. ასრულებს საფინანსო-საბიუჯეტო სფეროსთან დაკავშირებულ სხვა მიმდინარე საქმიანობას.     მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილებანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, საქვეუწყებო დაწესებულებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან ბიუჯეტის პროექტის შედგენისათვის, დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულების უზრუნველყოფასთან და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მასალა; ბ) მოიწვიოს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა, საქვეუწყებო დაწესებულების, ტერიტორიული ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და სპეციალისტები ფინანსურ-ბუღალტრულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განმარტების მიზნით; გ) მისცეს მითითებები საფინანსო-ბუღალტრული საქმიანობის აღრიცხვის, ანგარიშგების და კონტროლის საკითხებზე პირველადი დოკუმენტაციის გაფორმებაზე და სხვა ბუღალტრულ საკითხებზე; დ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს ორგანიზაციათა კომპლექსურ შემოწმებებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვის სისწორის დადგენის მიზნით; ე) მოამზადოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობაში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის და დასვას საკითხი სამართალდამრღვევ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ.     მუხლი 4🔗. სამმართველოს მართვა 1. სამმართველოს სტრუქტურას და საშტატო ერთეულების ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი სამინისტროსათვის დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში. 2. სამმართველოს თანამშრომლებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამმართველო შედგება სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის, მთავარი ბუღალტრისა და სპეციალისტისაგან.     მუხლი 5🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს უფროსი ვალდებულია: ა) საერთო ხელმძღვანლობა გაუწიოს სამმართველოს მუშაობას, გაანაწილოს მუშაკთა შორის ფუნქციები და მისცეს მათ დავალებები; ბ) გააკონტროლოს სამმართველოს ცალკეულ მუშაკთა საქმიანობა და მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის დაცვა; გ) უზრუნველყოს სამმართველოს მუშაკთა მუშაობა წინამდებარე დებულებით განსაზღვრული სამმართველოს საქმიანობის სფეროს, ამოცანების და უფლებამოსილებების ფარგლებში; დ) შეასრულოს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებები; ე) პასუხი აგოს სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების მართებულად გადაწყვეტასა და სამმართველოს ფუნქციების შესრულებაზე; ვ) უხელმძღვანელოს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, დადგენილ ვადებში წარდგენას ფინანსთა სამინისტროში; მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის პროექტის დაცვაში; ზ) შეიტანოს თანამდებობრივი სარგოების ცვლილებების შესაბამისად სათანადო შესწორებები საშტატო ნუსხებსა და დამტკიცებულ ხარჯთანუსხებში; თ) დაიცვას საფინანსო-ბუღალტრული საქმიანობის აღრიცხვის სისწორე, ოპერატიული ინფორმაციის, ბუღალტრული ანგარიშების დროული შედგენა და წარდგენა შესაბამის უწყებებში; ი) უზრუნველყოს სამინისტროს აპარატის და დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გეგმური და ფაქტიური მაჩვენებლების კანონის შესაბამისად დადგენილ ვადებში მომზადება და წარდგენა; კ) მიიღოს სახაზინო სამსახურიდან ინფორმაცია არასაგადასახადო შემოსავლების სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანის შესახებ და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს ხელმძღვანელობას; ლ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში. 2. სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია: ა) გაეცნოს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და სხვა მასალას, მიიღოს გადაწყვეტილება მათი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლებზე პასუხისმგებლობის დაკისრება; ბ) მოამზადოს და გაიტანოს საკითხები სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად; გ) დასვას საკითხი სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე მუშაკთა წახალისების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე; დ) მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სა-ჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი ახსნა-განმარტება; ე) მონაწილეობს ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში. 3. სამმართველოს უფროსი პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ და სხვა მიმდინარე საკითხთა შესრულებაზე.     მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსის მოადგილე 1. სამმართველოს უფროსის მოადგილე ვალდებულია: ა) შეასრულოს სამმართველოს უფროსის დავალებები; ბ) განახორციელოს სამმართველოს მუშაკთა მეთოდური ხელმძღვანელობა; გ) მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში, გაანალიზოს არასგადასახადო შემოსავ-ლებისა და ხარჯების საპროგნოზო და ფაქტიური მაჩვენებლები; დ) მოამზადოს დამტკიცებული ბიუჯეტის განწერა, უზრუნველყოს მისი დროული წარდგენა სახაზინო სამსახურში; ე) გააანალიზოს ფაქტობრივად მიღებული დაფინანსების და გაწეული ხარჯების შესაბამისობა დამტკიცებული ბიუჯეტის მიმართ; ვ) მოამზადოს ბიუჯეტის ცვლილების პროექტი (აუცილებლობის შემთხვევაში) ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად; ზ) აკონტროლოს კვარტალურად არასაგადასახადო შემოსავლების და სალიცენზიო მოსაკრებლების ბიუჯეტში შეტანის ოდენობა; თ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვლდებულებათა განხორციელებაში. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე უფლებამოსილია: ა) სამმართველოს უფროსის არყოფნის დროს შეასრულოს მისი მოვალეობები; ბ) სამმართველოს უფროსის წინაშე დასვას საკითხი მუშაკთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ; გ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში. 3. სამმართველოს უფროსის მოადგილე პასუხს აგებს სამმართველოს დებულებით და სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ დავალებათა შესრულებაზე.     მუხლი 7🔗. მთავარი ბუღალტერი 1. მთავარი ბუღალტერი ვალდებულია: ა) გასწიოს საბუღალტრო აღრიცხვის მეთოდური ხელმძღვანელობა სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებისადმი; ბ) განახორციელოს უტყუარი ბუღალტრული აღრიცხვიანობის წარმართვა თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით; გ) შეადგინოს სამინისტროს აპარატის ანგარიში, მიიღოს სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან პერიოდული საბუღალტრო ანგარიშები და შეკრას სამინისტროს ნაერთი ბალანსი; დ) უზრუნველყოს სამინისტროს ნაერთი ანგარიშის (ბალანსის) სახაზინო სამსახურში დადგენილ ვადებში წარდგენა; ე) პასუხი აგოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (სამმართველოები, სამსახურები) მატერიალური ფასეულობების სწორად აღრიცხვიანობაზე, მათ მოძრაობაზე ანგარიშის (ბალანსის) მიხედვით; ვ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოს ამ დებულებით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებაში. 2. მთავარი ბუღალტერი უფლებამოსილია: ა) განიხილოს კონტროლი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სწორად წარმართვაზე; ბ) გაანალიზოს დაქვემდებარებული ორგანიზაციების პერიოდული ანგარიშები (ბალანსი) და გადახრის შემთხვევაში დასვას საკითხი ხელმძღვანელობის წინაშე ხარვეზების გამოსწორების რეკომენდაციების მიხედვით; გ) მისცეს რეკომენდაციები სამინისტროს სისტემის სააღრიცხვო დარგის მუშაკებს ბუღალტრული საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისათვის; დ) მოაწესრიგოს სამინისტროს აპარატში საწვავის და კავშირგაბმულობის ხარჯების დაფინანსება კანონმდებლობის შესაბამისად; ე) მონაწილეობს ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.     მუხლი 8🔗. სპეციალისტები 1. სპეციალისტები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები; ბ) შეასრულონ სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის და მთავარი ბუღალტრის დავალებები; გ) მოამზადონ სამინისტროს აპარატში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმური მაჩვენებლები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში კორექტივების შესახებ პროექტი; დ) უზრუნველყონ სამინისტროს აპარატში განსახორციელებელი თვის, კვარტალის და წლის შესყიდვების ფაქტობრივი მაჩვენებლების წარდგენა შესყიდვების სააგენტოში; ე) მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში; ვ) კოორდინაცია გაუწიონ სამინისტროს სისტემაში განსახორცილებელ შესყიდვების გეგმური და ფაქტობრივი მაჩვენებლების დროულ ჩაბარებას შესყიდვების სააგენტოში; ზ) კომპიუტერში აწარმოონ კვარტალური და წლიური ბუღალტრული ანგარიშები (ბალანსი); თ) მოახდინონ შედარებები სახაზინო სამსახურთან არასაგადასახადო შემოსავლების ბიუჯეტში მიმართული თანხების შესახებ; ი) აწარმოონ მოწვეულ ექსპერტ-სპეციალისტების შრომის ანაზღაურების დარიცხვა და შესაბამისად საშემოსავლო დაკავებების ანგარიში; კ) მოამზადონ საფინანსო ორგანოებთან ანგარიშსწორების საგადახდო დავალებები სახაზინო სამსახურში წარსადგენად; ლ) შეასრულონ საკასო ოპერაციები საკასო დებულების მოთხოვნების შესაბამისად; მ) მიიღონ სახაზინო სამსახურიდან სამინისტროს კუთვნილი დოკუმენტაცია; ნ) მიიღონ ბანკიდან ჩეკით ნაღდი ფული ხელფასებისა და სამივლინებო ხარჯებისათვის. 2. ბუღალტერიის სპეციალისტი ვალდებულია: ა) შეასრულოს სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები; ბ) შეასრულოს სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის და მთავარი ბუღალტრის დავალებები; გ) დადგენილ ვადებში აწარმოოს შრომის ანაზღაურების დარიცხვები, სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან მიღებული ტაბელების საფუძველზე; დ) უზრუნველყოს შრომის ანაზღაურებიდან საშემოსავლო დაკავებებისა და დამქირავებლიდან ანარიცხების შესაბამის ფონდებში დროული მიმართვა; ე) შეადგინოს საანგარიშო თვის 5 რიცხვისათვის შრომის ანაზღაურების ფონდის ათვისების ნაერთი უწყისი და მემორიალური ორდერი №5; ვ) უზრუნველყოს სააღრიცხვო ბარათებში დარიცხული და გადარიცხული თანხების და ნაშთების მთავარ დავთართან შედარება; ზ) მიიღოს ანგარიშვალდებული პირებისაგან სასაქონლო ანგარიშები ბუღალტრულად დასამუშავებლად; თ) აწარმოოს ბრუნვათა უწყისები ანგარიშებისა და მატერიალური პასუხისმგებელი პირების მიხედვით; ი) აწარმოოს ხარჯთაღრიცხვის დავთარი (ანგ. 200) გარდამავალი ნაშთების გამოყვანით. 3. სპეციალისტები მონაწილეობენ სამინისტროს აპარატის საინვენტარიზაციო მოსამზადებელ საქმიანობაში. 4. სპეციალისტები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ თავიანთი საქმიანობა სამმართველოსათვის ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.     მუხლი 9🔗. სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანის, სამმართველოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი 1. სამმართველოს დებულებაში და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე. 2. სამმართველოს რეორგანიზაცია ხდება მინისტრის მიერ, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული სამმართველოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების თანახმად. 2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სამინისტროს საქ-მიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. 3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. ანგარიშგება, ზედამხედველობა და კონტროლი სამმართველოზე 1. გაწეული საქმიანობისათვის სამმართველო ანგარიშვალდებულია მხოლოდ მინისტრის წინაშე. 2. სამმართველოს ზედამხედველობასა და კურაციას უწევს უშუალოდ მინისტრი.     მუხლი 3🔗. სამმართველოს ძირითადი ამოცანები და უფლება-მოვალეობანი სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებანია: ა) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სამინისტროს საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა; ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) სამინისტროს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა სასარჩელო საქმიანობის ორგანიზება და ამ სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, მათი იურიდიული სამსახურებისა და ცალკეული იურისტების საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა; დ) გარემოსდაცვით სფეროში სამინისტროს სამსახურებრივი სარგებლობისათვის ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია; ე) სამინისტროს სახელმწიფო ქონების დაცვაზე კონტროლი სამინისტროში შექმნილ სხვადასხვა კომისიებში მონაწილეობის გზით; ვ) შრომითი კანონმდებლობის დაცვაზე ზედამხედველობა; ზ) სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში გადაცემული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოხელეთა გადაწყვეტილებების ან გამოცემული აქტების გაუქმების ან შეცვლის შესახებ მინისტრისათვის წარდგინებების მომზადება.     მუხლი 4🔗. მინისტრის, მისი მოადგილეებისა და სამინისტროს სისტემის საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა 1. მინისტრის, მისი მოადგილეებისა და სამინისტროს სისტემის საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფის მიზნით, სამმართველო ამოწმებს მინისტრთან ხელმოსაწერად შეტანილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებთან წინასწარ შესაბამისობას და ვიზირებას უკეთებს მათ. 2. სამმართველო: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ნორმატიული აქტების განმარტებას; ბ) მეთოდურ დახმარებას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (სამმართველოების, სამსახურების), ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელობას სამართალდამცავ ორგანოებში მათი სამსახურებრივი ინტერესების დამოუკიდებლად დაცვის საქმეში; გ) მინისტრის დავალებების საფუძველზე მონაწილეობს მოქალაქეებისაგან და სხვა იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვაში; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობამდე დაჰყავს ის ნორმატიული აქტები, რომლებიც ეხება მათ საქმიანობასა და კომპეტენციას; ე) სამართლებრივ საკითხებში კონსულტაციას უწევს სამინისტროს ხელმძღვანელობას.     მუხლი 5🔗. საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება 1. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში სამმართველო მონაწილეობას იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართვე-ლოს კანონისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326 ბრძანებულებით განსაზღვრული წესის თანახმად. 2. საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში სამმართველო მონაწილეობას იღებს მხოლოდ იმ კომპეტენციების ფარგლებში, რომლებიც არ წარმოადგენს სამინისტროს კანონშემოქმედებითი სამმართველოს უფლებებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისა და შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით.     მუხლი 6🔗. სამინისტროს ადმინისტრაციულ, სისხლისსამართლებრივ და სამოქალაქო საქმეთა სასარჩელო საქმიანობის ორგანიზება და ამ სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, მათი იურიდიული სამსახურებისა და ცალკეული იურისტების საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს სისტემის იურიდიული სამსახურებისა და ცალკეული იურისტების მეთოდური ხელმძღვანელობის ორგანიზების მიზნით, სამმართველო: ა) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და ცალკეული იურისტების იურიდიული სამსახურების საქმიანობას; ბ) უწევს მათ მეთოდურ დახმარებას. 2. სამინისტროს სასარჩელო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით სამმართველო შესაბამის შემთხვევებში: ა) სამინისტროს სახელით ამზადებს საბუთებს სარჩელის წარსადგენად ან მის უარსაყოფად; ბ) სამინისტროს სახელით ადგენს სასარჩელო განცხადებებს; გ) სამინისტროს სახელით სასამართლო ორგანოებში მონაწილეობს საქმეთა განხილვებში; დ) ამოწმებს სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებების, განჩინებების, დადგენილებებისა და სხვა სასამართლო დოკუმენტების ასლების სამინისტროში დროულ შემოსვლას; ე) წარადგენს მინისტრთან წინადადებებს მათი აღსრულების ან დადგენილი წესით გასაჩივრების შესახებ. 3. შესაბამის შემთხვევებში საქართველოს ქალაქებში (საქართველოს მასშტაბით, გარდა ქ. თბილისისა) ჩასატარებელ სასამართლო პროცესებზე სამინისტროს მონაწილეობისა და სამინისტროს ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს: ა) სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურების, როგორც სასამართლო პროცესში უფლებამოსილი წარმომადგენლების, დანიშვნის შესახებ; ბ) სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ქმედებების შესრულების შესახებ.     მუხლი 7🔗. ნორმატიული აქტების სისტემატიზებული აღრიცხვა და დაცვა ნორმატიული აქტების სისტემატიზებული აღრიცხვისა და დაცვის მიზნით სამმართველო: ა) სწავლობს ნორმატიულ აქტებს; ბ) აღრიცხავს ნორმატიულ აქტებს, სასამართლო პრაქტიკას; გ) სწავლობს და აანალიზებს ნორმატიულ აქტებში მომხდარ ცვლილებებს; დ) ქმნის ნორმატიული აქტების საინფორმაციო ბაზას.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო ქონების დაცვა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ბალანსზე არსებული სახელმწიფო ქონების დაცვის მიზნით სამმართველო: ა) უზრუნველყოფს მინისტრის მიერ ამ დარგში სამართლებრივი აქტების გამოცემას და მათ კანონიერებას; ბ) მინისტრთან შესაბამის წინადადებებს წარადგენს სახელმწიფო ქონების დატაცების, ანგარებითი მიზნით თანამდებობის ბოროტად გამოყენების, გაფლანგვის, დანაკლისების შემთხვევებზე; გ) მონაწილეობს სამინისტროზე მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემის საქმეში; დ) შესაბამის საბალანსო და საინვენტარიზაციო კომისიებში მონაწილეობის გზით უზრუნველყოფს ქონების, ვალების, დანაკლისების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ფულადი თანხების ჩამოწერის დროს საქართველოს კანონმდებლობის დაცვას, ახორციელებს კონტროლს მცირე ფასიანი და მალცვეთადი საგნების საბუღალტრო აღრიცხვის კანონიერებაზე.     მუხლი 9🔗. შრომითი კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა 1. სამინისტროში შრომითი კანონმდებლობის დაცვის უზრუნველსაყოფად სამმართველო ამოწმებს მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების იმ პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რომელიც ეხება შრომითი კანონმდებლობის გამოყენებას (საჯარო სამსახური, შრომითი ურთიერთობების შეცვლა, შეწყვეტა, დისციპლინური სასჯელების, წახალისებების გამოყენება და ა.შ) და ვიზირებას უკეთებს მათ. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (სამმართველოების, სამსახურების), ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაკთა მხრივ შრომის დისციპლინის დარღვევების, ასევე მათზე დაკისრებული შრომითი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფლება აქვს მინისტრს მიმართოს წარდგინებით ამ მუშაკთა მიმართ დისციპლინური სასჯელების გამოყენების შესახებ.     მუხლი 10🔗. სამმართველოს მართვა 1. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში. 2. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 3. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. სამმართველოს უფროსის მოადგილეს და სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. სამმართველოს უფროსი პერსონალურად აგებს პასუხს სამმართველოსათვის განსაზღვრული ვალდებულებებისა და ამოცანების ჯეროვნად და დადგენილ ვადებში შესრულებაზე.     მუხლი 11🔗. სამმართველოს მუშაკთა თანამდებობრივი მოვალეობები 1. სამმართველოს უფროსი: ა) საერთო კოორდინაციას უწევს სამმართველოს მუშაობას; ბ) ვიზირებას უკეთებს მინისტრთან ხელმოსაწერად შესატან საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს; გ) კოორდინაციას უწევს სამმართველოს მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის ზეპირი განკარგულებებისა და მითითებების შესრულებას და სამმართველოს მუშაკთა შორის ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს; დ) ახორციელებს სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამუშაოთა კოორდინაციას და ამ თვალსაზრისით დახმარებას უწევს სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის პროცედურიდან; ბ) ასრულებს ანალიტიკურ სამუშაოს; გ) მუშაობს მიმდინარე საკითხებზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ამ საქმიანობას; დ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობას მისი სამსახურში არყოფნის პერიოდში; ე) ასრულებს სამმართველოს უფროსის ყველა იმ დავალებას, რომელთა შესრულება განსაზღვრულია სამმართველოს დებულების მოთხოვნებით. 3. სამმართველოს სპეციალისტები: ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის პროცედურიდან; ბ) უშუალოდ მუშაობენ მიმდინარე საკითხებზე და ასრულებენ სამმართველოს კონკრეტულ დავალებებს; გ) ასრულებენ სამმართველოს უფროსის ყველა იმ დავალებას, რომელიც, თავის მხრივ, განპირობებულია სამინისტროს ხელმძღვანელობის უშუალო დავალებებიდან, აგრეთვე სამმართველოს დებულებით განსაზღვრული მოთხოვნებიდან; დ) უზრუნველყოფენ სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას; ე) ასრულებენ იმ დავალებებს, რომელთა შესრულება განპირობებულია სამმართველოს უფროსის უფლებამოსილებების ფარგლებში. 4. კონკრეტულ ფუნქციებსა და დავალებებს სამმართველოს უფროსის მოადგილესა და სამმართველოს სპეციალისტებს შორის ანაწილებს სამმართველოს უფროსი.     მუხლი 12🔗. სამმართველოს საქმიანობის ფორმები სამმართველო საქმიანობას ახორციელებს შემდეგი ფორმებით: ა) მიწერილობა (წერილი); ბ) დასკვნა; გ) მოხსენებითი ბარათი; დ) წარდგინება.     მუხლი 13🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი წინამდებარე დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს მონიტორინგისა და სტატისტიკის სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. გარემოს მონიტორინგისა და სტატისტიკის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების თანახმად. 2. სამმართველო უზრუნველყოფს გარემოს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზებას. 3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, შრომის კანონთა კოდექსის, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.     მუხლი 2🔗. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. სამმართველოს ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემაში და მის გარეთ (მათ შორის, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებში, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში და ა.შ.) არსებული გარემოს მონიტორინგული სამსახურებიდან მონაცემთა შეკრება, დამუშავება და შენახვა; ბ) გარემოს მდგომარეობისა და გარემოზე ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორების ზემოქმედების შესახებ განზოგადებული ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო ორგანოთათვის, იურიდიული და კერძო პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის; გ) გარემოსდაცვითი ინფორმაციული ბაზებისა და მეტაბაზების შექმნა; დ) შესაბამისი სადამკვირვებლო პუნქტების რეესტრის წარმოება; ე) არსებული ინფორმაციის საფუძველზე გარემოს მდგომარეობის ანალიზი; ვ) გარემოსდაცვითი ინდიკატორების შემუშავება და დანერგვა; ზ) ეროვნული მოხსენების მომზადებაში მონაწილეობა. 2. სამმართველოს უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისაგან გარემოსადაცვითი საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია, სტატისტიკური ანგარიშები და სხვა მასალები; ბ) განახორციელოს გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების ქსელის მეთოდური ზედამხედველობა; გ) განახორციელოს გარემოს მონიტორინგის ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის სისტემის ორგანიზება; დ) ინფორმაციის შეკრებისა და მართვის რეგულირებისათვის შეიმუშაოს ნორმატიული აქტების პროექტები; ე) მონაწილეობა მიიღოს დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელშეწყობით მიმდინარე გარემოსდაცვითი პროგრამების/პროექტების შემუშავებაში.     მუხლი 3🔗. სამმართველოს მართვა 1. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში. 2. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს მინისტრს. 3. სამმართველოს თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართვე-ლოს უფროსი და სამმართველოს უფროსის მოადგილე, მათთვის ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.     მუხლი 4🔗. სამმართველოს სტრუქტურა სამმართველოს შემადგენლობაში შედიან: სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეციალისტები.     მუხლი 5🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს უფროსი ვალდებულია: ა) დაგეგმოს და კოორდინირება გაუწიოს სამმართველოს საქმიანობას ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში; ბ) გაანაწილოს დავალებები სამმართველოს უფროსის მოადგილესა და სპეციალისტებს შორის და გააკონტროლოს მათი შესრულება; გ) წარმართოს სამმართველოს ურთიერთობა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან; დ) უზრუნველყოს სამმართველოს წლიური სამუშაო გეგმების მომზადება და მათი განხორციელება; ე) შეასრულოს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებები; ვ) გააკონტროლოს სამმართველოში საქმის წარმოების განხორციელება. 2. სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია: ა) გაეცნოს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და სხვა მასალებს; ბ) მოამზადოს საკითხები მინისტრის სათათბირო ორგანოს სხდომაზე გასატანად; გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დასვას საკითხი სამმართველოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დასვას საკითხი სამმართველოს თანამშრომელთა მივლინების შესახებ;  ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოსთან კოორდინაციით წარმართოს საქმიანი მიმოწერა საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო, არასამთავრობო, სამეცნიერო და საფინანსო ორგანიზაციებთან. 3. სამმართველოს უფროსი პასუხს აგებს მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროსა და სამმართველოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ და მიმდინარე საკითხთა შესრულებაზე.     მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსის მოადგილე 1. სამმართველოს უფროსის მოადგილე ვალდებულია: ა) შეასრულოს სამმართველოს უფროსის დავალებები და მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში; ბ) განახორციელოს სამმართველოს მუშაობის კოორდინაცია. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე უფლებამოსილია: ა) სამმართველოს უფროსის არყოფნის დროს შეასრულოს სამმართველოს უფროსის მოვალეობები; ბ) სამმართველოს უფროსის წინაშე დასვას საკითხი სამმართველოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე.     მუხლი 7🔗. სამმართველოს სპეციალისტები 1. სამმართველოს სპეციალისტები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის მოადგილის დავალებები; ბ) სამმართველოს უფროსის მითითებით მოამზადონ შესაბამისი დოკუმენტაცია. 2. სამმართველოს სპეციალისტები უფლებამოსილნი არიან: ა) განახორციელონ თავისი საქმიანობა ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში; ბ) მონაწილეობა მიიღონ სამმართველოში მიმდინარე გარემოსდაცვითი პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში.     მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის და სამმართველოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი 1. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ამ დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” თანახმად. 2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც მონაწილეობს ნარჩენების (გარდა რადიაქტიურისა) და ქიმიური ნივთიერებების (მათ შორის, პესტიციდები და მინერალური სასუქები) მართვაში, სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებაში. 3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონებით: „გარემოს დაცვის შესახებ”, „ნიადაგის დაცვის შესახებ”, „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ”, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით, საერთაშორისო კონვენციებით, ხელშეკრულებებით, გარემოს დაცვის სფეროში სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების და ამ დებულების შესაბამისად.     მუხლი 2🔗. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. სამმართველოს ამოცანებია: ა) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების რეგულირების სახელმწიფო მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი გატარება საქართველოს ტერიტორიაზე; ბ) თავისი საქმიანობის სფეროში გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია; გ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების (მათ შორის, პესტიციდები და მინერალური სასუქები) რეგულირების სფეროში სახელმწიფო მმართველობის მექანიზმის, საკანონმდებლო, ნორმატიულ-მეთოდური, ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობის მიღება. 