პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.08.2023
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №165
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016309
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,267 სიტყვა · ~31 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (21)
პარაპლანი
საფრენი აპარატი, რომლის ცარიელი მასა ძრავის გარეშე არ აღემატება 70 კგ-ს, ძრავით – 115 კგ-ს, ხოლო მფრინავის ან/და მგზავრის ჩასაჯდომი ეტლის წონა ძრავით არ აღემატება 300 კგ-ს და საწვავის ავზის მოცულობა არ აღემატება 20 ლიტრს, ხოლო საფრენი კონსტრუქციის შემადგენელი კომპონენტია პარაშუტი
მუხლი 2
პარაგლაიდინგი
სპორტის ექსტრემალური სახეობა, რომლის დროსაც მფრინავი აღმავალი თბილი ჰაერის ნაკადების ან ძრავის დახმარებით ახორციელებს პარაპლანით ფრენებს
მუხლი 2
სათადარიგო პარაშუტი
პარაპლანით ფრენისას ავარიულად დაშვების საშუალება, რომელიც გამოიყენება ფრთის სრული ან ნაწილობრივი დაზიანების, ავტოროტაციის, მართვის კონტროლის დაკარგვისა და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, როდესაც სტანდარტული ფრენა შეუძლებელია
მუხლი 2
საფრენი ადგილის ოპერატორი (შემდგომში - ოპერატორი)
ფიზიკური პირი, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც ინდივიდუალური მეწარმე (შემდგომ – ინდივიდუალური მეწარმე) ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს უფლებამოსილი პირის  მიერ გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს და წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად ორგანიზებასა და ზედამხედველობას უწევს ფრენების წარმოებას საფრენ ადგილზე
მუხლი 2
საფრენი ადგილი
შესაბამისი ინფრასტრუქტურის სასტარტო-დასაჯდომი მოედნებისა და პარაპლანით ფრენისთვის გამოყოფილი საჰაერო სივრცის ერთობლიობა, რომლის საფრენად ვარგისიანობის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულია დასკვნა
მუხლი 2
სასტარტო მოედანი
საფრენ ადგილზე განთავსებული ასაფრენი მოედანი, საიდანაც პარაპლანი უნდა აფრინდეს
მუხლი 2
დასაჯდომი მოედანი
საფრენ ადგილზე განთავსებული სასტარტო მოედანი ან სხვა მოედანი, რომელიც გამოიყენება პარაპლანის დასაჯდომად
მუხლი 2
მფრინავის კომპეტენციის განმსაზღვრელი კატეგორია (შემდეგ
კატეგორია) – მართვის უფლება, რომელსაც ფლობს მფრინავი და რომელიც განსაზღვრავს მისთვის დაშვებული საფრენი აპარატის კლასსა და ფრენის სახეობებს
მუხლი 2
პარაპლანის მფრინავის მოწმობა
მფრინავის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია საფრენი აპარატის კლასი და კატეგორია, რომლის მართვის უფლებაც აქვს მფრინავს და რომელიც გაცემულია ფიზიკური ან/და ელექტრონული ფორმით უფლებამოსილი პირის მიერ; ელექტრონული ფორმის გამოყენების შემთხვევაში დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს
მუხლი 2
საფრენი აღჭურვილობა და საკუთვნოები
ფრენისთვის სავალდებულო აღჭურვილობა და მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც პარაპლანთან ერთად იძლევა ფრენის შესაძლებლობას
მუხლი 2
ელექტრონული რეესტრი
სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც დაცული ელექტრონული მონაცემები საჯარო და უტყუარია
მუხლი 2
სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფი
ოპერატორის მიერ სათანადო კომპეტენციის კადრებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ფრენების წარმოების სახმელეთო მხარდაჭერას
მუხლი 2
კომერციული ფრენა
ანაზღაურების სანაცვლოდ, ორადგილიანი პარაპლანით განხორციელებული ფრენა
მუხლი 2
არაკომერციული ფრენა
კომერციული ფრენებისგან განსხვავებული, ამ წესით განსაზღვრული ყველა სხვა ერთადგილიანი პარაპლანით ფრენა, რომლის განმახორციელებელ მფრინავს გააჩნია მოქმედი მფრინავის მოწმობა
მუხლი 2
საკონტროლო ბარათები
ამ წესის №1 დანართში მოცემული „ფრენების აღრიცხვის ფორმა“ და კომერციული ფრენებისას მგზავრის საინფორმაციო თანხმობის ბარათი
მუხლი 2
მფრინავი
სათანადო კატეგორიისა და კლასის პარაპლანის მოწმობის მქონე პირი, რომელიც მართავს პარაპლანს
მუხლი 2
საფრენოსნო ექსპლუატაცია
პარაპლანის საფრენი აღჭურვილობისა და საკუთვნოების გამოყენება ფრენების წარმოებისთვის
მუხლი 2
ელექტრონული კაბინეტი
სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, რომლის დახმარებით ოპერატორი აღწერს ფრენებს და თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ წინამდებარე წესით განსაზღვრულ ინფორმაციას
მუხლი 2
რადიოკავშირის საშუალება (რადიოსადგური)
რადიოკავშირის დამყარების საშუალება, რომელსაც აქვს UHF-სიხშირეებზე მიღება-გადაცემის რეჟიმით ფუნქციონირების უნარი
მუხლი 2
საფრენი ინციდენტი
მოვლენა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, საფრენი აპარატის გამართულ ფუნქციონირებას, მესამე პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ქონებას ან/და გამოიწვია ამგვარი ზიანი
მუხლი 2
საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა
ორადგილიანი პარაპლანით ფრენა, რომლის განმახორციელებელ მფრინავს და მგზავრს გააჩნია მოქმედი მფრინავის მოწმობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 18.08.2023 საერთო დანიშნულების ავიაციის ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 91% 13.12.2022 დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 91% 07.07.2022 სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 90% 31.03.2021 „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 90% 04.03.2021

დოკუმენტის ტექსტი

პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №165 2023 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საჰაერო კოდექსის 24​4 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის,  პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესი. მუხლი 2🔗 1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა,  ამოქმედდეს 2023 წლის 31 აგვისტოდან. 2. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 31 აგვისტოდან. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესი  თავი I ზოგადი ნაწილი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს წესი პარაპლანებისთვის ადგენს ფრენის უსაფრთხოებასთან, სასტარტო მოედნის მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობასთან და ამ სფეროს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და ზოგად წესებს. 2. ამ წესის მოთხოვნები არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე. ფრენა ჩაითვლება ექსპერიმენტულ ან საჩვენებელ ფრენად, თუ სრულდება შემდეგი პირობების დაცვით: ა) მფრინავს და მგზავრს გააჩნია მფრინავის მოქმედი მოწმობა; ბ) ასეთი სახის ფრენების დაგეგმვისა და წარმოების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ იურიდიულ პირს (შემდეგში – უფლებამოსილი პირი)  წინასწარ ეცნობა ფრენის განხორციელებამდე, სულ მცირე, 3 დღით ადრე და უფლებამოსილმა პირმა  გასცა თანხმობა მას შემდეგ, რაც შეისწავლა მოთხოვნილი ფრენების განხორციელების შესაძლებლობა; გ) აღნიშნული ფრენები სრულდება მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ საჰაერო სივრცეში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფრენების თაობაზე უფლებამოსილი პირი  ინფორმაციას ათავსებს თავის ვებგვერდზე. მუხლი 2🔗. ტერმინები და განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პარაპლანი – საფრენი აპარატი, რომლის ცარიელი მასა ძრავის გარეშე არ აღემატება 70 კგ-ს, ძრავით – 115 კგ-ს, ხოლო მფრინავის ან/და მგზავრის ჩასაჯდომი ეტლის წონა ძრავით არ აღემატება 300 კგ-ს და საწვავის ავზის მოცულობა არ აღემატება 20 ლიტრს, ხოლო საფრენი კონსტრუქციის შემადგენელი კომპონენტია პარაშუტი; ბ) პარაგლაიდინგი – სპორტის ექსტრემალური სახეობა, რომლის დროსაც მფრინავი აღმავალი თბილი ჰაერის ნაკადების ან ძრავის დახმარებით ახორციელებს პარაპლანით ფრენებს; გ) სათადარიგო პარაშუტი –  პარაპლანით ფრენისას ავარიულად დაშვების საშუალება, რომელიც გამოიყენება ფრთის სრული ან ნაწილობრივი დაზიანების, ავტოროტაციის, მართვის კონტროლის დაკარგვისა და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, როდესაც სტანდარტული ფრენა შეუძლებელია; დ) საფრენი ადგილის ოპერატორი (შემდგომში - ოპერატორი)ფიზიკური პირი, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც ინდივიდუალური მეწარმე (შემდგომ – ინდივიდუალური მეწარმე) ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს უფლებამოსილი პირის  მიერ გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს და წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად ორგანიზებასა და ზედამხედველობას უწევს ფრენების წარმოებას საფრენ ადგილზე; ე) საფრენი ადგილი – შესაბამისი ინფრასტრუქტურის სასტარტო-დასაჯდომი მოედნებისა და პარაპლანით ფრენისთვის გამოყოფილი საჰაერო სივრცის ერთობლიობა, რომლის საფრენად ვარგისიანობის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულია დასკვნა; ვ) სასტარტო მოედანი – საფრენ ადგილზე განთავსებული ასაფრენი მოედანი, საიდანაც პარაპლანი უნდა აფრინდეს; ზ) დასაჯდომი მოედანი – საფრენ ადგილზე განთავსებული სასტარტო მოედანი ან სხვა მოედანი, რომელიც გამოიყენება პარაპლანის დასაჯდომად; თ) მფრინავის კომპეტენციის განმსაზღვრელი კატეგორია (შემდეგ – კატეგორია) – მართვის უფლება, რომელსაც ფლობს მფრინავი და რომელიც განსაზღვრავს მისთვის დაშვებული საფრენი აპარატის კლასსა და ფრენის სახეობებს; ი) პარაპლანის მფრინავის მოწმობა – მფრინავის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია საფრენი აპარატის კლასი და კატეგორია, რომლის მართვის უფლებაც აქვს მფრინავს და რომელიც გაცემულია ფიზიკური ან/და ელექტრონული ფორმით უფლებამოსილი პირის მიერ; ელექტრონული ფორმის გამოყენების შემთხვევაში დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს; კ) საფრენი აღჭურვილობა და საკუთვნოები – ფრენისთვის სავალდებულო აღჭურვილობა და მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც პარაპლანთან ერთად იძლევა ფრენის შესაძლებლობას; ლ) ელექტრონული რეესტრი –  სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც დაცული ელექტრონული მონაცემები საჯარო და უტყუარია; მ) სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფი – ოპერატორის მიერ სათანადო კომპეტენციის კადრებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ფრენების წარმოების სახმელეთო მხარდაჭერას; ნ) კომერციული ფრენა – ანაზღაურების სანაცვლოდ, ორადგილიანი პარაპლანით განხორციელებული ფრენა; ო) არაკომერციული ფრენა – კომერციული ფრენებისგან განსხვავებული, ამ წესით განსაზღვრული ყველა სხვა ერთადგილიანი პარაპლანით ფრენა, რომლის განმახორციელებელ მფრინავს გააჩნია მოქმედი მფრინავის მოწმობა; პ) საკონტროლო ბარათები –  ამ წესის №1 დანართში მოცემული „ფრენების აღრიცხვის ფორმა“ და კომერციული ფრენებისას მგზავრის საინფორმაციო თანხმობის ბარათი; ჟ) მფრინავი – სათანადო კატეგორიისა და კლასის პარაპლანის მოწმობის მქონე პირი, რომელიც მართავს პარაპლანს; რ) საფრენოსნო ექსპლუატაცია – პარაპლანის საფრენი აღჭურვილობისა და საკუთვნოების გამოყენება ფრენების წარმოებისთვის; ს) ელექტრონული კაბინეტი – სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, რომლის დახმარებით ოპერატორი აღწერს ფრენებს და თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ წინამდებარე წესით განსაზღვრულ ინფორმაციას; ტ) რადიოკავშირის საშუალება (რადიოსადგური) – რადიოკავშირის დამყარების საშუალება, რომელსაც აქვს UHF-სიხშირეებზე მიღება-გადაცემის რეჟიმით ფუნქციონირების უნარი; უ) საფრენი ინციდენტი – მოვლენა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, საფრენი აპარატის გამართულ ფუნქციონირებას, მესამე პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ქონებას ან/და გამოიწვია ამგვარი ზიანი; ფ) საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა – ორადგილიანი პარაპლანით ფრენა, რომლის განმახორციელებელ მფრინავს და მგზავრს გააჩნია მოქმედი მფრინავის მოწმობა. მუხლი 3🔗. პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირი 1. პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირი და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ამ წესის მოთხოვნების შესრულებას ზედამხედველობს ამ მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული პირი. თავი II ოპერატორი მუხლი 4🔗. ძირითადი მოთხოვნები 1. ოპერატორის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. 2. ერთ საფრენ ადგილზე  დაიშვება მხოლოდ ერთი ოპერატორი. 3. ერთი ოპერატორი შესაძლებელია ერთდროულად ოპერირებდეს რამდენიმე საფრენ ადგილზე. 4. ოპერატორს უნდა ჰყავდეს სათანადო კომპეტენციის პერსონალი, სულ მცირე, შემდეგი შემადგენლობით: ა) ფრენის ხელმძღვანელი, რომელიც უნდა ფლობდეს PGT კატეგორიაში მინიმუმ T ქვეკატეგორიას, უფლებამოსილ პირთან  ან  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პარაპლანის მფრინავისთვის განკუთვნილი  აღიარებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მქონე იურიდიული პირთან  (შემდეგში – სასწავლო დაწესებულება) გავლილი ჰქონდეს ფრენების მართვის სპეციალური კურსი და ჰქონდეს სწავლების გავლის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი. ერთი ფრენის ხელმძღვანელი უნდა ოპერირებდეს მხოლოდ ერთ საფრენ ადგილზე; ბ) ფრენის ხელმძღვანელის დამხმარე დასაჯდომ მოედანზე (ასეთი თანამშრომლის ყოფნა სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როდესაც დასაჯდომი მოედანი არ ხვდება სასტარტო მოედნის მხედველობის არეალში. დამხმარე თანამშრომლების რაოდენობა დამოკიდებულია დასაჯდომი მოედნების რაოდენობაზე; გ) ფრენის ხელმძღვანელის დამხმარე სასტარტო მოედანზე. ოპერირების პროცესში გამოყენებულ თითოეულ სასტარტო მოედანზე სავალდებულოა ორი დამხმარე, რომლებსაც უფლებამოსილ პირთან ან სასწავლო დაწესებულებაში გავლილი უნდა ჰქონდეთ ფრენების ხელმძღვანელის დამხმარის შესაბამისი კურსი. დ) მძღოლი; ე) პირი, რომელსაც წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსი არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ. 5. ოპერატორი უნდა ფლობდეს სულ მცირე შემდეგ მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს: ა) სატრანსპორტო საშუალება; ბ) რადიოკავშირის საშუალება (რადიოსადგური). ამ საშუალებების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ოპერირების პროცესში ჩართული პირების ოდენობას. ოპერატორი დამატებით უნდა ფლობდეს მინიმუმ ერთ სარეზერვო რადიოსადგურს; გ) ერთი რადიოკავშირის საშუალება (რადიოსადგური), რომელსაც აქვს საუბრის ჩაწერის ფუნქცია; დ) პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ნაკრები, რომელშიც უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი საშუალებები: დ.ა) UIAA სტანდარტის სტატიკური სამაშველო თოკი, რომლის პარამეტრებიც დამოკიდებულია საფრენი ადგილის რელიეფის სპეციფიკაზე; დ.ბ) კისრის/მოტეხილი კიდურის ფიქსატორი; დ.გ) სამაშველო დაფა; დ.დ) სადეზინფექციო საშუალებები; დ.ე) ტკივილგამაყუჩებელი აბები; დ.ვ) სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები; დ.ზ) ბინტი/დოლბანდი; დ.თ) ბამბა; დ.ი) წნევისა და სიცხის საზომი საშუალებები. ე) ქარის სიჩქარის მზომი ხელის ინსტრუმენტი; ვ) კავშირის დამატებითი საშუალება (მობილური ტელეფონი); ზ) ინტერნეტქსელში ჩართული, მინიმუმ, ერთი ელექტრონული მოწყობილობა (მაგალითად, პლანშეტი, სმარტფონი და ა.შ), რომლითაც შესაძლებელი იქნება რეალურ დროში უფლებამოსილი პირის ელექტრულ ბაზებზე წვდომა და მონაცემთა გადამოწმება; თ) პორტატიული დამტენი (Power Bank) მობილური ტელეფონისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებისთვის; ი) ალკოტესტი და ნარკოტესტი. 6. ოპერატორმა ზედამხედველობა უნდა გაუწიოს არაკომერციული და კომერციული ფრენების წარმოებას იმ საფრენ ადგილზე, რომელზეც მოიპოვა სერტიფიკატი. 7. ოპერატორმა ფრენების წარმოებისას უნდა იხელმძღვანელოს ამ წესის №2 დანართში მოყვანილი ფრენის წარმოების ზოგადი წესებით. შენიშვნა: ფრენის ხელმძღვანელის სასწავლო პროგრამა მოცემულია ამ წესის №5 დანართში. მუხლი 5🔗. ოპერატორის სერტიფიცირება 1. პირმა ოპერატორის სერტიფიკატის მისაღებად უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლისა და ამ წესის შესაბამისად. 2. დაინტერესებულმა პირმა სერტიფიცირების მოთხოვნით განცხადება შეიძლება წარადგინოს არაერთხელ. 3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ინდივიდუალური მეწარმეა, განცხადებას უნდა დაერთოს მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სასტარტო მოედნის მფლობელი პირ(ებ)ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, იჯარის ხელშეკრულება ან თანხმობის გამომხატველი იურიდიული ძალის მქონე სხვა დოკუმენტი; დ) განმცხადებლის მიერ შედგენილი ოპერირების პირობები, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: დ.