„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №44/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№49/2023
სარეგისტრაციო კოდი
010190020.15.008.016705
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №44/2023 დადგენილებაში
ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია –

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება
№49/2023

2023 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №44/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1

„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №44/2023 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 03/08/2023, 010190020.15.008.016698) დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) ნაწილი II-ის (საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში) თავი II (საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შენობის მოწყობა) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს დანართის 1-ის შესაბამისად.

ბ) ნაწილი III-ის (საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს) თავი    III-ით (საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება) განსაზღვრული „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს დანართი 2-ის შესაბამისად;

მუხლი 2🔗

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
დანართი 1

თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შენობის მოწყობა

საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება

საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიისგან იღებს:

საარჩევნო დოკუმენტაციას, მათ შორის:

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის და სამაგიდო);

ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (კედლის და სამაგიდო);

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (კედლის და სამაგიდო) ბლანკებს;

ამომრჩეველთა ბარათებს;

საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს;

ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონვერტებს;

კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი);

საკონტროლო ფურცლებს;

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და შესწორების ოქმის ფორმას;

კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმს.

საარჩევნო ინვენტარს, მათ შორის:

ძირითად გამჭვირვალე საარჩევნო ყუთს;

გადასატან საარჩევნო ყუთს (საჭიროებისამებრ);

ძირითადი/გადასატანი საარჩევნო ყუთების ლუქებს და საარჩევნო ყუთების ჭრილის ლუქებს;

საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს და სამელნე ბალიშს;

კენჭისყრის კაბინებს (ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ფარული კენჭისყრის კაბინა, საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შშმ პირებისთვის ადაპტირებული კენჭისყრის კაბინა);

მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელ სპეციალურ ხელსაწყოს – ულტრაიისფერ ფარანს;

რეგისტრატორების სპეციალურ ბეჭდებს (რეგისტრატორების რაოდენობის შესაბამისად);

გამადიდებელ ლინზას მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის და სპეციალურ ჩარჩო-ფორმას უსინათლო ამომრჩევლებისთვის;

ასლგადამღებ მანქანას;

პლანშეტურ კომპიუტერს;

ლითონის შემკვრელს.

სხვა საარჩევნო მასალას, მათ შორის:

კანდიდატთა სიებს;

საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქციას (იკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე);

ამონარიდს საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს და სხვა.

საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტი

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არის საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის მიღებისთვის პასუხისმგებელი პირი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური კონვერტების, კომისიის სპეციალური ბეჭდის, შემაჯამებელი ოქმისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის.

ყურადღება!

საუბნო საარჩევნო კომისიას, საოლქო საარჩევნო კომისია, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემს:

საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიებს (სამაგიდო სია ფოტოსურათებით);

საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს და ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონვერტებს;

კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური კონვერტების, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება:

მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები;

გადაცემული მასალის/ინვენტარის დასახელება (საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა, მათი ნომრებისა და საარჩევნო ბიულეტენების ნომრების მითითებით);

მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა.

ყურადღება!

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების სისწორეს, საარჩევნო ბიულეტენებისა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური კონვერტების რაოდენობის შესაბამისობას მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებთან. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.

მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის გამცემი და მიმღები პირები. აქტის ერთი ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, მეორე გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. მიღება-ჩაბარების აქტს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის შემოსული დოკუმენტაციის ნაწილში. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.

კენჭისყრის შენობის მოწყობა

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა (30 სექტემბერი) მოაწყოს კენჭისყრის შენობა.

კენჭისყრის შენობაში:

უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის;

ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა. ფარული კენჭისყრის კაბინა უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების ფარულობა – კენჭისყრის კაბინა ერთი მხრიდან (ამომრჩევლისთვის შესასვლელი) რჩება გახსნილი და ეს მხარე მიმართული უნდა იქნეს კენჭისყრის შენობის კედლისკენ ისე, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის შევსების მიზნით ამომრჩევლისთვის უნდა განთავსდეს ერთი კალმისტარი;

თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს აწყობილი, დაულუქავი ძირითადი საარჩევნო ყუთი, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთი (ასეთის არსებობისას);

ძირითად საარჩევნო ყუთთან ახლოს უნდა გამოიყოს ადგილი სპეციალური კონვერტების განთავსებისათვის.

ყურადღება!

კენჭისყრის შენობაში ძირითადი საარჩევნო ყუთები თვალსაჩინო ადგილას ისე უნდა იყოს მოთავსე­ბული, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს და ძირითად საარჩევნო ყუთში მოათავსოს სპეციალურ კონვერტში განთავსებული საარჩევნო ბიულეტენი.

კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის  სია);

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

კანდიდატთა სიები;

საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქცია (იკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე);

ამონარიდი საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი.

ყურადღება!

თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში.

დანართი 2

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებით (პლანშეტური კომპიუტერით) გადაუგზავნოს ცესკოს. ამ მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით გადაიღებს და ცესკოში გადააგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს.

კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლები გამოაკრას საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლებს, კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით (არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლები უნდა დამოწმდეს კომისიის სპეციალური ბეჭდით, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით ფოტოასლების მიღებას მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან/შესწორების ოქმთან დაკავშირებული კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაიცემა მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.