საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. დაემატოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს შედეგი შინაარსის 1695 მუხლი:
„მუხლი 1695. ინერტული მასალების მოპოვების მომწესრიგებელი დადგენილებების დარღვევა
ინერტული მასალების მოპოვების მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებათა დარღვევა, თუ იგი ჩადენილია ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენების შემდეგ, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით 200 მანეთამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ადრე იყო მსჯავრდებული ასეთივე დანაშაულისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით 500 მანეთამდე“.
2. დაწესდეს, რომ საქართველოს სრ სისხლის სამართლის კოდექსის 1695 მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის საქმეთა წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი. 1984 წლის 25 აპრილი.
№ 2400 - X