ა) საფრენი აქტივობის ტიპების ჩამონათვალსა და მათი წარმოების პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ.ბ) თანამშრომელთა რაოდენობას, მათ კომპეტენციებსა და თანამდებობებს, უფლება-მოვალეობებს; დ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ფრენის ხელმძღვანელთან დაკავშირებით გაცემულ: დ.გ.ა) ცნობას უფლების ჩამორთმევის შესახებ; დ.გ.ბ) ცნობას ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ; დ.დ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალს; დ.ე) სასტარტო მოედნით სარგებლობისა და ფრენის ტექნიკური უზრუნველყოფის საფასურის ოდენობას; დ.ვ) სერტიფიცირებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 4.  უფლებამოსილი პირი, დაინტერესებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, უფლებამოსილია დამატებით მოსთხოვოს სხვა დოკუმენტების წარმოდგენაც. 5. განცხადების მიღების შემდეგ უფლებამოსილმა პირმა უნდა შეამოწმოს, სრულად წარმოადგინა თუ არა დაინტერესებულმა პირმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ამასთან: ა) უნდა დარწმუნდეს წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორესა და უტყუარობაში; ბ) წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე უნდა დარწმუნდეს სათანადო კომპეტენციის პერსონალისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ამ წესთან შესაბამისობაში; გ) ამ წესით მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ფლობის დადასტურების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვს დამატებით დოკუმენტებს; დ) უფლებამოსილია, ოპერატორს მოსთხოვოს პერსონალისთვის ამ წესით დადგენილი კომპეტენციის განმსაზღვრელი სერტიფიკატების წარმოდგენა. 6. უფლებამოსილმა პირმა განცხადების შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან უნდა განიხილოს მისი მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება არანაკლებ ხუთი სამუშაო დღით, რაც, სავალდებულოა, წერილობით ეცნობოს განმცხადებელს. 7. უფლებამოსილმა პირმა განცხადების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და მიღებული გადაწყვეტილება წერილობით აცნობოს დაინტერესებულ პირს. 8. თუ განცხადების განხილვისას გამოვლინდა ხარვეზი, უფლებამოსილმა პირმა დაინტერესებულ პირს უნდა აცნობოს აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის აღმოსაფხვრელად. 9. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში განცხადების განხილვის ვადა ჩერდება ხარვეზის აღმოფხვრისთვის საჭირო ვადით. 10. სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ დაინტერესებულმა პირმა ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა გაუშვა ან მის მიერ წარმოდგენილი განცხადება ან/და დოკუმენტები ამ წესის მოთხოვნებთან შეუსაბამოა. უფლებამოსილმა პირმა მიღებული გადაწყვეტილება უნდა აცნობოს დაინტერესებულ პირს ხუთი სამუშაო დღის ვადაში. 11. უარის მიღებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ხელახლა მიმართოს უფლებამოსილ პირს სერტიფიცირების მოთხოვნით და წინამდებარე მუხლში აღწერილი პროცედურა გაიაროს თავიდან. 12. ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ოპერატორის სერტიფიკატის გაცემის შესახებ. 13. ოპერატორის სერტიფიკატი ვადიანია და გაიცემა ერთი წლით. 14. სერტიფიკატი უნდა ამოიბეჭდოს ფურცელზე და გადაეცეს განმცხადებელს. ამავე დროს უნდა გაკეთდეს სპეციალური ჩანაწერი ელექტრონულ რეესტრში, შემდეგი მონაცემების მითითებით: ა) ოპერატორის იურიდიული დასახელება; ბ) საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი; გ) საკონტაქტო მონაცემები; დ) საფრენი ადგილები, სადაც ოპერატორი ოპერირებს; ე) სერტიფიკატის მოქმედების ვადა და ნომერი; ვ) ოპერირების სტატუსი საფრენ ადგილზე. 15. ამობეჭდილ სერტიფიკატს არ აქვს იურიდიული ძალა, თუ ელექტრონულ რეესტრში არ არსებობს შესაბამისი ჩანაწერი, ან ჩანაწერს აქვს სტატუსი: „სერტიფიკატის მოქმედება შეჩერებულია“ ან „გაუქმებულია“. მუხლი 6🔗. ოპერატორის ვალდებულებები 1. ოპერატორი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის - საჰაერო კოდექსით დადგენილი საჰაერო სივრცის გამოყენებასა და პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული მოთხოვნები. 2. ოპერატორი ხელმძღვანელობს და მკაცრად ემორჩილება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. 3. ოპერატორი საქმიანობისას ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებით. 4. ოპერატორმა ფრენების დაწყებამდე უნდა შეისწავლოს მიმდინარე და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები. ფრენების დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მეტეოროლოგიური პირობებისა და სასტარტო-დასაჯდომი მოედნების ვარგისიანობის შემოწმებისას განსაზღვრულ, უსაფრთხო ფრენებისთვის დაშვებულ მახასიათებლებზე დაყრდნობით. 5. ოპერატორმა არ უნდა დანიშნოს ან უნდა შეწყვიტოს მიმდინარე ფრენები, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ არის ხელსაყრელი უსაფრთხოდ ფრენისთვის. 6. ოპერატორმა თავის ოპერირებად ადგილზე საფრენად უნდა დაუშვას ყველა მოქმედი მოწმობის მქონე მფრინავი. საფრენად არ დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ან არ აქვთ გადახდილი ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასტარტო მოედნით სარგებლობის საფასური. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპერატორმა უნდა დააფიქსიროს უფლებამოსილი პირის მიერ მისთვის გამოყოფილ სპეციალურ ელექტრონულ კაბინეტში. 7. ოპერატორი ვალდებულია, ფრენის დაწყებამდე შესაბამისი ტექნიკური აპარატურის მეშვეობით ადგილზე შეამოწმოს მფრინავი და სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფის ყველა წევრი ალკოჰოლურ ნივთიერებებზე. 8. ოპერატორი ვალდებულია, არ დაუშვას მფრინავი და სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფის რომელიმე წევრი საფრენ ადგილზე და არ მისცეს ფრენის უფლება, თუ დადგინდა, რომ იგი იმყოფება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ახალი ფსიქოაქტიური ან ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. 9. ალკოჰოლურ სიმთვრალედ მიიჩნევა მდგომარეობა, როცა სისხლში ეთანოლის შემცველობა 0.3 პრომილზე მეტია. 10. ოპერატორი ვალდებულია, საფრენ ადგილზე არ დაუშვას პარაპლანით ფრენა, თუ მფრინავს არ გააჩნია შესაბამისი მოქმედი დაზღვევის პოლისი. 11. ოპერატორმა საფრენად არ უნდა დაუშვას ის პარაპლანი, რომელიც უფლებამოსილი პირის  მიერ არ არის აღრიცხული ელექტრონულ რეესტრში ან არ აქვს სტატუსი – „საფრენად ვარგისია“. 12. ოპერატორი ვალდებულია, ფრენების განხორციელების პერიოდში სათანადო კომპეტენციის პერსონალი წარმოდგენილი ჰყავდეს სრული შემადგენლობით, ხოლო ოპერირებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები ადგილზე ჰქონდეს გამართულ მდგომარეობაში. 13. ოპერატორი ვალდებულია, ფრენებისთვის უზრუნველყოს სასტარტო მოედნის გამართულობა და უსაფრთხოება. მუდმივად აკონტროლოს მისი მდგომარეობა და მიიღოს ყველა გონივრული ზომა შემაფერხებელი გარემოებებისა და ფაქტორების აღმოსაფხვრელად. 14. ოპერატორის ვალდებულებაა, მფრინავებისა და სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფის წევრებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს: ა) საკონტროლო ბარათები; ბ) დეტალური ინფორმაცია იმ არეალის შესახებ, სადაც უნდა განხორციელდეს პარაპლანით ფრენები; გ) კომერციული ფრენისას საინფორმაციო-თანხმობის ბარათი რისკების მითითებით, რომელსაც უნდა გაეცნოს მგზავრი და მოაწეროს ხელი. 15. ოპერატორმა ფრენების წარმოების ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე ზრუნვისას განუხრელად უნდა დაიცვას ამ წესის მოთხოვნები. 16. ოპერატორი ვალდებულია საფრენ ადგილზე არ დაუშვას მომსახურების განსხვავებული პირობები მფრინავების მიმართ. 