საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.11.2004
ძალის დაკარგვა 13.09.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.810
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 129, 16/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.06.2006
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo Sakartvelo";} @font-face {font-family:"GEO LITERATURULI";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:5.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:normal;} h4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-14.15pt; line-height:20.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo Sakartvelo","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:6.0pt; margin-right:-6.35pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:4.0pt; margin-right:-.25pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:6.0pt; font-family:LitMtavrPS; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.3pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.810
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №69
2004 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინიტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე, ამავე ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს დებულება;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს დებულება;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს დებულება;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურის დებულება.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. ლებანიძე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების შესაბამისად.
2. სამმართველო წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, პრეზიდენტის აქტების, გარემოს დაცვის სფეროში და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების, განკარგულებების, მითითებების, ინსტრუქციებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.
მუხლი 2🔗. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები
სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;
გ) სამინისტროში საკადრო პოლიტიკის წარმართვა;
დ) შრომის კანონმდებლობის დაცვა;
ე) სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი;
ვ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი;
ზ) მინისტრის სათათბირო ორგანოს სხდომის ორგანიზება;
თ) პროტოკოლის წარმოება და ორგანიზება;
ი) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა;
კ) საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ლ) საზოგადოების გარემოსადაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
მ) საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება;
ნ) სამინისტროს შიდა კომპიუტერული ქსელით უზრუნველყოფა;
ო) ზრუნვა სამინისტროს მატრიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე;
პ) სამინისტროს ვებგვერდის შექმნისა და მისი მუშაობის ორგანიზება.
მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილება
თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს კონტროლი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, გან-კარგულებების, სახელმწიფო კანცელარიიდან მიღებული დავალებების, საქართველოს მთავრობის სხდომის საოქმო დავალებების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების მდგომარეობაზე;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან მოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისაგან შეუფერხებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
დ) შეინახოს და დანიშნულებისამებრ გამოიყენოს მრგვალი ბეჭედი (დასახელებით „კანცელარია”), ოთხკუთხა შტამპები სამინისტროში შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაციისათვის და კონტროლზე ასაყვანად;
ე) გადასცეს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს დროებითი სარგებლობისათვის მათთვის საჭირო დოკუმენტები;
ვ) შეისწავლოს და შეამოწმოს სამინისტროს სისტემის კადრების მუშაობის მდგომარეობა;
ზ) შეინახოს და დანიშნულებისამებრ გამოიყენოს უგერბო ბეჭედი (დასახელებით: „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება”) და შტამპი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების დასახელებით;
თ) შეისწავლოს და შეამოწმოს სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის მდგომარეობა;
ი) ითანამშრომლოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურ-სების დაცვის სფეროში მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სისტემის თანამშრომელთა წახალისების, სამსახურებრივი დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.
მუხლი 4🔗. სამმართველოს მართვა
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის და პერსონალურად პასუხს აგებს სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
2. სამმართველოს მუშაობა წარმოებს სამინისტროსა და სამმართველოს სამუშაო გეგმების საფუძველზე.
3. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სისტემისათვის დამტკიცებული რიცხოვნებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში.
4. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
5. სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 5🔗. სამმართველოს უფროსის მოვალეობანი
სამმართველოს უფროსი ვალდებულია:
ა) საერთო ხელმძღვანლობა გაუწიოს სამმართველოს მუშაობას, გაანაწილოს მუშაკთა შორის ფუნქციები და მისცეს მათ დავალებები;
ბ) გააკონტროლოს სამმრთველოს ცალკეულ მუშაკთა საქმიანობა და მათ მიერ სამინისტროს შინაგა-ნაწესის დაცვა;
გ) უზრუნველყოს სამმართველოს მუშაკთა მუშაობა წინამდებარე დებულებით განსაზღვრული სამმართველოს საქმიანობის სფეროს, ამოცანების და უფლება-მოსილებების ფარგლებში;
დ) შეასრულოს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებები;
ე) პასუხი აგოს სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების მართებულად გადაწყვეტასა და სამმართველოს ფუნქციების შესრულებაზე;
ვ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოსათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში;
ზ) გაეცნოს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და სხვა მასალას, მიიღოს გადაწყვეტილება მათი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლებზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე;
თ) მოამზადოს და გაიტანოს საკითხები სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად;
ი) დასვას საკითხი სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე მუშაკთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, აგრეთვე მუშაკთა სხვა თანამდებობაზე გადაყვანის თაობაზე;
კ) მიიღოს მონაწილეობა ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.
მუხლი 6🔗. სამმართველოს სტრუქტურა
სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) სამდივნო;
ბ) კანცელარია;
გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ე) კომპიუტერული მომსახურების განყოფილება.
მუხლი 7🔗. სამდივნოს საქმიანობის სფერო და ამოცანები
სამდივნოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) სამინისტროს ხელმძღვანელობის სამუშაო გრაფიკის (ყოველთვიური, ყოველკვირეული და ყოველდღიური) შედგენა და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მისაღების მუშაობისა და სამინისტროს მიერ სტუმრებისა და მოქალაქეების მიღების ორგანიზება;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის სიტყვიერი (ზეპირი) დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის დავალებებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულების კონტროლი;
ე) საქართველოს მთავრობის სხდომებზე სამინისტროს მიერ წარსადგენ საკითხთა მომზადების კოორდინაცია;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების ორგანიზება, ვიზიტის შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენ-დაციების, წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადება, მათი შესრულების კონტროლი;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
თ) მინისტრის თათბირების საოქმო უზრუნველყოფა და დავალებებზე კონტროლი;
ი) სხვა უწყებათა წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება;
კ) მინისტრის სათათბირო ორგანოს სხდომების ორგანიზება რეგლამენტის შესაბამისად;
ლ) სამინისტროს დეპარტამენტებთან, სამსახურებთან, სამმართველოებთან, განყოფილებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებით უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტის პროგრამების შედგენა, ამ პროგრამების შესრულებაზე კონტროლი, მათი სამინისტროში მიღების ორგანიზება და შეხვედრების ოქმების სათანადოდ გაფორმება;
მ) საერთაშორისო ორგანიზაციების, ელჩებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა ოფიციალურ პირთა მინისტრთან შეხვედრების განრიგის შედგენა;
ნ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ო) სტუმრის ვიზიტის მინისტრთან ანგარიშის წარდგენა;
პ) კონტროლს ვიზიტის შედეგებზე და იმ დავალებებზე, რომლებიც ასახულია შეხვედრის ოქმში, შეთანხმებებსა და გადაწყვეტილებებში;
ჟ) უძრავი ქონების, შენობებისა და საინჟინრო სისტემების ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაცია;
რ) სამინისტროსათვის აუცილებელი მატრიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობების, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგა-ნიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს) სამინისტროსთვის აუცილებელი მატრიალურ-ტექნიკური ბაზისათვის ყურადღების მიქცევა;
ტ) კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანის უზრუნველყოფა.
