⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.08.2012)
გაუქმებულია:

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სატათბირო საბჭოს – მინისტრთა კოლეგიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.11.2004
ძალის დაკარგვა 17.08.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №481
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.006.830
გამოქვეყნების წყარო სსმ, 134, 19/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,244 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.11.2004 მიღება
17.08.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სატათბირო საბჭოს – მინისტრთა კოლეგიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:18.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:18.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:none none;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.070.000.22.029.006.830 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანება №481 2004 წლის 10 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო საბჭოს – სამინისტროს კოლეგიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეიქმნას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო საბჭო – სამინისტროს კოლეგია. 2. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო საბჭოს – სამინისტროს კოლეგიის თანდართული დებულება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ე. ასტემიროვა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო საბჭოს – სამინისტროს კოლეგიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო საბჭოს – სამინისტროს კოლეგიის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო საბჭოს – სამინისტროს კოლეგიის მიზნებს, ამოცანებს, კომპეტენციას და საქმიანობის წესს. 2. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 3. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.     მუხლი 2🔗. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო საბჭოს – სამინისტროს კოლეგია 1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო საბჭო – სამინისტროს კოლეგია (შემდგომში – საბჭო) არის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა განხილვისა და მინისტრისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შექმნილი მინისტრის სათათბირო ორგანო. 2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, შედიან მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელი პირები.     მუხლი 3🔗. საბჭოს მიზნები და ამოცანები საბჭოს მიზნები და ამოცანებია: ა) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს, სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; ბ) სამინისტროში გადაწყვეტილებების ოპერატიული მიღებისა და საქმიანობის დაგეგმვის ხელშეწყობა; გ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაცია; დ) სამინისტროს სტრატეგიისა და პოლიტიკის პროგნოზირება.     მუხლი 4🔗. საბჭოს კომპეტენცია საბჭოს კომპეტენციაში შედის: ა) სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვა და მინისტრისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ბ) მინისტრის ბრძანების პროექტების განხილვა; გ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და მინისტრისათვის შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა.     მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი 1. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს და თავმჯდომარეობს მინისტრი, მისი არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის პირველი მოადგილე. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის დავალებით საბჭოს სხდომას შეიძლება თავმჯდომარეობდეს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე. 2. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომლის ფუნქციებს მინისტრის დავალებით ასრულებს მინისტრის აპარატის უფროსი ან საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საბჭოს მორიგი სხდომები ტარდება თვეში ერთხელ, ყოველი თვის პირველ სამშაბათს. თუ სხდომის ჩატარების დღე ემთხვევა უქმე დღეს, მაშინ სხდომა გაიმართება მის მომდევნო სამუშაო დღეს. 4. საბჭოს რიგგარეშე სხდომებს, საჭიროებისამებრ, იწვევს მინისტრი. 5. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს დაუყოვნებლივ. 6. საბჭოს სხდომის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი. 7. საბჭოს სხდომა შეიძლება გადაიდოს მინისტრის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს სხდომის თავმჯდომარის – მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის მიერ. 8. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, საბჭოს წევრების წინადადებების გათვალისწინებით, ამზადებს საბჭოს მდივანი და შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს. 9. საბჭოს მდივანი დღის წესრიგს გადასცემს საბჭოს წევრებს და აცნობებს სხდომის ჩატარების დროს სხდომამდე ერთი კვირით ადრე, ხოლო რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს, დროსა და დღის წესრიგს – ორი დღით ადრე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სხდომისა, რომლის ჩატარების დროს და დღის წესრიგს საბჭოს მდივანი საბჭოს წევრებს მინისტრის გადაწყვეტილებით აცნობებს დაუყოვნებლივ. 10. საბჭოს სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა ხდება მხოლოდ მინისტრის გადაწყვეტილებით. 11. საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხზე, როგორც წესი, მომხსენებელს ეძლევა 10 წუთი, თანამომხსენებელს – 5 წუთი, ცნობისათვის – 3 წუთი. 12. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა არ შეიძლება აღემატებოდეს 120 წუთს. მინისტრის გადაწყვეტილებით სხდომაზე შეიძლება გამოცხადდეს შესვენება. შესვენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. 13. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით საბჭო უფლებამოსილია: ა) მოიწონოს ან მისცეს უარყოფითი შეფასება განხილულ საკითხს; ბ) არასაკმარისად ცნოს განხილული საკითხის ირგვლივ გაწეული საქმიანობა; გ) ცნობად მიიღოს წარდგენილი მასალა (ინფორმაცია, პროექტი და ა.შ.); დ) განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი; ე) გადადოს საკითხის განხილვა; ვ) დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი. 14. საბჭოს წევრი უფლებამოსილია დააფიქსიროს განსხვავებული აზრი, რომელიც შეიტანება სხდომის ოქმში. 15. საბჭოს მიერ განხილული საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. 16. საბჭოს სხდომაში საბჭოს ყველა წევრი მონაწილეობს პირადად. თუ წევრის დასწრება შეუძლებელია, იგი ამის შესახებ წინასწარ ატყობინებს მინისტრს ან საბჭოს მდივანს. 17. მინისტრის გადაწყვეტილებით საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც. 18. საბჭოს სხდომაზე დამსწრე პირთა აღრიცხვას აწარმოებს მინისტრის აპარატი. 19. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. 20. საბჭოს სხდომის ოქმის შედგენას, გაფორმებასა და შენახვას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი და სამინისტროს კანცელარია კანონმდებლობით დადგენილი წესით. 21. საბჭოს სხდომის ოქმს თან დაერთვება სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი მასალები და დოკუმენტები.     მუხლი 6🔗. საბჭოს სხდომაზე მინისტრის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების გაფორმებისა და შესრულების წესი 1. საბჭოს სხდომაზე მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში, გასცემს დავალებებსა და მითითებებს. 2. საბჭოს სხდომაზე მინისტრის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების შემსრულებლისათვის მიწოდებას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი. 3. დავალება და მითითება შეიძლება გაფორმდეს მინისტრის ადმინისტრაციული აქტით ან რეზოლუციის სახით, რომლის შესრულება სავალდებულოა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოსათვის. 4. როგორც წესი, დავალება და მითითება შეიძლება იყოს ძირითადი და ოპერატიული. ძირითადი უნდა შესრულდეს ორი კვირის ვადაში, ხოლო ოპერატიუ-ლი – 3 დღის ვადაში. დავალებაზე შეიძლება იყოს მითითებული შესრულების სხვა ვადა. 5. იმ შემთხვევაში, როდესაც დავალების შესრულება დაეკისრა რამდენიმე პირს, დავალებაში მითითებული პირველი პირი არის დავალების მთავარი შემსრულებელი, ხოლო დანარჩენები – თანაშემსრულებლები. 6. დავალების მთავარი შემსრულებელი პასუხისმგებელია დავალების შესრულებაზე. იგი ორგანიზებას უწევს საჭირო ღონისძიებების განხორციელებას. 7. მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში დავალების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსრულებელი დაუყოვნებლივ აცნობებს მინისტრს ან დავალების შესრულებაზე კონტროლის განმხორცილებელ თანამდებობის პირს. დავალების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე ინფორმაცია უნდა იყოს დასაბუთებული, მოტივირებული და მოიცავდეს დავალების შესრულების ახალი თარიღის განსაზღვრის წინადადებას. 8. შესრულებული დავალების თაობაზე შემსრულებელმა უნდა წარადგინოს მოხსენებითი ბარათი. 9. საბჭოს სხდომაზე გაცემული დავალებებისა და მითითებების შესრულებაზე კონტროლზე აყვანასა და კონტროლიდან მოხსნას ახორციელებს მინისტრის აპარატის უფროსი.     მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები საბჭოს გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.