2. სამმართველოს ფუნქციებია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო და ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების კოორდინაცია; გ) ნარჩენების სახელმწიფო კადასტრის შედგენის სამუშაოთა ორგანიზება; დ) საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; ე) ნარჩენებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ მასალების განხილვა და სათანადო პროექტების მომზადება სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურისათვის; ვ) ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება. 3. სამმართველო მონაწილეობას იღებს: ა) საწარმოო ძალთა განვითარებისა და განაწილების, ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო კონცეფციების, ინდიკატური გეგმებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში; ბ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, სტანდარტების, ნორმების, წესების და სხვა მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავებაში; გ) ნარჩენების და საშიში ქიმიური ნივთიერებების და მათგან დაბინძურებული ტერიტორიების აღრიცხვაში; დ) საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგების შედგენაში; ე) პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერებების რეესტრის შედგენაში; ვ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებაში. 4. სამმართველო სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურთან კოორდინაციითა და დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების და ზრდის რეგულატორების) სახელმწიფო კატალოგის შეთანხმებას; ბ) ნარჩენების, მცენარეთა დაცვის საშუალებების (პესტიციდების) და სხვა გარემოზე მავნე ზემოქმედების ნივთიერებათა იმპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტის, გამოყენების, უტილიზაციის, დასაწყობების, გაუვნებელყოფის და განთავსების შეთანხმებას; გ) „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენებისა და ექსპორტ-იმპორტის აკრძალვას ან მკაცრად შეზღუდულ გამოყენებას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დადგენასა და გამოქვეყნებამდე მათ შეთანხმებას. 5. სამმართველო გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურთან კოორდინაციითა და დადგენილი წესით განიხილავს სამრეწველო და საშიში ნარჩენების წარმოქმნის და განთავსების ლიმიტებს.     მუხლი 3🔗. სამმართველოს კომპეტენცია სამმართველო უფლებამოსილია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების რეგულირება, სახელმწიფო აღრიცხვა და ამ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის შეთანხმება; ბ) მოითხოვოს დადგენილი წესით სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მონაცემები, საცნობარო და ინფორმაციული მასალები, რომლებიც აუცილებელია ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შესამუშავებლად; გ) წარუდგინოს სამინისტროს ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები; დ) დადგენილი წესით მოითხოვოს საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისაგან (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების შესახებ სახელმწიფო აღრიცხვის სტატისტიკური ანგარიშები.     მუხლი 4🔗. სამმართველოს მართვა 1. სამმართველოს საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 2. სამმართველოს საქმიანობის მართვა წარმოებს სამმართველოს უფროსის მიერ, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 3. სამმართველოს უფროსი აწარმოებს სამმართველოს მუშაობის საერთო ხელმძღვანელობას.     მუხლი 5🔗. სამმართველოს სტრუქტურა სამმართველო შედგება სამმართველოს უფროსის, მისი მოადგილისა და სპეციალისტებისაგან.     მუხლი 6🔗. სამმართველოს თანამშრომელთა თანამდებობრივი მოვალეობანი 1. სამმართველოს უფროსი ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია სამინისტროს სამუშაო გეგმების, ხელმძღვანელობისა და ზემდგომი ორგანოების ბრძანებების, განკარგულებების და დავალებების შესრულებაზე; გ) ორგანიზებას უწევს ნორმატიული ბაზის, გეგმების, პროგრამების შემუშავებას ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში; დ) წარუდგენს სამინისტროს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს დადგენილ ვადებში; ე) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს ნორმატიული დოკუმენტაციით და მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს მათ მუშაობას; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით წარმოადგენს სამინისტროს სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში, საწარმოებსა და ორგანიზაციებში მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განსახილველად; ზ) მონაწილეობს ნარჩენების მართვის ერთიანი სისტემის, პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავებაში; თ) კოორდნაციას უწევს ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას; ი) ზედამხედველობას უწევს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვას; კ) მონაწილეობს ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სამთავრობათაშორისო მაკოორდინირებელი კომისიის მუშაობაში; ლ) მონაწილეობს აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეგისტრაციო სამუშაოებში და ქიმიური ნივთიერებების ერთიანი რეესტრის შედგენაში; მ) მონაწილეობს ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ეროვნული სტანდარტების და გარემოსდაცვითი ნორმების შემუშავებაში; ნ) ორგანიზებას უწევს სახიფათო ნარჩენების სეპარაციის, შეგროვების, გამოყენების, ტრანსპორტირების, განთავსების და გაუვნებელყოფის სამუშაოებს; ო) ორგანიზებას უკეთებს ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიების ინვენტარიზაციას, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებას და მის განხორციელებას; პ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოსთან კოორდინაციით უზრუნველყოფს ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებაზე საერთო ზედამხედველობას, პასუხისმგებელია თითოეული ამ ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობაზე. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე ა) პასუხისმგებელია სამინისტროს ხელმძღვანელობის და სამმართველოს უფროსის განკარგულებების და დავალებების შესრულებაზე; ბ) მონაწილეობს სამინისტროს სამუშაო გეგმების, ხელმძღვანელობისა და ზემდგომი ორგანოების ბრძანებების, განკარგულებების და დავალებების შესრულებაში; გ) ხელმძღვანელობს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებების, მეთოდიკების, ინსტრუქციების შემუშავებას; დ) ხელმძღვანელობს ნარჩენების აღრიცხვის და მონიტორინგის სისტემის შემუშავებას; ე) ორგანიზებას უწევს სახიფათო ნარჩენების დაგეგმვის, აღრიცხვის რეგულირების, ეკონომიკური და სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებას; ვ) ორგანიზებას უკეთებს სახიფათო ნარჩენების წარმოქმნის ლიმიტების პროექტების შემუშავებას, განხილვას და დამტკიცებას; ზ) მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებაში ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია შესაბამისი ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობაზე; თ) ხელმძღვანელობს საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ინვენტარიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას; ი) ადგენს სამმართველოს ანგარიშებს შესრულებულ სამუშაოებზე; კ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის პერიოდში. 3. სპეციალისტები: ა) მონაწილეობენ სამმართველოს სამუშაო გეგმის შემუშავებაში; ბ) ასრულებენ სამინისტროს სამოქმედო გეგმურ საკითხებს ნარჩენების მართვის სფეროში; გ) ახორციელებენ პროგრამების, ინსტრუქციების და მეთოდების შემუშავებას ნარჩენების მართვის სფეროში; დ) ამზადებენ დოკუმენტების, ბრძანებებისა და განკარგულებების პროექტებს, განიხილავენ შემოსულ კანონპროექტებსა და კანონქვემდებარე აქტებს და ამაზადებენ შესაბამის შენიშვნებსა და წინადადებებს; ე) მეთოდურ დახმარებას უწევენ ტერიტორიულ ორგანოთა შესაბამის სპეციალისტებს; ვ) განიხილავენ რეგიონებიდან შემოსულ ანგარიშებს და შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს; ზ) მონაწილეობენ ყველა სახის ნარჩენის აღრიცხვაში და კადასტრის შედგენაში, ნარჩენების აღრიცხვასა და დაგეგმვაში, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო სამუშაოებში, აგროვებენ ყველა სახის ინფორმაციას ნარჩენების შესახებ და ახდენენ მის კომპიუტერულ დამუშავებას, აწარმოებენ ნარჩენებით დაბინძურებით სტაციონალური ობიექტების აღრიცხვას და ადგენენ მათ ნუსხას; თ) განიხილავენ სახიფათო ნარჩენების ლიმიტების პროექტებს და ამზადებენ შესამაბის დასკვნებს; ი) მონაწილეობენ სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების შემუშავებაში; კ) განიხილავენ ნარჩენების ტრანზიტის და იმპორტის პროექტებს და გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურისათვის ამზადებენ გადაწყვეტილებების პროექტებს; ლ) მონაწილეობენ სამინისტროს სამოქმედო გეგმური საკითხების დროულ შესრულებაში; მ) განიხილავენ ნარჩენების მართვის სფეროში კონვენციების სამდივნოებიდან შემოსულ მასალებს და ამზადებენ სათანადო დოკუმენტებს. 4. ფუნქციებს სპეციალისტებს შორის ანაწილებს სამმართველოს უფროსი.     მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებების შეტანა წარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით, კანონით დადგენილი წესით. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პროექტების კოორდინაციისა და მომზადების სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. პროექტების კოორდინაციისა და მომზადების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის № 50 დადგენილების საფუძველზე. 2. სამმართველოს მიზანია უზრუნველყოს სამინისტროს კომპეტენციის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების კოორდინირება ამ პროექტებისა და პროგრამების დაფინანსების საბიუჯეტო და სხვა წყაროების ეფექტიანი გამოყენების მიზნით, ასევე ეროვნული, რეგიონალური და გლობალური პროექტებისა და პროგრამების მომზადების და ეფექტური რეალიზაციის ხელშეწყობა. 3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, შრომის კანონთა კოდექსის, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.     მუხლი 2🔗. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები სამმართველოს საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: ა) რეგულარულად შეაგროვოს ინფორმაცია საქართველოში გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში სახელმწიფო, სამეცნიერო, არასამთავრობო და კერძო სექტორში მიმდინარე პროექტების მიმდინარეობის შესახებ; ბ) უზრუნველყოს სამინისტროში მიმდინარე საერთაშორისო წყაროებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე პერიოდული ანგარიშგება; გ) შესაძლებლობის ფარგლებში, მიაწოდოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობას და პროექტის ხელმძღვანელებს პროექტების მიმდინარეობისას წარ-მოქმნილი პრობლემების გადაჭრის ან ცვლილებების განხორციელების მიზნით; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოამზადოს საპროექტო წინადადებები და დახმარება გაუწიოს სამი-ნისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საპროექტო წინადადებების მომზადებაში; ე) პროექტების კოორდინაციისა და ღონისძიებების დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, შეითანხმოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული საპროექტო წინადადებები დასაფინანსებლად წარდგენამდე; ვ) ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში პროექ-ტების მომზადებისა და მათ განსახორციელებლად ფინანსური სახსრების მოზიდვის მიზნით; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალების საფუძველზე გააკონტროლოს და კოორდინაცია გაუწიოს ცალკეული პროექტების მიმდინარეობას.     მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილებანი თავისი ამოცანების განსახორციელებლად სამმართველოს უფლება აქვს: ა) რეგულარულად მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი არაკონფიდენციალური ინფორმაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისაგან, სამინისტროს სის-ტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისაგან მათი ზედამხედველობით მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შესრულების მდგომარეობის შესახებ; შეაფასოს მათ მიერ პროექტების ფარგლებში გაწეული საქმიანობა და სამინისტროს ხელმძღვანელობას, პროექტის ხელმძღვანელებს, ასევე დამფინანსებელ ორგანიზაციებს წარუდგინოს წინადადებები პროექტების/პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე; ბ) გაეცნოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ საპროექტო წინადადებებს და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომნედაციები და შენიშვნები მათი სრულყოფის მიზნით; გ) მიაწოდოს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებები ქვეყნის სტრატეგიულ გეგმებსა და პროგრამებში განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად კონკრეტული პროექტების/პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ; დ) მიაწოდოს წინადადებები სამინისტროს ხელმძ-ღვანელობას და პროექტის ხელმძღვანელებს პროექტების მიმდინარეობისას წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის ან პროექტის განხორციელების პროცესში აუცილებელი ცვლილებების შეტანის მიზნით; ე) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით აწარმოოს მოლაპარაკებები საერთაშორისი ორგანიზაციებთან და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ცალკეული პროექტების/პროგრამების მომზადების და მათი განხორციელებისათვის საჭირო თანხების მობილიზების მიზნით; ვ) ორგანიზება გაუწიოს სამინისტროს ფარგლებში მიმდინარე პროექტების/პროგრამების ხელმძღვანელების პერიოდულ შეხვედრებს და ანგარიშგებას სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, კონტროლი და კოორდინაცია გაუწიოს ცალკეული პროექტების/პროგრამების მიმდინარეობას; თ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და/ან რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში; ი) მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში; წარადგინოს წინადადებები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის სფეროში ახალი ნორმატიული აქტების მიღების, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.     მუხლი 4🔗. სამმართველოს მართვა 1. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში. 2. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს მინისტრს. 3. სამმართველოს თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი და სამმართველოს უფროსის მოადგილე, მათთვის ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.     მუხლი 5🔗. სამმართველოს სტრუქტურა სამმართველოს შემადგენლობაში შედიან სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილე, სპეციალისტები.     მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს უფროსი ვალდებულია: ა) კოორდინირება გაუწიოს გეგმით გათვალისწინებულ სამმართველოს საქმიანობას; ბ) გაანაწილოს დავალებები და სამუშაოები სამმართველოს სპეციალისტებს შორის; გ) გააკონტროლოს სამმართველოს სპეციალისტების მუშაობა და დავალებების შესრულება; დ) მისცეს კონკრეტული მითითებები სპეციალისტებს დავალებების შესრულების პროცესში; ე) წარმართოს სამმართველოს ურთიერთობა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან; ვ) სამინსიტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები საერთაშორისო პროექტების მომზადების თაობაზე; ზ) შესაძლებლობის ფარგლებში, მიაწოდოს წინადადებები და რეკომენდაციები სამინისტროს ხელმძღვანელობას და პროექტების მმართველ ჯგუფებს პროექტის მიმდინარეობისას წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის ან პროექტებში განსახორციელებელი ცვლილებების მიზნით; თ) ორგანიზება გაუკეთოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამთავრობო, სამეცნიერო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად შეგროვებას; ი) ორგანიზება გაუკეთოს სამინისტროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის რეგულარულად შეგროვებას და სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე პერიოდულ ანგარიშგებას; კ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოსთან კოორდინაციით წარმართოს საქმიანი მიმოწერა საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო, არასამთავრობო, სამეცნიერო და საფინანსო ორგანიზაციებთან; ლ) უხელმძღვანელოს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის შედგენას; მ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დააყენოს წინადადება სამმართველოს მუშაკთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე. 2. სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია: ა) გაეცნოს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და სხვა მასალებს; ბ) გაიტანოს საკითხები სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად; გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დასვას საკითხი სამმართველოს მუშაკთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე; დ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში; ე) მიიღოს პროექტებთან/პროგრამებთან დაკავშირებული ნებისმიერი არაკონფიდენციალური ინფორმაცია პროექტების ხელმძღვანელებისაგან; ვ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოსთან კოორდინაციით აწარმოოს საქმიანი მიმოწერა საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო, არასამთავრობო, სამეცნიერო და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით უზრუნველყოს ცალკეული პროექტების კოორდინაცია. 3. სამმართველოს უფროსი თანამდებობრავად: ა) ანგარიშვალდებულია სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე; ბ) პასუხისმგებელია სამინისტროს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სამმართველოზე დაკისრებული საკითხების, მინისტრის ბრძანებისა და ხელმძღვანელობის ცალკეული დავალების შესრულებაზე; გ) ვალდებულია უზრუნველყოს სამინისტროს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულება, რისთვისაც ხელმძღვანელობს სამმართველოს მუშაკების საქმიანობას, ამასთანავე მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც სამინისტროს მუშაკებთან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა თანამდებობის პირებთან, სხვა ორგანიზაციების ხელმძ-ღვანელებთან, მოქალაქეებთან; დ) ვალდებულია თავის საქმიანობაში იხელმძღვანელოს სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებით და დაიცვას საჯარო სამსახურის პროფესიული და სტანდარტები.     მუხლი 7🔗. სამმართველოს უფროსის მოადგილე 1. სამმართველოს უფროსის მოადგილე ვალდებულია: ა) შეასრულოს სამმართველოს უფროსის დავალებები; ბ) დახმარება გაუწიოს სამმართველოს უფროსს მისი მოვალეობების განხორციელებაში; გ) განახორციელოს სამმართველოს მუშაკთა მეთოდური ხელმძღვანელობა და ხელი შეუწყოს სამმართველოს მუშაკების მუშაობის კოორდინაციას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნებისათვის წარსადგენად საპროექტო წინადადებების მომზადებაში; ე) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში; ვ) განახორციელოს სამმართველოს მუშაკთა მიერ მომზადებული წერილებისა და დოკუმენტების ხარისხის კონტროლი. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე უფლებამოსილია: ა) სამმართველოს უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი არყოფნის დროს შეასრულოს სამმართველოს უფროსის მოვალეობები; ბ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში; გ) სამმართველოს უფროსის წინაშე დასვას საკითხი სამმართველოს მუშაკთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე. 3. სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობები და თანამდებობრივი ურთიერთობები: სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე; ბ) ვალდებულია უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობების ფარგლებში სამმართველოს უფროსისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დავალებულ ამოცანათა შესრულება.     მუხლი 8🔗. სპეციალისტები სამმართველოს სპეციალისტები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ თავისი საქმიანობა ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში; სამმართველოს სპეციალისტები: ა) ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსისი მოადგილისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე; ბ) სამმართველოს უფროსის დავალებით პერიოდულად შეაგროვონ ინფორმაცია გარემოს დაცვის სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მიმდინარე პროექტების შესახებ; გ) ვალდებულნი არიან შეასრულონ ამ დებულებით განსაზღვრული სამმართველოს სხვა ვალდებულებები; დ) შეასრულონ სამმართველოს უფროსისა და უფროსის მოადგილის დავალებები სამმართველოს ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში.     მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკების სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე. 2. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, შრომის კანონთა კოდექსის, საამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.     მუხლი 2🔗. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. სამმართველო კოორდინაციას უწევს ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკის პრევენციას და ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებას. 2. სამმართველოს ძირითადი ვალდებულებებია: ა) საქართველოში კატასტროფების პროგნოზირების, ფორ-მაჟორული სიტუაციების პრევენციის, მათი შედეგების შერბილებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი ორგანიზაციული და სამეცნიერო-ტექნიკური საკოორდინაციო პოლიტიკის განხორციელება; ეკოლოგიურად დაძაბული სიტუაციების წარმოქმნის რისკის შეფასება; ბ) ბუნებრივ და ანთროპოგენურ კატასტროფებთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საქმიანობით დაკავებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და სხვა ორგანიზაციების (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მიერ შემუშავებული პროგნოზირებისა და დასახული ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვადასხვა ობიექტების დაცვის მიზნით; გ) საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების პროგნოზირების სრულყოფის მიზნით კატასტროფასაშიში ტერიტორიებისა და სამრეწველო-სამეურნეო ობიექტების ნუსხის შედგენა, საშიშროების ხარისხის განსაზღვრა მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკის ფაქტორების, დაზიანების ზონებისა და მოსალოდნელი ზარალის ოდენობის პროგნოზირების კოორდინაცია; დ) საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით კატასტროფული სიტუაციების წარმოქმნის რისკის შეფასება, რისკის მქონე ტერიტორიებისა და სამრეწველო-სამეურნეო ობიექტების მდგომარეობის შეფასება, მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და სამეცნიერო-ტექნიკური დონის გათვალისწინებით შესაბამისი მოქმედების სტრატეგიის შემუშავება; ე) ავარიების, კატასტროფებისა და სტიქიურ უბედურებათა გამომწვევი მიზეზების შესწავლა-შეფასება და შედეგების აღრიცხვა, მათი დამუშავება და საინფორმაციო ბანკის შექმნა.     მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილებანი სამსახური უფლებამოსილია: ა) ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით შეიმუშაოს გამაფრთხილებელი და დაცვითი ღონისძიებები და საქართველოს ტერიტორიაზე ეკოლოგიური კატასტროფების, სტიქიური მოვლენებისა და ავარიების თავიდან აცილების მეცნიერულად დასაბუთებული ღონისძიებების შემუშავება-განხორციელებისათვის სამინისტროსათვის მოამზადოს წინადადებები; ბ) დროის, ადგილის, ტიპისა და მონაცემების სისტემური ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების თავიდან აცილების, მათი მოქმედების შერბილების, გავრცელების არეალის ლოკალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების პროექტები; გ) სახელმწიფოს პოლიტიკიდან გამომდინარე რეკომენდაცია გაუწიოს კატასტროფასაშიში ობიექტებიდან პრიორიტეტების შერჩევას; დ) ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების პოტენციური წყაროების გამოსავლენად და მათ წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების სრულყოფისათვის მიიღოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებიდან, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებიდან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) ინფორმაცია; ე) ორგანიზება გაუწიოს ინფორმაციის სადღეღამისო მიღებას სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელი ან მიმდინარე ავარიული და კატასტროფული მოვლენების წარმოქმნისა და განვითარების შესახებ; ოპერატიულად მიაწოდოს მიღებული ინფორმაცია კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოებს რეაგირებისათვის; ვ) საქართველოს პრეზიდენტთან წარდგენის მიზნით მეცნიერებისა და ამ დარგის სპეციალისტებთან შეთანხმებით, წინადადებით შევიდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის გამოცხადება-გაუქმების შესახებ; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეკოლოგიური კატასტროფის ზონაში მოახდინოს კატასტროფის წარმომშობი მიზეზების დადგენა, მისი ლოკალიზაციისა და აღმოფხვრის მიზნით; თ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიის სტიქიურად საშიშ ზონებში ასაშენებელ ობიექტთა პროექტების განხილვაში;  ი) მოიპოვოს ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ მოსალოდნელი კატასტროფების განვითარების შესახებ, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოში ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და შეიმუშაოს შესაბამისი ღონისძიებები; კ) განხორციელებულ ღონისძიებათა ეფექტურობის ანალიზის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია სამინისტროს და მის გარეთ არსებული სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან; მათი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში ეკოლოგიურ და კატასტროფასაშიშ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შესახებ.     მუხლი 4🔗. სამმართველოს მართვა 1. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში. 2. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს მინისტრს. 3. სამმართველოს თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 4. სამმართველოს მართავს სამმართველოს უფროსი და სამმართველოს უფროსის მოადგილე მათთვის ამ დებულებით მინიჭებული უფლებამისილების ფარგლებში.     მუხლი 5🔗. სამმართველოს სტრუქტურა სამმართველოს შემადგენლობაში შედიან: ა) სამმართველოს უფროსი; ბ) სამმართველოს უფროსის მოადგილე; გ) სპეციალისტები.     მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს უფროსი ვალდებულია: ა) განახორციელოს სამმართველოს საერთო ხელმძღვანელობა; ბ) პასუხისმგებელია სამინისტროს ბრძანებების, განკარგულებებისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხთა შესრულებაზე; გ) უზრუნველყოს ინფორმაციის დროული მიწოდება ზემდგომ ორგანოებში კატასტროფასაშიშ მოვლენათა მოსალოდნელი განვითრების შესახებ; დ) უზრუნველყოს სამმართველოს მუშაკთა მუშაობა ამ დებულებით განსაზღვრულ სამმართველოს საქმიანობის სფეროს, ამოცანებსა და უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებზე; ე) განახორციელოს სამმართველოსა და სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების, სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებსა და კონვენციათა ეროვნულ კოორდინატორებს შორის საქმიანობის კოორდინაცია; ვ) შეასრულოს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებები; ზ) გაანაწილოს ფუნქციები სამმართველოს თანამშრომლებს შორის; თ) წარმოადგინოს სამინისტრო სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში, საწარმოებსა და ორგანიზაციებში მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვის დროს; ი) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში. 2. სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია: ა) გაეცნოს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციასა და სხვა მასალებს; გაიტანოს საკითხები სათათბირო საბჭოს კოლეგიის სხდომაზე განსახილველად; ბ) სამინისტროს ხელმღვანელობის წინაშე დააყენოს საკითხი სამმართველოს მუშაკთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, ასევე მათი ახალ თანამდებობაზე გადაყვანის თაობაზე; გ) სამინისტროს ხელმღვანელობის წინაშე დააყენოს საკითხი სამმართველოს მუშაკთა საზღვარგარეთ და/ან ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ; დ) სამმართველოს უფროსი სამმართველოს სახელით პასუხს აგებს მინისტრის ბრძანებებით, განკარგულებებითა და სამინისტროსა და სამმართველოს პერსპექტიული სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულებაზე; ე) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.     