მუხლი 8🔗. სამდივნოს მუშაკთა თანამდებობრივი მოვალეობები
1. სამდივნოს უფროსი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს მინისტრის სამდივნოს;
ბ) უზრუნველყოფს სამდივნოს მუშაობის დაგეგმვასა და კოორდინირებას;
გ) აწარმოებს სამდივნოს მუშაკთა შორის ფუნქციების განაწილებას;
დ) აკონტროლებს და ანალიზს უწევს სამდივნოს საქმიანობას;
ე) ორგანიზებას უწევს მინისტრის ყოველდღიური სამუშაო რეგლამენტის დაგეგმვას;
ვ) ორგანიზებას უწევს ოპერატიული თათბირების ჩატარებას;
ზ) კონტროლზე იყვანს მინისტრის დავალებებს და მათი შესრულების შესახებ ინფორმაციას აწვდის ხელმძღვანელობას;
თ) პასუხისმგებელია მინისტრის განკარგულების შესრულებაზე;
ი) ორგანიზებას უწევს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სხვა უწყებათა წარმომადგენლებთან შეხვედრებს;
კ) ასრულებს მინისტრის სათათბირო ორგანოს მდივნის მოვალეობას;
ლ) სამინისტროს დეპარტამენტებთან, სამსახურებთან, სამმართველოებთან, განყოფილებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებით ადგენს უცხოეთის დელე-გაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტის პროგრამებს, ორგანიზებას უწევს სამინისტროში მათთან შეხვედრას, შეხვედრების ოქმების სათანადოდ გაფორმებას და ამ პროგრამების შესრულებაზე ახორციელებს კონტროლს;
მ) ადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების, ელჩებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებისა და სხვა ოფიციალურ პირთა მინისტრთან შეხვედრების პერიოდულობის განრიგს;
ნ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად ორგანიზებას უწევს ვიზიტებს;
ო) სტუმრის ვიზიტის დასრულებიდან ხუთი დღის ვადაში მინისტრთან წარადგენს ანგარიშს;
პ) ახორციელებს კონტროლს ვიზიტის შედეგებზე;
ჟ) კოორდინირებას უწევს ტექნიკური მოსამსახურეების მუშაობას.
2. თანაშემწე:
ა) ადგენს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ყოველდღიურ სამუშაო გრაფიკს და ახდენს მის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) უწევს ორგანიზებას მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღებას;
გ) აწარმოებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეების სიტყვიერი დავალებების აღრიცხვას, ამ დავალებების ადრესატამდე დაყვანას და შესრულების კონტროლს;
დ) ადგენს მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან ჩატარებული თათბირების ოქმებს;
ე) ორგანიზებას უწევს მინისტრის და მინისტრის მოადგილეების საზღვარგარეთ ოფიციალურ ვიზიტებს;
ვ) ასრულებს სამდივნოს უფროსის სხვა მითითებებს და დავალებებს.
3. სპეციალისტი:
ა) ასრულებს მინისტრის მდივნის მოვალეობას;
ბ) ასრულებს მინისტრის და სამდივნოს უფროსის მითითებებს და დავალებებს;
გ) ახორციელებს უძრავი ქონების კონტროლს;
დ) ახორციელებს შენობისა და საინჟინრო სისტემების ტექნიკური მომსახურების ორგანიზებასა და კონტროლს;
ე) ყურადღებას აქცევს სამინისტროსთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფუნქციონირებას;
ვ) ორგანიზებას უწევს სარემონტო სამუშაოებს;
ზ) უზრუნველყოფს კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანას.
მუხლი 9🔗. კანცელარიის საქმიანობის სფერო და ამოცანები
კანცელარიის საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების, სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და ტერიტორიული ორგანოების საქმისწარმოების ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა საქმისწარმოების სწორად წარმართვის მიზნით;
ბ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება დოკუმენტური მასალების დაცვის მიზნით, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია სამინისტროს ფუნქციების შესრულებასთან;
გ) სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული არასაიდუმლო ხასიათის ყველა კორესპონდენციის (მათ შორის დოკუმენტების – გრიფით „სამსახურებრივი სარგებლობისათვის”) რეგისტრაცია და აღრიცხვა;
დ) საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების დადგენილებების, ბრძანებულებების, განკარგულებების და სხვა დავალებების აღრიცხვა, დადგენილი წესით შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებამდე დაყვანა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი მის დროულ შესრულებაზე;
ე) მოქალაქეებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების აღრიცხვა, დადგენილი წესით შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფამდე დაყვანა და კონტროლი მის დროულ შესრულებაზე;
ვ) სამინისტროს ძირითად საქმიანობაზე მინისტრის ბრძანებების და სხვა სამსახურებრივი დოკუმენტების, მათ შორის, სამინისტროს მუშაკთა სამივლინებო დოკუმენტების გაფორმება დადგენილი წესით და დაყვანა სტრუქტურულ ქვედანაყოფამდე;
ზ) სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირების უზრუნველყოფა იმ დოკუმენტებისა და მასალების შესახებ, რომლებიც ამ ორგანიზაციათა საქმიანობას განეკუთვნება;
თ) სამინისტროს საქმისწარმოების რეგლამენტის შემუშავება და კონტროლი მის დაცვაზე;
ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული საქმისწარმოების ნომენკლატურის შეთანხმება;
კ) სამინისტროს საქმიანობის და მისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალების ანგარიშების არქივში მიღების, რეგისტრაციის სისტემატიზაციისა და შენახვის უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება, სხვა ერთობლივი დავალებებისა და ღონისძიებების შესრულებაში მონაწილეობა;
მ) კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანის ორგანიზება.
