საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10; 1970 წ., № 5, მუხ. 74; 1973 წ., №5, მუხ. 72; 1974 წ., №9, მუხ. 171; 1980 წ., №7, მუხ. 217; 1982 წ., №12, მუხ. 371) შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 2231 მუხლი:
ფიქტიური ქორწინება ან ფიქტიური განქორწინება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე“.
2. 235-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 235. აზარტული თამაში
აზარტული თამაში ფულზე, ნივთებზე ან სხვა მატერიალურ ფასეულობაზე -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან, გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.
იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან იმ პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივ-სასარგებლო შრომას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.
ბუნაგის მოწყობა აზარტული თამაშისათვის –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ქონების კონსფისკაციით ან უამისოდ, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ“.
3. 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე პუნქტში სიტყვები „150-ე, 151-ე და 153-ე მუხლების მეორე ნაწილები“ შეიცვალოს სიტყვებით „150-ე და 151-ე მუხლების მეორე და მესამე ნაწილები, 153-ე მუხლის მეორე ნაწილი“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი. 1984 წლის 17 აგვისტო.
№ 2622 – X
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.08.1984.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 17.08.1984. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №2622-X. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.08.1984 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“, №2622-X, 17.08.1984, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.08.1984). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5898162/