თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.08.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №335
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 979 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
აღდგენა
პროცესი, რომელიც გამოყენებულ მაცივარაგენტს აღადგენს ახალი მაცივარაგენტის შესაბამის მახასიათებლამდე
მუხლი 2
მოწყობილობა (თბური ტუმბო,  ჰაერის კონდიცირების ან სამაცივრო მოწყობილობა)
სამაცივრო სისტემაში ჩართული დეტალებისა და ნაწილების ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა სამიზნე გარემოზე დაბალი ან მაღალი ტემპერატურის მიღება
მუხლი 2
მაცივარაგენტი
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებები, კერძოდ, ოზონდამშლელი ნივთიერება და მონრეალის ოქმის F დანართით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება; მე-5 მუხლის მიზნებისთვის მაცივარაგენტად ასევე მიიჩნევა ის მაცივარაგენტები, რომლებიც არ რეგულირდება მონრეალის ოქმით
მუხლი 2
მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობა
მოწყობილობის სამაცივრო სისტემის მდგომარეობა, რომლის დროსაც არ ხდება მაცივარაგენტის ჟონვა
მუხლი 2
მოწყობილობის მონტაჟი
მოწყობილობის აწყობა, მაცივარაგენტით შევსება და გამართვა
მუხლი 2
ჟონვა
მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობის დარღვევის გამო მაცივარაგენტის მოხვედრა გარემოში. მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობა შეიძლება, დაირღვეს მისი ტექნიკური გაუმართაობის ან მის ექსპლუატაციაში მექანიკური ჩარევის შედეგად
მუხლი 2
ჟონვის დეტექტორი
მგრძნობიარე ზონდიანი ხელსაწყო, რომელიც რეაგირებს მაცივარაგენტის გაზის გარკვეულ კონცენტრაციაზე და რომელსაც აქვს მგრძნობიარობა 5 გ/წელიწადში ან ნაკლები
მუხლი 2
რეციკლირება
სამაცივრო სისტემაში ცირკულირებადი მაცივარაგენტის დაბინძურების შემცირება ზეთის გამოყოფით, არაკონდენსირებული გაზების გამოშვებითა და გამომშრობი ფილტრების გამოყენებით მისი ტენიანობისა და მჟავიანობის შესამცირებლად
მუხლი 2
რეტროფიტი
სამაცივრო სისტემის გადაყვანა ალტერნატიულ მაცივარაგენტზე, როდესაც იცვლება ზეთი, თერმომარეგულირებელი ვენტილი და ფილტრი
მუხლი 2
სამაცივრო სისტემა
მაცივარაგენტის შემცველი ელემენტების ერთობლიობა, რომელიც შეადგენს ერთიან შეკრულ კონტურს, რომელშიც ცირკულირებს მაცივარაგენტი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე კატეგორიები 87% 25.05.2020 ტექნიკური რეგლამენტის – ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ დამტკიცების თაობაზე 84% 04.07.2023 „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ 84% 28.06.2021 ტექნიკური რეგლამენტის − ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ ნივთიერების დასახელება 84% 29.02.2024 ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 01.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №335 2023 წლის 30 აგვისტო    ქ. თბილისი თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (16/06/2023, №3279-XIმს-Xმპ) მე-2 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული  „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების  მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“. მუხლი 2🔗 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული  მოწყობილობის მფლობელები ვალდებულნი არიან, ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში უზრუნველყონ მათ მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული მოწყობილობების ნიშანდება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი თბური ტუმბოების,  ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების  მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „თბური ტუმბოების,  ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების  მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ  ტექნიკური რეგლამენტი“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს გარემოსდაცვით მოთხოვნებს  თბური ტუმბოების,  ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების  მომსახურების  მიმართ. 2. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით (შემდგომში − მონრეალის ოქმი) გათვალისწინებულ ნივთიერებებზე მომუშავე სტაციონარულ მოწყობილობებზე. 3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე იმ  მაცივარაგენტებზე მომუშავე სტაციონარულ მოწყობილობებზე, რომლებიც არ რეგულირდება მონრეალის ოქმით. 4. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება მობილურ სამაცივრო მოწყობილობებსა და 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარულ მოწყობილობებზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აღდგენა – პროცესი, რომელიც გამოყენებულ მაცივარაგენტს აღადგენს ახალი მაცივარაგენტის შესაბამის მახასიათებლამდე; ბ) მოწყობილობა (თბური ტუმბო,  ჰაერის კონდიცირების ან სამაცივრო მოწყობილობა) – სამაცივრო სისტემაში ჩართული დეტალებისა და ნაწილების ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა სამიზნე გარემოზე დაბალი ან მაღალი ტემპერატურის მიღება; გ) მაცივარაგენტი – მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებები, კერძოდ, ოზონდამშლელი ნივთიერება და მონრეალის ოქმის F დანართით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება; მე-5 მუხლის მიზნებისთვის მაცივარაგენტად ასევე მიიჩნევა ის მაცივარაგენტები, რომლებიც არ რეგულირდება მონრეალის ოქმით; დ) მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობა – მოწყობილობის სამაცივრო სისტემის მდგომარეობა, რომლის დროსაც არ ხდება მაცივარაგენტის ჟონვა; ე) მოწყობილობის მონტაჟი – მოწყობილობის აწყობა, მაცივარაგენტით შევსება და გამართვა; ვ) ჟონვა – მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობის დარღვევის გამო მაცივარაგენტის მოხვედრა გარემოში. მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობა შეიძლება, დაირღვეს მისი ტექნიკური გაუმართაობის ან მის ექსპლუატაციაში მექანიკური ჩარევის შედეგად; ზ) ჟონვის დეტექტორი – მგრძნობიარე ზონდიანი ხელსაწყო, რომელიც რეაგირებს მაცივარაგენტის გაზის გარკვეულ კონცენტრაციაზე და რომელსაც აქვს მგრძნობიარობა 5 გ/წელიწადში ან ნაკლები; თ) რეციკლირება – სამაცივრო სისტემაში ცირკულირებადი მაცივარაგენტის დაბინძურების შემცირება ზეთის გამოყოფით, არაკონდენსირებული გაზების გამოშვებითა და გამომშრობი ფილტრების გამოყენებით მისი ტენიანობისა და მჟავიანობის შესამცირებლად; ი) რეტროფიტი – სამაცივრო სისტემის გადაყვანა ალტერნატიულ მაცივარაგენტზე, როდესაც იცვლება ზეთი, თერმომარეგულირებელი ვენტილი და ფილტრი; კ) სამაცივრო სისტემა – მაცივარაგენტის შემცველი ელემენტების ერთობლიობა, რომელიც შეადგენს ერთიან შეკრულ კონტურს, რომელშიც ცირკულირებს მაცივარაგენტი. მუხლი 3🔗.  ზოგადი მოთხოვნები 1. მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია, მოწყობილობის ფუნქციონირებისას უზრუნველყოს მისი სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობა. 2. ჰერმეტულობის დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია, მაცივარაგენტის ჟონვის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ცხელი ხაზის – 153 ან ელექტრონული ფოსტის – help@des.gov.ge-ის საშუალებით. 3. მოწყობილობის დემონტაჟის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების დროს, მოწყობილობის სამაცივრო სისტემის გახსნამდე მაცივარაგენტი სრულად უნდა იქნეს ამოღებული მოწყობილობიდან. 4. მოწყობილობიდან ამოღებული მაცივარაგენტი გადატანილი უნდა იქნეს ამ მაცივარაგენტისთვის განკუთვნილ მრავალჯერად კონტეინერში. კონტეინერი, რომელიც შეიცავს მოწყობილობიდან ამოღებულ მაცივარაგენტს,  უნდა იქნეს ნიშანდებული გარკვევით წასაკითხი წარწერით მაცივარაგენტის დასახელების, რაოდენობისა და მდგომარეობის (შეგროვებული, რეციკლირებული, აღდგენილი, გასანადგურებელი) შესახებ. 5. აკრძალულია მაცივარაგენტის კონტეინერის გადავსება. კონტეინერში მაცივარაგენტისა და ზეთის ნარევის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს კონტეინერის მოცულობის 80%-ს. 6. ერთჯერადი მოხმარების კონტეინერში მაცივარაგენტის ხელმეორედ ჩატვირთვა აკრძალულია.  