17. ოპერატორი ვალდებულია, ნებისმიერი საფრენი ინციდენტის თაობაზე დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა აცნობოს უფლებამოსილ პირს დადგენილი ფორმით. მუხლი 7🔗. ოპერატორის უფლებები ოპერატორი უფლებამოსილია: ა) უფლებამოსილ პირთან ერთად ან მასთან შეთანხმებით დაგეგმოს, ორგანიზება გაუწიოს, მოაწყოს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, მფრინავებისა და დასაქმებული პერსონალის კომპეტენციის ასამაღლებელი ღონისძიებები; ბ) პარაგლაიდინგის სფეროს გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით, მიმართოს უფლებამოსილ პირს სხვადასხვა წინადადებითა და პროექტით; მონაწილეობა მიიღოს მათ განხორციელებაში. თავი III საფრენი ადგილი მუხლი 8🔗. ძირითადი მოთხოვნები 1. პარაპლანით კომერციული ფრენა მხოლოდ სერტიფიცირებულ საფრენად ვარგის ადგილზე არის  შესაძლებელი. 2. საფრენად ვარგის ადგილზე პარაპლანით ფრენებს ოპერირებას უწევს ოპერატორი. 3. ნებისმიერ პირს უფლება აქვს მიმართოს უფლებამოსილ პირს საფრენი ადგილის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნით, თუ იგი აკმაყოფილებს წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებს. 4. საფრენ ადგილთან დაკავშირებული ამ წესის მოთხოვნების ჯეროვნად დაცვას აკონტროლებს უფლებამოსილი პირი საფრენი ადგილის გეგმური ან/და არაგეგმური შემოწმების გზით. 5. პარაპლანით საწვრთნელ-სავარჯიშო და არაკომერციული ფრენები შესაძლებელია განხორციელდეს: ა) ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით; ბ) მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ საჰაერო სივრცეში; გ) მფრინავის მოქმედი შესაბამისი მოწმობით; დ) ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. მუხლი 9🔗. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დადგენა 1. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დასადგენად დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს განცხადება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლისა და ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად. 2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც განთავსებულია სასტარტო-დასაჯდომი მოედნები; ბ) მიწის აზომვითი ნახაზი, სადაც განთავსებულია სასტარტო-დასაჯდომი მოედნები; გ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში –  ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; დ) იმ მიწის მესაკუთრე პირ(ებ)ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, იჯარის ხელშეკრულება, ან თანხმობის გამომხატველი სხვა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, სადაც განთავსებულია სასტარტო-დასაჯდომი მოედნები; ე) საფრენი ადგილის ვარგისიანობის დადგენისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 3. უფლებამოსილი პირს შეუძლია, დაინტერესებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, დამატებით მოსთხოვოს სხვა დოკუმენტების წარმოდგენა. 4. უფლებამოსილი პირი განცხადების წარმოებაში მიღების, განხილვისა და საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამდგენი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებს ამ წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის მოთხოვნების მიხედვით. 5. განცხადების განხილვისას გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე უფლებამოსილმა პირმა წერილობით უნდა აცნობოს დაინტერესებულ პირს და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს არანაკლებ 5 სამუშაო დღე. ასეთ შემთხვევაში ვადის დენა ჩერდება ხარვეზის აღმოფხვრამდე. 6. ხარვეზის აღმოსაფხვრელად უფლებამოსილი პირის  მიერ განსაზღვრული ვადის გაშვების ან ამ წესის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უარი უნდა ეთქვას საფრენი ადგილის ვარგისიანობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ეცნობოს წერილობით. 7. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, უფლებამოსილი პირის  მიერ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმიდან 15 კალენდარულ დღეში განმეორებით მიმართოს უფლებამოსილ პირს  ახალი განცხადებით. წინამდებარე წესი არ აწესებს შეზღუდვებს მსგავსი განცხადებების წარდგენის ოდენობაზე. 8. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადების წარმოებაში მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საფრენ ადგილზე გაგზავნის მიზნით, უფლებამოსილმა პირმა უნდა შექმნას სპეციალური ექსპედიცია. ექსპედიციამ უნდა შეისწავლოს ადგილის შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან, შეაფასოს საერთო საფრენი მოცემულობა და მოამზადოს დასკვნა დაინტერესებული პირის მიერ განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. მნიშვნელოვანი ობიექტური გარემოების არსებობისას აღნიშნული ერთთვიანი ვადა უფლებამოსილი პირის დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს განსაზღვრული დროით, იმგვარად, რომ განცხადების მიღებიდან დასკვნის მომზადებისთვის განკუთვნილი საერთო ვადა არ აღემატებოდეს სამ თვეს. 9. საექსპედიციო ჯგუფის შექმნისას უფლებამოსილი პირს შეუძლია, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯგუფში მოიწვიოს შესაბამისი კომპეტენციის პირები. 10. აუცილებელია, შექმნილ ჯგუფს ხელმძღვანელობდეს ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი. 11. შესაბამისი რუკების, საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის, ადგილობრივი მეტეოროლოგიური ცენტრის ან სხვა საშუალებების გამოყენებით საექსპედიციო ჯგუფის წევრები განიხილავენ მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რელიეფს, რის საფუძველზეც უნდა შეისწავლონ აღნიშნულ ადგილზე ძირითადი და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები. 12. მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შექმნილ ჯგუფსა და განმცხადებელთან შეთანხმებით, იგეგმება საფრენ ადგილზე ექსპედიციის გასვლის თარიღი. 13. საექსპედიციო ჯგუფი ადგილზე აფასებს მდგომარეობას საცდელი ფრენების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე. 14. საცდელი ფრენების განხორციელებამდე მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ასაფრენი, დასაჯდომი და სათადარიგო დასაჯდომი მოედნები. 15. საცდელი ფრენების განხორციელებამდე უნდა განისაზღვროს ფრენის ძირითადი მარშრუტები, ფრენისთვის აკრძალული და სავარაუდო სახიფათო ზონები, უსაფრთხო ფრენებისთვის ხელის შემშლელი პოტენციური საფრთხეები და დაბრკოლებები. 16. საცდელი ფრენები საექსპედიციო ჯგუფმა უნდა განახორციელოს სხვადასხვა კლასის საფრენი აპარატებით. 17. საცდელ ფრენებზე დაყრდნობით უნდა ჩატარდეს ფრენების ანალიზი, რომელშიც დეტალურად განიხილება და შეფასდება პირველადი და არსებული მონაცემები. ამ შეფასების მიხედვით უნდა შეიქმნას საერთო წარმოდგენა ზოგადი საფრენი მოცემულობის შესახებ. 18. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, საექსპედიციო ჯგუფმა საცდელი ფრენები დაგეგმოს დამატებით. 19. დაგროვებული ინფორმაციის საფუძველზე საექსპედიციო ჯგუფი განსაზღვრავს მოედნის საექსპლუატაციოდ ვარგისიანობისათვის დამატებით ჩასატარებელ სამუშაოებს და მოედნის აუცილებელ ტექნიკურ აღჭურვილობას. 20. საექსპედიციო ჯგუფმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დასკვნა, რომელშიც აისახება ჩატარებული სამუშაოები, გაცემული რეკომენდაციები, საფრენი ზონის ნახაზი ძირითადი საფრენი და სახიფათო მიმართულებების მითითებით. 21. მომზადებული დასკვნა უნდა წარედგინოს უფლებამოსილ პირს. 22. საექსპედიციო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე უფლებამოსილმა პირმა უნდა მოიპოვოს საფრენი ადგილის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 23. უფლებამოსილი პირი ადგილის საფრენად ვარგისიანობის დასადგენად საექსპედიციო დასკვნის გაცნობის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას საფრენი ადგილის დათვალიერების შესახებ. 24. საექსპედიციო ჯგუფის დასკვნის, ექსპედიციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშისა და ამ მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული თანხმობის საფუძველზე, უფლებამოსილი პირი განიხილავს ადგილის საფრენად ვარგისიანობის საკითხს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სერტიფიკატის სამი წლის ვადით გაცემის თაობაზე. 25. საფრენი ადგილის სერტიფიკატი უნდა ამოიბეჭდოს ფურცელზე და გადაეცეს განმცხადებელს. ამავე დროს, უნდა გაკეთდეს სპეციალური ჩანაწერი ელექტრონულ რეესტრში, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი მსურველისთვის. 