მუხლი 7🔗. სამმართველოს უფროსის მოადგილე 1. სამმართველოს უფროსის მოადგილე ვალდებულია: ა) შეასრულოს სამმართველოს უფროსის დავალებები; ბ) განახორციელოს სამმართველოს მუშაკთა მეთოდური ხელმძღვანელობა; გ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაზე. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე უფლებამოსილია: ა) სამმართველოს უფროსის არყოფნის დროს შეასრულოს მისი მოვალეობები; ბ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსათვის ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში; გ) სამმართველოს უფროსის წინაშე დააყენოს წინადადებები სამმართველოს მუშაკთა წახალისებისა და დიციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე.     მუხლი 8🔗. სპეციალისტები 1. სპეციალისტები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები; ბ) შეასრულოს სამმართველოს უფროსისა და უფროსის მოადგილის დავალებები. 2. სპეციალისტებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.     მუხლი 9🔗. სამმართველოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების თანახმად. 2. სამმართველო უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის რეგულირების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი მიმართულებების შემუშავებას. 3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, შრომის კანონთა კოდექსის, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.     მუხლი 2🔗. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები სამმართველოს საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: ა) კოორდინირება გაუწიოს სამინისტროს ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან; ბ) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო და რეგიონული კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი პირების საქმიანობას; გ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღონისძიებების ორგანიზებაში; დ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ განხორციელებულ საერთაშორისო ურთიერთობებში და აწარმოოს ამ ურთიერთობების მონიტორინგი; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კოორდინირებაში; ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის ანალიზი; ზ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში; თ) განახორციელოს საქართველოს მიერ საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაში.     მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილებანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს ინფორმაცია სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების, სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისაგან; ბ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და/ან რეგიონული გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში; გ) მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში; წარადგინოს წინადადებები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის სფეროში ახალი ნორმატიული აქტების მიღების, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; დ) სამინისტროს მიერ დანიშნული სამინისტროს შესაბამისი საჯარო მოხელეებისგან (კონვენციათა ეროვნული კოორდინატორებისგან) პერიოდულად მოითხოვოს და მიიღოს ანგარიშები მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ და ორგანიზება გაუწიოს მათი ანგარიშების მოსმენას; შეაფასოს მათ მიერ გაწეული საქმიანობა და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ე) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას; ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს შესაბამისი კავშირები საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო, არასამთავრობო, სამეცნიერო და სხვა ორგანიზაციებთან; ვ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში, განახორციელოს არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებელის განხორციელების ანალიზი; ზ) წარადგინოს წინადადება საერთაშორისო შეთანხმებასთან შეერთების/რატიფიცირების აუცილებლობის შესახებ, აღნიშნული შეთანხმებაზე მომუშავე „საკონტაქტო პირის“ მიერ მომზადებული მასალის საფუძველზე; თ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; ი) ადმინისტრაციული სამმართველოდან პერიოდულად მიიღოს მინისტრთან საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრების განრიგი და ჩატარებული შეხვედრების ოქმების ასლები; კ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი უწყებებიდან დროულად მიიღოს ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი როგორც საერთაშორისო შეხვედრების, ასევე უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ.     მუხლი 4🔗. სამმართველოს მართვა 1. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში. 2. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს მინისტრს. 3. სამმართველოს თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი და სამმართველოს უფროსის მოადგილე, მათთვის ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.     მუხლი 5🔗. სამმართველოს სტრუქტურა სამმართველოს შემადგენლობაში შედიან: სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალისტები.     მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს უფროსი ვალდებულია: ა) წარმართოს და საერთო ხელმძღვანელობა გაუწიოს სამმართველოს საქმიანობას, უზრუნველყოს სამმართველოს მუშაკთა ფუნქციური დატვირთვა და მათ შორის დავალებების განაწილება; ბ) გააკონტროლოს სამმართველოს ცალკეულ მუშაკთა საქმიანობა და მათ მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვა; გ) გაანაწილოს დავალებები სამმართველოს უფროსის მოადგილესა და ცალკეულ მუშაკთა შორის; დ) უზრუნველყოს სამმართველოს მუშაკთა მუშაობა, გამომდინარე ამ დებულებით განსაზღვრულ სამმართველოს საქმიანობის სფეროს, ამოცანებისა და უფლებამოსილებებიდან; ე) განახორციელოს სამმართველოსა და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებს, სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებსა და კონვენციათა ეროვნულ კოორდინატორებს შორის საქმიანობის კოორდინაცია; ვ) შეასრულოს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებები; ზ) გააკონტროლოს სამმართველოში საქმის წარმოების განხორციელება; თ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში. 2. სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია: ა) გაეცნოს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციასა და სხვა მასალებს; ბ) გაიტანოს საკითხები მინისტრის სათათბირო ორგანოს სხდომაზე განსახილველად; გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დასვას საკითხი სამმართველოს მუშაკთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დასვას საკითხი სამმართველოს მუშაკთა საზღვარგარეთ და/ან ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ; ე) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში. 3. სამმართველოს უფროსი პასუხს აგებს მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროსა და სამმართველოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ და მიმდინარე საკითხთა შესრულებაზე.     მუხლი 7🔗. სამმართველოს უფროსის მოადგილე 1. სამმართველოს უფროსის მოადგილე ვალდებულია: ა) შეასრულოს სამმართველოს უფროსის დავალებები; ბ) ხელი შეუწყოს სამმართველოს უფროსს მისი მოვალეობების განხორციელებაში; გ) განახორციელოს სამმართველოს მუშაკთა მეთოდური ხელმძღვანელობა და ხელი შეუწყოს სამინისტროს მუშაკთა მუშაობის კოორდინაციას; დ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში; ე) განახორციელოს სამმართველოს მუშაკთა მიერ მომზადებული წერილებისა და დოკუმენტების ხარისხის კონტროლი. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე უფლებამოსილია: ა) სამმართველოს უფროსის არყოფნის დროს შეასრულოს სამმართველოს უფროსის მოვალეობები; ბ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსთვის ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.     მუხლი 8🔗. სამმართველოს სპეციალისტები 1. სამმართველოს სპეციალისტები ვალდებულნი არინ: ა) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შეასრულონ ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები; ბ) შეასრულონ სამმართველოს უფროსის და უფროსის მოადგილის დავალებები; სამმართველოს უფროსის და უფროსის მოადგილის მითითებების საფუძველზე მოამზადონ პასუხები სამმართველოში შემოსულ წერილებზე; გ) მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაციაში; ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობების კოორდინირებაში; დ) მოამზადონ და პერიოდულად განაახლონ სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო გარემოსდაცვით კონვენციებთან ურთიერთობების ამსახველი სრული მონაცემთა ბაზა; ე) განახორციელონ თავისი საქმიანობა ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში; ვ) მოამზადონ მინისტრის ბრძანების და წერილების პროექტები საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით; ზ) სამმართველოს უფროსის ან უფროსის მოადგილის წინაშე დააყენონ წინადადებება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარების და გაფართოების თაობაზე.     მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ-რობის 2004 წლის 12 ივნისის № 50 დადგენილების თანახმად. 2. სამმართველო წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს და ეკისრება გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში ეკონომიკური მექანიზმების და ნორმატივების შემუშავებისა და დანერგვის სისტემის შექმნა, მათი სრულყოფა და განხორციელება. 3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, გარემოს დაცვის სფეროში არსებული პრეზიდენტის აქტების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების, განკარგულებების, მითითებების, ინსტრუქციებისა და წინამდებარე დებულებების საფუძველზე.     მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი გადასახადების ნორმატივებისა და მათი გამოყენების წესის პროექტების შემუშავება; ბ) გარემოს დაცვაზე დახარჯული თანხების ანალიზი და მათი ეფექტურობის დადგენა; გ) ბუნებრივ რესურსებზე ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიური და მეთოდური საფუძვლებისა და ძირითადი პრინციპების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; დ) ბუნებრივი რესურსების ეკოლოგიურ-ეკონომიკურ გამოყენებაზე წინადადებების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ე) ეკოლოგიურ-ეკონომიკური ინფორმაციის შეგროვება, მათი სისტემატიზაცია და ანალიზი; ვ) საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროს ფარგლებში; ზ) გარემოს დაცვის და ბუნებათსარგებლობის მართვის ეკონომიკური მეთოდების მოწინავე გამოცდილების შესწავლა და დანერგვა; თ) გარემოს მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო მოხსენების მომზადებაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპენტენციის ფარგლებში; ი) ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის სფეროში ეკონომიკური მეთოდებისა და ეკოლოგიურ-ეკონომიკური ნორმატივების შემუშავების, დანერგვის, საგადასახადო, საინვესტიციო და ფასების პოლიტიკის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; კ) საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური განვითარების კონცეფციების, პროგრამების და პროგნოზირების, საწარმოო ძალთა განვითარების და განლაგების სქემების, ცალკეული სამრეწველო და საწარმოო ობიექტების მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღება; ლ) ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე გადასახადის ნორმატიული და მეთოდოლოგიური ხასიათის დოკუმენტების პროექტების შემუშავება სხვა დარგობრივ სამმართველოებთან შეთანხმებით; მ) გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში ეკონომიკური მეთოდებისა და ნორმატივების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება.     მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილებანი სამმართველოს უფლება აქვს: ა) უსასყიდლოდ მოითხოვოს სამინისტროებისაგან, დეპარტამენტებისაგან, უწყებებისაგან, საწარმოებისაგან, დაწესებულებებისაგან და ორგანიზაციებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისაგან სათანადო ინფორმაციები და სტატისტიკური ანგარიშები გარემოს მდგომარეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და აღწარმოების გარემოსდაცვითი ღონიძიებების შესრულების თაობაზე, პროგნოზულ პარამეტრებზე ინდიკატური გეგმების პროექტების შესადგენად; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს კონტროლი გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში ეკონომიკური ნორმატივების გამოყენებაზე; გ) მონაწილეობა მიიღოს გარემოსდაცვითი ეკონო-მიკის სფეროში სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშების ფორმების, მათი წარმოების წესის და წარდგინების პერიოდულობის განსაზღვრაში; დ) გაეცნოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ანგარიშებს და შეიტანოს წინადადებები გარემოსდაცვითი ეკონომიკის სფეროში კვლევითი სამუშაოების თემატიკის განსაზღვრაში; ე) განიხილოს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხები.     მუხლი 4🔗. სამმართველოს მართვა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს მუშაკებს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 5🔗. სამმართველოს თანამშრომელთა თანამდებობრივი მოვალეობანი 1. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება მინისტრის მიერ სამინისტროში მინისტრის მიერ მოხელეთა დამტკიცებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფარგლებში. 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამმართველოს მოსამსახურეებს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 4. სამმართველოში შედგება სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილისა და ორი სპეციალისტისაგან. 