წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.08.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-686
სარეგისტრაციო კოდი 400020000.22.023.016830
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 680 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
მომხმარებელი
წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ან სხვა წყალმომხმარებელი
მუხლი 2
სარწყავი მიწა
სასოფლო-სამეურნეო გამოყენებისათვის ვარგისი წყალუზრუნველყოფილი და რეგულარული სარწყავი მიწა
მუხლი 2
წყლის მიწოდების რეჟიმი
მიმწოდებლის მიერ კონკრეტული საირიგაციო სისტემისთვის განსაზღვრული, მისაწოდებელი წყლის მოცულობა და ჯერადობა
მუხლი 2
წყლის მიწოდების ბრუტო მოცულობა
მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი წყლის მისაწოდებლად, წყლის კვების წყაროდან აღებული წყლის რაოდენობა, რომელიც მოიცავს წყლის ტრანსპორტირების დროს არსებულ დანაკარგებსაც
მუხლი 2
წყლის მიწოდების ნეტო მოცულობა
მომხმარებლისათვის მისაწოდებელი წყლის რაოდენობა დადგენილი ნორმების შესაბამისად
მუხლი 2
წყლის კვების წყარო
მდინარე, წყალსაცავი ან/და წყლის სხვა ობიექტი, საიდანაც ხდება წყლის აღება სარწყავი ან/და სხვა არაპროფილური დანიშნულებით. 2. ამ წესის მიზნებისათვის, ასევე გამოიყენება „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ მოთხოვნილი დიამეტრი (მმ) 91% 30.08.2023 წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონი 90% 30.06.2023 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონი 87% 19.12.2019 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის, აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი, სულადობრივი აღრიცხვისა და წყალმომარაგების შეწყვეტა/აღმდგენი აქტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 15.07.2022 ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 15.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-686 2023 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცების შესახებ „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული – წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესი და მორწყვის ნორმები. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესი და მორწყვის  ნორმები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება „წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესი და მორწყვის ნორმები“ (შემდგომ – „წესი“),შემუშავებულია „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აწესრიგებს პირველადი წყალმოსარგებლის (შემდგომ – მიმწოდებლის) მიერ საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის პროცედურებს და ადგენს  მორწყვის ნორმებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა)  მომხმარებელი – წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ან სხვა წყალმომხმარებელი; ბ) სარწყავი მიწა – სასოფლო-სამეურნეო გამოყენებისათვის ვარგისი წყალუზრუნველყოფილი და რეგულარული სარწყავი მიწა; გ) წყლის მიწოდების რეჟიმი – მიმწოდებლის მიერ კონკრეტული საირიგაციო სისტემისთვის განსაზღვრული, მისაწოდებელი წყლის მოცულობა და ჯერადობა; დ) წყლის მიწოდების ბრუტო მოცულობა – მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი წყლის მისაწოდებლად, წყლის კვების წყაროდან აღებული წყლის რაოდენობა, რომელიც მოიცავს წყლის ტრანსპორტირების დროს არსებულ დანაკარგებსაც; ე) წყლის მიწოდების ნეტო მოცულობა – მომხმარებლისათვის მისაწოდებელი წყლის რაოდენობა დადგენილი ნორმების შესაბამისად; ვ) წყლის კვების წყარო – მდინარე, წყალსაცავი ან/და წყლის სხვა ობიექტი, საიდანაც ხდება წყლის აღება სარწყავი ან/და სხვა არაპროფილური დანიშნულებით. 2. ამ წესის მიზნებისათვის, ასევე გამოიყენება „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3🔗. წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის ძირითადი პრინციპები 1. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და დაამტკიცოს მის მფლობელობაში არსებულ თითოეულ საირიგაციო სისტემასთან მიმართებაში წყლის მიწოდების რეჟიმი, წყლის მიწოდების არეალების გათვალისწინებით. 