მუხლი 10🔗. კანცელარიის მუშაკთა თანამდებობრივი მოვალეობები
1. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმისწარმოების სამსახურს;
ბ) ადგენს შესრულებული მუშაობის ანგარიშს;
გ) ასრულებს კომპლექსური ხასიათის სამუშაოებს, რომლებიც მიეკუთვნება საქმიანობის გარკვეულ სფეროს, მართვის განსაზღვრულ ფუნქციას;
დ) შეიმუშავებს გეგმების, ინსტრუქციების, რეგლამენტის და ნომენკლატურის პროექტებს;
ე) აფორმებს სამივლინებო დოკუმენტებს;
ვ) აფორმებს და ორგანიზაციას უწევს ბრძანებებს სამინისტროს ძირითადი საქმიანობის შესახებ და ხელმძღვანელობს აღნიშნული ბრძანებების სტრუქტურულ ერთეულებამდე დაყვანას;
ზ) უწევს მეთოდურ ხელმძღვანელობას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების შესაბამის სასახურებს;
თ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების მუშაკთა შორის;
ი) ორგანიზაციას უწევს არქივის მუშაობას;
კ) უზრუნველყოფს სამინისტროს ნაერთ საქმეთა ნომენკლატურის შედგენას (სტრუქტურული ერთეულებიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე) და მის შეთანხმებას ცენტრალურ სახელმწიფო არქივთან;
ლ) აწარმოებს არქივში დოკუმენტების დროულად ჩაბარების სისტემატურ კონტროლს, მის სწორ გაფორმებას;
მ) უზრუნველყოფს დოკუმენტების შეფასებას და მოქმედი ნორმატივების შესაბამისად შერჩევას იმ მასალებისა, რომლებიც არ ექვემდებარება შენახვას;
ნ) აწარმოებს არქივში არსებული დოკუმენტური მასალების შენახვას;
ო) საჭიროებისამებრ შესაბამისი ცნობების გაცემას;
პ) იღებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან საქმისწარმოებით ყოველმხრივ შესრულებულ დოკუმენტებს;
ჟ) ახდენს მუდმივი და დროებით შესანახი დოკუმენტების ნუსხის შედგენას და აწარმოებს მათ აღრიცხვას;
რ) ამზადებს აქტებს იმ მასალებზე, რომლებიც ექვემდებარება ჩამოწერას ან განადგურებას;
ს) ადგენს აქტებს იმ მასალებზე, რომელთა გადაცემაც ხდება სახელმწიფო არქივში.
2. სპეციალისტი:
ა) აწარმოებს შემოსული კორესპონდენციის დამუშავებას, ხსნის კონვერტებსა და პაკეტებს, ამოწმებს მათ ვარგისიანობას და რაიმე ხარვეზის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ბ) უზრუნველველყოფს სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და ადრესატებზე მის განაწილებას;
გ) ხელმძღვანელობს რეზოლუციის შესაბამისად დოკუმენტების გადაცემას ადრესატებზე, აფორმებს სარეგისტრაციო ბარათებს;
დ) ამზადებს ინფორმაციას შემოსული დოკუმენტების შესრულების მდგომარეობის შესახებ (კვარტალური და წლიური);
ე) ახორციელებს სისტემატურ კონტროლს დოკუმენტების შესრულებაზე და ხელმძღვანელობს შესამისი ინფორმაციების მომზადებას ხელმძღვანელობისათვის;
ვ) უზრუნველყოფს შემოსული ტელეფონოგრამების გაფორმებას და კუთვნილებისამებრ მათ გადაცემას;
ზ) ასრულებს ხელმძღვანელის დავალებით შესაბამის სამუშაოებს;
თ) ამოწმებს და იღებს გასაგზავნად საქმისწარმოების რეგლამენტის შესაბამისად ყოველმხრივ შესრულებულ დოკუმენტს;
ი) უზრუნველყოფს გასული წერილების დროულ რეგისტრაციას, დანიშნულების მიხედვით მათ გაგზავნას;
კ) სათანადოდ აფორმებს რეესტრებს და უზრუნველყოფს მათ დაგზავნას დანიშნულების მიხედვით;
ლ) ამზადებს ინფორმაციას გასული კორესპონდენციების შესახებ;
მ) უზრუნველყოფს ტელეგრამებისა და ტელეფონოგრამების გაგზავნას დანიშნულებისამებრ;
ნ) უზრუნველყოფს გასული კორესპონდენციის გაგზავნას კავშირგაბმულობის მეშვეობით;
ო) ამზადებს ყოველკვირეულ ინფორმაციას ვადაგადაცილებული შეუსრულებელი დოკუმენტების შესახებ (ყოველ პარასკევს);
პ) უზრუნველყოფს დავალიანების შესახებ შემსრულებლისადმი შეხსენების გაგზავნას (ყოველ პარასკევს);
ჟ) ორგანიზებას უწევს კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანას.
მუხლი 11🔗. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების საქმიანობის სფერო და ამოცანები
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობა;
ბ) ატესტაციის ჩატარება;
გ) საკადრო რეზერვის შექმნა;
დ) ახორციელებს კონტროლს აღნიშნული სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე;
ე) დადგენილი წესით აწარმოებს დაწესებულების მოსამსახურეთა პირად საქმეებს, საჭიროებისამებრ შეაქვს შესაბამისი ჩანაწერები მათ შრომის წიგნაკებსა და ჩანართ ფურცლებში;
ვ) შეიმუშავებს დაწესებულების შინაგანაწესს და კონტროლს უწევს მის განხორციელებას;
ზ) უზრუნველყოფს სამსახურში ახლად დანიშნულ მოსამსახურეთა მიერ საჯარო მოსამსახურის ფიცის დადებისა და შინაგანაწესის გაცნობის ხელწერილების ჩამორთმევის პროცედურას;
თ) დაწესებულების ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ადგენს მოსამსახურეთა შვებულების გრაფიკს;
ი) ამზადებს შვებულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საავადმყოფო ფურცელზე მყოფ მოსამსახურეთა შესახებ დოკუმენტაციას;
კ) ამზადებს ბრძანებათა პროექტებს მოსამსახურეთა ხელფასზე კანონით განსაზღვრული დანამატებისა და მატერიალური წახალისების შესახებ;
ლ) სახელმწიფო მოსამსახურეთა პენსიაზე გასვლის შემთხვევაში მათზე ადგენს სათანადო დოკუმენტებს და გზავნის ქალაქის (რაიონის) სოცუზრუნველყოფის განყოფილებაში;
მ) პერიოდულად ამზადებს საბუთებს არქივში ჩასაბარებლად;
ნ) ახდენს სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში მოსამსახურეთა კადრების აღრიცხვას, ადგენს და აანალიზებს კადრების მოძრაობას;
ო) კონსულტაციებს უწევს მოსამსახურეებს მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
პ) ორგანიზებას უწევს მოსამსახურეთა გადამზადებას (კვალიფიკაციის შეცვლას) და კვალიფიკაციის ამაღლებას;
ჟ) ატარებს საკადრო პოლიტიკის სწორად განხორციელების, მუშაკთა კვალიფიკაციის მიხედვით დამაგრების საკითხებს;
რ) შეიმუშავებს ბრძანებების, ინსტრუქციების პროექტებს, მითითებებს, მეთოდურ რეკომენდაციებს კადრებთან მუშაობის საკითხებზე, შეისწავლის და განაზოგადებს ამ მიმართულებით მუშაობის პრაქტიკას და რეკომენდაციის სახით დაუგზავნის ძირეულ რგოლებს;
ს) იხილავს სამინისტროს სისტემის კადრებთან დაკავშირებულ წერილებს, განცხადებებს, საჩივრებს;
ტ) რეგისტრაციას უწევს სისტემის მუშაკებზე პირადობის მოწმობების გაცემას;
უ) ორგანიზაციას უწევს საიდუმლო გრიფით შემოსული კორესპონდენციის და დოკუმენტების მიღებას, საიდუმლო დანიშნულების დოკუმენტების, კორესპონდენციების დაგზავნას, აწესებს მათი შესრულების ვადებზე კონტროლს და ყოველივე ამის შესახებ ინფორმაციას აწვდის მინისტრს;
ფ) უზრუნველყოფს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოებას და მათი მონაცემთა ბაზის შექმნას;
ქ) ორგანიზაციას უწევს სამობილიზაციო მომზადებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა დაგეგმვას. ახორციელებს ამ დარგში ჩასატარებელ სამუშაოთა კოორდინაციასა და კონტროლს;
ღ) ახორციელებს საჭირო ღონისძიებებს სამობილიზაციო მომზადებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმებით დასახული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ყ) ორგანიზებას უწევს სამობილიზაციო და სამოქალაქო თავდაცვის სწავლებას.