26. ელექტრონული რეესტრი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ჩანაწერებს: ა) საფრენი ადგილის დასახელება; ბ) საფრენი ადგილის  ადგილმდებარეობა, რეგიონისა და ადმინისტრაციული ერთეულის მითითებით; გ) პარაპლანით ფრენისათვის ნებადართული სივრცის საზღვრები და არეალი; დ) დაშვებული საფრენი აქტივობების სახეობები; ე) სასტარტო, დასაჯდომი და სათადარიგო დასაჯდომი მოედნების სქემატური აღწერა; ვ) ძირითადი მეტეოროლოგიური მახასიათებლები, სეზონის მიხედვით; ზ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები; თ) საფრენ ადგილზე არსებული სასტარტო/დასაჯდომი მოედნებისა და სხვა ობიექტების მესაკუთრის/მესაკუთრეების საკონტაქტო ინფორმაცია. 27. უფლებამოსილი პირი საფრენი ადგილის სერტიფიცირების მთელი პროცესის განმავლობაში და შემდეგაც საკონტაქტო და პასუხისმგებელ პირად მიიჩნევს განმცხადებელს. 28. საფრენი ადგილის სერტიფიცირების შესახებ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება განმცხადებელს უნდა ეცნობოს წერილობით. 29. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია,  უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 30 კალენდარულ დღეში განმეორებით მიმართოს უფლებამოსილ პირს  ახალი განცხადებით. წინამდებარე წესი არ აწესებს შეზღუდვებს მსგავსი განცხადებების წარდგენის ოდენობაზე. მუხლი 10🔗. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირის ვალდებულებები 1. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დადგენით დაინტერესებული ან/და საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირი ვალდებულია, დაიცვას საფრენ ადგილთან დაკავშირებით ამ წესით დამტკიცებული მოთხოვნები. თუ საფრენი ადგილის მახასიათებლები არ შეესაბამება აღნიშნულ წესს, იგი უნდა მოიყვანოს ამ წესთან შესაბამისობაში. 2. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირი ვალდებულია, საფრენი ადგილით სარგებლობის უფლება გადასცეს მხოლოდ ერთ ოპერატორს. მუხლი 11🔗. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირის უფლებები 1. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელ პირს შეუძლია ერთპიროვნულად, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ოპერატორი და მასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ან მისცეს თანხმობა. 2. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირი უფლებამოსილია, ოპერატორსა და უფლებამოსილ პირთან  შეთანხმებით იყოს ინიციატორი ან მონაწილე სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიებისა. 3. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირი უფლებამოსილია, უფლებამოსილ პირსა და ოპერატორთან შეთანხმებით, სურვილის შემთხვევაში, კეთილმოაწყოს საფრენი ადგილი და განახორციელოს მის გასაუმჯობესებლად სხვა სამუშაოები. თავი IV პარაპლანის მფრინავის მოწმობის  გაცემა და აღიარება მუხლი 12🔗. პარაპლანის მფრინავის კატეგორიები  1. სერტიფიცირებულ საფრენ ადგილზე საფრენად დაიშვება მხოლოდ ის მფრინავი, რომელსაც აქვს ფრენის შესაბამისი კატეგორია. 2. ფრენის კატეგორიებია: ა) ერთადგილიანი პარაპლანის მართვისთვის – PGS Single; ბ) ორადგილიანი პარაპლანის მართვისთვის – PGT Tandem; გ) ერთადგილიანი ძრავიანი პარაპლანის მართვისთვის – PPGS Single; დ) ორადგილიანი ძრავიანი პარაპლანის მართვისთვის – PPGT Tandem; ე) საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენების ხელმძღვანელი – T&FD. 3. კომერციული ფრენების განხორციელების უფლება აქვთ მხოლოდ PGT Tandem და PPGT Tandem კატეგორიის პარაპლანის მართვის უფლების მქონე მფრინავებს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კატეგორიები იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: ა) PGS Single-ის კატეგორია მოიცავს შემდეგ ქვეკატეგორიებს: ა.ა) S (Student) – საბაზისო კურსდამთავრებული მფრინავი, რომელსაც გააჩნია სასწავლო დაწესებულების  მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი; ა.ბ) RS (Ridge Soaring) – მფრინავი ფერდთან დინამიკურ ნაკადში ფრენის უნარით; ა.გ) TS (Thermal Soaring) – მფრინავი თერმულ ნაკადებში ფრენის უნარით; ა.დ) CC (Cross Country) – მფრინავი, მინიმუმ, 30-კილომეტრიანი სამარშრუტო ფრენის უნარით. ბ) PGT Tandem-ის კატეგორია მოიცავს შემდეგ ქვეკატეგორიებს: ბ.ა) A(Assistant) – მფრინავი, რომელსაც გააჩნია სასწავლო დაწესებულების  მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი, PGS Single-ის კატეგორიაში RS ქვეკატეგორია და სურს მფრინავის Tandem კატეგორიის მიღება; ბ.ბ) T – (Tandem) – მფრინავი, რომელსაც აქვს PGS Single-ის კატეგორიაში მინიმუმ TS ქვეკატეგორია და, მინიმუმ, 300 საათი საერთო საფრენი გამოცდილება; გ) კატეგორია PPGS Single მოიცავს A, B და C ქვეკატეგორიებს. ეს ქვეკატეგორიები მფრინავს მიენიჭება ერთადგილიანი ძრავიანი პარაპლანის მართვისას გამოვლენილი უნარის შესაბამისად. ამ უნარების შეფასებისას კომისია ხელმძღვანელობს საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით; დ) კატეგორია PPGT Tandem მოიცავს A, B და C ქვეკატეგორიებს. ეს ქვეკატეგორიები მფრინავს მიენიჭება ორადგილიანი ძრავიანი პარაპლანის მართვისას გამოვლენილი უნარის შესაბამისად. ამ უნარების შეფასებისას კომისია ხელმძღვანელობს საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით; ე) კატეგორიები IA, I&FD მოიცავს შემდეგ ქვეკატეგორიებს: ე.ა ) Instructor Assistant (IA) - მფრინავი, რომელსაც PGS Single კატეგორიაში აქვს TS ქვეკატეგორია, PGT Tandem კატეგორიაში აქვს T ქვეკატეგორია და გააჩნია სასწავლო დაწესებულების  მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ე.ბ) Instructor (I) – მფრინავი, რომელსაც PGS Single კატეგორიაში აქვს CC ქვეკატეგორია, PGT Tandem კატეგორიაში აქვს T ქვეკატეგორია და 500 საათი საერთო საფრენი გამოცდილება; ე.გ) Flight Director (FD) – ინსტრუქტორის კომპეტენციის მქონე მფრინავი. 5. მფრინავი ვალდებულია, ფრენისას იხელმძღვანელოს ამ წესის №2 დანართში გათვალისწინებული ფრენების წარმოების ზოგადი წესებით. მუხლი 13🔗. პარაპლანის მფრინავისთვის კატეგორიის მინიჭება და აღიარება 1. მფრინავმა ფრენის კატეგორია შეიძლება მიიღოს ორ შემთხვევაში: ა) თუ წარმატებით გაივლის საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას; ა.ა) მფრინავს საგამოცდო წესით შესაძლებელია მიენიჭოს შემდეგი ქვეკატეგორიები: PGS(RS), PGS(TS), PGS (CC), PGT(T) PPGS(A), PPGT(A); ა.ბ) საგამოცდო წესით მფრინავისთვის კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მინიჭებისას საგამოცდო და აღიარების კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (FAI) სარეკომენდაციო საკვალიფიკაციო მოთხოვნებით – „CIVL SafePro Para მიღებული 2021 წლის 1 მაისს“; ბ) თუ საგამოცდო და აღიარების კომისია აღიარებს მფრინავის მიერ წარდგენილ სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მფრინავის კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ.ა) მფრინავს აღიარების წესით შესაძლებელია მიენიჭოს შემდეგი ქვეკატეგორიები: PGS(RS), PGS(TS), PGS (CC), PGT(T) PPGS(A,B,C), PPGT(A,B,C), ACRO (A,B,C), T&F(I, FD); ბ.ბ) მფრინავის კატეგორიისა და ქვეკატეგორიების აღიარების პროცესში საგამოცდო და აღიარების კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (FAI) სარეკომენდაციო საკვალიფიკაციო მოთხოვნებით – „CIVL SafePro Para მიღებული 2021 წლის 1 მაისს“. 2. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ დასტურდება საჭირო საერთო საფრენი გამოცდილება, მფრინავს კატეგორია ენიჭება   1 (ერთი) წლის ვადით. შენიშვნა: პარაპლანის მფრინავის სასწავლო კურსის სილაბუსი მოცემულია ამ წესის № 4 დანართში. მუხლი 14🔗. პარაპლანის მფრინავის კატეგორიის მინიჭებისთვის საგამოცდო პროცესის გავლა, პარაპლანის მფრინავის მოწმოების გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძლება 1. საგამოცდო პროცესს მართავს უფლებამოსილი პირის მიერ შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისია. 2. საგამოცდო პროცესი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან. 3. გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელსაც გააჩნია სასწავლო დაწესებულების  მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი. 4. თეორიული ნაწილი მოიცავს შემდეგ საგნებს: ა) ზოგადი მეტეოროლოგია; ბ) ზოგადი აეროდინამიკა; გ) საჰაერო სამართალი; დ) პარაპლანით ფრენისას უსაფრთხოების ზოგადი წესები და ნორმები; ე) პარაპლანის ფრთების ტექნიკური რეგლამენტები და სპეციფიკაციები. 