# ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დანეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ

- ტიპი: საქართველოს მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს ფინანსთა მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №748
- მიღების თარიღი: 17.11.2004
- კონსოლიდირებული რედაქცია: 15.12.2004
- სარეგისტრაციო კოდი: 300.380.010.22.033.006.866
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/59080
- წყარო: https://legali.ge/law/59080/

> ეს არის 15.12.2004 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 2. სსაფ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სსაფ იბეჭდება 4 ეგზემპლარად, რომლის პირველი პირი განსხვავებული ფერისაა. სსაფ-ის გაცემა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტ



[https://legali.ge/law/59080/muxli-2/](https://legali.ge/law/59080/muxli-2/)

---

## მუხლი 3. გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს ამ ბრძანების დანართ №1-ში ჩამოთვლილი საქონლის ტრანსპორტირებას, შენახვასა და რეალიზაციას, ვალდებულია:

1. ამ ბრძანებით დადგენილი წესით მოახდინოს ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია და შენახვა მხოლოდ სსაფ-ის მეშვეობით.
2. ნავთობპროდუქტების რეალიზაციის შემთხვევაში სრულად შეავსოს სსაფ

[https://legali.ge/law/59080/muxli-3/](https://legali.ge/law/59080/muxli-3/)

---

## მუხლი 4. სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების მისაღებად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განაცხადით (დანართი №5) მიმართოს აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპეციას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გან



[https://legali.ge/law/59080/muxli-4/](https://legali.ge/law/59080/muxli-4/)

---

## მუხლი 5. ნავთობპროდუქტების შეძენის (წარმოების) დამადასტურებელი დოკუმენტები შეიძლება იყოს:

1. იმ გადასახადის გადამხდელისათვის, რომელიც აწარმოებს ნავთობპროდუქტების იმპორტს, იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტები: სატვირთო საბაჟო დეკლარაცია, სპეციალური საბაჟო სატვირთო დეკლარაცია და 2004 წლის 15 დეკემბრის შემდგომ იმპორტის შემთხვევაში, იმპორტირებული საქონლის შიდა გადაზიდვის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
2. იმ გადასახადის გადამხდელისათვის, რომელიც აწარმოებს (გადაამუშავებს) ნავთობპროდუქტებს: ლიცენზია აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ, შესაბამისობის სერტიფიკატი (იმ საქონელზე, რომელზედაც სავადებულოა შესაბამისობის სერტიფიკატის აღება), ნედლეულის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსაფ).
3. გადასახადის გადამხდელისათვის, რომელიც არ აწარმოებს ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტში მითითებულ საქმიანობას, სსაფ

[https://legali.ge/law/59080/muxli-5/](https://legali.ge/law/59080/muxli-5/)

---

## მუხლი 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია განაცხადის წარმოდგენიდან (საგადასახადო ორგანოს კანცელარიაში რეგისტრაციიდან) 72 საათის 

1. განაცხადში წარმოდგენილი მონაცემები არის არასრულყოფილი;
2. განაცხადდში წარმოდგენილი მონაცემების სისწორე იწვევს საფუძვლიან (დასაბუთებულ) ეჭვს;
3. თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ინსპეციაში არ ადგენს ამ ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ანგარიშგებებს, ან ადგენს, მაგრამ არასრულყოფილად.
4. გადამხდელი არ აწარმოებს ამ ბრძანებით დადგენილ „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და გაცემის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს” (დანართი №11) ან „ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს” (დანართი №12)

[https://legali.ge/law/59080/muxli-6/](https://legali.ge/law/59080/muxli-6/)

---

## მუხლი 7. გადასახადის გადამხდელზე სსაფ-ის გაცემისას, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ნავთობის, ასევე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციისათვის (გადაზიდვისათვის) საგადასახადო ინსპექცია სსა

1. მე-11 და მე-12 გრაფის პირველ უჯარაში აღნიშნავს (სპეციალური შტამპით) ნავთობის დისტილატის დასახელებას და კოდს ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 და მე-4 სვეტების შესაბამისად.
2. მე-19 და მე-20 გრაფაში უთითებს ნავთობის დისტილატის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის) მისამართს და საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტის სარეგისტრაციო ნომერს.
3. იურიდიული პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც არ ითვლებიან იურიდიულ პირებად, საქონლის გადაზიდვისას გამოწერილ უნდა იქნეს სსაფ, რომელზედაც საგადასახადო ინსპექციის მიერ წინასწარ სსაფ-ის საგადასახადო ორგანოდან გატანისას კეთდება წარწერა „შიდა გადაზიდვა”, ხოლო თუ ტრანსპორტირება ხდება საბაჟო გაფორმების ადგილიდან – „შიდა გადაზიდვა. იმპორტი”