მუხლი 12🔗. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მუშაკთა თანანმდებობრივი მოვალეობები
1. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას;
ბ) უზრულველყოფს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობას, ატესტაციის ჩატარებას;
გ) ორგანიზაციას უწევს განყოფილების პერსპექტიულ გეგმათა შემუშავებას და შესრულებას;
დ) ახორციელებს სამუშაოთა დაგეგმვასა და კოორდინაციას, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ეფექტურ ურთიერთქმედებას;
ე) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების თანამშრომელთა შორის;
ვ) კონტროლს უწევს მოქალაქეთა დანიშვნისა და თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხებს;
ზ) ადგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოზე;
თ) ასრულებს კომპლექსური ხასიათის სამუშაოებს;
ი) პასუხისმგებელია გეგმების, ბრძანებების, განკარგულებების შესრულებაზე;
კ) კონსულტაციებს უწევს მოსამსახურეებს მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ლ) ახორციელებს მეთოდურ ხელმძღვანელობას სისტემის შესაბამის სამსახურებში;
მ) წარმოადგენს წინადადებებს მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებთან დაკავშირებით;
ნ) ორგანიზებას უწევს მოსამსახურეთა გადამზადებას (კვალიფიკაციის შეცვლას) და კვალიფიკაციის ამაღლებას;
ო) ამზადებს მასალებს საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციისათვის;
პ) ამზადებს მასალებს საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისათვის.
2. განყოფილების უფროსის მოადგილე:
ა) განყოფილების უფროსის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობას;
ბ) ორგანიზაციასა და კონტროლს უწევს საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციების ჩაბარების საკითხს;
გ) შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს, საჩივრებს;
დ) აწარმოებს მოსამსახურეთა პირად საქმეებს;
ე) კურირებას უწევს სამინისტროს სისტემის ტერიტორიულ ქვედანაყოფებს;
ვ) უწევს მეთოდურ დახმარებას სისტემის შესაბამის სამსახურებს.
3. სპეციალისტი:
ა) ორგანიზაციას უწევს და ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას;
ბ) ამზადებს ბრძანების პროექტებს (დანიშვნა-გათავისუფლების, შვებულების, წახალისების, საყვედურის გამოცხადების);
გ) აწარმოებს მოსამსახურეთა პირად საქმეებს, შეაქვს აუცილებელი ჩანაწერები შრომის წიგნაკებში;
დ) აწარმოებს მოსამსახურეთა პირად საქმეებს;
ე) შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს;
ვ) აწარმოებს აღრიცხვას და გასცემს პირადობის მოწმობებს.
მუხლი 13🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების საქმიანობის სფერო და ამოცანები
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროსა და საზოგადოებას შორის ორმხრივი ურთიერთობის დამყარება;
გ) საზოგადოების სრული და დროული ინფორმირება გარემოსდაცვით სფეროში;
დ) საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ე) საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება;
ვ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის შესახებ, საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
ზ) სამინისტროს საქმიანობაზე ინფორმაციის გავრცელება და აუცილებლობის შემთხვევაში საინფორმაციო საშუალებებისათვის ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და საინფორმაციო (ჟურნალისტური) მასალების გავრცელება;
თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გასული უახლესი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოპოვება, მისი სისწორის განსაზღვრა და სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება და საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტების ან უარმყოფელი პასუხის მომზადება;
ი) კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტაციის ჩატარება და ინფორმაციული ხელშეწყობა ჟურნალისტებისათვის, რომლებიც ასრულებენ რედაქციის დავალებას და გააშუქებენ სამინისტროს საქმიანობას;
კ) სამინისტროს საქმიანობაში და გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე პროცესებზე პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ორგანიზება და პრესბიულეტენების, პრესრელიზების, მიმოხილვების მომზადება;
ლ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ, მასმედიის საშუალებებით გასული ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისათვის;
მ) სამინისტროს შიდა პოლიტიკის შემუშავების პროცესში თანამშრომლების მონაწილეობის მიზნით გამოკითხვის ორგანიზება და ხელმძღვანელობისათვის ანალიზის მიწოდება;
ნ) სამინისტროსა და საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებისა და შეხედულებების გამოსავლენად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრების ორგანიზება;
ო) პრობლემატურ საკითხებზე სადისკუსიო კლუბის ორგანიზება, სახელმწიფო სრტუქტურების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მასმედიის საშუალებებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით;
პ) მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამის შესრულების უზრუნველყოფა;
ჟ) მდგრადი განვითარების ფარგლებში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი განათლების სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელება;
რ) სამინისტროს ბიბლიოთეკის შექმნა.
მუხლი 14🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მუშაკთა თანანმდებობრივი მოვალეობები
1. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
გ) გეგმავს განყოფილების საქმიანობას;
დ) ახორციელებს ურთიერთობას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;
ე) ადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში გაწეული მუშაობის ანგარიშს;
ვ) პერსონალურად პასუხისმგებელია განყოფილების მუშაობის ეფექტურობაზე;
ზ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების თანამშრომელთა შორის.
2. სპეციალისტი:
ა) ორგანიზებას უწევს პრესკონფერენციების, სემიანრების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების და სხვათა ჩატარებას;
გ) აწარმოებს მასმედიის საშუალებებით გაშუქებული ინფორმაციის ანალიზს;
დ) აწარმოებს სამუშაოებს საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშესაწყობად;
ე) პასუხისმგებელია გარემოსდაცვით განათლებასთან დაკავშირებული საკითხების შესრულებაზე;
ვ) აწარმოებს მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ზ) სამინისტროსა და საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებისა და შეხედულებების გამოსავლენად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით ამზადებს შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
თ) უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებას სათანადო მასალებით;
ი) ამზადებს გადაწყვეტილებების პროექტებს ხელმძღვანელის საერთო მითითებების საფუძველზე;
კ) დამოუკიდებლად აგროვებს და ამუშავებს სათანადო ინფორმაციას გარემოსდაცვით სფეროში;
ლ) ამყარებს ურთიერთობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებთან;
მ) ახორციელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის შეგროვებას;
ნ) აღნიშნული საქმიანობის საფუძველზე ამზადებს პრესრელიზებს სამინისტროს თანამშრომელთა ინფორმირების მიზნით;
ო) ახორციელებს მოძიებული მასალების მონაცემთა ბანკის შექმნას (ვიდეო, ფოტო, საგაზეთო მასალა);
პ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბიბლიოთეკის შექმნას და მის მუშაობას.