5. თეორიული გამოცდისთვის საგამოცდო და აღიარების კომისიამ უნდა შეადგინოს, სულ ცოტა, 100 სპეციალური ტესტი ოთხი სავარაუდო პასუხით. კითხვები უნდა მომზადდეს მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი თეორიული საგნებიდან. 6. გამოცდაზე პირმა უნდა უპასუხოს 20 კითხვას, რომლებიც უნდა მოიცავდეს თითოეული თეორიული საკითხიდან ოთხ კითხვას. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ პირმა დადებითად უპასუხა ტესტის 80%-ს მაინც. 7. პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს გამოცდის თეორიულ ნაწილს, დაიშვება პრაქტიკულ გამოცდაზე. პრაქტიკული გამოცდის პროცედურა და საკითხები განსაზღვრულია წინამდებარე წესის №3 დანართში. 8. მფრინავის კატეგორიის მიღების მსურველმა პირმა უფლებამოსილ პირს უნდა მიმართოს გამოცდაზე დაშვების განცხადებით. 9. მფრინავის კატეგორიის მიღებით დაინტერესებულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა, რომელიც გაცემულია „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანების შესაბამისად, რომლითაც დასტურდება პირის მიერ პარაპლანის მართვის (ფრენის) ფიზიკური შესაძლებლობა. ასევე, პირმა უნდა წარმოადგინოს ენდოკრინოლოგის მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომლითაც დასტურდება, რომ პირი ჯანმრთელია, ან არაინსულინდამოკიდებულია და სისხლში შაქრის შემცველობა კონტროლირებადია; გ) 3x4 ზომის ფოტოსურათის ელექტრონული და ორი ცალი ბეჭდვითი ვერსია; დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი სისხლის ჯგუფისა და რეზუსის მითითებით; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა; ვ) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ; ზ) გამოცდაზე დაშვების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 10. თუ პირმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, უფლებამოსილმა პირმა  უნდა გასცეს პარაპლანის მფრინავის მოწმობა კატეგორიის მითითებით. ასევე, გააკეთოს ჩანაწერი შესაბამის ელექტრონულ რეესტრში. 11. პარაპლანის მფრინავის მოწმობა გაიცემა: ა) 3 (სამი) წლის ვადით, თუ პირის ასაკი არ აღემატება 60 წელს, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) 2 (ორი) წლის ვადით, თუ პირის ასაკი აღემატება 60 წელს, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 12. პარაპლანის მფრინავის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, მფრინავმა უნდა მიმართოს უფლებამოსილ პირს არსებული მოწმობის მოქმედების ვადის გასვლამდე და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პარაპლანის მფრინავის მოწმობა; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა; დ) 3x4 ზომის ფოტოსურათის ელექტრონული და ორი ცალი ბეჭდვითი ვერსია; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა; ვ) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ; ზ) პარაპლანის მფრინავის მოწმობის დამზადების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 13. უფლებამოსილი პირი, ამ წესის მოთხოვნების დაცვით აგრძელებს მოქმედების ვადას, ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული ვადით. 14.  ელექტრონულ რეესტრში უნდა მიეთითოს, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მოწმობის მფლობელის სულ მცირე, შემდეგი მონაცემები: ა) ფოტოსურათი; ბ) სახელი, გვარი; გ) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პირადი ნომერი; უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – საერთაშორისო პასპორტის ნომერი; დ) მოქალაქეობა; ე) პარაპლანის მფრინავის მოწმობის ნომერი და კატეგორია; ვ) საგამოცდო და აღიარების კომისიის მიერ შედგენილი აქტის ნომერი და ელექტრონული ასლი, რომლითაც მიენიჭა მფრინავს ფრენის კატეგორია; ზ) პარაპლანის მფრინავის მოწმობის მოქმედების ვადა; თ) პარაპლანის მართვის უფლების სტატუსი; სტატუსის შეჩერების შემთხვევაში – შეჩერების მიზეზი და ვადა. 15. ელექტრონულ რეესტრში არსებულ ჩანაწერს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს კომპეტენციის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებთან მიმართებით. 16. ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ელექტრონული რეესტრი უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 17. თუ დაინტერესებული პირი ვერ შეძლებს ფრენის მოთხოვნილი კატეგორიის მიღებას, მას უნდა გადაეცეს კომისიის მიერ შედგენილი საგამოცდო შედეგების ამსახველი დოკუმენტი წერილობით. მუხლი 15🔗. არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ფრენის კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარება 1. უფლებამოსილმა პირმა უნდა განსაზღვროს იმ ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელთა მიერ გაცემულ პარაპლანის მფრინავის მოწმობას აღიარებს წინამდებარე წესის შესაბამისად. 2. სხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარების უფლება აქვს მხოლოდ საგამოცდო და აღიარების კომისიას. 3. პირმა, რომელსაც სურს პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარება, განცხადებით უნდა მიმართოს უფლებამოსილ პირს და წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) სხვა ქვეყნის მიერ გაცემული პარაპლანის მფრინავის მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი), რომლის აღიარებასაც ითხოვს; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) 3x4 ზომის ფოტოსურათი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით (თუ კომპეტენცია უნდა დადასტურდეს პირველად); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები – მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ე) პარაპლანის მფრინავის კატეგორიის აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 4. საგამოცდო და აღიარების კომისია ვალდებულია, დარწმუნდეს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ვალიდურობაში მოწმობის გამცემ ორგანიზაციასთან გადამოწმების გზით. 5. კომისიამ უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარების თაობაზე, თუ დადასტურდა მფრინავის მიერ წარმოდგენილი მოწმობის ვალიდურობა. 6. პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარება განხორციელდება: ა) არსებული მოწმობის მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა, თუ პირის ასაკი არ აღემატება 60 წელს; ბ) არსებული მოწმობის მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს ორი წლისა, თუ პირის ასაკი აღემატება 60 წელს. 7. საგამოცდო კომისიამ დაინტერესებული პირის პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარების შემთხვევაში უნდა გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი ელექტრონულ რეესტრში და შეიტანოს შემდეგი მონაცემები: ა) ფოტოსურათი; ბ) სახელი, გვარი; გ) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პირადი ნომერი; უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – საერთაშორისო პასპორტის ნომერი; დ) მოქალაქეობა; ე) პარაპლანის მფრინავის მოწმობის ნომერი (არსებობის შემთხვევაში) და კატეგორია; ვ) საგამოცდო და აღიარების კომისიის მიერ მიღებული აქტის ნომერი და ასლი, რომლითაც მოხდა მფრინავს ფრენის კატეგორიის აღიარება; ზ) პარაპლანის მფრინავის მოწმობის მოქმედების ვადა; თ) პარაპლანის მფრინავის მართვის უფლების სტატუსი, ხოლო სტატუსის შეჩერების შემთხვევაში – შეჩერების მიზეზი და ვადა. თავი V პარაპლანის ცალკეული ელემენტების შემოწმების წესი მუხლი 16🔗. პარაპლანის ვარგისიანობის შემოწმება 1. პარაპლანი შედგება შემდეგი ელემენტებისგან: ა) ფრთა, ჯამბარები, თავისუფალი ბოლოები; ბ) ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემა (მგზავრისა და მფრინავის სკამი, სამხრეები და კარაბინები); გ) სათადარიგო პარაშუტი; დ) ძრავა და შესაბამისი კომპონენტები (არსებობის შემთხვევაში). 2. პარაპლანის ექსპლუატაციისთვის აუცილებელია, მისი ყველა ელემენტის ვარგისიანობა შემოწმებული იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. 3. მფრინავს არ აქვს უფლება, ფრენები განახორციელოს პარაპლანით, რომელსაც არ აქვს ვარგისიანობის სტატუსი. 4. პარაპლანის თითოეული ელემენტის ვარგისიანობის დადგენა შეიძლება სხვადასხვა დროს, ერთად ან ცალ-ცალკე. 