მუხლი 4🔗. მოთხოვნები მოწყობილობის ჰერმეტულობისადმი 1. მოწყობილობის მფლობელი, მიუხედავად იმისა, ფუნქციონირებს თუ არა მოწყობილობა, ვალდებულია: ა) მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ 3 კგ-დან 30 კგ-მდე მაცივარაგენტს, გეგმურად შეამოწმოს ჟონვაზე, სულ მცირე, 12 თვეში ერთხელ; ბ) მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ 30 კგ-დან 300 კგ-მდე მაცივარაგენტს, გეგმურად შეამოწმოს ჟონვაზე, სულ მცირე, 6 თვეში ერთხელ; გ) მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ 300 კგ და მეტ მაცივარაგენტს, გეგმურად შეამოწმოს ჟონვაზე, სულ მცირე, 3 თვეში ერთხელ. 2. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობის მონტაჟის დასრულების ან ჟონვის ადგილის შეკეთების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე დარჩენილია 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები, მაშინ ჟონვაზე გეგმური შემოწმების ვალდებულება ავტომატურად გადადის შემდეგ საანგარიშო პერიოდზე. 3. მოწყობილობის ფუნქციონირებისას ჟონვის დაფიქსირების შემთხვევაში აკრძალულია მისი მაცივარაგენტით შევსება მოწყობილობის ჰერმეტულობის აღდგენამდე. მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობა უნდა აღდგეს ჟონვის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 72 სთ-ის განმავლობაში. თუ კი ამ ვადაში მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობის აღდგენა ვერ ხერხდება, მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია, შეაჩეროს მოწყობილობის ფუნქციონირება და უზრუნველყოს მაცივარაგენტის სამაცივრო სისტემიდან ამოღება. 4. მოწყობილობის მონტაჟის დასრულების ან ჟონვის ადგილის შეკეთების შემდეგ სამაცივრო სისტემა ექვემდებარება ჟონვაზე შემოწმებას. ჟონვაზე შემოწმება ხორციელდება მოწყობილობის გაჩერებულ მდგომარეობაში ჟონვის დეტექტორით. მაცივარაგენტის ჟონვაზე შეკეთების შემდეგ განმეორებით უნდა შემოწმდეს  შეკეთებიდან 10 – 30 დღის ვადაში. 5. ჟონვაზე შემოწმებას ახორციელებს სერტიფიცირებული პირი, რომელიც ვალდებულია, ჟონვაზე შემოწმების შესახებ ინფორმაცია მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში ასახოს იმავე დღის 24:00 საათამდე, რის შედეგადაც გენერირდება ჟონვაზე შემოწმების აქტი. აღნიშნული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება სერტიფიცირებულ პირს. მუხლი 5🔗. მოთხოვნები მოწყობილობის ნიშანდებისადმი 1. ყველა მოწყობილობაზე დატანილ უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია: ა) მწარმოებლის დასახელება; ბ) მოდელი და სერიული ნომერი; გ) გამოშვების წელი; დ) მაცივარაგენტის ტიპი და რაოდენობა; ე) მაქსიმალურად დასაშვები წნევა მაღალ და დაბალ მხარეს; ვ) ელექტროკვების პარამეტრები. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია მწარმოებლის მიერ არ არის მოწყობილობაზე დატანილი, მაშინ უნდა მოხდეს შემდეგი ინფორმაციის დატანა: ა) დამმონტაჟებლის დასახელება; ბ) დამმონტაჟებლის მიერ მინიჭებული  ნომერი; გ) მონტაჟის წელი; დ) მაცივარაგენტის ტიპი და რაოდენობა (კგ); ე) მაქსიმალურად დასაშვები წნევა მაღალ და დაბალ მხარეს; ვ) ელექტროკვების პარამეტრები. 3. დამონტაჟებულ მოწყობილობაზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, მოწყობილობაზე დატანილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) სერტიფიცირებული პირის დასახელება (ვინც მოახდენს ქვემოთ მოცემული ინფორმაციის მომზადებას); ბ) სერტიფიცირებული პირის მიერ მინიჭებული ნომერი; გ) ინფორმაციის განთავსების წელი; დ) მაცივარაგენტის ტიპი და რაოდენობა (კგ); ე) მაქსიმალურად დასაშვები წნევა მაღალ და დაბალ მხარეს; ვ) ელექტროკვების პარამეტრები. 4. ინფორმაცია მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. დაუშვებელია ინფორმაციის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით. ინფორმაცია უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე და ადვილად წასაკითხი. 5. მოწყობილობაზე ამ მუხლით მოთხოვნილი ინფორმაციის სწორად დატანის ვალდებულება აქვს მოწყობილობის მფლობელს. მუხლი 6🔗. პასუხისმგებლობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის მოწყობილობის მფლობელს დაეკისრება კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.