„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№55
სარეგისტრაციო კოდი
010340010.22.026.017095
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №55

2023 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/04/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010340010.22.026.016373) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა

დეპარტამენტი შედგება დეპარტამენტის უფროსის, მოადგილის, მენეჯერ-აუდიტორების და საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სხვა თანამდებობებისგან.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

3. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე.“.

4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) გეგმავს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობას;

ბ) ახორციელებს ზედამხედველობას მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

გ) მონაწილეობს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების შემუშავებაში;

დ) დეპარტამენტის უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი აუდიტის შესახებ;

ე) ეცნობა დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ წარმოდგენილ მოხსენებით ბარათს ან/და ანგარიშს და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) უზრუნველყოფს ჩასატარებელი აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;

თ) აკონტროლებს შიდა აუდიტორული შემოწმების მიმდინარეობის მდგომარეობას და მოახსენებს დეპარტამენტის უფროსს;

ი) ახდენს ჩატარებული შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშის პროექტს შიდა აუდიტის ობიექტისათვის წარსადგენად;

კ) განიხილავს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშს და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;

ლ) უზრუნველყოფს საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას შემუშავებული პროცედურის შესაბამისად;

მ) მონაწილეობს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მისი გაუმჯობესების პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში;

ნ) მონაწილეობს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავებაში;

ო) დეპარტამენტის უფროსთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

პ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის და მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.“.

5. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამზადებს და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი აუდიტისა და საკონსულტაციო საქმიანობის შესახებ;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილელა ჩიქოვანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.08.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.08.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №55. სარეგისტრაციო კოდი — 010340010.22.026.017095.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.08.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №55, 24.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 010340010.22.026.017095 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5899210/