5. სამმართველოს უფროსის თანამდებობრივი მოვალეობებია: ა) გარემოსდაცვითი ეკონომიკის სფეროში ორგანიზაციას უკეთებს პერსპექტიულ გეგმათა შემუშავებას; ხელმძღვანელობს პროგრამების, მეთოდიკების, გეგმებისა და ინსტუქციების შემუშავებას; გააქვს საკითხი სათათბირო საბჭოზე განსახილველად; ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია სამინისტროს სამოქმედო გეგმების, მინისტრის ბრძანებებისა და განკარგულებების შესრულებაზე; გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის.  6. სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობრივი მოვალეობებია: ა) ახორციელებს სამუშაოთა დაგეგმვასა და კოორდინაციას, სხვა ქვედანაყოფებთან ეფექტურ ურთიერთქმედებას; ბ) აკონტროლებს და ანალიზს უკეთებს შესასრულებელი სამუშაოს საქმიანობას; გ) წარმართავს საქმიანობას მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით; დ) ზრუნავს მუშაკთა კვალიფიკაციის დონის ამაღლებაზე; ე) პასუხისმგებელია სამმართველოს უფროსის ბრძანების, განკარგულების და დავალებების შესრულებაზე; ვ) ასრულებს კომპლექსური ხასიათის სამუშაოებს; ზ) სამმართველოს უფროსის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობას. 7. სპეციალისტების თანამდებობრივი მოვალეობებია: ა) ასრულებენ დამოუკიდებლად სამუშაოებს შემუშავებული პროგრამების საფუძველზე; ბ) პასუხს აგებენ ქვედანაყოფის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებით წარმართულ სამუშაოთა შესრულებაზე; გ) კონსულტაციებს უწევენ ტერიტორიულ ორგანოთა შესაბამის სპეციალისტებს; დ) პასუხს აგებენ სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის დავალებებისა და მითითებების შესრულებაზე.     მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის № 50 დადგენილების საფუძველზე. 2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, საერთაშორისო კონვენციებით, ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით.     მუხლი 2🔗. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. სამმართველოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. 2. სამმართველოს ფუნქციონირება დამყარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციასა და ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიასა და მოქმედებათა გეგმაზე, რაც თავის მხრივ მოიცავს: ა) არამერქნული მცენარეული რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მდგარდი გამოყენების პრინციპებზე დამყარებულ მართვას; ბ) რეკომენდაციების შემუშავებას ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში არსებულ კანონმდებლობის სრულყოფისთვის; გ) წინადადებების მომზადებას ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში საკანონმდებლო აქტების შემუშავებისთვის; დ) ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზების შესაქმნელად მოსამზადებელ სამუშაოებს, მონაცემთა შეგროვებას და ანალიზს; ე) გადაშენების პირას მყოფი სახეობების წითელი ნუსხის წარმოებას; ვ) ბიოუსაფრთხოების სფეროს რეგულირებას სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად; ზ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება; თ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კოორდინირებას; ი) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებული კონვენციებისა და შეთანხმებების რატიფიცირების მიზანშეწონილობის განსაზღვრასა და შეერთებისთვის მომზადებას; კ) რეკომენდაციების მომზადებას ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის; ლ) ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობას; მ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ბიოლოგიური რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების სფეროში წინადადებათა მომზადებას და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობას; ნ) საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა ჩარჩო-პირობების შექმნისა და ეხ სიტუ და ინ სიტუ ღონისძიებების ხელშეწყობის საშუალებით.     მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლება-მოვალეობები 1. დადგენილი წესით მოითხოვოს სამთავრობო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაციები და სტატისტიკური ანგარიშები გარემოს მდგომარეობის, ცოცხალი ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და აღწარმოების, გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების შესახებ. 2. გადაშენების პირას მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ „CITES” კონვენციაში შეტანილი სახეობების იმპორტზე, ექსპორტზე და რეექსპორტზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურისთვის „CITES“ კონვენციის სერთიფიკატების და ნებართვების გასაცემად კონვენციით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. 3. გარეული ცხოველების რესურსების გამოყენებაზე, მათი დერივატების ექსპორტზე, იმპორტზე და რეექსპორტზე ნებართვების გასაცემად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა. 4. არამერქნული მცენარეების რესურსების გამოყენებაზე, ექსპორტზე, იმპორტზე და რეექსპორტზე ნებართვების გასაცემად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა. 5. ბიოუსაფრთხოების სფეროს საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების და საზოგადოებრივი კონტროლის შემუშავება, ინსტიტუციური უზრუნველყოფა და განხორციელება. 6. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის შექმნაში მონაწილეობა და ამ მიზნით სამინისტროს გარემოს მონიტორინგისა და სტატისტიკის სამმართველოსათვის ინფორმაციის მიწოდება.     მუხლი 4🔗. სამმართველოს მართვა 1. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში. 2. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 3. სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი დადგენილი წესით.     მუხლი 5🔗. სამმართველოს სტრუქტურა 1. სამმართველოს ჰყავს უფროსი, მისი მოადგილე და სპეციალისტები. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეციალისტები უშუალოდ ასრულებენ სამმართველოს უფროსის დავალებებს. 3. სამმართველოს სტრუქტურულ შემადგენლობაში შედის კონვენციური სამსახურის განყოფილება. 4. კონვენციური სამსახურის განყოფილებას ჰყავს განყოფილების უფროსი და ორი სპეციალისტი. 5. კონვენცური სამსახურის განყოფილების უფროსი და სპეციალისტები უშუალოდ ასრულებენ სამმართველოს უფროსის დავალებებს.     მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი სამმართველოს უფროსი: ა) ახორციელებს სამმართველოს საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებების, დავალებებისა და პერსპექტიული სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხთა შესრულებაზე; გ) ახორციელებს სამუშაოთა დაგეგმვასა და კოორდინაციას; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის; ე) სამმართველოს უფროსის მოადგილესთან ერთად საზღვრავს დარგში არსებულ პრობლემათა პრიორიტეტულობას და სახავს მათი გადაჭრის გზებს.     მუხლი 7🔗. სამმართველოს უფროსის მოადგილე სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია სამმართველოს უფროსის დავალებების შესრულებაზე; ბ) ასრულებს კომპლექსური ხასიათის სამუშაოებს; გ) ახორციელებს სამმართველოს თანამშრომელთა და სამმართველოს შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის (კონვენციური განყოფილების) მეთოდურ ხელმძღვენელობასა და მათი საქმიანობის კოორდინაციას; დ) ადგენს ანგარიშებს გაწეულ მუშაობაზე; ე) სამმართველოს უფროსის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობას.     მუხლი 8🔗. კონვენციური განყოფილების უფროსი კონვენციური განყოფილების უფროსი: ა) პასუხისმგებელია განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოთა შესრულებაზე; ბ) პასუხისმგებელია სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის მითითებების და რეზოლუციების შესრულებაზე; გ) ახორციელებს განყოფილებაში მიმდინარე სამუშაოთა საერთო ხელმძღვანელობას; დ) ასრულებს ანალიტიკურ სამუშაოებს; ე) ამზადებს ბრძანებების პროექტებს; ვ) კონვენციებით განსაზღვრული პერიოდულობით ახორციელებს ეროვნული ამოცანებისა და მოქმედებათა გეგმების შემუშავებას; ზ) ამზადებს ეროვნულ მოხსენებებსა და ანგარიშებს შესაბამისი კონვენციების სამდივნოებისთვის წარსადგენად; თ) ამზადებს წინადადებებსა და შენიშვნებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით როგორც გეგმური საკითხებისთვის, ისე მხარეთა შეხვედრებისთვის; ი) პასუხისმგებელია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურისთვის სერტიფი-კატების და ნებართვების გასაცემად კონვენციით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაზე.     მუხლი 9🔗. სპეციალისტები 1. სპეციალისტების მოვალეობაში შედის: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და არამერქნული რესურსების კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საკითხები; ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და მონაცემთა ბაზის მენეჯმენტის საკითხები; გ) ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში მოქმედ კონვენციებთან დაკავშირებული საკითხები. 2. სპეციალისტები ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, მისი მოადგილის დავალებების და მითითების შესრულებაზე.     მუხლი 10🔗. სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების თანახმად. 2. სამმართველო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო მართვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამმართველოს აქვს მრგვალი ბეჭედი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლოგოთი და სამმართველოს დასახელებით. 4. სამმართველო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების და ამ დებულების საფუძველზე. 5. სამმართველოს დაფინანსება წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.     მუხლი 2🔗. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები სამმართველოს საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს წარმოადგენს: ა) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა; ბ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა; გ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, ინდიკატორული გეგმების პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; დ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება; ვ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობისა და გაფრქვევების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება; თ) გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სახელმწიფო სისტემის, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; ი) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამეცნიერო კვლევის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებაში მონაწი-ლეობა; კ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა; ლ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის და მათი ნორმირების, სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა; მ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და ზღვრულად დასაშვები (ან დროებით შეთანხმებული) მნიშვნელობების განხილვა და დამტკიცება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა და დაინტერესებულ მხარეთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ო) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.     მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილება სამმართველოს უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაცია და მასალები სამმართველოს კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების და მათი წარმოების წესის შემუშავებაში; გ) წარუდგინოს მინისტრს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები მათი დადგენილი წესით დასამტკიცებლად.     მუხლი 4🔗. სამმართველოს კომპეტენცია სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო მართვა (ემისიათა ინვენტარიზაცია, სახელმწიფო აღრიცხვა, ნორმირება, რეგულირება) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების კოორდინაცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოსთან კოორდინაციით.     მუხლი 5🔗. სამმართველოს სტრუქტურა სამმართველოში შედის ორი სტრუქტურული ქვედანაყოფი: ა) ემისიათა ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის განყოფილება; ბ) ემისიათა რეგულირებისა და მართვის განყოფილება.     მუხლი 6🔗. სამმართველოს მართვა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობასა და განვითარებაზე. 3. სამმართველოს საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი. 4. სამმართველოს უფროსის თანამდებობრივი მოვალეობანია: ა) აწარმოებს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობას და ახორციელებს კონტროლს მათ საქმიანობაზე; ბ) ადგენს სამმართველოს სამუშაო გეგმას და პასუხისმგებელია მის შესრულებაზე; გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს დადგენილ ვადებში;  ვ) პასუხისმგებელია სამუშაო გეგმების, ხელმძღვანელობისა და ზემდგომი ორგანოების ბრძანებების და განკარგულებების შესრულებაზე; ზ) აკონტროლებს სამმართველოს კომპეტენციით გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას და ანგარიშგების სისწორეს; თ) წარადგენს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს. 5. სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობრივი მოვალეობანია: ა) უზრუნველყოფს სამმართველოს მიმდინარე სამუშაოთა დაგეგმვას; ბ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას; გ) ახორციელებს სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობის კოორდინაციას და მეთოდურ ხელმძღვანელობას; დ) ანალიზს უკეთებს შესრულებულ სამუშაოს და ამზადებს ანგარიშს სამინისტროს ხელმძღვანელობისადმი განსახილველად; ე) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს ნორმატიული დოკუმენტაციით და მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს მათ მუშაობას; ვ) ახორციელებს გაფრქვევების ინვენტარიზაციისა და ზღვრულად დასაშვები გაფრქვევების დადგენის მეთოდური დოკუმენტაციის მომზადებას და მათ მუდმივ განახლებას სამამულო და უცხოური ტექნოლოგიების გათვალისწინებით; ზ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მისი შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში. 6. ემისიათა ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობრივი მოვალეობანია: ა) მონაწილეობს სამმართველოს მიმდინარე სამუშაოთა გეგმის შემუშავებაში; ბ) აწარმოებს განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილებას; გ) ახორციელებს განყოფილების საქმიანობაზე კონტროლს და პასუხისმგებელია სამუშაოების შესრულებაზე; დ) მონაწილეობს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში; ე) შეიმუშავებს და პერიოდულად განაახლებს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევათა საინვენტარიზაციო და სააღრიცხვო დოკუმენტაციას და მათი წარმოების წესს თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით; ვ) ითანხმებს განსახილველად და დასამტკიცებლად შემოსულ გაფრქვევათა ინვენტარიზაციის ანგარიშებს და აღრიცხვის ფორმებს; ზ) აწარმოებს ემისიათა სახელმწიფო აღრიცხვას, მიღებული შედეგების განზოგადებასა და გაანალიზებას და სათანადო ანგარიშის შედგენას; გ.