„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №313 |
|
2023 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება.“.
2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები:
„უ) სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება;
ფ) ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება.“.
3. მე-7 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შიდა ინსპექტირების დეპარტამენტი;“;
გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;“;
დ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:
„ნ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
პ) იურიდიული სამმართველო;
ჟ) საქმისწარმოების სამმართველო.“.
4. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ბ) ბიუროს თანამშრომელთა შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლი;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა;
დ) ბიუროს თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება;
ე) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლის განხორციელება;
ვ) ბიუროში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
ზ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებზე კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
თ) ბიუროს თანამშრომელთა სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ი) ბიუროს თანამშრომელთა მხრიდან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება;
კ) ბიუროს თანამშრომელთა სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და ბიუროს უფროსისათვის წარდგენა;
ლ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში ბიუროს თანამშრომელთა საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
მ) ბიუროში შემოსული საჩივრის/განცხადების განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება;
ნ) საჩივრის/განცხადების განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.“.
6. მე-17 მუხლს „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:
„ქ) სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება.“.
7. 212 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 212. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ბიუროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) საქართველოსა და საერთაშორისო საექსპერტო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ბიუროს თანამშრომელთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, წინადადებების/რეკომენდაციის შემუშავება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა (ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან კოორდი-ნაციით), ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
დ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საექსპერტო ლაბორატორიების მართვის სისტემის დანერგვა (სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით);
ე) საექსპერტო საქმიანობის სფეროში დანერგილი თანამედროვე კვლევითი მეთოდების შესწავლა და ბიუროში მათი დანერგვისათვის საჭირო რესურსების შექმნა;
ვ) სხვა ქვეყნების საექსპერტო სამსახურებთან ურთიერთობების დამყარება და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების კოორდინირება;
ზ) საერთაშორისო კონფერენციების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვა და ორგანიზება;
თ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქმედო პროცედურების შემუშავება, დანერგვა და პერიოდული განახლება, ხარისხის სისტემის წლიური შემოწმება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
ი) ბიუროს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
8. 212 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 213, 214, 215 და 216 მუხლები:
„მუხლი 213. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ამოცანებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და მისი აღსრულების უზრუნველყოფა;
ბ) არსებული სამუშაო ადგილების ანალიზი, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება;
გ) საკადრო საქმისწარმოება, ბიუროში დასაქმებული თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
დ) ბიუროს სტრუქტურის დახვეწა, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ე) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვა, თანამშრომელთა მოზიდვა-შერჩევა;
ვ) ბიუროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის ორგანიზება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ი) ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
კ) ბიუროს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მუხლი 214. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანებია:
ა) ბიუროს საქმიანობის გამჭვირვალობა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ბიუროს ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტება;
გ) ბიუროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფოციალური განმარტებების, შეტყობინებების, საინფორმაციო ბიულეტინების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალის მომზადება;
დ) საზოგადოების ინფორმირება ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
ე) სამსახურის ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსება;
ვ) ბიუროს მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური კვლევის დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზება;
ზ) ბიუროს იმიჯზე ზრუნვა;
თ) ბიუროს რეიტინგის კვლევა;
ი) ბიუროს სტრუქტურულ ერთეულებსა/ტერიტორულ ორგანოებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
კ) პრესკონფერენციების მოწყობა;
ლ) ბიუროს საჭიროებების შესაბამისად, საიმიჯო ნივთებისა და ინვენტარის მომზადება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა;
ნ) ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ო) ბიუროს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მუხლი 215. იურიდიული სამმართველოს ამოცანებია:
ა) ბიუროში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) ბიუროს სახელით გასაფორმებელი გრძელვადიანი/მრავალჯერადი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
გ) ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
დ) ბიუროს სახელით გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტებზე რეკომენდაციის გაცემა;
ე) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებზე კორესპონდენციის განხილვა და გასაფორმებელი ხელშეკრულებების, ასევე მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადება;
ვ) ბიუროს საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება;
ზ) ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
თ) ბიუროს წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში ადმინისტრაციული საჩივრების განხილვისას;
ი) ბიუროში შემოსული განცხადების განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება;
კ) ბიუროში შემოსული განცხადების განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ლ) ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
მ) ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მუხლი 216 . საქმისწარომების სამმართველოს ამოცანებია:
ა) ბიუროში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი. შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია; დოკუმენტაციის აღრიცხვა და კონტროლი;
ბ) საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება და რეექსტრის წარმოება;
გ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;
დ) ბიუროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საარქივო რეგულაციის ჩამოყალიბება და საარქივო პროცესის მართვა;
ე) ბიუროში საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ვ) ბიუროში შემოსული ნივთმტკიცებების მიღება, რეგისტრაცია, გადაცემა (შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისათვის/ტერიტორიული ორგანოსათვის) და გაცემა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირისთვის ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაციის გაწევა;
თ) ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ი) ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
|