შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№298
სარეგისტრაციო კოდი
190040000.10.003.024131
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2023

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №298

2023 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 

შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი  1. წესის მოქმედების სფერო

1. შპს „ენგურჰესისა “ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის “ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში − წესი ) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ა .თ “ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „ენგურჰესისა “ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის “ (რომლის 100%- იანი წილი ეკუთვნის შპს „ენგურჰესს “) (შემდგომში – საწარმო ) საქონლისა (დანართი №1) და მომსახურების (დანართი №2) შესყიდვების სპეციალურ წესს .

2. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება საწარმოს შეუფერხებელი ექსპლუატაციისა და შესაბამისი პარამეტრებითა და მოცულობით ელექტროენერგიის წარმოების უზრუნველსაყოფად , ასევე სახელმწიფოებრივი ან /და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეუფერხებლად გატარებისათვის , მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე .

3. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე , რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მოქმედება .

4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის , აზიის განვითარების ბანკის , გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი ) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები , თუ ეს ორგანიზაციები და /ან ქვეყნები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი . იმ შემთხვევაში , თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერ -თობის მონაწილენი , მათი , აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე .

5. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას საწარმო ახორციელებს მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად .

6. საქონლის /მომსახურების შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად .

მუხლი  2. შესყიდვების ძირითადი პრინციპები

საწარმოში შესყიდვების განხორციელების ძირითადი პრინციპებია :

ა ) შესყიდვების განხორციელების აუცილებლობა ;

ბ ) რაციონალური არჩევანი ;

გ ) საჯაროობა და ტრანსფარენტულობა ;

დ ) პოტენციურ მონაწილეთა მიმართ შესაძლებლობათა გამოხატვის თანასწორი გარემო პირობების ფორმირება და ჯანსაღი კონკურენციის განვითარება ;

ე ) საზოგადოებრივი ნდობის გარემოს ფორმირება ;

ვ ) ეკონომიკური ეფექტიანობა .

მუხლი  3. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

ა ) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესის დანართებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ;

ბ ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „ენგურჰესი “, შპს „ვარდნილჰესების კასკადი “;

გ ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი , მომსახურება ;

დ ) საქონელი – წესის №1 დანართში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული საქონლის სახეები ;

ე ) მომსახურება – წესის №2 დანართში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული მომსახურების სახეები ;

ვ ) შესყიდვების გეგმა – საწარმოს მიერ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმა ;

ზ ) პრეტენდენტი – პირი , რომელიც მონაწილეობს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში ;

თ ) მიმწოდებელი – პირი , რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ ;

ი ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება , რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოს ფუნქციონირებას ან რომელმაც შეიძლება , მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საწარმოს ინტერესებს ან მის ქონებას ;

კ ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება , როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა ;

ლ ) დღე , კვირა , თვე , კვარტალი , წელი – კალენდარული დღე , კვირა , თვე , კვარტალი , წელი ;

მ ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება , რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია , გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი );

ნ ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა );

ო ) ფასის კლების ბიჯი – ფასის კლების ბიჯი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი ) პროცენტის ოდენობით ;

პ ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით , სისტემის მეშვეობით , პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი ;

ჟ ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია , რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით ;

რ ) ელექტრონული ვაჭრობა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა , რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია , შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი , შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით ;

ს ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – შემსყიდველის მიერ დადგენილი , პრეტენდენტის მიერ წარსადგენი დოკუმენტები ;

ტ ) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით , შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია , რომელიც უფლებამოსილია , განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ;

უ ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად , როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი , რომელშიც მოცემული იქნება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის საფუძველი ;

ფ ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად , გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება ;

ქ ) მრავალწლიანი შესყიდვა – შესყიდვა , რომელიც გრძელდება 12 (თორმეტი ) კალენდარულ თვეზე მეტი ვადით ;

ღ ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით , დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტი , რომლითაც უნდა დადასტურდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა .

მუხლი  4. შემსყიდველი   ორგანიზაციის   უფლება -მოვალეობები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია :

ა ) ამ წესის დაცვით , შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება );

ბ ) ამ წესის შესაბამისად , მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია ;

გ ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა , თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან /და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით , აგრეთვე შემსყიდველის ინტერესებიდან გამომდინარე ;

დ ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა ;

ე ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას .

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია :

ა ) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში , ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით ;

ბ ) საქონლის მიწოდების , მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის , მომსახურების ღირებულება , თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ;

გ ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი . შემსყიდველი არ არის ვალდებული , პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია , რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება . შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი არ არის ვალდებული , პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან /და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები .

მუხლი  5. შესყიდვების დაგეგმვა

1. შპს „ენგურჰესის “ შემთხვევაში :

ა ) შესყიდვები ხორციელდება დირექტორთა საბჭოს მიერ შპს „ენგუჰესის “ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით შემუშავებული და პარტნიორის მიერ დამტკიცებული წლიური ბიზნესგეგმის შესაბამისად ;

 ბ ) მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შპს „ენგურჰესის “ დირექტორთა საბჭო .

  2. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად იმ შემთხვევაში , თუ მისი დაფინანსება ხორციელდება მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან , ხოლო მიწოდება ან /და ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება მომდევნო წლის განმავლობაში .

3. შპს ,,ვარდნილჰესების კასკადის “ შემთხვევაში :

ა ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი “ შესყიდვებს ახორციელებს შპს „ენგურჰესის “ დირექტორთა საბჭოს მიერ შპს „ენგუჰესის “ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით შემუშავებული და პარტნიორის მიერ დამტკიცებული წლიური ბიზნესგეგმის შესაბამისად ;

ბ ) მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს დირექტორი , შპს „ენგურჰესის “ დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმებით .

4. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად იმ შემთხვევაში , თუ მისი დაფინანსება ხორციელდება მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან , ხოლო მიწოდება ან /და ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება მომდევნო წლის განმავლობაში .

მუხლი  6. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვის პროცედურასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებს :

ა ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის წინადადების განხილვას , შერჩევასა და შეფასებას ;

ბ ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას ;

გ ) მიმწოდებლის შერჩევას , გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან , თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა .

მუხლი  7. შესყიდვის საშუალებები

1. შესყიდვის საშუალებებია : გამარტივებული შესყიდვა და შესყიდვის ელექტრონული პროცედურა .

2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალების (მათ შორის , დასაშვებია შესყიდვის მოსაწვევის გაგზავნა და პრეტენდენტის შეთავაზებების მიღება ელექტრონული ფოსტით ) გამოყენებით ქართულ , ინგლისურ ან სხვა უცხო ენებზე , თუ :

ა ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 200 000 (ორასი ათასი ) ლარს ;

ბ ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა , რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია ;

გ ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევის განხორციელება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა , რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია ;

დ ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან /და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით , აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას , რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია ;

ე ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების საფუძველზე , როცა საქონლის შესყიდვა ან /და მომსახურების გაწევა განკუთვნილია საქართველოს იმ ტერიტორიაზე განთავსებული ენერგოობიექტებისათვის , სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არ სრულდება საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნა ;

ვ ) ადგილი აქვს ამ წესის მე -18 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას .

3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე , გამარტივებული შესყიდვის საშუალებით , თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5 000 (ხუთი ათასი ) ლარს (გარდა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებებით შესასყიდი საქონლისა და მომსახურების შესყიდვისა ), აგრეთვე , თუ შესყიდვის ობიექტი არის ინტერნეტით გამოწერის გზით საქონლისა და მომსახურების შესყიდვა . ასეთ შემთხვევებში , ხელშეკრულება შესაძლებელია , ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით , რომელიც უნდა შეიცავდეს შესყიდვის ობიექტის დასახელებას , შესყიდვის ობიექტის ღირებულებას , შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას , მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს (სახელი , გვარი , პირადი ნომერი /სახელწოდება , საიდენტიფიკაციო კოდი ), ხოლო ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში , ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით .

  4. ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას .

მუხლი 8. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განმახორციელებელი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია , რომელსაც არანაკლებ 5 (ხუთი ) წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი .

2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ -ერთი წევრი .

3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე , კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება   მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები .

4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით . კომისიის წევრს , რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას , უფლება აქვს , წერილობით წარადგინოს თავისი აზრი , რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას . ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა .

5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში . გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ . ყველა ის სხდომის ოქმი , რომელიც შეიქმნება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ , ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში . სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით .

6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა /წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა /წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის . მიმოწერა /წერილობითი შეტყობინება მიღებულად მიიჩნევა მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან .

მუხლი  9. კომისიის აპარატი

1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით , შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში − აპარატი ), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე .

2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების , დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა .

3. აპარატს უფლება აქვს , მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით .

4. აპარატი ვალდებულია ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 (სამი ) წლის განმავლობაში .

მუხლი  10. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში − განცხადება ) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით . წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან .

2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი ) კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან . ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 2 (ორი ) დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით .

3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია :

ა ) განცხადების ნომერი ;

ბ ) შემსყიდველის დასახელება ;

გ ) გამოცხადების თარიღი , ზუსტი დროის მითითებით ;

დ ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი , ზუსტი დროის მითითებით ;

ე ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება ;

ვ ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში );

ზ ) მითითება იმის შესახებ , რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით , თუ – მათ გარეშე ;

თ ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა ;

 ი ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა ;

კ ) ბიჯის ოდენობა .

4. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი , რომელიც შესაძლებელია , გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ , შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით .

მუხლი 11. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს :

ა ) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს , რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი ;

ბ ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას , მომსახურების მოცულობას , საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას , ადგილსა და ფორმას ;

გ ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას , მათ შორის , შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს , გეგმებს , ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში );

დ ) მეთოდებს , რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით , უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება , დაზღვევა , გადასახადები და სხვა );

ე ) კომისიის ან აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას , რომელსაც უფლება აქვს , გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ ;

ვ ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ )ის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში ).

2. კომისიას უფლება აქვს , წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში . დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით . დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება .

მუხლი  12. წინადადების წარდგენა

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე .

2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს აქვს უფლება , სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას .

3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით . პრეტენდენტის შეთავაზება , გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა , უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალისწინებულ გარანტიას .

  4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ , პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი , რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან /და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე , სულ მცირე , ერთი ბიჯით ნაკლები . ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა , დამატება , გაუქმება ან წაშლა .

5. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით .

მუხლი 13. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი

1. შემსყიდველი , ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში , უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები , რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი , პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები .

2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის , ფინანსური რესურსების , გამოცდილებისა და რეპუტაციის , ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ .

3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში . პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან /და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას , ამ წესის მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის საფუძველზე , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერი ქმედებით . პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება . პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და /ან , მისი ბუნებიდან გამომდინარე , დაბრუნება შეუძლებელია .

4. დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინება სავალდებულოა . კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე , კომისია უფლებამოსილია , არ გაითვალისწინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება , რაც უნდა დასაბუთდეს დოკუმენტაციაში .

5. დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინების შემთხვევაში კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ )ის წარდგენას , თუ მის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე .

6. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ყოველ კონკრეტულ ელექტრონულ ტენდერში შესაძლებელია , დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით , შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ დადებული ხელშეკრულებით , ანგარიშფაქტურით , ინვოისით ან /და სხვა ისეთი დოკუმენტაციით , რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას .

  7. სარეგისტრაციო /უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან /საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები , უფლებრივი შეზღუდვები და სხვ .).

მუხლი  14. შერჩევა /შეფასება

1. კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის , მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში ), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით .

2. პრეტენდენტის წინადადების ფასი ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ . შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთული გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან , ხოლო , თავის მხრივ , პრეტენდენტი ვალდებულია , შემსყიდველის მიერ წინასწარ ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს გარანტიის დედნის წარდგენა . გარანტიის დედნის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ იმ პრეტენდენტზე , რომლის მიერაც დაფიქსირებულ იქნა უდაბლესი ფასი , ხოლო სხვა პრეტენდენტები ვალდებულნი არიან , გარანტიის დედანი წარადგინონ მხოლოდ სატენდერო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე , თუ კომისია გადავა შერჩევის /შეფასების მიზნით შემდეგი უდაბლესი შეთავაზების პრინციპით მომდევნო პრეტენდენტზე .

3. იმ შემთხვევაში , თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი , უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს , რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი .

4. კომისიამ უნდა იმსჯელოს , შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას . იმ შემთხვევაში , თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს , კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია , გარდა ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას , თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან /და შეიცავს ისეთ უზუსტობებს , რომელთა წარდგენა ან /და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან /და არ გაზრდის წინადადების ფასს , ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას , როგორებიცაა : არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება , სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა , რომლებიც შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების გარეშე , ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით .

6. ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით , რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას , მაგრამ არა უმეტეს 3 (სამი ) სამუშაო დღისა . თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება , კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას . იმ შემთხვევაში , თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება ), შემსყიდველს უფლება არ აქვს , პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი , რომლის წარდგენა ან /და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან /და არ გაზრდის წინადადების ფასს . ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე .

7. იმ შემთხვევაში , თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს , კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო /უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ )ის წარდგენის მოთხოვნით , რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას , მაგრამ არა უმეტეს 5 (ხუთი ) სამუშაო დღისა .

8. იმ შემთხვევაში , თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს , ხარჯთაღრიცხვის ან /და ფასების ცხრილის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს სარეგისტრაციო /უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ )ის წარდგენასთან ერთად , ხოლო იმ შემთხვევაში , თუ შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ ითვალისწინებს სარეგისტრაციო /უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ )ის წარდგენას , ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად გაგზავნილ მოწვევასთან ერთად .

9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით .

10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია , შემსყიდველს უფლება აქვს , ამ მუხლის მე -7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს . თუ მომდევნო პრეტენდენტის შეთავაზებული ფასი , ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად , მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას , შემსყიდველი ორგანიზაცია იღებს გადაწყვეტილებას ტენდერის შეწყვეტის შესახებ .

მუხლი  15. დისკვალიფიკაცია

1. კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად . პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში .

2. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში :

 ა ) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია , ამ წესის მე -14 მუხლის მე -5 და მე -6 პუნქტების გათვალისწინებით , არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ პირობებს ან /და ტექნიკურ დოკუმენტაციას ;

 ბ ) თუ სარეგისტრაციო /უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ )ი არ არის წარდგენილი დადგენილ ვადაში ან არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ პირობებს ;

გ ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე ;

დ ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე -14 მუხლის მე -6 პუნქტით დადგენილ ვადაში , არასრულყოფილად დააზუსტებს ან /და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას ;

 ე ) იგი არ წარადგენს ნიმუშს ან /და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ (ებ )ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში ან /და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ )ი არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ პირობებს ან /და ტექნიკურ დოკუმენტაციას ;

ვ ) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე ;

ზ ) თუ ის , ამ წესის მე -14 მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით ;

თ ) თუ მის მიერ წარდგენილი შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის გარანტია არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ პირობებს ან /და ტექნიკურ დოკუმენტაციას ;

ი ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას ;

კ ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას ან მის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ პირობებს ან /და ტექნიკურ დოკუმენტაციას .

  3. იმ შემთხვევაში , თუ პრეტენდენტს წინადადებების მიღების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული გარანტია , პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს .

მუხლი  16. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში წარდგენილი გარანტია

  1. პრეტენდენტი ვალდებულია , წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით .

  2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 2 (ორი ) პროცენტს .

  3. ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა , რეზიდენტი პირების შემთხვევაში , 30 (ოცდაათი ) კალენდარული დღით , ხოლო არარეზიდენტი პირების შემთხვევაში , 60 (სამოცი ) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინადადებების მიღების დასრულების ვადას .

  4. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება ხელშეკრულების დადების , შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების , შეწყვეტის ან პრეტენდენტის შემსყიდველის მიერ დისკვალიფიკაციის შემთხვევაში , გარდა ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა , პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი ) დღის ვადაში .

  5. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება , თუ : ა ) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე ; ბ ) პრეტენდენტი , გამარჯვების შემთხვევაში , არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას ან მის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ პირობებს ; გ ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო ; დ ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე ; ე ) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო /უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტ (ებ )ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ )ი არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ პირობებს .

მუხლი 17. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენა , ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა

1. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე , ხოლო იმ შემთხვევაში , თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მოთხოვნილია სარეგისტრაციო /უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ (ებ )ის წარდგენა – სარეგისტრაციო /უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ (ებ )ის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენისთანავე , კომისია ამ პრეტენდენტს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარსადგენად და ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას , მაგრამ არანაკლებ 4 და არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა .

2. თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია მოთხოვნილი არ არის , კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას , მაგრამ არანაკლებ 4 და არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა .

3. თუ შესყიდვის ელექტრონული პროცედურების შედეგად ხელშეკრულება იდება უცხოელ კონტრაჰენტთან , ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად მითითებულია უცხო ქვეყნის სამართალი ან /და დავის განმხილველად განსაზღვრულია არბიტრაჟი ან უცხო ქვეყნის სასამართლო , რის გამოც ასეთი ხელშეკრულების პროექტი , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , საჭიროებს შესაბამისი უწყებ (ებ )ის სამართლებრივ ექსპერტიზას ან თანხმობას , კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას , მაგრამ არანაკლებ 4 და არა უმეტეს 30 სამუშაო დღისა .

4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება  აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს .

5. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში , კომისიას უფლება აქვს , განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა , ამ წესის შესაბამისად .

6. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით , თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 (ორასი ათასი ) ლარს , შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით , გამოიყენება ხელშეკრულების უზრუნველყოფის (შესრულების ) გარანტირების მექანიზმი . გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 (ხუთი ) პროცენტს და არ უნდა იყოს 2 (ორი ) პროცენტზე ნაკლები . ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას .

  7. გარანტიის მოქმედების ვადა და მისი დაბრუნების პირობები უნდა განისაზღვროს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით . იმ შემთხვევაში , თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით , შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია , უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება .

  8. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .

  9. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება , ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის , ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა .

მუხლი 18. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა

  1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად , როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში .

  2. შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად , როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი , რითაც დასტურდება , რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია .

  3. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში , შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია , გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული შესყიდვის განხორციელების სხვა საშუალება .

მუხლი  19. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები

1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი ელემენტები და პირობები :

ა ) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები ;

ბ ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება , ტექნიკური პარამეტრები , ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები , რაოდენობა ;

გ ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების , გადასახადების , ტრანსპორტირების , დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით );

დ ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ხარისხი , საჭიროების შემთხვევაში , არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა ;

ე ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები ან /და ეტაპობრივი ვადები და ადგილი ;

ვ ) საქონლის ან მომსახურების მიღება -ჩაბარების წესი ;

ზ ) ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი (ვადები );

თ ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისა და საავანსო თანხის საბანკო გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში );

ი ) მხარეთა უფლება -მოვალეობანი ;

კ ) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის ;

ლ ) ფორსმაჟორული სიტუაციები ;

მ ) ხელშეკრულების პირობების , მათ შორის , ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა ;

ნ ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა ;

ო ) დავების გადაწყვეტის წესი ;

პ ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები .

2. იმ შემთხვევაში , თუ მიმწოდებელი წარმოადგენს უცხოურ კომპანიას , შესაძლებელია ხელშეკრულება გაფორმდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაუცველად .

3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით , ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ , ისე უცხოურ ენებზე .

4. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში , თუ მიმწოდებელი არ არის საქართველოს რეზიდენტი და ერთჯერადი შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების ღირებულება არ აღემატება 40 000 (ორმოცი ათასი ) ლარს , ხოლო თუ მიმწოდებელი საქართველოს რეზიდენტია და ერთეული შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების ღირებულება არ აღემატება 5 000 (ხუთი ათასი ) ლარს , შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით , მიმწოდებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან . გარდა ამ მუხლში გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევისა , მიმწოდებელმა საავანსო თანხის მიღებისთვის უნდა წარადგინოს საავანსო თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია , რომლის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების მიღების ვადას .

მუხლი  20. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით , შემსყიდველი ორგანიზაცია გამოყოფს შესაბამის პირთა ჯგუფს (ინსპექტირების ჯგუფი ).

2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია :

ა ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლი ;

ბ ) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების ჯეროვანი შესრულების კონტროლი , უფლებამოსილი პირის მიერ მიღება -ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე დადგენილი მოცულობის , ხარისხისა და მიწოდების ვადების შესრულებასთან შესაბამისობის დადასტურება ;

გ ) საქონლის ან /და მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება ;

დ ) საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება ;

ე ) ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით , კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება .

3. უფლებამოსილი პირის მიერ ჩასაბარებელი საქონლის ან /და მომსახურების შესახებ მიღება -ჩაბარების აქტის გაფორმებამდე , აუცილებლობის შემთხვევაში , შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე , შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (მომთხოვნი ) ხელმძღვანელი შესყიდული საქონლის ან /და მომსახურების მოთხოვნასთან შესაბამისობას ადასტურებს ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაზე ხელმოწერით .

4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია , აწარმოოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის ინსპექტირება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე , მათ შორის , ნედლეულისა და მაკომპლექტებელი ნაწილების ხარისხისა და ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების (მომსახურების ) ინსპექტირება .

5. ყველა გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასა და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

მუხლი  21. სასამართლო განხილვა და სამართალი

1. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ და პრეტენდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ , გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლო წესით .

2. სასამართლოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .

  მუხლი  22. ცვლილების შეტანის წესი

წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით .

  დანართი  №1

 

სპეციალური წესით შესასყიდი საქონლის ნუსხა

1. ძირითადი და დამხმარე ელექტრომექანიკური , ჰიდრომექანიკური და ელექროტექნიკური დანადგარ -მოწყობილობების , მასალებისა და მათი სათადარიგო ნაწილების შესყიდვა ;

2. ნათურებისა და გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვა ;

3. სტაციონარული და გადასატანი საკონტროლო , მზომი და ლაბორატორიული ხელსაწყოებისა და აპარატურის შესყიდვა ;

4. გადამწოდების , სენსორების , გამშვი მოწყობილობების , ავტომატური ამომრთველების , რელეებისა და მათი სათადარიგო ნაწილების შესყიდვა ;

5. ამწემექანიზმების , ლიფტებისა და მათი სათადარიგო ნაწილების შესყიდვა ;

6. კომპიუტერების , პრინტერების , სკანერებისა და ასლგადამღები მანქანებისათვის მარაგი ნაწილებისა და სახარჯი მასალების (კარტრიჯების , ტონერებისა და სხვა ) შესყიდვა , ქსელური მოწყობილობების , ქსელური აქსესუარებისა და მარაგი ნაწილების შესყიდვა . კომპიუტერების პერიფერიული მოწყობილობების შესყიდვა ;

7. არგონის , თხევადი აირის (პროპანის ), აზოტის , ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის შესყიდვა ;

8. საპოხ -საცხი მასალებისა და ზეთების შესყიდვა ;

9. სხვადასხვა მარკისა და დანიშნულების ცემენტის შესყიდვა , ჰიდროსაიზოლაციო საშუალებებისა და მასალების შეძენა ;

