საქართველოს ლტოლვილტა და განსახლების სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრის ფორმისა და საჯარო რეესტრის წარმოების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.11.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №482
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.006.831
გამოქვეყნების წყარო სსმ, 134, 19/11/2004
matsne.gov.ge 1,536 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
რეგის-ტრაციის ნომერი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ლტოლვილტა და განსახლების სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრის ფორმისა და საჯარო რეესტრის წარმოების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:18.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:5.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.85pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:33.15pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:none none;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.006.831 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანება №482 2004 წლის 10 ნოემბერი ქ. თბილისი „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრის ფორმისა და საჯარო რეესტრის წარმოების წესის” შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრის წარმოების წესის შესახებ (დანართი №1).  2. დამტკიცდეს სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრის ფორმა (დანართი №2). 3. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კოორდინაცია დაევალოს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.  4. საჯარო რეესტრში ინფორმაციის აღრიცხვის უზრუნველყოფა დაევალოს სამინისტროს კანცელარიას.  5. საჯარო ინფორმაციის გაცნობა, საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემა და ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ე. ასტემიროვა დანართი №1 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრის წარმოების წესის შესახებ ინსტრუქცია     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო ინფორმაციის აღრიცხვისა და სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრის (შემდგომში – საჯარო რეესტრი) წარმოების წესს. 2. საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციას აღრიცხავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კანცელარია. 3. საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის აღრიცხვისას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კანცელარია ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებით, ამ ინსტრუქციითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. ამ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 2🔗. საჯარო რეესტრში შესატანი საჯარო ინფორმაცია 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საჯარო რეესტრში აღირიცხება როგორც ღია, ისე დახურული ინფორმაცია, ანუ სამინისტროში დაცული, აგრეთვე სამინისტროს ან სამინისტროს საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ყველა ოფიციალური დოკუმენტი (ნახაზი, მაკეტი, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები). 2. საჯარო რეესტრში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, სავალდებულოა შეტანილ იქნეს: ა) მითითება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებისა და ამ ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებზე, ასევე იმ უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელმაც გაასაიდუმლოვა ეს ინფორმაცია; ბ) ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ, ასევე ამ მონაცემების მოთხოვნის ფაქტის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ; გ) ინფორმაცია კომერციული საიდუმლოების მოთ-ხოვნის ფაქტის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და და მისამართის შესახებ; დ) სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.     