2. წყლის მიწოდების რეჟიმი მიმწოდებლის მიერ უნდა შემუშავდეს გასული წლის წყალაღების, მდინარეთა კალაპოტებში წყლის ხარჯების და წყალსაცავებში წყლის მოცულობის,  გასული 2 წლის მონაცემების წყლის განაწილების (წყლის ბრუტო და ნეტო მოცულობების) ლიმიტების, მომხმარებელთა საპროგნოზო მოთხოვნის, არსებული ჰიდროლოგიური მდგომარეობისა და სხვა სავარაუდო საპროგნოზო გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრასთან. 3. წყლის მიწოდების რეჟიმის შემუშავებისას ირიგაციასთან ერთად, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული, საწარმოო, თევზის მეურნეობისა და სხვა დანიშნულებით წყლის მიწოდება, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პრიორიტეტული გარემოს შექმნა პროფილური მომხმარებლისთვის. 4. წყლის მიწოდების რეჟიმი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ითვალისწინებდეს წყალსაცავებში დასატოვებელი წყლის აუცილებელ მოცულობას, რომელიც გამოიყენება საირიგაციო სისტემისა და ამ წყალსაცავის სწორი ექსპლუატაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემდგომი საირიგაციო პერიოდისთვის. 5. წყლის მიწოდების რეჟიმში,  ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებისთვის,  განცალკევებულად უნდა განისაზღვროს რეჟიმები, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით. 6. მიწოდების რეჟიმი უნდა განსაზღვრავდეს საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდების მოცულობებს, შესაბამისი სარწყავი მიწების არეალების მიხედვით. ასევე, უნდა ითვალისწინებდეს მოცემული არეალებისთვის დეფიციტის პირობებში  განსაზღვრულ რეჟიმებს. 7. წყლის მიწოდების რეჟიმის საერთო (ჯამური) წყალმოთხოვნილება არ უნდა აღემატებოდეს როგორც საირიგაციო სისტემის წყლის კვების წყაროს რესურსებს, ასევე საირიგაციო სისტემის არხებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების გამტარუნარიანობას. 8. მიმწოდებელი, თითოეულ წყალსაცავისთვის განსაზღვრავს დასატოვებელი წყლის აუცილებელ მოცულობას, წყალსაცავის თავისებურებებისა და  მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. წყლის მიწოდების რეჟიმის დამტკიცება და საჯაროობა 1. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი წლის პირველ ნოემბრამდე გამოაქვეყნოს ცალკეულ საირიგაციო სისტემაზე, ამ წესებით განსაზღვრული პრინციპების დაცვით მომზადებული საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტი და დაინტერესებული პირების მიერ წინადადებების და მოსაზრებების წარმოსადგენად განსაზღვროს გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს რეჟიმის დამტკიცებამდე 10 სამუშაო დღისა. 2. წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტის გამოქვეყნების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია დაინტერესებულ პირებთან (ფერმერებთან, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებთან, თევზის მეურნეობის მფლობელებთან და სხვა პირებთან) მოაწყოს გამოქვეყნებული პროექტის საჯარო განხილვები. 3. დაინტერესებული პირების მიერ მოთხოვნილი წინადადებები სარწყავი სისტემის წყალმომარაგების რეჟიმის პროექტში ცვლილებასთან დაკავშირებით, საჯაროა და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის. 4. მიმწოდებელი ვალდებულია, კალენდარული წლის პირველ თებერვლამდე განიხილოს წყლის მიწოდების რეჟიმთან მიმართებით მიღებული წინადადებები და მოსაზრებები, მათ შორის მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოთხოვნილი წყალსარგებლობის განრიგის, მოხმარების მიზნობრიობის და მორწყვის მეთოდის  შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ დაამტკიცოს საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმი, ამ წესით განსაზღვრულ პირობებისა და პროცედურების დაცვით. 5. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი წლის პირველ თებერვლამდე დაამტკიცოს წყლის მიწოდების რეჟიმები, მის მფლობელობაში არსებულ ყველა საირიგაციო სისტემასთან მიმართებაში. 6. წყალმომარაგების რეჟიმი უნდა მოიცავდეს მისი დამტკიცებიდან 12-თვიან პერიოდს. 7. საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმი და მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება საჯაროა და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის. მუხლი 5🔗. მორწყვის ნორმები   სარწყავი მიწისთვის  მისაწოდებელი წყლის მოცულობის გათვალისწინებით, ერთი ჰექტარი სარწყავი მიწის ერთჯერადი მორწყვის ნორმაა: ა) ერთწლოვანი კულტურებისთვის – 1411 მ³; ბ) მრავალწლოვანი კულტურებისთვის – 1235 მ³.