10. ელსადენებისა და საკაბელო პროდუქციის შესყიდვა ;

11. საღებავებისა და გამხსნელების შესყიდვა ;

12. აკუმულატორების , დენისა და ძაბვის გარდამქმნელებისა და უწყვეტი კვების წყაროების (ე . წ . იუპიესების ) შესყიდვა ;

13. სხვადასხვა დიამეტრისა და სახეობის მილების , შლანგების , საკვალთების , მილისების , მილტუჩების , მუხლების , ვანტუზების , სარქვლების , სანტექნიკური მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვა ;

14. საკისრების შესყიდვა ;

15. ელექტროდების , კარბიდისა და შედუღებისათვის საჭირო (კალა , „პსრ “, „კანიფოლი “ და სხვა ) მასალების შესყიდვა ;

16. ელექტრო და მექანიკური სამუშაო იარაღებისა და ხელსაწყოების შესყიდვა ;

17. ლითონის კონსტრუქციებისა და კონსტრუქციის ელემენტების (კუთხოვანა , შველერი , ძელაკი , ნაგლინი , ფურცლოვანა , არმატურა , მავთულბადე და სხვა ) შესყიდვა ;

18. ინვენტარის , სპეცტანსაცმლის , სპეცფეხსაცმლისა და ეკიპირების შეძენა სახანძრო -სამაშველო პერსონალისათვის , სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მარაგი ნაწილების შეძენა ;

19. ქიმიური რეაგენტების , შხამქიმიკატების , ჰერბიციდებისა და სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვა ;

20. სხვადასხვა ზომისა და ფორმის მეტიზების (ქანჩი , ჭანჭიკი , თვითმჭრელი და სხვა ) შესყიდვა ;

21. შუასადებების , შემამჭიდროებლებისა და რეზინოტექნიკური ნაკეთობების შესყიდვა ;

22. სპეცტექნიკისა და ავტოსათადარიგო ნაწილების შესყიდვა ;

23. კომპრესორებისა და მისი სათადარიგო ნაწილების შესყიდვა .

 დანართი  №2

სპეციალური წესით შესასყიდი მომსახურების ნუსხა

 1. ჰიდროაგრეგატების ვიბრაციის გამომწვევი მიზეზების კვლევა და აღმოფხვრა ;

2. მიმდინარე და კაპიტალური რემონტები , კოდორიჰესების დეპარტამენტში სამშენებლო სამუშაოების გარდა ;

3. ძირითადი და დამხმარე დანადგარ მოწყობილობების მართვის , კონტროლის , სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სისტემების მოდერნიზაცია , უწესივრობების აღმოფხვრა მასალებითურთ ;

4. სპეცტექნიკისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება სათადარიგო ნაწილებით ;

5. საბაჟო საბროკერო მომსახურება , საფოსტო -საკურიერო მომსახურება , სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება საქართველოს , მათ შორის , აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ;

6. ტვირთების გადაზიდვები , სატაკელაჟო სამუშაოები , სპეცტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება , რაც დაკავშირებულია ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის გამართულ ფუნქციონირებასთან ;

7. საშეფო -საინჟინრო მომსახურებები , საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ექსპერტიზა , შესრულებული სამუშაოების მიღება -ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების გაცემა , საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენა ;

8. სადეზინფექციო სამუშაოები ;

9. პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად პერსონალის გადამზადება ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ , ტრენინგების გავლა ;

10. თ /კაშხლისა და სადერივაციო გვირაბში ნატურული დაკვირვებები ;

11. სუფოზიური პროცესების კვლევა თაღოვან კაშხალზე ;

12. ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების , კვანძებისა და დეტალების დამზადება და შეკეთება ქარხნულ პირობებში ;

13. ავარიულად დაზიანებული ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების შეკეთება ;

14. ტრანსფორმატორების ზეთების ქრომატოგრაფიული და ელექტროქიმიური ანალიზის ჩატარება , ტრანსფორმატორების ელექტრული გაზომვები ;

15. სათარჯიმნო მომსახურება .