მუხლი 3🔗. საჯარო რეესტრში ინფორმაციის შეტანის წესი 1. საჯარო რეესტრში სამინისტროში არსებულ ყველა საჯარო ინფორმაციას აღრიცხავს სამინისტროს კანცელარია, მისი მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღის ვადაში. 2. ნებისმიერი დოკუმენტი მხოლოდ ერთხელ შეიტანება საჯარო რეესტრში. ერთი სტრუქტურული ერთეულიდან მეორეში გადაცემისას დოკუმენტი ხელმეორე რეგისტრაციას არ საჭიროებს. 3. საჯარო ინფორმაციის რეგისტრაციისას საჯარო რეესტრში უნდა მიეთითოს: ა) საჯარო ინფორმაციის დასახელება; ბ) საჯარო ინფორმაციის მიღების, შექმნის, დამუშავების, გაგზავნის ან გაცემის თარიღი; გ) ფიზიკური ან იურიდიული პირის, საჯარო მოსამსახურის ან საჯარო დაწესებულების დასახელება, რომლისგანაც შემოვიდა ან/და რომელსაც გაეგზავნა ინფორმაცია; დ) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თარიღი და მომთხოვნის ვინაობა; ე) საჯარო ინფორმაციის ინდექსი და საჯარო რესტრში შეტანის თარიღი; ვ) საჯარო ინფორმაციის ორიგინალის შენახვის ადგილი; ზ) გადაწყვეტილების მიმღები პასუხისმგებელი პირის ვინაობა.     მუხლი 4🔗. საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის საჯარო რეესტრში შეტანის წესი 1. საიდუმლო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტზე მითითება საჯარო რეესტრში შეიტანება კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი შინაარსის გაუმჟღავნებლად. 2. საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის შეტანისას ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციის გარდა საჯარო რეესტრში უნდა აღინიშნოს აგრეთვე: ა) საიდუმლო ინფორმაციის სახე; ბ) გასაიდუმლოების საფუძველი; გ) გასაიდუმლოების თარიღი და ვადა; დ) უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომლის მიერ გასაიდუმლოებული იქნა ინფორმაცია.     მუხლი 5🔗. საჯარო რეესტრის რეკვიზიტები და რეესტრის შევსების წესი 1. საჯარო რეესტრის რეკვიზიტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განისაზღვრება ამ ინსტრუქციით. 2. საჯარო რეესტრის რეკვიზიტებია: ა) რეგისტრაციის ნომერი; ბ) საჯარო რეესტრში შეტანის თარიღი; გ) საჯარო ინფორმაციის დასახელება და მოკლე შინაარსი; დ) შემოსული საჯარო ინფორმაციის რეკვიზიტები და მოკლე შინაარსი; ე) შემოსული საჯარო ინფორმაციის ადრესატი; ვ) შემოსვლის თარიღი; ზ) მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დასახელება და მოკლე შინაარსი; თ) საჯარო ინფორმაციის მომთხოვნი პირი; ი) მოთხოვნის თარიღი; კ) განხილვის შედეგი; ლ) სამინისტროდან გაგზავნილი (გაცემული) საჯარო ინფორმაციის მიმღები პირი; მ) გაცემის/გაგზავნის თარიღი; ნ) ორიგინალის შენახვის ადგილი; ო) პასუხისმგებელი პირის ვინაობა; პ) საიდუმლო ინფორმაციის სახე; ჟ) გასაიდუმლოების საფუძველი; რ) გასაიდუმლოების თარიღი და ვადა; ს) პასუხისმგებელი პირი, რომელმაც გაასაიდუმლოვა ინფორმაცია; ტ) შენიშვნა. 3. საჯარო რეესტრის რეკვიზიტებში მონაცემების შეტანას ახორციელებს სამინისტროს კანცელარიის პასუხისმგებელი პირი. 4. საჯარო რეესტრის ფორმის (დანართი №2) გრაფებში მონაცემები შეიტანება შემდეგი წესით: ა) გრაფაში „რეგისტრაციის ნომერი” აღინიშნება ინდექსი, რომელიც სამინისტრომ მიანიჭა შექმნილ, დამუშავებულ, მიღებულ ან გაგზავნილ ინფორმაციას; ბ) გრაფაში „საჯარო რეესტრში შეტანის თარიღი” აღინიშნება თარიღი, როდესაც საჯარო რეესტრში შეტანილ იქნა სამინისტროში შექმნილი, დამუშავებული, მიღებული ან გაგზავნილი ინფორმაცია; გ) გრაფაში „საჯარო ინფორმაციის დასახელება და მოკლე შინაარსი” შეიტანება სამინისტროში შექმნილი, დამუშავებული ან სამინისტროს მიერ გაგზავ-ნილი ინფორმაციის სრული დასახელება, გარდა საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტისა; დ) გრაფაში „შემოსული საჯარო ინფორმაციის რეკვიზიტები და მოკლე შინაარსი” შეიტანება მითითება სამინისტროში მიღებული დოკუმენტის სრული სახელწოდებისა და შინაარსის შესახებ; ე) გრაფაში „შემოსული საჯარო ინფორმაციის ადრესატი” მიეთითება ის საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელითაც შემოვიდა დოკუმენტი სამინისტროში; ვ) გრაფა „შემოსვლის თარიღი” განკუთვნილია მხოლოდ მიღებული დოკუმენტებისათვის და მასში მიეთითება დოკუმენტის სამინისტროში შემოსვლის თარიღი; ზ) გრაფაში „მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დასახელება და მოკლე შინაარსი” შეიტანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დასახელება, მისი მოკლე შინაარსი; თ) გრაფაში „საჯარო ინფორმაციის მომთხოვნი პირი” მიეთითება ის პირი, რომელმაც მოითხოვა საჯარო ინფორმაცია; ი) გრაფაში „მოთხოვნის თარიღი” მიეთითება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ სამინისტროში განცხადების შეტანის თარიღი; კ) გრაფაში „განხილვის შედეგი” მიეთითება განცხადების განხილვის კონკრეტული შედეგი. საჯარო რეესტრში უნდა მიეთითოს კონკრეტულად “საჯარო ინფორმაცია გაიცა” თუ „ინფორმაციის გაცემაზე ეთქვა უარი”; ლ) გრაფაში „სამინისტროდან გაგზავნილი (გაცემული) საჯარო ინფორმაციის მიმღები პირი” მიეთითება ის პირი, რომელსაც გაეგზავნა წერილი ან რომელმაც მიიღო ან რომელსაც გაეგზავნა საჯარო ინფორმაცია სამინისტროდან; მ) გრაფაში „გაცემის/გაგზავნის თარიღი” აღინიშ-ნება თარიღი, როდესაც სამინისტროდან გაიგზავნა წერილი, ხოლო საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ინფორმაციის გაცემის და/ან მითითებულ მისამართზე გაგზავნის თარიღი; ნ) გრაფაში „ორიგინალის შენახვის ადგილი” მიეთითება სამინისტროში შექმნილი, დამუშავებული ან მიღებული საჯარო ინფორმაციის დედნის ან ასლის შენახვის ადგილი; ო) გრაფაში „პასუხისმგებელი პირის ვინაობა” შეიტანება გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, ანუ იმ პირის ვინაობა, რომელიც პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე, ასევე, პირი, რომლის ხელმოწერითაც გაიგზავნა წერილი და ა.შ.;     პ) გრაფაში „საიდუმლო ინფორმაციის სახე” მიეთითება იმ საიდუმლო ინფორმაციის სახე, რომელსაც შეიცავს საჯარო რეესტრში გასატარებელი დოკუმენტი; ჟ) გრაფაში „გასაიდუმლოების საფუძველი” მიეთითება იმ საკანონმდებლო აქტის დასახელება, რომლის საფუძველზეც მოხდა დოკუმენტის გასაიდუმლოება. პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საჯარო რეესტრში შეტანისას, მიეთითება იმ ფიზიკური პირის ვინაობა, რომლის მოთხოვნის საფუძველზეც იქნა დოკუმენტი მიჩნეული პირად საიდუმლოებად; რ) გრაფაში „გასაიდუმლოების თარიღი და ვადა” მიეთითება დოკუმენტის საიდუმლოდ მიჩნევის თარიღი და ვადა, რა ვადითაც იგი იქნა გასაიდუმლოებული; ს) გრაფაში „პასუხისმგებელი პირი, რომელმაც გაასაიდუმლოვა ინფორმაცია” შეიტანება იმ საჯარო მოსამსახურის ვინაობა, რომლის გადაწყვეტილებითაც მოხდა ინფორმაციის გასაიდუმლოება; ტ) გრაფაში `შენიშვნა” მიეთითება დამატებითი ინფორმაცია საჯარო რეესტრში შესატანი ინფორმაციის შესახებ.     მუხლი 6🔗. საჯარო რეესტრის ღიაობა და ხელმისაწვდომობა 1. საჯარო რეესტრი ღიაა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს მას და მიიღოს რესტრის ან მისი ნაწილის ასლი. 2. დაუშვებელია რაიმე სახის გადასახადის ან გადასახდელის დაწესება რეესტრის გაცნობისათვის. ასლის გადაღებისათვის საჭირო თანხის ანაზღაურების საკითხი წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. № რეგის-ტრაციის ნომერი საჯარო რეეს-ტრში შეტა-ნის თარიყი საჯარო ინქორმა-ციის დასახე-ლება და მოკლე შინაარსი შემოსული საჯარო ინქორმა-ციის რეკვიზი-ტები და მოკლე შინაარსი შემოსული საჯარო ინქორ-მაციის ადრესატი შემოს-ვლის თარიყი მოთხოვ-ნილი საჯარო ინქორ-მაციის დასახე-ლება და მოკლე შინაარსი საჯარო ინქორ-მაციის მომთ-ხოვნი პირი მოთხოვ-ნის თარიყი გან-ხილვის შედეგი სამინის-ტროდან გაგზავ-ნილი (გაცემუ-ლი) საჯარო ინქორ-მაციის მიმყები პირი გაცე-მის/ გაგზა-ვნის თარი-ყი ორიგი-ნალის შენახ-ვის ადგილი პასუ-ხისმ-გებელი პირის ვინაო-ბა საიდუ-მლო ინქორ-მაციის სახე გასაი-დუმლ-ოების საქუძვე-ლი გასაიდუმ-ლოების თარიყი და ვადა პასუხისმ-გებელი პირი, რომელმაც გაასაი-დუმლოვა ინქორმა-ცია შენიშვნა