სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შრომითი მიგრაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 08.08.2023
ძალაში შესვლა 01.09.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №მუხლი 1. ზოგადი დებულება
ეს წესი განსაზღვრავს სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის (შემდგომში − სამინისტრო) წარდგენის წესს, ამავე წესით განსაზღვრული ნორმის შესაბამისად.
მუხლი 2. ანგარიშის წარდგენა
1. სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანია ვალდებულია, სამინისტროს წარუდგინოს საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ანგარიში (შემდგომში – ანგარიში), ამ წესის 1.1 დანართის შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირებულ საშუამავლო კომპანიას საანგარიშო პერიოდში არ განუხორციელებია საშუამავლო საქმიანობა, იგი ვალდებულია, სამინისტროს წარუდგინოს ნულოვანი ანგარიში.
3. სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანია ანგარიშს წარადგენს წელიწადში ორჯერ. პირველი ანგარიშის წარდგენა ხდება მიმდინარე კალენდარული წლის პირველ აგვისტომდე, ხოლო მეორე ანგარიშის წარდგენა ხდება მომდევნო კალენდარული წლის პირველ მარტამდე.
4. თუ სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანია გააუქმებს ამ საქმიანობაზე რეგისტრაციასა და მასზე გაცემულ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობის სერტიფიკატს, იგი ვალდებულია, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინოს სამინისტროს, რეგისტრაციისა და სერტიფიკატის გაუქმების თვის მომდევნო 2 თვის დასრულებამდე.
5. სამინისტრო უზრუნველყოფს მიღებული ანგარიშების დამუშავებას „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. ასევე მიღებული ანგარიშების საფუძველზე აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას.
მუხლი 3. სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ ანგარიშის წარდგენის ფორმა
1. სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში, შემდეგ მისამართზე: labourmigration.moh.gov.ge.
2. საშუამავლო კომპანიას სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში ინფორმაციის შევსების შესაძლებლობა ექნება მთელი წლის განმავლობაში, ხოლო შევსებული ინფორმაციის სამინისტროსთვის წარდგენას შეძლებს ორჯერ (პირველი ანგარიშის წარდგენას შეძლებს მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში, ხოლო მეორე ანგარიშის წარდგენას შეძლებს მომდევნო წლის 1 იანვრიდან 1 მარტამდე პერიოდში).
მუხლი 4. პასუხისმგებლობა
1. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა გამოიწვევს სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის პასუხისმგებლობას, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ანგარიშის წარუდგენლობის შემთხვევაში, საშუამავლო კომპანიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, სამინისტრო შესაბამის შეტყობინებას უგზავნის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შრომის ინსპექციის სამსახურს (შემდგომში − შრომის ინსპექცია).
3. შრომის ინსპექცია მიღებული შეტყობინების საფუძველზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 71, მე-14 და მე-16 მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.024124
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შრომითი მიგრაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №291
2023 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-9 მუხლის „ბ“ „გ“ „დ“ „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების, 134 მუხლის, 135 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-17 მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი“ (დანართი №1) და „ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესი“ (დანართი №2).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
ეს წესი განსაზღვრავს სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის (შემდგომში − სამინისტრო) წარდგენის წესს, ამავე წესით განსაზღვრული ნორმის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ანგარიშის წარდგენა
1. სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანია ვალდებულია, სამინისტროს წარუდგინოს საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ანგარიში (შემდგომში – ანგარიში), ამ წესის 1.1 დანართის შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირებულ საშუამავლო კომპანიას საანგარიშო პერიოდში არ განუხორციელებია საშუამავლო საქმიანობა, იგი ვალდებულია, სამინისტროს წარუდგინოს ნულოვანი ანგარიში.
3. სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანია ანგარიშს წარადგენს წელიწადში ორჯერ. პირველი ანგარიშის წარდგენა ხდება მიმდინარე კალენდარული წლის პირველ აგვისტომდე, ხოლო მეორე ანგარიშის წარდგენა ხდება მომდევნო კალენდარული წლის პირველ მარტამდე.