მუხლი 15🔗. კომპიუტერული მომსახურების განყოფილების საქმიანობის სფერო და ამოცანები.
კომპიუტერული მომსახურების განყოფილების საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) სამინისტროს შიდა კომპიუტერული ქსელით უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ვებგვერდის შექმნისა და მისი მუშაობის ორგანიზება;
მუხლი 16🔗. კომპიუტერული მომსახურების განყოფილების თანამდებობრივი მოვალეობები
განყოფილების უფროსი:
ა) სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის შექმნა და მისი მომსახურება;
ბ) სამინისტროს ერთიანი კომპიუტერული საინფორმაციო ბაზის შექმნა და მისი მომსახურება;
გ) სამინისტროში არსებული კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამების ინსტალირება.
დ) სამინისტროში არსებული კომპიუტერული ტექნიკის ტექნიკური მომსახურება;
ე) სამინისტროს ვებგვერდის მომსახურება და მასზე განთავსებული ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებლობა.
მუხლი 17🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
2. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ზედამხედველობის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და სამინისტროს დებულების შესაბამისად.
2. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების საფუძველზე, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებებისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები
1. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სფეროში ვალდებულებათა შესრულებზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების სფეროში სამმართველოს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანებია:
ა) კონტროლის ორგანიზება, მათ შორის:
ა.ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისადმი;
ა.ბ) გარემოს დაცვის სფეროში გაცემული ნებართვების, ლიცენზიებისა და დამტკიცებული ლიმიტების პირობების შესრულებისადმი;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ განხორციელებული სახელმწიფო საზედამხედველო საქმიანობის კოორდინაცია და ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შედეგების ანალიზი;
გ) სამმართველოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის პროექტის მომზადება;
დ) სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების ორგანიზება;
ე) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე ინფორმაციის (ანგარიშების) მიღება და მათი ანალიზი;
ვ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთა/აცილება;
ზ) გარემოს დაბინძურების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთა/აცილება.
2. მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მშენებლობაზე და საქმიანობაზე გარემოსდაცვითი მონიტორინგის სფეროში სამმართველოს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანებია:
ა) მშენებლობაზე და საქმიანობაზე გარემოსდაცვითი მონიტორინგის განხორციელება;
ბ) გარემოსდაცვითი მონიტორინგის მონაცემთა ბაზის შექმნა, განვითარება;
გ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების საქმიანობაზე გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამმართველოს კომპეტენცია
1. სამმართველოს უფლება აქვს:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო კონტროლის სფეროში განხორციელებულ საქმიანობაზე;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებისაგან და სხვა იურიდიული პირებისაგან (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მიიღოს ის ინფორმაცია, სტატისტიკური ანგარიშები და სხვა მასალები, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს მიერ სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებასთან.
2. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სფეროში ვალდებულებათა შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისას სამმართველო უზრუნველყოფს როგორც დამოუკიდებლად, ასევე სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად.
3. სამმართველოს უფლება აქვს:
ა) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ შემთხვევებში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირები და შემოწმების შედეგების მიხედვით შეადგინოს აქტი „გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შემოწმების შესახებ”;
ბ) შემოწმების პროცესში მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, ის ინფორმაციული მასალები (მათ შორის, ცდების, ლაბორატორიული ანალიზების პასუხები), რომლებიც ახასიათებენ შესამოწმებელი პირის განვლილ და მიმდინარე საქმიანობას;
გ) უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე უკანონოდ მოპოვების იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, დადგენილი წესით მოახდინოს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების, ნივთებისა და საგნების დათვალიერება;
დ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მასალები გადაგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად, რომელთა ქმედება აშკარად სცილდება ადმინისტრაციულ სამართალგადაცდომას და შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს;
ვ) წარუდგინოს წინადადებები სამინისტროს შესაბამის სამსახურს გაცემული ნებართვების/ლიცენზიების მოწმობებისა და დამტკიცებული ლიმიტების გაუქმების ან მათი პირობების შეცვლის შესახებ;
ზ) გარემოს დაბინძურებაში, ბუნებრივი რესურსების უკანონოდ მოპოვებაში მხილებულ პირებს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად წარუდგინოს პრეტენზიები, ხოლო მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ამ მოთხოვნით მიმართოს სასამართლო ორგანოებს.
4. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას სამმართველოს თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლების ფარგლებში დადგენილი წესით უფლება აქვს ატარონ და გამოიყენონ საშტატო ტაბელური იარაღი, სპეციალური საშუალებები.
5. მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მშენებლობისა და ოპერირების საქმიანობაზე მონიტორინგის სფეროში სამმართველოს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს გარემოსდაცვითი საქმიანობის ამსახველი ანგარიში და სხვა დამატებითი ინფორმაცია როგორც მშენებლობის, ასევე მიმდინარე საქმიანობის პროცესში;
ბ) სამინისტროს ხელმღვანელობის წინაშე დასვას საკითხი სხვა სამთავრობო უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალისტები აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტების საკონტრაქტო ფორმით მოწვევის შესახებ;
გ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენისას მასალები შემდგომი რეაგირებისათვის წარუდგინოს სამმართველოს ხელმძღვანელობას;
დ) მონიტორინგის დამტკიცებული გეგმების შესაბამისად განახორციელოს საველე გასვლები;
ე) კოორდინაცია გაუწიოს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებულ მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მონიტორინგის ჯგუფების მუშაობას.
6. მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მშენებლობისა და ოპერირების საქმიანობაზე მონიტორინგის ჯგუფის ძირითადი დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და სპეციალიზებული მიზნობრივი პროგრამა.
მუხლი 4🔗. სამმართველოს მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია
1. სამმართველოს შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული საშტატო რიცხოვნებისა და შრომის ანაზღაურების ფარგლებში.
2. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
3. სამმართველოს მუშაკებს დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
4. აქტის, ოქმის და მათთან გათანაბრებული დოკუმენტების ფორმებს ამტკიცებს მინისტრი.
5. საზღვაო სივრცის კონვენციური ინსპექტირების დარგში მეთოდურ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციას (ინსტრუქციებს), სახელმწიფო ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმისწარმოების შესახებ ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 5🔗. სამმართველოს სტრუქტურა
სამმართველოს შემადგენლობაში შედის:
ა) ხელმძღვანელობა;
ბ) გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილება;
გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე კონტროლის განყოფილება;
დ) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მშენებლობისა და ოპერირების მონიტორინგის ჯგუფი;
ე) დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის განყოფილებების კონტროლის ჯგუფი.
