„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №63 |
|
2023 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/08/2012, 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 381 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. დანართი №5-ით დამტკიცებულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საგამოცდო მარშრუტებია: ა) „B“ და „BE“ კატეგორიებისთვის − ქ. რუსთავი, საგამოცდო მარშრუტი №1-№8; ქ. თელავი, საგამოცდო მარშრუტი №1-№2; ქ. გორი, საგამოცდო მარშრუტი №1-№2; ქ. ახალციხე, საგამოცდო მარშრუტი №1-№3; ქ. საჩხერე, საგამოცდო მარშრუტი №1-№3; ქ. ქუთაისი, საგამოცდო მარშრუტი №1-№4; ქ. ოზურგეთი, საგამოცდო მარშრუტი №1-№2; ქ. ფოთი, საგამოცდო მარშრუტი №1-№3; ქ. ბათუმი, საგამოცდო მარშრუტი №1-№2; ქ. ზუგდიდი, საგამოცდო მარშრუტი №1-№3; ბ) „C“ კატეგორიისთვის/„C1“ და „D1“ ქვეკატეგორიებისთვის − ქ. რუსთავი, საგამოცდო მარშრუტი №9-№10; ქ. თელავი, საგამოცდო მარშრუტი №3-№4; ქ. ქუთაისი, საგამოცდო მარშრუტი №5-№6; ქ. ფოთი, საგამოცდო მარშრუტი №4-№5; გ) „D“ კატეგორიისთვის − ქ. რუსთავი, საგამოცდო მარშრუტი №9-№10; ქ. ქუთაისი, საგამოცდო მარშრუტი №5-№6.“. 2. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე პუნქტი: „31. ამ წესის 383 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა ჩააბარა 2023 წლის 1 სექტემბრამდე, თუ მის მიერ იმავე თეორიულ გამოცდაზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი იურიდიული ძალის მქონეა.“. 3. დანართ №5-ს დაემატოს ქ. რუსთავის №9 და №10, ქ. თელავის №3 და №4, ქ. ქუთაისის №5 და №6 და ქ. ფოთის №4 და №5 საგამოცდო მარშრუტები თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან. |
|