შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბარათაულის, დღვანის, ზამლეთის, ოლადაურის, უჩამბის, შუბნის, წყალსაყრისა და ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 01.09.2023
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-101. 101232443
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.135.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2023
matsne.gov.ge 291 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ბეწენწურები, დორეულები, ვეძათხევა, ზემო ნაქალაქარი, ზურაბები, მაგრანეთი და ქვემო ნაქალაქარში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 31.03.2023 თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ვერხველი, ზარიძეები, იარაჯულები,საკრეჭიო, ქვემო შარახევი, ხოფცა და ჯიჯეთში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 31.03.2023 თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ გორანა, თოლებჯი, მელიასხევი, ნადოკრა, სიმონიანთხევი, ჩიტაურები, ცალუღელაანთკარი და ჭნდრისხევში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 31.03.2023 აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 22.12.2017 თიანეთის მუნიციპალიტეტის ღულელების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ბალებისხევი, გუდანელები, თოხოლჩა, თრანი, კვირიისხევი, სიონთგორი, ტოლაანთსოფელი, ქვემო კვერნაულა, ღულელები, წყაროთუბანი და ხადოელებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 31.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბარათაულის, დღვანის, ზამლეთის, ოლადაურის, უჩამბის, შუბნის, წყალსაყრისა და ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება: გ-101. 101232443 2023 წლის 1 სექტემბერი შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბარათაულის, დღვანის, ზამლეთის, ოლადაურის, უჩამბის, შუბნის, წყალსაყრისა და ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-15 და მე-17 ქვეპუნქტების შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1🔗. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბარათაული, გომარდული, ვანი, ზემოხევი, წანკალაური (ბარათაულის ადმინისტრაციული ერთეული); გოგინაური, დღვანი, კვიახიძეები, ლომანაური, ქიძინიძეები, (დღვანის ადმინისტრაციული ერთეული); ბუთურაული, ნენია, (ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეული); კარაპეტი, მაწყვალთა, მახალაკიძეები, (ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეული); გოგაძეები,ლაკლაკეთი, მოფრინეთი, სამოლეთი, ტბეთი, ცინარეთი, წაბლანა, ჯაბნიძეები (უჩამბის ადმინისტრაციული ერთეული); დარჩიძეები, იაკობაური, კობალთა, ტომაშეთი, ქუთაური, შუბანი, წელათი ( შუბნის ადმინისტრაციული ერთეული); ბრილი, ინწკირვეთი, ნაღვარევი, ჟანივრი, ხაბელაშვილები (წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეული); ახალდაბა, ტაკიძეები, ცეკვა, ცივაძეები, ცხემლისი, წყაროთა, ჭალა, ჭვანა, ხიჭაური (ჭვანის ადმინისტრაციული ერთეული) სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება განხორციელდეს დანართი №1-ით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტებისა და დანართი №2-ის სახით მოცემული სიტუაციური რუკების შესაბამისად, არაბული ციფრების გამოყენებით. მუხლი 2🔗. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 3🔗. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 4🔗. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 5🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარეების მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358). მუხლი 6🔗. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                                              როსტომ ლორთქიფანიძე