5. პარაპლანის ცალკეული ელემენტის ვარგისიანობას ადგენს პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენი კომისია, რომელიც უფლებამოსილია, შეამოწმოს, შეაფასოს ესა თუ ის ელემენტი და შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ელექტრონულ რეესტრში. 6. პარაპლანის ერთ-ერთი ელემენტის ვარგისიანობის დასადგენად დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს უფლებამოსილ პირს. 7. დაინტერესებულმა პირმა წარმოდგენილ განცხადებაში უნდა მიუთითოს პარაპლანის იმ ელემენტ(ებ)ის მახასიათებლები, რომლის ვარგისიანობის შემოწმებასაც ითხოვს. 8. განცხადებასთან ერთად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მწარმოებლის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პარაპლანის ელემენტ(ებ)ის ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში); გ) პარაპლანის ელემენტ(ებ)ი; დ) ვარგისიანობის შემოწმებისთვის დაწესებული გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 9. განცხადების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში პარაპლანის და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენმა კომისიამ უნდა შეისწავლოს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ვარგისიანობის დოკუმენტი და უშუალოდ შეამოწმოს პარაპლანის ელემენტის ვარგისიანობა. 10. პარაპლანის ფრთის, ჯამბარების, თავისუფალი ბოლოების საფრენად ვარგისიანობის დადგენის პროცედურა გულისხმობს შემდეგი ქვეპუნქტების შესრულებას: ა) პარაპლანის ფრთაზე ქარხანა-მწარმოებლის მიერ დატანილი უნდა იყოს სპეციალური სერტიფიკატი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: სერიული ნომერი, ფრთის მწარმოებელი, მოდელი, ზომა, წონა, ტვირთამწეობის დიაპაზონი და კლასი; ბ) პარაპლანს უნდა ჰქონდეს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ-ერთი სტანდარტის ქარხნული სერტიფიკატი: EN, LTF, DULV, რომლითაც განისაზღვრება პარაპლანის კლასი; ეს კლასებია: A- სასწავლო/სავარჯიშო; B – საშუალო კლასი; C – სპორტული; D /CCC – მაღალი საშეჯიბრო სპორტული კლასი; Bi – ორადგილიანი; E926- ექსპერიმენტული; გ) პარაპლანის ფრთაზე დატანილ სერტიფიკატზე მითითებული უნდა იყოს სერიული ნომერი, რომელიც უნდა დადარდეს მწარმოებლის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემთა ბაზასთან და ამ გზით დადასტურდეს მისი ვალიდურობა; დ) სერტიფიკატის ან მწარმოებლის მონაცემთა ბაზებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა დადგინდეს ფრთის ასაკი; ე) დაუშვებელია ფრთის საფრენად გამოყენება, თუ მისი ასაკი აღემატება 15 წელს; ვ) კომისიამ საფრენი აპარატი აუცილებლად უნდა დაათვალიეროს ვიზუალურად, რათა დარწმუნდეს პარაპლანის თავისუფალი ბოლოების კონსტრუქციის მთლიანობაში, ჯამბარებზე მექანიკური დაზიანების არარსებობაში, ფრთის კონსტრუქციის უპირატესად ცვეთადი არეების მექანიკური დაზიანების არქონასა და ფრთის მზიდი კონსტრუქციის მთლიანობაში; ზ) ჯამბარების სიგრძის შემოწმებითა და ქარხნულ ზომებთან შედარებით დგინდება ცდომილების ოდენობა, რაც არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ-ს, თუ მწარმოებელს სხვა რეკომენდაცია არა აქვს; თ) ერთსა და იმავე რიგში პარალელური ჯამბარების შედარების შედეგად დგინდება ცდომილების ოდენობა, რაც არ უნდა აღემატებოდეს 0,5 სმ-ს, თუ მწარმოებელს სხვა რეკომენდაცია არა აქვს; ი) ფრთის კონსტრუქციის შემადგენელი მატერიის ჰაერგამტარობის მაჩვენებლის დადგენა უნდა მოხდეს პოროსიმეტრით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოებული იყოს სერტიფიცირებული მწარმოებლის მიერ; კ) პოროსიმეტრით აღებული მონაცემები განისაზღვრება ქვემოთ მოცემული სკალით, თუ მწარმოებელს სხვა რეკომენდაცია არ აქვს: კ.ა) 200 წმ და მეტი – საუკეთესო; კ.ბ) 70-200 წმ-მდე – კარგი; კ.გ) 25-70 წმ-მდე – საშუალო; კ.დ) 18-25 წმ-მდე – ცუდი; კ.ე) 18 წმ-ზე ნაკლები – ძალიან ცუდი. ლ) „ცუდი“ და „ძალიან ცუდი“ შეფასების მქონე ფრთები საფრენად უვარგისია და მათი საფრენად გამოყენება აკრძალულია; მ) ქარხნული რეკომენდაციების შესაბამისად, შესამოწმებელი ფრთის მოდელისა და კლასის მიხედვით, ჯამბარების „A“ რიგიდან ჰიდრავლიკურ დინამომეტრზე გაწყვეტის გზით, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს მზიდი ძირითადი ჯამბარის დატვირთვაზე გამძლეობა და დაუდარდეს მწარმოებლის მიერ დადგენილ ნორმას; ნ) დაუშვებელია 50%-ზე ნაკლები გამძლეობის ჯამბარების მქონე ფრთის გამოყენება; ო) გაწყვეტილი ჯამბარა აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს ახლით. გაწყვეტილი ჯამბარა დალუქულ მდგომარეობაში, შესაბამისი მონაცემების მითითებით, ფრთასთან ერთად უნდა დაუბრუნდეს მფლობელს; პ) სავალდებულოა შეიქმნას სპეციალური დოკუმენტი, სადაც აღინიშნება კომისიის მიერ საფრენი აპარატის ელემენტის შემოწმების შედეგები. ამ შედეგების მიხედვით უნდა დადგინდეს, ვარგისია თუ არა ფრთა; ჟ) სავალდებულოა, ყველა ფრთა აღირიცხოს შესაბამის ელექტრონულ რეესტრში და მიეთითოს შემოწმების თარიღი და შედეგი, ასევე საფრენად ვარგისიანობის სტატუსი; რ) თუ მფრინავი წარმოადგენს უცხო ქვეყნის ავტორიზებული, სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ ფრთის ვარგისიანობის დამადასტურებელ ვადიან დოკუმენტს, ასეთი დოკუმენტი საკმარისია კომისიის მიერ ფრთის საფრენად ვარგისიანობის აღიარებისათვის, არაუმეტეს წარდგენილი დოკუმენტის ვადის ამოწურვისა. თუმცა პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენი კომისია  ვალდებულია, ასეთ შემთხვევაში ფრთა შეამოწმოს ვიზუალურად. ხსენებული ფრთა უნდა აღირიცხოს შესაბამის ელექტრონულ რეესტრში; ს) სავალდებულოა, ერთადგილიანი ფრთა შემოწმდეს 12 თვეში ერთხელ მაინც, თუ ფრთის ასაკი მიაღწევს სამ წელს, ან ფრთით ნაფრენი საათები გადააჭარბებს 300 საათს; ტ) სავალდებულოა, ორადგილიანი ფრთა შემოწმდეს 6 თვეში ერთხელ მაინც, ან თუ ბოლო შემოწმების შემდეგ ფრენის საათების რაოდენობა გადააჭარბებს 100 საათს; უ) საფრენი აღჭურვილობის მეპატრონის მიერ ფრთის არაგეგმიური შემოწმება სავალდებულოა, თუ ადგილი ჰქონდა ფრთის არასწორ გამოყენებას, რასაც შესაძლოა კონსტრუქციული ელემენტების დაზიანება გამოეწვია; 11. პარაპლანის ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის (მგზავრისა და მფრინავის სკამის, სამხრეებისა და კარაბინების) საფრენად ვარგისიანობის დადგენის პროცედურა გულისხმობს შემდეგი ქვეპუნქტების შესრულებას: ა) სერიული ნომრითა და სხვა უნიკალური მონაცემებით უნდა დადგინდეს ჩასაჯდომი სისტემის მწარმოებელი, ტიპი და ზომა; ბ) სავალდებულოა, ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის მწარმოებელი ფლობდეს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანოების მიერ აღიარებული სტანდარტის სერტიფიკატს; გ) ჩასაჯდომ და ჩასაბმელ სისტემას უნდა ჰქონდეს EN, LTF, DHV სტანდარტის, მინიმუმ, ერთი სერტიფიკატი; დ) ვიზუალური დათვალიერების გზით, დგინდება ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის კონსტრუქციის მთლიანობა და დაზიანების ხარისხი; ე) სავალდებულოა, შემოწმდეს ჩასაბმელი და შესაკრავი მექანიზმების გამართული ფუნქციონირება, დადგინდეს მათი ცვეთის ხარისხი და ამ ხარისხზე დაყრდნობით, მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად, განისაზღვროს მექანიზმის ვარგისიანობა; ვ) შემოწმების შემდეგ კომისიამ უნდა შეადგინოს სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება შემოწმების შედეგები. შემოწმების შედეგები განსაზღვრავს ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის ვარგისიანობას; ზ) სავალდებულოა, ყველა ჩასაჯდომი სისტემა აღირიცხოს შესაბამის ელექტრონულ რეესტრში, მიეთითოს შემოწმების თარიღი და შედეგი, ასევე - ვარგისიანობის სტატუსი; თ) თუ მფრინავი წარმოადგენს სხვა ავტორიზებული, სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის ვარგისიანობის დამადასტურებელ ვადიან დოკუმენტს, ასეთი დოკუმენტს უფლებამოსილი პირი დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს  ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის საფრენად ვარგისიანობის აღიარებისათვის წარდგენილი დოკუმენტის ვადის ამოწურვის თარიღამდე, თუმცა პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენი კომისია  ვალდებულია, ასეთ შემთხვევაში ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემა შეამოწმოს ვიზუალურად. ეს ინფორმაცია სავალდებულო წესით შეიტანება