მუხლი 6🔗. სამმართველოს მუშაკთა თანამდებობრივი მოვალეობები
1. სამმართველოს უფროსის მოვალეობებია:
ა) სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს იმ საჯარო მოსამსახურეთა მუშაობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო გარემოსდაცვით ზედამხედველობასა და კონტროლს;
გ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომებზე წარდგენა;
დ) სამინისტროს საკოორდინაციო გეგმის საკითხებზე, მინისტრის ბრძანებებსა და ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებზე კონტროლის განხორციელება სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში.
2. სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობებია:
ა) სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობების შესრულება;
ბ) სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადების ხელმძღვანელობა;
გ) სამმართველოს ყოველწლიური საკოორდინაციო გეგმების შემუშავების ხელმძღვანელობა;
დ) სამმართველოს კომპეტენციით განსაზღვრული მეთოდიკებისა და ინსტრუქციების შემუშავების ხელმძღვანელობა;
ე) შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის საქმიანობის ზედამხედველობა;
ვ) „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების გარემოსდაცვით ინსპექტორთა ქსელთან თანამშრომ-ლობის უზრუნველყოფა.
3. გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილების უფროსის მოვალეობებია:
ა) განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა და პასუხისმგებლობა განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
ბ) გარემოს დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
გ) გარემოს დაბინძურებაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაწეული მუშაობის ნახევარწლიური და წლიური ანგარიშების განხილვა და დასკვნების მომზადება;
4. გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილების სპეციალისტის მოვალეობებია:
ა) შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის საინსპექციო საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვის საინსპექციო საქმიანობის კოორდინაცია;
გ) შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ნახევარწლიური და წლიური ანგარიშების განხილვა და დასკვნების მომზადება.
დ) „ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების გარემოსდაცვით ინსპექტორთა ქსელისათვის” მასალების მომზადება;
ე) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის სრულყოფის მიზნით მოქმედ კანონმდებლობაში დამატებებისა და ცვლილებების პროექტების შემუშავება;
ვ) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის სრულყოფის მიზნით შესაბამისი მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
ზ) ნახევარწლიური და წლიური სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამუშავება, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა;
თ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით შემოწმების კითხვარების შემუშავების ორგანიზება;
ი) „გარემოს მდგომარეობის შესახებ” ყოველწლიური ეროვნული მოხსენებისათვის მასალების მომზადება.
5. გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილების სპეციალისტის მოვალეობებია:
ა) სამმართველოს ხელმძღვანელობის ცალკეული (ოპერატიული) დავალებების შესრულება;
ბ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციების დამუშავება;
გ) გარემოს დაცვის შესაბამისი დარგების მიხედვით გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევებზე მიღებული მასალების დამუშავება და ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა;
დ) გარემოს დაბინძურებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
6. გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილების სპეციალისტის მოვალეობებია:
ა) გარემოს დაცვის შესაბამისი დარგების მიხედვით სახელმწიფო კონტროლის ორგანიზება და განხორციელება;
ბ) სახელმწიფო კონტროლის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევებზე მიღებული მასალების დამუშავება და ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა გარემოს დაცვის შესაბამისი დარგების მიხედვით;
გ) სამმართველოს ხელმძღვანელობის ცალკეული (ოპერატიული) დავალებების შესრულება;
7. გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილების სპეციალისტის მოვალეობებია:
ა) გარემოს დაცვის შესაბამისი დარგების მიხედვით სახელმწიფო კონტროლის ორგანიზების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) სახელმწიფო კონტროლის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევებზე მიღებული მასალების დამუშავება და ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა შესაბამისი დარგების მიხედვით;
გ) სამმართველოს ხელმძღვანელობის ცალკეული (ოპერატიული) დავალებების შესრულება.
8. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე კონტროლის განყოფილების უფროსის მოვალეობებია:
ა) განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა;
ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე სახელმწიფო კონტროლის სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ ნახევარწლიური და წლიური ანგარიშების განხილვების ორგანიზება.
9. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე კონტროლის განყოფილების სპეციალისტების მოვალეობებია:
ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე სახელმწიფო კონტროლის ორგანიზება და განხორციელება;
ბ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევებზე მიღებული მასალების დამუშავება და ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა გარემოს დაცვის შესაბამისი დარგების მიხედვით;
გ) სამმართველოს ხელმძღვანელობის ცალკეული (ოპერატიული) დავალებების შესრულება.
10. სამმართველოს უფროსის მოადგილის – მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მშენებლობისა და ოპერირების მონიტორინგის ჯგუფის უფროსის მოვალეობებია:
ა) აწარმოებს მონიტორინგის ჯგუფის საერთო საქმიანობის ხელმძღვანელობას;
ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ჯგუფზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
გ) ახორციელებს ჯგუფის თანამშრომლების საქმიანობაზე კონტროლს;
დ) ახორციელებს მონიტორინგის რეგიონალური ჯგუფების კოორდინირებას და მათი საქმიანობის ხელმძღვანელობას;
ე) ასრულებს სამმართველოს უფროსის ცალკეულ (ოპერატიულ) დავალებებს.
11. მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტების მოვალეობებია:
ა) მონიტორინგის განხორციელება ბიომრავალფეროვნების ბოტანიკურ და ზოოლოგიურ სფეროში;
ბ) მონიტორინგის განხორციელება ბიომრავალფეროვნების ტყის დაცვის სფეროში;
გ) მონიტორინგის განხორციელება გეოსაშიშროებების სფეროში;
დ) მონიტორინგის განხორციელება წყლის დაცვისა და მდინარეთა გადაკვეთების სფეროში;
ე) მონიტორინგის განხორციელება ავარიულ სიტუაციებსა და პროექტების ტექნიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ვ) მონიტორინგის განხორციელება ნარჩენების მართვის სფეროში.
12. დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის განყოფილებების კონტროლის ჯგუფის სპეციალისტების მოვალეობებია აფხაზეთის, აჭარის, აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის განყოფილებების საქმიანობის საერთო მეთოდური ხელმძღვანელობა, საქმიანობის კონტროლი და კოორდინაცია, დაცული ტერიტორიების ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების, ამ დარგში საქმიანობის სრულყოფისა და მისი შემდგომი განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის, სამმართველოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი
სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
კლიმატის ცვლილების სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. კლიმატის ცვლილების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინიტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე.
2. სამმართველო თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. იგი თავის საქმიანობას ახორციელებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და ამ კონვენციის „კიოტოს ოქმის” პრინციპებზე დაყრდნობით.
3. სამმართველოს საქმიანობის საფინანსო უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით.
მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები
1. სამმართველოს ძირითადი ფუნქციაა საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. იგი პასუხს აგებს საქართველოში კლიმატის ცვლილების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მმართველობითი ორგანოების, მეურნეობის დარგებისა და მოსახლეობის ფაქტობრივი და პროგნოსტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფაზე.
