„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №48/2023 |
|
2023 წლის 5 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებით დამტკიცებული კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესისა და პირობების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 06/02/2023, 010210010.15.008.016661):
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბიულეტენი აპარატის საშუალებით აღმოჩნდება საარჩევნო ყუთში, ამომრჩეველი დებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე და ტოვებს საარჩევნო უბანს. თუ ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი უკან დააბრუნებს საარჩევნო ბიულეტენს, შესაძლებელია მისი ხელმეორედ მოთავსება ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში. საარჩევნო ბიულეტენის კვლავ დაბრუნების შემთხვევაში, იგი ჩაითვლება გაფუჭებულად. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია”, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება;”. 2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წინასწარი შედეგების შესახებ კონსოლიდირებული ამონაწერის ამობეჭდვის შემდეგ, მასში მითითებული მონაცემების შესახებ ინფორმაცია თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებით მიაწოდოს ცესკოს;”. 3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებით მიაწოდოს ცესკოს.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.08.2023.
- როდის იქნა მიღებული „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 05.08.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №48/2023. სარეგისტრაციო კოდი — 010210010.15.008.016702.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.08.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №48/2023, 05.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016702 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5888829/