ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 31.08.2023
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.131.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2023
matsne.gov.ge 195 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 24.04.2023 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 02.11.2022 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 22.03.2023 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 10.05.2023 ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 10.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №51 2023 წლის 31  აგვისტო ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების  შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ  საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების წესის  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-15, მე-17 პუნქტების შესაბამისად: 1. განხორციელდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფლებში მდებარე სახელწოდების  არმქონე  ქუჩების სახელდება №1 დანართის სახით მოცემული  სიტუაციური რუკების და დანართი №2-ით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების შესაბამისად, არაბული ციფრების გამოყენებით. 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის  სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების  სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს  ცენტრალური საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 3. განკარგულება  გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. განკარგულება გაეგზავნოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ  გამოქვეყნდეს  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე Kobuleti.gov.ge. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30). 6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           დ. მჭედლიშვილი