2. სამმართველოს ამოცანებია:
ა) კლიმატის ცვლილების მიმართ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მოწყვლადობის შეფასება, ამ დარგების ადაპტირების უნარის დადგენა, კლიმატის ცვლილების შესუსტების ღონისძიებების და მათ საფუძველზე ეროვნული პოლიტიკის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და სამინისტროს წინაშე რეკომენდაციებით წარდგენა;
ბ) კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადება ქვეყნის შესაბამის სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
გ) კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამის განხორციელება;
დ) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრუ-ლებისათვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში საქართველოს შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ორგა-ნიზაციების სამუშაოთა კოორდინაციის მიზნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის წინადადებების მომზადება;
ე) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად საქართველოში სათბურის გაზების ემისიის შემცირებისაკენ და შთანთქმის გაძლიერებისაკენ მიმართული პროექტების (პროგრამების) მომზადება;
ვ) კლიმატის ცვლილების პრობლემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებში საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებთა ინფორმირება;
ზ) „კიოტოს ოქმით“ განსაზღვრული სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) ამოქმედებით კონვენციის საბოლოო მიზნის მიღწევისათვის ღონისძიებათა განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა, მოწყვლადი სისტემების ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ზომების განმახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მისი ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე კონკრეტული პროექტების შემუშავება;
ბ) საქართველოში „კიოტოს ოქმით” განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა და ამ პოლიტიკის კონტექსტში:
ბ.ა) პროექტების მოზიდვის, მომზადებისა და განხორციელებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება, ინსტიტუციონალური და ტექნიკური პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს შექმნა;
ბ.ბ) საზოგადოების სხვადასხვა ფენების, განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიმღებთა წრის ინფორმირება;
ბ.გ) საერთაშორისო სტრუქტურებსა და ექსპერტთა საბჭოებში საქართველოს წარმომადგენელთა მონაწილეობისათვის ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილებები
სამმართველოს უფლება აქვს:
ა) თავისის კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინტერესები გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და ამ კონვენციის კიოტოს ოქმის ხელმძღვანელ ორგანოებში და მუშა ჯგუფებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში;
ბ) სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის წინაშე.
მუხლი 4🔗. სამმართველოს მართვა
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი პასუხისმგებელია მისთვის მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და მართვისათვის.
3. სამმართველოს უფროსი ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და პერსონალურად აგებს პასუხს სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებაზე.
4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
5. სამმართველოს უფროსის მოადგილის უშუალო ფუნქციებს და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს სამმართველოს უფროსი ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
6. სამმართველოს თანამშრომლებს სამმართველოს უფროსის წარდგინებით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის, სააგენტოს რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის წესი
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
2. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების შესაბამისად.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს პრეზიდენტის აქტების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, სამინისტროს დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის წინაშე.
4. სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი სამინისტროს დასახელებითა და ლოგოს გამოსახულებით, შტამპი, ბლანკები და სხვა ატრიბუტები.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: 380062 ქ. თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ. №87.
მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გარემოსდაცვითი ნებართვების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის, ასევე გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სფეროებში შესაბამისი ლიცენზიების გაცემის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების, აგრეთვე ლიმიტების დამტკიცების ორგანიზება და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია სამინისტროს სისტემაში.
2. დასახული ამოცანის განხორციელებისათვის სამსახური თანამშრომლობს სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებთან (სამინისტროს ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფები, საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რეს-პუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები), რომლებიც უზრუნველყოფენ სამსახურს გარემოდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის ორგანიზებისათვის და ლიმიტების დამტკიცებისათვის აუცილებელი მასალებითა და მონაცემებით.
3. სამსახურის ფუნქციაა:
ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასა და გარემოდაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიებისათვის, გარემოსდაცვითი ნებართვებისათვის და ლიმიტების დამტკიცებისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და ამ დოკუმენტების სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში და სტრუქტურულ ერთეულებში დაგზავნა სათანადო განხილვის, დასკვნის მომზადებისა და სამსახურში წარმოდგენისათვის;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და საქვეუწყებო დაწესებულებებიდან მიღებული დასკვნების ანალიზის შედეგად, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შემუშავება, კონკურსის გამოცხადება;
გ) სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საბჭოს სხდომებისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დოკუმენტაციის საბოლოო სახით მომზადება, საბჭოს რეკომენდაციის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში – შესაბამისი გადაწყვეტილების) საფუძველზე მინისტრისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის წარდგენა და მინისტრის ადმინისტრაციული აქტის შესაბამისად სალიცენზიო მოწმობის გაცემა;
დ) „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირველი და მეორე კატეგორიის სამეურნეო, სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
ე) გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემისთვის „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ორგანიზება და ჩატარება;
ვ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნაში მონაწილეობის მიღება, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში ექსპერტების შეყვანის შესახებ წინადადებების მომზადება, აგრეთვე ჩატარებული სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგებისა და გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვების საფუძველზე სათანადო საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ზ) უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება და შესაბამისი მონაცემების (მათ შორის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან მოწოდებული უწყებრივი სანებართვო რეესტრის მონაცემების) იუსტიციის სამინისტროში წარდგენა, „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო სანებართვო რეესტრში შესატანად;
თ) გარემოსდაცვითი ნებართვების, ლიცენზიების გაცემისა და ლიმიტების დამტკიცების სფეროში ახალი მეთოდური და ინსტრუქციული დოკუმენტების, აგრეთვე ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ი) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მეთოდოლოგიური დახმარება ნებართვების გაცემის, ლიცენზირებისა და ლიმიტების დამტკიცების სფეროში;
კ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამსახურის ეგიდით წარმოებული საქმიანობის შესახებ.
