„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016695
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2023 წლის 1 სექტემბერი

ქ.ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/09/2019, ს/კ 010250050.35.105.016529) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

 ა) მე-2  მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) უნებართვოდ აშენებული ობიექტების მართვის და ლეგალიზების განყოფილება.“;

 ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:

„ფ1. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებასთან, აგრეთვე 2007 წლის პირველ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მის ლეგალიზებასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული ფუნქციების შესრულებას.“;

გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრულ თავისი კომპეტენციის განხორციელებას;

ბ) დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული ,,განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირებას;

გ) კანონმდებლობის შესაბამისად, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების შემუშავებას;

დ) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის პრინციპების დაცვას, სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის საჯარო განხილვას;

ე) შენობა-ნაგებობების (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ბრძანებების პროექტების და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების განხილვას, მომზადებასა და წარდგენას;

ვ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს;

ზ) მუნიციპალიტეტის ფარგლებში საზოგადოებრივ სივრცეზე სამუშაოებისა და ხაზოვანი ნაგებობების განთავსებაზე ნებართვების გაცემას;

თ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვას და რეაგირებას;

ი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების განვითარების კონცეფციის შემუშავებას, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარებასა და რეკომენდაციების მომზადებას;

კ) ტერიტორიების განაშენიანების დეტალური გეგმის (გდგ) დავალების გაცემისა და დამტკიცების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტის მომზადებას;

ლ) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამუშავებისთვის და დამტკიცებისთვის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტის მომზადებას;

მ) სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;

ნ) II (მეორე), III (მესამე) და IV (მეოთხე) კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლების მქონე შენობა-ნეგებობების მშენებლობის/დემონტაჟის არქიტექტურული პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებით  შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება;

ო) სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ შესაბამისი ბრძანების/გადაწვეტილების პროექტის  მომზადებას;

პ) ცალკეული ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარების თაობაზე წინადადებების და დასკვნების მომზადებას;

ჟ) სათათბირო საბჭოზე (კომისიაზე) განსახილველი საკითხების შედგენას, ინფორმირებასა და ზეპირი მოსმენების (სხდომების) ორგანიზებას;

რ) I (პირველი) კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლების მქონე  შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტების შეთანხმება/დემონტაჟთან  დაკავშირებით  შესაბამისი ბრძანების/გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

ს) განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლად ასაშენებელი და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას;

ტ) მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საპროექტო საინვესტიციო წინადადებების მომზადებას;

უ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადებას;

ფ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტების აღრიცხვას, დამუშავებას, არქივისათვის და შესაბამისი ადრესატისათვის გადაცემას;

ქ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევას;

ღ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

ყ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ მუხლი.

„მუხლი 61.  უნებართვოდ აშენებული ობიექტების მართვის და ლეგალიზების განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებასთან, აგრეთვე 2007 წლის პირველ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მის ლეგალიზებასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული ფუნქციების შესრულებას;

ბ) მუნიციპალიტეტში უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების დადგენის მიზნით მოსახლეობის გამოკითხვის და  კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას;

გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი განცხადებების კანონით დადგენილი წესით განხილვას;

დ) ადმინისტრაციული წარმოებისას ობიექტის ადგილზე დათვალიერებას, ობიექტის არსებული მდგომარეობის შესწავლას, შენობა-ნაგებობის დასურათებასა და პარამეტრების დადგენას;

ე) იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაციითა და ობიექტის ადგილზე დათვალიერებით შეუძლებელია მისი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, განმცხადებლისგან  დამატებითი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებების შესრულების შესახებ წერილობითი მოთხოვნის გადაგზავნას;

ვ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

ზ) ლეგალიზებისთვის წარსადგენი ობიექტების შესახებ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით წინასწარი მონაცემთა ბაზის შექმნას;

თ) ობიექტის ლეგალიზების შესახებ მიღებული განცხადებების შესაბამისი ელექტრონული და მატერიალური არქივის შექმნას;

ი) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთის საზღვრების (წითელი ხაზების) დადგენას/კორექტირებას;

კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიწის ნაკვეთის დაყოფისა და მიწის ნაკვეთის გაერთიანების თაობაზე დოკუმენტაციის მომზადებას;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.09.2023.
როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 01.09.2023. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.105.016695.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.09.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, №39, 01.09.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016695 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5907525/