სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
მიღების თარიღი 23.08.2023
ძალაში შესვლა 01.09.2023
გამომცემი ორგანო სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010290000.81.094.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ-ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენი კუპრაშვილი | სსიპ-ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ – საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის
ბრძანება №3
2023 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის და 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა შემდეგი დამცავი ნიშნებით:
ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ანათებს ულტრაცისფერ სხივებში;
ბ) ექსკლუზიური გილიოშური ბადე;
გ) წყლის ნიშანი (სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს ლოგოტიპი);
დ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება „ანტიკორუფციული ბიურო“.
მუხლი 2🔗
საქართველოს ორგანული კანონებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ პოლიტიკური ფინანსების მინიტორინგის განმახორციელებელი სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები.
მუხლი 3🔗
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში პარტიის ან/და პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშები) ყადაღის დადებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
სსიპ-ანტიკორუფციული ბიუროს უფროსირაჟდენი კუპრაშვილი