მუხლი 3🔗. სამსახურის კომპეტენცია
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) ჩაატაროს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურა `გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ I და II კატეგორიის სამეწარმეო, სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობის საპროექტო და სხვა დამასაბუთებელ დოკუმენტაციაზე, დაამტკიცოს და გასცეს შესაბამისი დასკვნა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად გასცეს შესაბამისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობები და ლიმიტები;
გ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის, გაცემული ლიცენზიებისა და დამტკიცებული ლიმიტების საფუძველზე მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტი და მინისტრის ადმინისტრაციული აქტის შესაბამისად გასცეს გარემოსდაცვითი ნებართვის მოწმობა;
დ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობისათვის მოიწვიოს დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში შეყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტები;
ე) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია (სამსახურებრივი სარგებლობის ინფორმაციის ჩათვლით) და მასალები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისაგან, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებებისაგან;
ვ) მეწარმე სუბიექტისაგან მოითხოვოს გარემოსდაცვითი ნებართვისა და ლიცენზიის მისაღებად, აგრეთვე ლიმიტის დასამტკიცებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენა;
ზ) მოამზადოს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების, აგრეთვე ლიმიტების დამტკიცების პროცედურების დაფინანსებისათვის საჭირო დოკუმენ-ტაცია;
თ) გააანალიზოს სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგად მოწოდებული ინფორმაცია გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების პირობების შესრულების, საპროექტო დოკუმენტაციისა და მეწარმე სუბიექტის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული საქმიანობის ურთიერთშესაბამისობის შესახებ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების, მისი მოქმედების ვადის გაგრძელების ან შეჩერების შესახებ, ხოლო ლიცენზიებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებით მიმართოს სამინისტროსთან არსებულ საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს;
ი) მოამზადოს მასალები საბჭოს სხდომაზე განხილვისათვის ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის, მათი შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის პროცესში, აგრეთვე ლიმიტების დამტკიცებისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა და ვადები;
ბ) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის, აგრეთვე ლიმიტების დამტკიცების სფეროში;
გ) უზრუნველყოს სანებართვოს დოკუმენტების მაძიებელთა მიერ კონკურსისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მონაცემების კონფიდენციალობა, საბჭოს რეკომენდაციის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში – შესაბამისი გადაწყვეტილების) საფუძველზე გამოცემული მინისტრის ადმინისტრაციული აქტის შესაბამისად, გასცეს სალიცენზიო მოწმობა, გაატაროს სახელმწიფო რეგისტრაციაში, ასევე, საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ გამოცემული მინისტრის ადმინისტრაციული აქტის შესაბამისად, მოახდინოს შესაბამისი ცვლილება უწყებრივ და სახელმწიფო რეესტრებში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა
1. სამსხურის სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სამსახური შედგება ოთხი განყოფილებისაგან:
3. დოკუმენტთა რეგისტრაციის, მონაცემთა აღრიცხვა-დამუშავების განყოფილების ფუნქციებია:
ა) შემოსული დოკუმენტაციის მიღება, რეგისტრაცია, კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა;
ბ) წარმოდგენილი სანებართვო-სალიცენზიო განაცხადების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, პროცედურების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) ინვესტორის მიერ გადახდილი სალიცენზიო-სანებართვო მოსაკრებლების აღრიცხვა;
დ) გაცემული სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების დადგენილი წესით გაფორმება, ინვესტორზე გაცემა და აღრიცხვა.
4. საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების ფუნქციებია:
ა) შემოსული განაცხადებისა და მასზე თანდართული მასალების დაგზავნის ორგანიზება სამინისტროს სისტემის შესაბამის სტრუქტურებში დარგებისა და თემატიკის მიხედვით;
ბ) შესაბამისი მასალის მომზადება საბჭოს წევრებისათვის და დამოუკიდებელი ექსპერტებისათვის;
გ) სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისათვის განცხადებების მიწოდება საზოგადოების ინფორმირების მიზნით, პრესაში გამოქვეყნებისათვის. შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზი;
დ) დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული დასკვნების ანალიზი, მასალების მომზადება შემდგომი განხილვისათვის;
ე) სანებართვო/სალიცენზიო დოკუმენტების, მათ შორის, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.
5. ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შესატანი მონაცემების მომზადება;
ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ ინფორმაციის მიღება და უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეტანა;
გ) უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მონაცემების იუსტიციის სამინისტროში გადაგზავნა სახელმწიფო რეესტრში შეტანისათვის;
დ) ლიცენზიის მფლობელი მეწარმე სუბიექტების მიერ სათანადო ინფორმაციის მიღება და ამ ინფორმაციის წარმოდგენის ვადების დაცვაზე კონტროლი.
6. საორგანიზაციო განყოფილების ფუნქციებია:
ა) უწყებათაშორისი საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა (სხდომის მომზადება, წევრთა მოწვევა, მასალების გამრავლება-დაგზავნა, საბჭოს გადაწყვეტილებების საოქმო გაფორმება და სხვა);
ბ) გაფორმებული დოკუმენტაციის შენახვა, არქივისათვის გადასაცემად მომზადება, დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი მოვალეობანი
1. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ქმნის სათანადო სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ კომისიებსა და ჯგუფებს, საპროექტო დოკუმენტაციის დროულად განხილვისა და პასუხის გაცემის მიზნით;
გ) ხელმძღვანელობს პროგრამების, მეთოდიკების, მიმდინარე გეგმების, საჭირო კანონქვემდებარე აქტებისა და ინსტრუქციების შემუშავებას;
დ) აკონტროლებს და აანალიზებს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მუშაობას;
ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
ვ) პერსონალურად პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებებით, განკარგულებებითა და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულ საკითხთა შესრულებაზე;
ზ) იღებს გადწყვეტილებას სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურისათვის საექსპერტო კომისიების შექმნის შესახებ;
თ) მეწარმე სუბიექტთან აფორმებს ხელშეკრულებებს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ;
ი) ხელს აწერს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის, აგრეთვე ლიმიტების დამტკიცების პროცედურის ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის და დაფინანსებისათვის აუცილებელ დოკუმენტებს;
კ) ხელს აწერს სალიცენზიო და გარემოდაცვითი ნებართვის მოწმობებს.
2. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის განკარგულებებისა და დავალებების შესრულებაზე;
ბ) აანალიზებს სამსახურში ნებართვებისა და ლიცენზიების მისაღებად შემოსულ საპროექტო დოკუმენტაციას;
გ) ორგანიზაციას უწევს გეგმების, პროგრამების, ნორმატიული აქტების, მეთოდიკებისა და ინსტრუქციების შემუშავებას;
დ) ადგენს ანგარიშებს შესრულებულ სამუშაოზე;
ე) სამსახურის უფროსის არყოფნის დროს ასრულებს მის მოვალეობას.
3. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების თანამშრომელთა შორის;
გ) ახორციელებს განყოფილების საქმიანობის დაგეგმვას და ადგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს;
დ) პასუხისმგებელია განყოფილების მუშაობის ეფექტიანობაზე, დავალებების შესრულებაზე;
ე) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის განკარგულებების შესრულებაზე;
4. სპეციალისტი:
ა) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის, მოადგილისა და განყოფილების უფროსის დავალებებისა და მითითებების შესრულებაზე;
ბ) ახორციელებს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დამუშავება-მომზადებას;
გ) ახორციელებს მონაცემთა მიღება-რეგისტრაციას და კომპიუტერულ დამუშავებას;
დ) აწარმოებს სანებართვო-სალიცენზიო დოკუმენტების გაფორმებას;
ე) ადგენს სანებართვო/სალიცენზიო რეესტრს.
მუხლი 6🔗. სამსახურის ქონება
1. სამსახურის ქონებას შეადგენს მისი მატერიალური ფასეულობანი, რომელიც აისახება სამინისტროსა და მის ბალანსში.
2. სამსახურის ქონებაზე პასუხისმგებელი პირია სამსახურის უფროსი.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის, სამსახურის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი
1. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.