საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.11.2004
ძალის დაკარგვა 09.06.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №328
სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.22.026.006.816
გამოქვეყნების წყარო სსმ, 130, 16/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 4 აქტით
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 12.04.2025
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 15.09.2015
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.04.2011
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 08.06.2010
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:Grigolia; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:Grigolia; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.55pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 56.65pt 1.0in 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.22.026.006.816
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №328
2004 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ფინანსების მართვის დეპარტამენტის” თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ ბლოკში შემავალი ქვედანაყოფების დებულებებისა და სტრუქტურების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 3 მაისის №92 ბრძანება.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანება გაეცნოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
გ. ბარამიძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია თავდაცვის მინისტრისა და მისი მოადგილის წინაშე.
2. დეპარტამენტი ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესწავლასა და ფინანსური პოლიტიკის შემუშავებას, თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის შედგენას, საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვასა და შესრულებას, სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებას და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებას, ქვედანაყოფების მიხედვით ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავებასა და ცენტრალიზებული წესით ანგარიშსწორებას.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მინისტრის ინდივიდიუალური ხასიათის აქტებით.
4. დეპარტამენტს აქვს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, შტამპი და ბლანკი საქართველოს გერბის გამოსახულებით შემდეგი წარწერით: – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი”.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ განსაზღრული პრიორიტეტებისა და მოთხოვნების საფუძველზე, თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის ფორმირება;
ბ) თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ფინანსური უზრუნველყოფა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად მატერიალური რესურსების აღრიცხვა;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საფინანსო სისტემის მართვა, ქვედანაყოფებისა და სტრუქტურების მიხედვით ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება;
დ) თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად სამინისტროს ქონების განკარგვის ფინანსური ასპექტების შესწავლა და მისი ეფექტურად მართვის მიზნით სათანადო წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
ე) სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ კანონმდებლობით დაწესებული შეღავათების ფინანსური უზრუნველყოფა და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება.
2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებისა და მოთხოვნათა საფუძველზე, თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის ფორმირება და შესაბამის უწყებებში განსახილველად წარდგენა;
ბ) „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონიდან გამომდინარე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წინადადებების საფუძველზე (გათვალისწინებით), თავდაცვის ქვედანაყოფებზე ხარჯების გადანაწილება და მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, თავდაცვის მინისტრთან წარდგენა;
გ) თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვა, მიღება, ანგარიშსწორება და მიზნობრივად ხარჯვის ოპერატიული კონტროლი;
დ) დაწესებულ ვადებში თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო ანგარიშების გამოთხოვა, განხილვა, ნაერთი ბალანსის შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებების, წესდებების პროექტების განხილვა, მათ მიერ მიღებული შემოსავლების პერიოდული ანალიზი;
ვ) დამტკიცებული ბიუჯეტის გეგმური პარამეტრებისა და გამოსაყოფი ასიგნებების ფარგლებში, მინისტრის ან მინისტრის მოადგილის დავალებით პროდუქციის მომწოდებლებთან, სამუშაოს შემსრულებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების განხილვა და შეთანხმება;
ზ) თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფა საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში ნორმატიული ბაზით (თავისი კომპეტენციის ფარგლებში);
თ) წინასწარი კონტროლის განხორციელება საფინანსო დოკუმენტაციის დროულ გაფორმებაზე;
ი) თავდაცვის სამინისტროს მიერ გრანტის სახით მიღებული და შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხული სახრების აღრიცხვა და ანგარიშსწორება;
კ) საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი ვადების და შესაბამისი ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში ჩატარებული მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის მასალების გამოთხოვნა, განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაკეთება;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს ინტერესების დაცვა სხვადასხვა უწყებებთან და წარმოება-დაწესებულებებთან ფინანსური ურთიერთობის დროს;
მ) შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით და დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით, საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურების უზრუნველყოფა;
ნ) სამხედრო მოსამსახურეთათვის და მათი ოჯახის წევრებისათვის კანონმდებლობით დაწესებული შეღავათების განხორციელებისათვის, თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და ფინანსური უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი მინისტრის მოადგილის წარდგინებით.
2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით და დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
3. დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია:
ა) დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) შეიმუშაოს წინადადებები დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
გ) ანგარიში ჩააბაროს მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაატაროს საკადრო პოლიტიკა, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით უზრუნველყოს კადრების შერჩევა და ხელი შეუწყოს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას;
ე) განახორციელოს წინამდებარე დებულებით ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანები.
4. დეპარტამენტის უფროსი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან;
ბ) მინისტრის მოადგილის დავალებით, განახორციელოს ფინანსური ოპერაციები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს მითითებები, ხელი მოაწეროს საბანკო ჩეკებს და სხვა დოკუმენტაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დადგენილი წესით, დამტკიცებული ტაბელის გათვალისწინებით, მიიღოს ყველა სახის საკომუნიკაციო, სატრანსპორტო და ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები;
დ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და უფლებამოსილება
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ოფისი;
ბ) საბიუჯეტო სამმართველო;
გ) საფინანსო სამმართველო.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილება:
ა) ოფისი – ახორციელებს დეპარტამენტის ფუნქციონირების ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) საბიუჯეტო სამმართველო – თავდაცვის სამინისტროს და მისი სტრუქტურული ერთეულების საფინანსო პოლიტიკის შემუშავება. თავდაცვის ბიუჯეტის პროექტების შედგენა, საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმარება;
გ) საფინანსო სამმართველო – თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის აღსრულება სამინისტროს სისტემაში, ბუღალტრული აღრიცხვიანობის განმტკიცება, ცენტრალიზებული წესით ანგარიშსწორება და ქვედანაყოფების მიხედვით ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება და დანერგვა.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.