ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
I. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10; 1966 წ., №8, მუხ. 130; 1982 წ. №12, მუხ. 371) შემდეგი დამატებები:
1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 2034 მუხლი:
„მუხლი 2034. ბოროტი ურჩობა შრომა-გასწორების დაწესებულებების ადმინისტრაციის მოთხოვნებისადმი.
ბოროტი ურჩობა შრომა-გასწორების დაწესებულების ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნებისადმი ან ადმინისტრაციისათვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა მის მიერ ფუნქციების განხორციელებაში იმ პირის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის ადგილას, თუ ამ პირს სასჯელის მოხდის რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევისათვის ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა სასჯელი საკნის ტიპის სადგომში (სამარტოო საკანში) გადაყვანის სახით, ან თუ იგი გადაყვანილი იყო საპყრობილეში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის ან მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე“.
2. 2191 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:
„ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ ადმინისტრაციული ზედამხედველობისათვის თავის არიდების მიზნით საცხოვრებელი ადგილის თვითნებური მიტოვება, აგრეთვე საცხოვრებლად არჩეულ ადგილას საპატიო მიზეზის გარეშე განსაზღვრულ ვადაში მიუსვლელობა იმ პირისა, რომლის მიმართ დაწესებულია ადმინისტრაციული ზედამხედველობა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან განთავისუფლებისას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.
II. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2034 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ საქმეების წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლები.
III. ეს ბრძანებულება სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 1983 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი. 1983 წლის 27 სექტემბერი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.09.1983.
- როდის იქნა მიღებული „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“?
- „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.09.1983. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №0. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.1983 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“, №0, 27.09.1983, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.1983). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5898095/