თ. ახორციელებს მონაცემთა ბანკის შექმნას და მის მუდმივ განახლებას. 7. ემისიათა ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის განყოფილების სპეციალისტების თანამდებობრივი მოვალეობანი: ა) განყოფილების ამოცანებიდან გამომდინარე მონაწილეობენ შესაბამისი ნორმატიული აქტების, პროგრამების, მეთოდიკების და ინსტრუქციების პროექტე-ბის შემუშავებაში; ბ) ასრულებენ ანალიტიკურ სამუშაოს; გ) დამოუკიდებლად აგროვებენ, განიხილავენ და ამუშავებენ სათანადო პირველად ინფორმაციას და დოკუმენტაციას; დ) ახორციელებენ მონაცემთა ანალიზს და მათ განზოგადოებას მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების გაანგა-რიშებითი მეთოდების თანახმად გაფრქვევის სხვადასხვა სახეობის წყაროების და წარმოების სხვადასხვა დარგების გათვალისწინებით; ე) აყალიბებენ დასკვნებს გამომდინარე სტატისტიკური და სხვა მასალებიდან; ვ) მონაწილეობენ მონაცემთა ბანკის შექმნაში და მის მუდმივ განახლებაში. 8. ემისიათა რეგულირებისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობრივი მოვალეობანი: ა) მონაწილეობს სამმართველოს მიმდინარე სამუშაოთა გეგმის შემუშავებაში; ბ) აწარმოებს განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილებას; გ) ახორციელებს განყოფილების საქმიანობაზე კონტროლს და პასუხისმგებელია სამუშაოების შესრულებაზე; დ) მონაწილეობს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში; ე) ითანხმებს განსახილველად და დასამტკიცებლად შემოსულ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები (ან დროებით შეთანხმებული) გაფრქვევის ნორმების პროექტებს და ლიმიტებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებზე; ვ) აწარმოებს დამტკიცებული ლიმიტების რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) ახორციელებს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების და გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ნორმირების და რეგულირების დოკუმენტაციის შემუშავებას; თ) ახორციელებს მონაცემთა ბაზის შექმნას და მის მუდმივ განახლებას; ი) ადგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეულ მუშაობაზე. 9. ემისიათა რეგულირებისა და მართვის განყოფილების სპეციალისტების თანამდებობრივი მოვალეობანი: ა) განყოფილების ამოცანებიდან გამომდინარე, მონაწილეობენ შესაბამისი ნორმატიული აქტების, პროგრამების, მეთოდიკების და ინსტრუქციების პროექტების შემუშავებაში; ბ) ასრულებენ ანალიტიკურ სამუშაოს; გ) დამოუკიდებლად აგროვებენ, განიხილავენ და ამუშავებენ სათანადო პირველად ინფორმაციას და დოკუმენტაციას; დ) ახორციელებენ მონაცემთა ანალიზს და მათ განზოგადოებას მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების გეომეტრიული და აეროდინამიკური პარამეტ-რების, ადგილმდებარეობის რელიეფის, მეტეოროლოგიური ფაქტორების და ფონური დაბინძურების გათვალისწინებით; ე) აყალიბებენ დასკვნებს გამომდინარე სტატისტიკური და სხვა მასალებიდან; ვ) მონაწილეობენ მონაცემთა ბანკის შექმნაში და მის მუდმივ განახლებაში.     მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა, სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დებულებაში ცვლილებების შეტანა წარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით. 2. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების შესაბამისად. 2. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთა­შო­რი­სო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების, მითითებების, ინსტრუქციების და ამ დებუ-ლების შესაბამისად.     მუხლი 2🔗. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები 1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ტერიტორიული ორგანოების (შემდგომში – ტერიტორიული ორგანოები) საქმიანობის მართვა და ზედამხედველობა. 2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია. 3. ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული საქმიანობის (კომპლექსურ შემოწმებათა) ჩატარების ორგანიზება. 4. ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშების ანალიზის ორგანიზება. 5. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების წლიური სამუშაო გეგმების შემუშავების ხელმძღვანელობა და კოორდინაცია. 6. ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა რეგულარული შეხვედრების ორგანიზება. 7. ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის სრულყოფის მიზნით მოქმედ კანონმდებლობაში დამატებებისა და ცვლილებების პროექტების შემუშავება. 8. სამინისტროს მიერ შექმნილ კომისიებში მონაწილეობა, რომლებიც დაკავშირებულია ტერიტორიული სამმართველოების საქმიანობის საკითხებთან. 9. სამინისტროს სათათბირო ორგანოს სხდომებზე ტერიტორიულ ორგანოებთან დაკავშირებული საკითხების მომზადებაში მონაწილეობა. 10. ტერიტორიული ორგანოების დებულებების შემუშავების, განხილვის, ან მასში ცვლილებების შეტანის ორგანიზება. 11. ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული მუშაობის შემოწმებათა კითხვარების შემუშავების ორგანიზება. 12. ტერიტორიული ორგანოების მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებულ (ოპერატიულ) საკითხებზე მუშაობა. 13. სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად აანალიზებს ტერიტორიული ორგანოების მიერ გარემოს დაცვის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების მდგომარეობას. 14. ახდენს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულების აპარატებს, ადგილობრივი მმართველობის ტერიტორიულ ორგანოებსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობას.     მუხლი 3🔗. სამმართველოს კომპეტენცია 1. სამმართველოს უფლება აქვს: ა) შეუფერხებლად მიიღოს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისაგან სამუშაო გეგმათა პროექტები, ინფორმაციები მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ, სხვა ინფორმაცია სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;    ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო დაწესებულებებისაგან და სხვა იურიდიული პირებისაგან (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორ­მის მიუხედავად) ინფორმაციები, სტატისტიკური ანგარიშები და სხვა მასალები. 2. სამმართველო ვალდებულია სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს დაუბრკოლებლად გადასცეს მათთვის საჭირო ყველა დოკუმენტი, მისცეს დასკვნები ან შენიშვნები წარმოდგენილ დოკუმენტთა პროექტებზე.     მუხლი 4🔗. სამმართველოს მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია 1. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში. 2. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 3. სამმართველოს მუშაკებს დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.     მუხლი 5🔗. სამმართველოს სტრუქტურა სამმართველოს შემადგენლობაში შედიან სამმართველოს უფროსი, სპეციალისტები.      მუხლი 6🔗. სამმართველოს მუშაკთა თანამდებობრივი მოვალეობები 1. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლებისა, მათი წახალისებისა ან დისციპლინარული სასჯელის დაკისრების თაობაზე; გ) პასუხისმგებლია სამმართველოსადმი დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე; დ) პასუხისმგებელია სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი სამინისტროს საკოორდინაციო გეგმით გათვალისწინებული საკითხების, მინისტრის ბრძანებებისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულებაზე; ე) ამზადებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებს მინისტრის/სამინისტროს სათათბირო ორგანოს/ების სხდომებზე წარსადგენად; ვ) ხელმძღვანელობს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას; ზ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების წლიური სამუშაო გეგმების შემუშავებას; თ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდიკებისა და ინსტრუქციების შემუშავების პროცესში ხელშეწყობას; ი) ხელმძღვანელობს ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული კორესპონდენციების განხილვას და მათზე რეაგირების უზრუნველყოფას; კ) ტერიტორიული ორგანოების მიხედვით ანაწილებს საკურატორო სფეროებს სამმართველოს სპეცია-ლისტებს შორის. 2. სამმართველოს სპეციალისტები ა) ახორციელებენ კონტროლს საკურატორო ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაზე; ბ) იხილავენ მისი საკურატორო ტერიტორიული ორგანოების მიერ საკოორდინაციო გეგმის შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს; გ) აანალიზებენ და ოპერატიულ რეაგირებას ახდენენ საკურატორო ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებულ კორესპოდენციებზე; დ) მონაწილეობენ საკურატორო ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა რეგულარული შეხვედრების ორგანიზებაში; ე) ახორციელებენ კონტროლს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა შეხვედრებზე მიღებულ დავალებათა შესრულებაზე; ვ) მონაწილეობენ საკურატორო ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული მუშაობის შემოწმებებში; ზ) მონაწილეობენ სამინისტროს კოლეგიის სხდომებზე ტერიტორიულ ორგანოებთან დაკავშირებული საკითხების მომზადებაში; თ) მონაწილეობენ სამინისტროს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონალურ საკითხებთან; ი) ორგანიზებას უწევენ სამმართველოს საქმისწარმოებას; კ) ორგანიზებას უწევს ტერიტორიული ორგანოების დებულებების შემუშავებას, განხილვას, ან მათში ცვლილებების შეტანას; ლ) ორგანიზებას უწევს ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული მუშაობის შემოწმებათა კითხვარების შემუშავებას; მ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადებას; ნ) მუშაობს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებულ მიმდინარე (ოპერატიულ) საკითხებზე; ო) ასრულებს სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.     მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის, სამმართველოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი 1. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ამ დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური (შემდეგომში – სამსახური) შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებისა და „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად. 2. სამსახური წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდეგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც საქმიანობას წარმართავს „გარემოს დაცვის შესახებ”, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონების, საქართველოს სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის აქტების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის აქტების, მითითებების, ინსტრუქციებისა და ამ დებულების საფუძველზე.     მუხლი 2🔗. სამსახურის კომპეტენცია 1. სამსახური შექმნილია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო მართვის ერთიანი სისტემის ორგანიზებისა და წარმართვის მიზნით. 2. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კონტროლი მათ შესრულებაზე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს მეთოდური, ინფორმაციული, ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება; გ) საქართველოს ინტერესების წარმოდგენა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში, მონათესავე პროფილის სხვა საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებში; დ) სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა, ზედამხედველობა და კონტროლი მათ განხორციელებაზე; ე) რადიაციული უსაფრთხოების პრობლემებზე სამეცნიერო კვლევის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებისათვის საჭიროა დოკუმენტაციის მომზადება საუწყებათაშორისო საბჭოზე განსახილველად; ზ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, განთავსების, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება და კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მომზადებაში მონაწილეობა; თ) ბირთვული ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე კონტროლი; ი) რადიაქტიურად დაბინძურებულ ტერიტორიებზე სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმიანობის განსაზღვრისა და საგანგებო საცხოვრებელი რეჟიმის პირობების განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი; კ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების ექსპლუატაციის შეჩერების, შეწყვეტისა და კონსერვაციის საკითხებზე შესაბამისი დასკვნების მომზადება და სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურისათვის მიწოდება; ლ) რადიაციულ დაბინძურებაზე დაკვირვების ერთიანი მეთოდიკის წარმოებისა და დაკვირვების მონაცემთა ურთიერთთავსებადობის კონტროლი.     მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება: ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, რეგულირებასა და კონტროლის განხორციელების ორგანიზება; ბ) ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშარისო ვალდებულებათა შესრულება; გ) სხვადასხვა პირების მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის გაწევა; დ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ეგიდით წარმოებულ, ან მის მიერ რეკომინდებულ, ტრანსსასაზღვრო, რეგიონულ და ლოკალურ პროექტებში მონაწილეობა; ე) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გარემოს რადიაციულ მდგომარეობის ერთიანი უნიფიცირებული სისტემით მონიტორინგის წარმოებაზე კონტროლი; ვ) ბირთვული უსაფრთხოების და გარემოს რადიაქტიური დაბინძურების ლიკვიდაციის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ზ) რადიაქტიურად საშიში კერების მოძიების ორგანიზირება, გამოვლენა და მათი დროულად გაუვნებელყოფის ორგანიზაცია; რადიაქტიური გამოსხივების წყაროების ტრანსპორტირებისა და კონსერვაციის ორგანიზება; თ) ბირთვული ავარიის მასშტაბების შეფასება და მისი მიზეზების გამოკვლევა, პრეზიდენტისათვის წარსადგენი ბირთვულ ავარიაზე რეაგირების საგნგებო მოქმედებათა გეგმების შემუშავება; ი) საქართველოში საბაჟო კანონმდებლობით გან-საზღვრული რეჟიმით შემოტანილი და სახელმწიფო საზღვრიდან გადაადგილებადი (ტრანსპორტირებადი) საქონლის რადიაქტიური კონტროლის ორგანიზაცია და მეთოდური უზრუნველყოფა; კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ტრანსპორტირებაზე; კ) საინფორმაციო ბანკის შექმნა, რადიაქტიური ნივთიერებებისა და გამოსხივების წყაროების აღრიცხ-ვაკადასტრირება, მათი მოხმარების წესების დაცვის, შენახვის ვადებისა და პირობების განსაზღვრა-ინსპექტირება; ლ) ბირთვული და რადიაქტიური ობიექტების შიდა-საწარმოო კონტროლის მდგომარეობაზე, რადიომეტრული ხელსაწყოებისა და რესურსების გამოყენებაზე, გაცემული ლიცენზიის მოთხოვნებთან ექსპლუატაციის პირობების შესაბამისობაზე, ზედამხედველობისა და კონტროლის გაწევა (მათ შორის, ობიექტის რადიაციული დაცვის საშუალებების მდგომარეობაზე ინტეგრირებული კონტროლის წარმოება); მ) რადიაქტიული ნარჩენების მართვა (ზედამხედველობა და კონტროლი ნარჩენის მიღებაზე, შეგროვებაზე, ტრანსპორტირებაზე, აღრიცხვაზე, გადამუშავებისა და შესაბამის საცავებში განთავსებაზე), რადიაქტიური ნარჩენების რეესტრის წარმოება; ნ) რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონირებელი გამოსხივების სხვა წყაროების მომხმარებელი ამა თუ იმ დანადგარისა და ტექნოლოგიისათვის საჭირო ტერიტორიის გამოყოფაზე ნებართვის მისაცემად სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურისათვის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს კოორდინაციით და მასთან შეთანხმებით რადიაქტიური ნარჩენების საცავებისათვის ტერიტორიების გამოყოფის საკითხის შეთანხმება და რადიაციული კონტროლის განხორციელება ამ საცავების ფუნქციონირებაზე; ო) მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის რადიაციული დაბინძურებით გამოწვეული შესაძლო ეკოლოგიური კატასტროფების შედეგების პროგნოზირება-მოდელირებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; პ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სემინარებისა და კონფერენციების ჩატარება.     