„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №65 |
|
2023 წლის 24 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №24 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 140130000.22.034.016851) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ4) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შესამუშავებლად, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზის მიზნით, ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან ინფორმაციის გამოთხოვა. საგანგებო სიტუაციისა და მისი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვა და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგება;“. 2. მე-7 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაციით, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;“. 3. მე-10 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|