ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება მოქმედი ინტელექტუალური საკუთრება
მიღების თარიღი 31.08.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 050040000.48.065.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე | საქპატენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოების წესის, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასურის განსაზღვრისა და ტარიფების განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანება
№1
2023 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/07/2023, სარეგისტრაციო კოდი: 050000000.05.001.021026) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს თანდართული „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს თანდართული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქპატენტის თავმჯდომარესოსო გიორგაძე
დანართი №1
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
„ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ (შემდგომში – საქპატენტი) მიერ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის შექმნისა და მისი წარმოების ძირითად დებულებებს.
მუხლი 2🔗. რეესტრის წარმოება
1. რეესტრი არის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელშიც აისახება ინფორმაცია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების (შემდგომში – ორგანიზაცია) შესახებ.
2. საქპატენტი კანონის საფუძველზე უზრუნველყოფს ორგანიზაციების რეესტრის წარმოებასა და მის განთავსებას საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
3. რეესტრში ასახულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი ძალადაკარგულად ან ბათილად არ იქნება ცნობილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗. რეესტრის მონაცემები
რეესტრი შეიცავს ორგანიზაციის შესახებ შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) სახელწოდებას;
ბ) იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების ჩამონათვალს, რომლის სამართავადაც ამ ორგანიზაციას მიენიჭა აკრედიტაცია;
გ) საიდენტიფიკაციო ნომერს;
დ) ხელმძღვანელი პირის სახელსა და გვარს;
ე) გამგეობის წევრების სახელსა და გვარს;
ვ) საკონტაქტო მონაცემებს, მათ შორის: იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონულ ფოსტასა და ვებგვერდს.
მუხლი 4🔗. რეესტრის განახლება
1. საქპატენტი აახლებს რეესტრის მონაცემებს ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
2. კანონის 65-ე მუხლით გათვალისწინებული აკრედიტაციის კომისიის მიერ ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, საქპატენტი რეესტრში შეიტანს აღნიშნული ორგანიზაციის მონაცემებს. აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში რეესტრში შესაბამისი ორგანიზაციის გასწვრივ (შენიშვნის ველში) კეთდება ჩანაწერი „გასაჩივრებულია სასამართლოში“.
3. ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, საქპატენტი ვალდებულია განაახლოს რეესტრი. აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში რეესტრში შესაბამისი ორგანიზაციის გასწვრივ (შენიშვნის ველში) კეთდება ჩანაწერი „გასაჩივრებულია სასამართლოში“.
4. ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის შემთხვევაში საქპატენტი ვალდებულია განაახლოს რეესტრი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
5. ორგანიზაციის შესახებ რეესტრში ასახული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, ორგანიზაცია ვალდებულია საქპატენტს მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებიდან 1 თვის ვადაში, რის საფუძველზეც საქპატენტი უზრუნველყოფს რეესტრის განახლებას მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.