მუხლი 4🔗. სამსახურის ზედამხედველობითი ფუნქციები სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს კოორდინაციით და მასთან შეთანხმებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სფეროში ზედამხედველობის განსახორციელებლად სამსახური უფლებამოსილია: ა) განახორციელოს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ტექნიკური და ნორმატიული პირობების ინსპექტირება და კონტროლი, შეამოწმოს ნებისმიერი ტექნიკური დოკუმენტაცია, ჩაატაროს ზედამხედველობისათვის აუცილებელი გაზომვები; ბ) ნებისმიერი პირისგან მოითხოვოს აუცილებელი დოკუმენტაციისა და ანგარიშის წარდგენა დადგენილი ფორმით და განსაზღვრულ ვადებში.     მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში. სამსახურის შემადგენლობაში შედის: ა) მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათი შემცველი მასალებისა და ობიექტების აღრიცხვის და ზედამხედველობის განყოფილება; ბ) ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირების განყოფილება; გ) ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირების განყოფილების საექსპერტიზო ლაბორატორია.     მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი მოვალეობები 1. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ორგანიზაციას უწევს პერსპექტიული სამოქმედო გეგმების პროექტების შემუშავებას; გ) ხელმძღვანელობს პროგრამების, მეთოდიკების, მიმდინარე გეგმებისა და საჭირო კანონქვემდებარე აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავებას; დ) აკონტროლებს და აანალიზებს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მუშაობას; ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის მოადგილეებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის; ვ) პერსონალურად პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებებით, მითითებებით და პერსპექტეული სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ საკითხთა შესრულებაზე; ზ) პასუხისმგებელია გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე; თ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალსიწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და საერთაშორისო ორგანი-ზაციების ეგიდით მიმდინარე პროექტების შესრულების საერთო ზედამხედველობას; ი) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილი ორგანოების წარდგინების საფუძველზე, ან დამოუკიდებლად მიმართავს მინისტრს შეაჩეროს ბირთვული ობიექტზე გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის მოქმედება დარღვევათა სრულ აღმოფხვრამდე, ხოლო მათი აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში მიმარათვს მინისტრს გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის მოქმედების შეჩერების, პირობების შეცვლის ან გაუქმების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელებისას წარმოიშვება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ გადაუდებელმა რეაგირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი ბირთვული ავარია, ან ადამიანთა ჯანმრთელობაზე და გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის მოქმედების საკითხის გადაწყვეტამდე სამსახურის უფროსი უფლებამოსილია სამინისტროს შესაბამის სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ დარგში: ა) პასუხიხმგებელია სამსახურის უფროსის განკარგულებებისა და დავალებების შესრულებაზე; ბ) სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურისათვის ამზადებს მასალებს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე ლიცენზიების გაცემის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ წინადადებების მოსამზადებლად; გ) ორგანიზაციას უწევს გეგმების, პროგრამების, მეთოდიკების და ინსტრუქციების შემუშავებას; დ) ახორციელებს სამსახურის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მეთოდურ ხელმძღვანელობას; ე) ადგენს ანგარიშებს შესრულებულ სამუშაოზე; ვ) უწევს მეთოდურ დახმარებას სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოთა შესაბამის სპეციალისტებს; ზ) აწარმოებს გამოყოფილი სახსრების მიზანმიმართულ გამოყენებას; თ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 3. სამსახურის უფროსის მოადგილე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობის დარგში: ა) პასუხიხმგებელია სამსახურის უფროსის განკარგულებებისა და დავალებების შესრულებაზე; ბ) ასრულებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან საკონტაქტო თანამდებობის პირის ფუნქციებს; გ) ორგანიზებას უწევს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო პროგრამების, მეთოდიკებისა და ინსტრუქციების შესრულებას; დ) ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ-სასწავლო კურსებზე, სამუშაო შეხვედრებზე და სამეცნიერო ვიზიტებზე მისავლინებლად პირების შერჩევას და სამსახურის უფროსთან შეთანხმების შემდეგ უზრუ-ველყოფს მინისტრთან მათი კანდიდატურების წარდგენას; ე) აწარმოებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო კონვენციით საქართველოს მხრიდან აღებული ვალდებულებების დაცვის კონტროლს; ვ) სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ დარგში მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას; ზ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და კონვენციების სამმართველოსთან ახდენს პერიოდულ კოორდინირებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ვალდებუ-ლებების შესრულების მიმდინარეობის საკითხში. 4. მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათი შემცველი მასალებისა და ობიექტების აღრიცხვის და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი: ა) ადგენს განყოფილების სამუშაო გეგმას და შესრულებული სამუშაოს ანგარიშს; ბ) ახორციელებს განყოფილების მიმდინარე სამუშაოთა საერთო ხელმძღვანელობას; გ) ხელმძღვანელობს სამმართველოში მიმდინარე ნორმატიულ-მეთოდურ და ინფორმაციულ სამუშაოებს; დ) პასუხიხმგებელია სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ დარგში მისი მოადგილის განკარგულებების, სამსახურის სამოქმედო გეგმების, რადიაქტიურ წყაროთა რეესტრის შედგენასა და ობიექტებზე რადიაქტიულ წყაროთა გამოყენების კონტროლზე; ე) ლიცენზიის პირობების უხეში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სამსახურისათვის ამზადებს წინადადებებს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ, სამსახურის უფროსის დაუყოვნებ-ლივი შეტყობინების პირობით; ვ) პერსონალურად პასუხისმგებელია განყოფილების მუშაობის ეფექტურობაზე. 5. მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათი შემცველი მასალებისა და ობიექტების აღრიცხვის და ზედამხედველობის განყოფილების აღრიცხვის ჯგუფის სპეციალისტი: ა) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ დარგში და მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათი შემცველი მასალების და ობიექტების აღრიცხვის და ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებაზე; ბ) მონაწილეობს ნორმატიურლ-ინფორმაციულ და მეთოდურ მუშაობაში; გ) ამზადებს ბირთვული მასალების აღრიცხვისათვის და ბირთვული საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციების ლიცენზირებისათვის საჭირო დოკუმენტაციებს; დ) ასრულებს განყოფილების მიერ შესრულებული მუშაობის ანალიზს; ე) პასუხისმგებელია განყოფილების დოკუმენტალური არქივის წარმოებაზე; ვ) ბირთვული ავარიის შემთხვევაში ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მათ ლიკვიდაციაში. 6. მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათი შემცველი მასალებისა და ობიექტების აღრიცხვის და ზედამხედველობის განყოფილების ზედამხედველო-ბის ჯგუფის სპეციალისტი: ა) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ დარგში და მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათი შემცველი მასალების და ობიექტების აღრიცხვის და ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებაზე; ბ) პასუხისმგებელია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის პროფილის მქონე ლიცენზირებული ორგანიზაციებში რადიაციული უსაფრთხოების ნორ-მების დაცვის ზედამხედველობაზე; გ) ვალდებულია აღრიცხვის ჯგუფს მიაწოდოს დროული და ზუსტი ინფორმაცია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის პროფილის მქონე ობიექტებში რადიაციული უსაფრთხოების ნორმების მდგომარეობის და მათ მფლობელობაში მყოფი რადიაციული წყაროებისა და მაიონებელი გამოსხივების მქონე დანადგარების ფიზიკური კონდიციის შესახებ; დ) დიდმასშტაბოვანი რადიოლოგიური ინციდენტის ან ბირთვული ავარიის შემთხვევაში ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა მათ ლიკვიდაციაში სამსა-ხურის უფროსის მიერ მითითებული კომპეტენციის ფარგლებში. 7. ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირების განყოფილების უფროსი: ა) პასუხისმგებელია განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოთა შესრულებაზე; ბ) პასუხიხმგებელია სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებაზე; გ) შეიმუშავებს ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასებისა და რეაგირების გეგმებსა და მეთოდებს; დ) ახორციელებს საინჟინრო სამუშაოთა ხელმძღვანელობას; ე) პასუხისმგებელია საექსპერტიზო ლაბორატორიის გამართულ მუშაობაზე; ვ) პასუხისმგებელია ინფორმაციულ-ანალიტიკური ჯგუფის გამართულ მუშაობაზე; ზ) სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის დავალებით მონაწილეობას იღებს ატომური ენერგიის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩასატარებელ სწავლება-სემინარებში. 8. ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირების განყოფილების საინფორმაციო-ანალიტიკური ჯგუფის სპეციალისტი: ა) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის ადმინისტრაციულტექნიკურ დარგში და ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირებების განყოფილების უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებაზე; ბ) აწარმოებს საგანგებო სიტუაციების და მათი გაუვნებელყოფის ოპერაციების სტატისტიკის მონაცემთა ბაზაში შეყვანას; გ) არსებულ მონაცემთა ბაზის საფუძველზე ახორციელებს ანალიზს და შესაბამის პროგნოზირებას მოსალოდნელი რადიოლოგიური ინციდენტებისა და მათი წინასწარ თავიდან აცილებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა ჩატარების შესახებ; დ) აწარმოებს გაუვნებელყოფის ჩასატარებელი ოპერაციებისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის შედგენისა და ამ ხარჯთაღრიცხვის ეკონომიკურ დასაბუ-თებას. 9. ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირების განყოფილების ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფის სპეციალისტი: ა) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ დარგში და ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირებების განყოფილების უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებაზე; ბ) ვალდებულია იმონაწილეოს უკონტროლო რადიაქტიური წყაროების საძიებო სამუშაოებში და მოახდინოს მათი პოვნის შემთხვევაში მათი გაუვნებელყოფა; გ) მონაწილეობს რადიაქტიური ნივთიერებებით ნიადაგის დაბინძურების შემთხვევაში მიწის რადიო-ნუკლიდებისაგან გასუფთავების სამუშაოებში; დ) საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროსათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს რადიაქტიურ ნივთიერებათა ტრანსპორ-ტირებაში; ე) რადიოლოგიური ინციდენტისა ან ბირთვული ავარიის შემთხვევაში მონაწილეობს სიტუაციის შეფა-სებაში და სამაშველო-სალიკვიდაციო ოპერაციების დაგეგმვაში; ვ) დიდი მასშტაბის რადიოლოგიური ინციდენტის ან ბირთვული ავარიის შემთხვევაში მონაწილეობენ მათ სალიკვიდაციო სამუშაოებში მთელ პერსონალთან ერთად სამსახურის უფროსის მითითებული კომპეტენციის ფარგლებში. 10. ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირების განყოფილების საექსპერტიზო ლაბორატორიის სპეციალისტი: ა) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ დარგში და ბირთვული და რადიაციული ინციდენტების შეფასების და რეაგირებების განყოფილების უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებაზე; ბ) პასუხისმგებელია მოძიებული უკონტროლო რადიაქტიური წყაროების იდენტიფიკაციაზე და მათი ფიზიკური პარამეტრების განსაზღვარზე; გ) პასუხისმგებელია ნიადაგის, საშენ მასალების, წიაღისეული მადანის, სასმელი წყლის, საკვები პროდუქტების, ჯართისა და სხვა საექსპერტო, ან საიმპორ-ტო მასალების ნუკლიდური შემადგენლობის სერტიფიცირებაზე; დ) პასუხისმგებელია სამსახურის თანამშრომელთა მიერ რადიაქტიურ ნივთიერებებთან მოპყრობის დროს დაგროვებული დოზების განსაზღვრაზე; ე) დიდი მასშტაბის რადიოლოგიური ინციდენტის ან ბირთვული ავარიის შემთხვევაში ვალდებულია მიიღოს მათ სალიკვიდაციო სამუშაოებში სამსახურის უფროსის მიერ მითითებული კომპეტენციის ფარგლებში.     მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის სამსახურის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.