[https://legali.ge/law/59080/muxli-7/](https://legali.ge/law/59080/muxli-7/)

---

## მუხლი 9. ნავთობპროდუქტების საავტომობილო ტრანსპორტით ტრანსპორტირებისას სსაფ-ის 1-ლი და მე-3 ეგზემპლარები აუცილებლად უნდა ინახებოდეს გადამზიდავთან (იმ სატრანსპორტო საშუალებაში, რომელიც ახორციელებს ნავთობპროდუქტი



[https://legali.ge/law/59080/muxli-9/](https://legali.ge/law/59080/muxli-9/)

---

## მუხლი 15. სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის (ბრძანების დანართი №2) შევსება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

1. გრაფა „1”-ში მიეთითება ოპერაციის განხორციელების თარიღი სიტყვიერად.
2. გრაფა „2”-ში მიეთითება ოპერაციის განხორციელების თვე სიტყვიერად.
3. გრაფა „3”-ში მიეთითება გამყიდველის დასახელება, ხოლო თუ გამყიდველი არის ფიზიკური პირი – მისი სახელი და გვარი.
4. გრაფა „4”- ში მიეთითება გამყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი.
5. გრაფა „5”-ში მიეთითება გამყიდველის იურიდიული მისამართი.
6. გრაფა „6”-ში მიეთითება გამყიდველის დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სეტიფიკატის ნომერი;
7. გრაფა „7”-ში მიეთითება მყიდველის დასახლება, ხოლო თუ მყიდველი არის ფიზიკური პირი – მისი სახელი და გვარი.
8. გრაფა „8”-ში მიეთითება მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი.
9. გრაფა „9”-ში მიეთითება მყიდველის იურიდიული მისამართი.
10. გრაფა „11”-ის:
ა) პირველ სვეტში მიეთითება საქონლის დასახელება ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 სვეტის შესაბამისად. მაგ., თუ რეალიზაცია ხდება ნავთობის მსუბუქი დისტილატის – საავტომობილო ბენზინის (რეგულარი აი-91-ის), შესაბამის უჯრაში უნდა მიეთითოს „ბენზინი, რეგულარი აი-91” (ხდება შტამპით);
ბ) მეორე სვეტში მიეთითება ზომის ერთეული, რომლის გათვალისწინებით ხორციელდება საქონლის რეალიზაცია;
გ) მესამე სვეტში მიეთითება მიწოდებული საქონლის რაოდენობა არაბული ციფრებით;
დ) მეოთხე სვეტში მიეთითება საქონლის ერთეულის სარეალიზაციო ფასი ლარებში, დღგ-ისა და აქციზის გადასახადის გარეშე;
ე) მეხუთე სვეტში მიეთითება საქონლის სარეალიზაციო ფასი დღგ-ისა და აქციზის გამოკლებით, ლარებში;
ვ) მეექვსე სვეტში მიეთითება დასაბეგრი აქციზის გადასახადის განაკვეთი;
ზ) მეშვიდე სვეტში მიეთითება დასაბეგრი აქციზის გადასახადის საერთო ოდენობა;
თ) მერვე სვეტში მიეთითება დღგ-ის განაკვეთი;
ი) მეცხრე სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა;
კ) მეათე სვეტში მიეთითება საქონლის მთლიანი ღირებულება დღგ-ისა და აქციზის ჩათვლით.
11. გრაფა „12”-ის:
ა) პირველ სვეტში მიეთითება რეალიზებული საქონლის ოთხნიშნა კოდი, რომელიც განსაზღვრულია ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-4 სვეტში. კოდი ჩაიწერება ისე, რომ თითოეულ უჯარაში მოხვდეს თითო ციფრი;
ბ) მეორე სვეტში მიეთითება ზომის ერთეული კგ-ში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მე-11 გრაფის მეორე სვეტში მითითებულია განსხვავებული ზომის ერთეული (მაგ., ლიტრი ან მ3);
გ) მესამე სვეტში მიეთითება მიწოდებული საქონლის რაოდენობა.
12. გრაფა „13”-ში მიეთითება გამყიდველის მიერ ნავთობპროდუქტების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, იმპორტის შემთხვევაში საბაჟო სატვირთო დეკლარაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი. თუ ნავთობპროდუქტების შეძენა განხორციელდა სსაფ-ის მეშვეობით, აღნიშნულ გრაფაში კეთდება აღნიშვნა „X”.
13. გრაფა „14”-ში მიეთითება გამყიდველის მიერ ნავთობპროდუქტების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ სსაფ-ის სერია, ნომერი და სსაფ-ის შევსების თარიღი, იმპორტის შემთხვევაში აღნიშნულ გრაფაში კეთდება აღნიშვნა „X”; ნავთობპროდუქტების წარმოების შემთხვევაში მე-14 გრაფაში გადაიხაზება სიტყვა „სსაფ” და მიეთითება „შს” და შესაბამისობის სერტიფიკატის ნომერი.
14. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიღებულია ნავთობპროდუქტების გადამუშავებით, შესაბამისად მე-13 და მე-14 გრაფებში მიეთითება ძირითადი ნედლეულის (რომლის რაოდენობაც აჭარბებს დანარჩენი ნედლეულის რაოდენობას) შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსდ ან სსაფ).
15. გრაფა „15”-ში მიეთითება გადახდის პირობები – გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელდა, გადარიცხვით თუ კონსიგნაციით.
16. გრაფა „16”-ში მიეთითება ანგარიშსწორების თარიღი.
17. გრაფა „17”-ში ჩანაწერი კეთდება იმ შემთხვევაში, როდესაც გაუქმებული სსაფ-ის ნაცვლად გამოიწერება ახალი სსაფ, რომელშიც აისახება ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციის რეკვიზიტები, ხოლო გრაფა „17”-ში კეთდება აღნიშვნა „კორექტირებული” და მიეთითება გაუქმებული სსაფ-ის ნომერი.
18. გრაფა „18”-ში მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების დრო. მაგ., თუ ტრანსპორტირება დაიწყო 13 სთ-სა და 25 წუთზე, გრაფაში მიეთითება 13:25.
19. გრაფა „19”-ში მიეთითება მისამართი, სადაც განხორციელდა ნავთობპროდუქტების სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა.
20. გრაფა „20”-ში მიეთითება ნავთობის დისტილატების ტრანსპორტირების დაწყების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის) საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტის სარეგისტრა-ციო ნომერი.
21. გრაფა „21”-ში მიეთითება საქონლის მიტანის ადგილის მისამართი.
22. გრაფა „22”-ში მიეთითება ნავთობის დისტილატების ტრანსპორტირების დამთავრების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის) საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი. თუ ნავთობის დისტილატის გადაადგილება ხდება ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციაში როგორც ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტი, აღნიშნულ გრაფაში კეთდება აღნიშვნა „X”.
23. გრაფა „23”-ში მიეთითება ტრანსპორტის სახე, რომლითაც არის გათვალისწინებული ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირება, საავტომობოლო თუ სარკინიგზო.
24. გრაფა „24”-ში მიეთითება სატრანსპორტო საშუალებების მარკა და სახელმწიფო ნომერი, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვის დროს – ვაგონის ნომერი.
25. გრაფა „25”-ში მიეთითება მძღოლის სახელი და გვარი.
26. გრაფა „26”-ში მიეთითება გადამზიდავის დასახელება, ხოლო თუ გადამზიდავი არის ფიზიკური პირი – მისი სახელი და გვარი.
27. გრაფა „27”-ში მიეთითება გადამზიდავის საიდენტიფიკაციო ნომერი.
28. გრაფა „28”-ში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების დამთავრების შემდგომ საქონლის მიმღები აკეთებს ხელმოწერას.
29. სსაფ გამოიწერება მხოლოდ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე (სარკინიგზო გადაზიდვებისას სსაფ გამოიწერება თითოეულ ვაგონზე).
30. სსაფ-ის მე-20 და 22-ე გრაფები ივსება მხოლოდ ნედლი ნავთობის, ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების (ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 გრაფების შესაბამისად) რეალიზაციისას (გადაზიდვისას)

[https://legali.ge/law/59080/muxli-15/](https://legali.ge/law/59080/muxli-15/)

---

## მუხლი 18. იურიდიული პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც არ ითვლებიან იურიდიულ პირებად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვისას გამოწერილ უნდა იქნეს სსაფ, რომელზედაც საგადასახადო ინსპექციის მიერ წინასწარ სსაფ-



