ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.08.2023
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.150.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2023
matsne.gov.ge 913 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 05.10.2015 ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 02.11.2015 ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.02.2015 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 18.03.2016 გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 08.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2023 წლის 7 აგვისტო სოფ. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​2.გ“ პუნქტის, 69-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და  პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში, დანართი №2- ის შესაბამისად.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი   დანართი № 1 ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და  პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი ( შემდგომში -წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2.  წესი განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗. ახალგორის   მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების  გადანაწილების ძირითადი პრინციპები 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე  ასიგნებების გადანაწილება (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს  პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვასა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტის – ბრძანების შესაბამისად. 4. შესაბამისი სამართლებრივი აქტის და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების, კოდის შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან  გამოყოფილი თანხის  ასახვის მიზნით, ახალგორის  მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან/და პროგრამის  დამატება) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებში და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა,უნდა წარედგინოს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტის გამგებლის  სამართლებრივი აქტის – ბრძანების  საფუძველზე გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის  დაზუსტება განხორციელდეს ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას. 7. იმ შემთხვევაში, თუ ახალგორის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში კვარტალებს შორის ასიგნებების გადნაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა, კვარტალებს შორის თანხების გადანაწილებას ახორციელებს ახალგორის  მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 3🔗. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება 1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით  საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ახალგორის  მუნიციპალიტეტის გამგებელს  ასიგნების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ  მოთხოვნაში  საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. 2. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების გადანაწილების თაობაზე ახალგორის  მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გამგებელს  წარუდგენს შესაბამის წინადადებას (მოხსენებითი ბარათი ან/და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე. 4. გადანაწილების თაობაზე  ახალგორის  მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგებელი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით. 5. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ახორციელებს ცვლილებას  ბიუჯეტში და ელექტრონული ფორმით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში. 6. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ასიგნების გადანაწილების საფუძველს წარმოადგენს ახალგორის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტი – ბრძანება, რომლითაც ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.  დანართი №2 ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების  დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი  კანონმდებლობით ნებადართული სხვა ( არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​2.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  (შემდგომ – ა(ა)იპი) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2.ა(ა)იპ-ის ბიუჯეტის კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში. 3.  ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.   4. ა(ა)იპ-ის  მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს შესაბამის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურს, რომელიც ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განსაღვრულია როგორც პროგრამის განმახორციელებელი და რომლის ფარგლებშიც ა(ა)იპი განკარგავს ასიგნებებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროგრამის განმახორციელებელი საბიუჯეტო ორგანიზაცია წარუდგენს მოთხოვნას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ასიგნებების გადანაწილებაზე სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით. 5. ის ა(ა)იპი, რომელიც თავად წარმოადგენს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპოგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას, ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას, როგორც პროგრამის/ ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია, ახორციელებს თავად. 6. კანონმდებლობით დადგენლი წესით ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ,  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ( E-Budget). 7.  ა(ა)იპ-ების ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.