საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანება
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 238. იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა უკანონოდ ტარება, შენახვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება
ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე ტარება, შენახვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
შენიშვნა: პირი, რომელმაც ნებაყოფლობით ჩააბარა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ან ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც მას სათანადო ნებართვის გარეშე ჰქონდა, თავისუფლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.
ხანჯლის, ფინური დანის ან სხვაგვარი ცივი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება, დამზადება ან გასაღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მოქმედება დაკავშირებულია რეწვის, სამსახურის ან საყოფაცხოვრებო პირობებთან, აგრეთვე როდესაც ეს იარაღი ეროვნული ტანსაცმლის სამკაულს წარმოადგენს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი. 1984 წლის 24 აგვისტო
№2628 – X
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.08.1984.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.08.1984. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №-. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.08.1984 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ“, №-, 24.08.1984, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.1984). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5897250/