4. თუ სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანია გააუქმებს ამ საქმიანობაზე რეგისტრაციასა და მასზე გაცემულ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობის სერტიფიკატს, იგი ვალდებულია, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინოს სამინისტროს, რეგისტრაციისა და სერტიფიკატის გაუქმების თვის მომდევნო 2 თვის დასრულებამდე.
5. სამინისტრო უზრუნველყოფს მიღებული ანგარიშების დამუშავებას „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. ასევე მიღებული ანგარიშების საფუძველზე აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას.
მუხლი 3🔗. სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ ანგარიშის წარდგენის ფორმა
1. სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში, შემდეგ მისამართზე: labourmigration.moh.gov.ge.
2. საშუამავლო კომპანიას სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში ინფორმაციის შევსების შესაძლებლობა ექნება მთელი წლის განმავლობაში, ხოლო შევსებული ინფორმაციის სამინისტროსთვის წარდგენას შეძლებს ორჯერ (პირველი ანგარიშის წარდგენას შეძლებს მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში, ხოლო მეორე ანგარიშის წარდგენას შეძლებს მომდევნო წლის 1 იანვრიდან 1 მარტამდე პერიოდში).
მუხლი 4🔗. პასუხისმგებლობა
1. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა გამოიწვევს სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის პასუხისმგებლობას, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ანგარიშის წარუდგენლობის შემთხვევაში, საშუამავლო კომპანიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, სამინისტრო შესაბამის შეტყობინებას უგზავნის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შრომის ინსპექციის სამსახურს (შემდგომში − შრომის ინსპექცია).
3. შრომის ინსპექცია მიღებული შეტყობინების საფუძველზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 71, მე-14 და მე-16 მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
დანართი 1.1
საშუამავლო კომპანიის მიერ სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში წარმოსადგენი სავალდებულო ინფორმაცია
1. ინფორმაცია საშუამავლო კომპანიის შესახებ (ივსება ელექტრონულ ვებპორტალზე რეგისტრაციის დროს).
2. ინფორმაციის წარმოდგენაზე პასუხისმგებელი პირის პერსონალური მონაცემები:
2.1. სახელი, გვარი: ----------------
2.2. პირადი ნომერი: ----------------
2.3. დაკავებული პოზიცია: ---------------
2.4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და/ან ელექტრონული ფოსტა): ----------
3. ინფორმაცია დასაქმების ქვეყნისა და უცხოელი დამსაქმებელი ორგანიზაციის შესახებ:
3.1. დასაქმების ქვეყანა: ----------------
3.2. უცხოელი დამსაქმებელი ორგანიზაციის დასახელება: ----------------
3.3. იურიდიული მისამართი: ---------------
3.4. ფაქტობრივი მისამართი: ----------
3.5. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა): -----------------
4. ინფორმაცია საზღვარგარეთ დასაქმებული ემიგრანტის შესახებ:
4.1. სახელი, გვარი: ----------------
4.2. პირადი ნომერი: ----------------
4.3. დაბადების თარიღი: ---------------
4.4. სქესი: ----------
4.5. მოქალაქეობა (საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის): ------------------
4.6. პროფესია: ----------------
4.7. გამოცდილება/კვალიფიკაცია (სფერო და ხანგრძლივობა): --------------
4.8. დაკავებული თანამდებობა: ---------------
5. შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადა, ანაზღაურების ოდენობა და ფორმა:
5.1. გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისა და ამოწურვის ვადა (რიცხვი/თვე/წელი): ----------------
5.2. ანაზღაურების ოდენობა და ფორმა (ნაღდი/უნაღდო): ----------------
დანართი №2
ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
ეს წესი განსაზღვრავს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესს, ამავე წესით განსაზღვრული ნორმის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ანგარიშის წარდგენა
1. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, დაარეგისტრიროს შრომითი იმიგრანტი სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში, ამ წესის 2.1 დანართის შესაბამისად.
2. დანართ 2.1-ით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე დამატებით, ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, სამინისტროს წარუდგინოს შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ასლი (ქართულ ენაზე).
3. ადგილობრივმა დამსაქმებელმა შრომითი იმიგრანტის სამინისტროს ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია უნდა განახორციელოს ამ შრომით იმიგრანტთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 30 კალენდარული დღის ვადაში.
4. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს სამინისტროს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ან ვადის გახანგრძლივების დღიდან მაქსიმუმ 30 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗. ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ შრომითი იმიგრანტის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ფორმა
1. ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი იმიგრანტის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, ადგილობრივი დამსაქმებელი რეგისტრირდება და მასთან დასაქმებული შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციას ახორციელებს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: labourmigration.moh.gov.ge.
2. ადგილობრივი დამსაქმებელი შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან ვადის გახანგრძლივების შესახებ ინფორმაციის წარდგენას ახორციელებს ასევე ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: labourmigration.moh.gov.ge.
3. ადგილობრივი დამსაქმებელი ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების ასლს ელექტრონული ფორმით ტვირთავს ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის ფორმის სრულად შევსების შემდგომ.
4. სამინისტრო უზრუნველყოფს მიღებული ანგარიშების დამუშავებას „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. ასევე მიღებული ანგარიშების საფუძველზე აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას.
5. სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტების შესახებ ინფორმაციაზე სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების ხელმისაწვდომობას „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
6. სამინისტრო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. პასუხისმგებლობა
1. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად შრომითი იმიგრანტის სამინისტროში რეგისტრაციის განუხორციელებლობა გამოიწვევს ადგილობრივი დამსაქმებლის პასუხისმგებლობას, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ანგარიშის წარუდგენლობის შემთხვევაში, ადგილობრივი დამსაქმებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, სამინისტრო შესაბამის შეტყობინებას უგზავნის შრომის ინსპექციას.
3. შრომის ინსპექცია მიღებული შეტყობინების საფუძველზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და მე-16 მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
დანართი 2.1
ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ შრომითი იმიგრანტის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისას მისათითებელი სავალდებულო ინფორმაცია
1. ინფორმაცია ადგილობრივი დამსაქმებლის შესახებ (ივსება ელექტრონულ ვებპორტალზე რეგისტრაციის დროს).
2. ინფორმაციის წარმოდგენაზე პასუხისმგებელი პირის პერსონალური მონაცემები:
2.1 სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად): ----------------
2.2 პირადი ნომერი: ----------------
2.3 დაკავებული პოზიცია: ---------------
2.4 საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და/ან ელექტრონული ფოსტა): ----------
3. დასაქმებული შრომითი იმიგრანტის პერსონალური მონაცემები:
3.1. სახელი, გვარი: --------------
3.2. პირადი ნომერი: ----------
3.3. დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი): -----------
3.4. სქესი: ---------
3.5. მოქალაქეობა: ----------
3.6. წარმოშობის ქვეყანა: ------------
3.7. პასპორტის ნომერი: ------------
3.8 პასპორტის სურათი: ------------
3.9. პასპორტის გამცემი ორგანო: --------------
3.10. პასპორტის მოქმედების ვადა: ------------
3.11. საქართველოში მინიჭებული პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში): --------------------
4. შრომითი იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიცია და ამ პოზიციისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
4.1. შრომითი იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიცია: ------------
4.2. დაკავებული პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
4.2.1. მოთხოვნილი განათლების აუცილებელი დონე:
საშუალო
პროფესიული
უმაღლესი
არ არის მოთხოვნილი
4.2.2. გამოცდილება (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში): -----------
4.2.3. ასაკი (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში): ----------
4.2.4. სპეციფიკური უნარები (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში): -------------------
4.2.5. სხვა დამატებითი კრიტერიუმები (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) ----------
5. დასაქმებული შრომითი იმიგრანტის პროფესია და გამოცდილება/კვალიფიკაცია:
5.1. განათლება:
საშუალო
პროფესიული
უმაღლესი
არ აქვს განათლება
5.2. პროფესია: ------------
5.3. გამოცდილება/კვალიფიკაცია (სფერო და ხანგრძლივობა): -------------
5.4. სპეციფიკური უნარები (ასეთის არსებობის შემთხვევაში): -----------
5.5. სხვა დამატებითი კრიტერიუმები (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ----
6. ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დადებისა და ამოწურვის ვადა (რიცხვი/თვე/წელი): ---------------
7. ინფორმაციის სრულად შევსების შემდეგ ატვირთული შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ასლი.