ელექტრონულ რეესტრში; ი) ერთადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის შემოწმება სავალდებულოა სამ წელიწადში ერთხელ, ან თუ ბოლო შემოწმების შემდეგ ფრენის საათების რაოდენობა გადააჭარბებს 300 საათს; კ) ორადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის შემოწმება სავალდებულოა 12 თვეში ერთხელ, ან თუ ბოლო შემოწმების შემდეგ ფრენის საათების რაოდენობა გადააჭარბებს 100 საათს; ლ) ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის არაგეგმიური შემოწმება სავალდებულოა საფრენი აღჭურვილობის მეპატრონის მიერ, თუ ადგილი ჰქონდა ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის არასწორ გამოყენებას, რასაც შესაძლოა კონსტრუქციული ელემენტების დაზიანება გამოეწვია; 12. პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის დადგენის პროცედურა გულისხმობს შემდეგი ქვეპუნქტების შესრულებას: ა) სერიული ნომრითა და სხვა უნიკალური მონაცემებით უნდა დადგინდეს სათადარიგო პარაშუტის მწარმოებელი, ტიპი, კლასი და ზომა; ბ) სავალდებულოა, სათადარიგო პარაშუტის სისტემის მწარმოებელს ჰქონდეს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანოების მიერ აღიარებული სტანდარტის სერტიფიკატი; გ) სათადარიგო პარაშუტს უნდა ჰქონდეს EN, LTF, DHV სტანდარტის, მინიმუმ, ერთი სერტიფიკატი. დ) სავალდებულოა, მფრინავმა წარმოადგინოს სათადარიგო პარაშუტის გადაკეცვის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოწმდება პარაშუტის გადაკეცვის თარიღი, ხოლო მესამე, დამოუკიდებელ მხარეზე დაყრდნობით უნდა დადგინდეს დოკუმენტის გამცემი პირის კომპეტენცია; ე) სავალდებულოა, კომისიის მიერ შეიქმნას სპეციალური დოკუმენტი სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის ვადის მითითებით, რომლის ათვლა უნდა დაიწყოს სათადარიგო პარაშუტის ბოლო გადაკეცვის თარიღიდან, რაც ერთადგილიანი პარაპლანებისათვის განკუთვნილი სათადარიგო პარაშუტის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, ხოლო ორადგილიანი პარაპლანებისთვის - 6 თვეს; ვ) სავალდებულოა, სათადარიგო პარაშუტის არაგეგმიური შემოწმება საფრენი აღჭურვილობის მეპატრონის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა სათადარიგო პარაშუტის გამოყენებას ან არასწორად მოხმარებას; ზ) სავალდებულოა, ყველა სათადარიგო პარაშუტი აღირიცხოს შესაბამის ელექტრონულ რეესტრში, მიეთითოს შემოწმების თარიღი და შედეგი, ასევე - ვარგისიანობის სტატუსი; თ) თუ მფრინავი წარმოადგენს სხვა ავტორიზებული, სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის დამადასტურებელ ვადიან დოკუმენტს, ასეთი დოკუმენტს უფლებამოსილი პირი დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს მისი მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღამდე.   ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემთხვევაში პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენი კომისია,  ვალდებულია,  სათადარიგო პარაშუტი შეამოწმოს ამ მუხლში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.  აღნიშნული ინფორმაცია სავალდებულო წესით შეიტანება ელექტრონულ რეესტრში; 13. ძრავისა და შესაბამისი ელემენტების შემოწმებისას ყურადღება უნდა მიექცეს: ა) აალება-ანთების სისტემის გამართულ მუშაობასა და მასზე მექანიკური დაზიანებების არარსებობას; ბ) ელექტროსისტემის გამართულ ფუნქციონირებას; გ) მზიდი ხრახნის მთლიანობას, მექანიკური დაზიანებების არარსებობას; დ) საწვავის განთავსებისა და მიწოდების სისტემის გამართულობას; ე) მთელი კონსტრუქციის მთლიანობას (მათ შორის, შეერთების სისტემურ წერტილებში მექანიკური დაზიანებისა ან ფოლხვის არარსებობას); ვ) მზიდი ხრახნით მუშა მდგომარეობაში მოყვანილი ძრავის ბრუნვების შესაბამისობის დადგენას მწარმოებლის მიერ დადგენილ პარამეტრებთან. 14. ძრავისა და შესაბამისი ელემენტების შემოწმება სავალდებულოა 12 თვეში ერთხელ. 15. ძრავისა და შესაბამისი ელემენტების არაგეგმური შემოწმება სავალდებულოა, თუ ადგილი ჰქონდა ძრავისა და მისი ელემენტების არასწორ გამოყენებას, რამაც გამოიწვია მათი დაზიანება. 16. კომისია ვალდებულია, საფრენი აპარატის ელემენტის შემოწმების შემდეგ მოამზადოს შესაბამისი დასკვნა. 17. თუ პარაპლანის ელემენტი არის ექსპლუატაციისთვის ვარგისი, კომისიის დასკვნის საფუძველზე უფლებამოსილმა პირმა  უნდა გასცეს ვარგისიანობის სერტიფიკატი და შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს შესაბამის ელექტრონულ რეესტრში, შემდეგი მახასიათებლების მითითებით: ა) პარაპლანის იმ ელემენტის ქარხნული სერტიფიკატი, რომლის ვარგისიანობაც შემოწმდა; ბ) პარაპლანის ელემენტის მწარმოებელი, მოდელი, ზომა, დატვირთვის ზღვრები, მგზავრთა რაოდენობა, კლასი, ფერი, სერიული ნომერი და გამოშვების წელი; გ) სურათი, რომელზეც გამოსახულია პარაპლანის ფრთა; დ) პარაპლანის ელემენტის მფლობელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ე) კომისიის მიერ გაცემული ვარგისიანობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა. 18. თუ კომისიის დასკვნის მიხედვით პარაპლანის რომელიმე ელემენტი არ არის საფრენად ვარგისი, უფლებამოსილი პირი  ვალდებულია, მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება წერილობით აცნობოს დაინტერესებულ პირს. 19. დაუშვებელია პარაპლანის იმ ელემენტის საფრენად გამოყენება, რომელიც ვარგისიანობის დამდგენი კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა უვარგისად. თავი VI პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირი მუხლი 17🔗. კომისიების ფორმირების წესი 1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას, თავისივე ფორმირებული კომისიების მეშვეობით, ახორციელებს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. 2. უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს კომისიების მიერ მიღებული დასკვნით. 3. ამ მუხლით განსაზღვრული იურიდიული პირის უფლებამოსილება, მათ შორის მის მიერ გადაწყვეტილების მიღების, შესაბამისი კომისიების ფორმირების წესი და მათი ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. მუხლი 18🔗. ზედამხედველობა უფლებამოსილი პირის საქმიანობაზე 1. უფლებამოსილი პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვასა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის წესი განისაზღვრება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებული “სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის” შესაბამისად. 2. ზედამხედველობის ფარგლებში სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უფლებამოსილია, გამოავლინოს ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები კანონმდებლობით დადგენილი წესით და განსაზღვროს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის გონივრული ვადა. 3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით გამოვლენილი ნაკლოვანებების სიმძიმიდან გამომდინარე, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ გონივრულ ვადაში არ აღმოიფხვრა გამოვლენილი ნაკლოვანებები, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უფლებამოსილია, შეზღუდოს ან შეაჩეროს უფლებამოსილი პირის საქმიანობა. 4. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირის საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში დაუშვებელია პარაპლანით ფრენების განხორციელება. 5. სააგენტო ვალდებულია, უფლებამოსილი პირის საქმიანობის შეჩერებისა და აღდგენის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 6. პარაპლანით ფრენების განხორციელების დროს, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპატენცია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 19🔗. დაზღვევა  1.  სადაზღვევო პოლისი, ორადგილიანი პარაპლანით ფრენის შემთხვევაში უნდა ფარავდეს მგზავრისა და მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას, ხოლო ერთადგილიანი პარაპლანით ფრენის შემთხვევაში – მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას. 2. ერთადგილიანი (SOLO) პარაპლანისთვის მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ლიმიტი შეადგენს არანაკლებ 50 000 ლარს. 3. ორადგილიანი (TANDEM) პარაპლანისთვის მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის და მგზავრების პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ლიმიტი შეადგენს არანაკლებ 50 000 ლარს.