[https://legali.ge/law/59080/muxli-18/](https://legali.ge/law/59080/muxli-18/)

---

## მუხლი 19. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო გაფორმების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე საქონლის ტრანსპორტირებას, გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს ს

სავალდებულოა განაცხადს თან ერთოდეს სსდ-ის ქსეროასლი.
აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია გასცემს, ამ ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო გაფორმების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე საქონლის ტრანსპორტირებისათვის სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურას, რაზეც კეთდება წარწერა „შიდა გადაზიდვა. იმპორტი”, ასევე გაცემისას საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელის მიერ ივსება სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის მე-7, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 გარაფების პირველი, მეორე და მესამე სვეტები, მე-19, 21-ე, 22-ე გრაფები, ხოლო მე-3, მე-4, მე-5, მე-6 გრაფები და მე-11 გრაფის მე-4 – მე-10 სვეტებში, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 გრაფებში კეთდება აღნიშვნა „X”. დანარჩენი გრაფები ივსება გადასახადის გადამხდელის მიერ

[https://legali.ge/law/59080/muxli-19/](https://legali.ge/law/59080/muxli-19/)

---

## მუხლი 20. საბაჟო გაფორმების ორგანოს პასუხისგებელი პირი ვალდებულია, საბაჟო გაფორმება (თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტი) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევა) დაამთავროს, მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიერ საბაჟო გაფორ



[https://legali.ge/law/59080/muxli-20/](https://legali.ge/law/59080/muxli-20/)

---

## მუხლი 22. სსაფ-ში, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის სპეციალურ დანართში და სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიურ დეკლარაციაში სავალდებულოა ნავთობპ



[https://legali.ge/law/59080/muxli-22/](https://legali.ge/law/59080/muxli-22/)

---

## მუხლი 24. გადასახადის გადამხდელების მიერ, რომლებიც რეგისტრირებული არიან დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელებად, საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ინსპექციას სსაფ წარედგინება „დამა

1) მყიდველის მიერ I ეგზემპლარი (ორიგინალი);
2) გამყიდველის მიერ IV ეგზემპლარი

[https://legali.ge/law/59080/muxli-24/](https://legali.ge/law/59080/muxli-24/)

---

## მუხლი 25. გადასახდის გადამხდელების მიერ, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელებად, საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ინსპექციას სსაფ წარედგინება „სპ

1) მყიდველის მიერ I ეგზემპლარი (ორიგინალი);
2) გამყიდველის მიერ IV ეგზემპლარი

[https://legali.ge/law/59080/muxli-25/](https://legali.ge/law/59080/muxli-25/)

---

## მუხლი 26. საგადასახადო ინსპექციები არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში წარადგენენ გადამხდელების მიერ საანგარი



[https://legali.ge/law/59080/muxli-26/](https://legali.ge/law/59080/muxli-26/)

---

## მუხლი 27. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა 2004 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების რეალიზაციის სტაციონარული ობიექტების (მათ შორის ნავთობის მოპოვ



[https://legali.ge/law/59080/muxli-27/](https://legali.ge/law/59080/muxli-27/)

---

## მუხლი 28. ნავთობპროდუქტების საბითუმო მიმწოდებლებისთვის სავალდებულო წესით განისაზღვროს „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და გაცემის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის” წარმოება (დანართი №11), ხოლო საცალო



[https://legali.ge/law/59080/muxli-28/](https://legali.ge/law/59080/muxli-28/)

---

## მუხლი 29. „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და გაცემის აღრიცხვისა” და „ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალებში” (შემდგომში – „ჟურნალი”) შესაბამის ჩანაწერებს აფიქსირებს გ



[https://legali.ge/law/59080/muxli-29/](https://legali.ge/law/59080/muxli-29/)

---

## მუხლი 32. ყველა ჩანაწერი ჟურნალში უნდა გაკეთდეს ლურჯი ან შავი ფერის მელნით (პასტით)

დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერების ამოშლა, გადაშლა ან სხვაგვარი გადაშლის საშუალების გამოყენება. აუცილებლობიდან გამომდინარე, შეცდომით გაკეთებული ჩანაწერი მკრთალად გადაიხაზება მელნით (პასტით), ისე, რომ ნათლად შეიძლებოდეს შეცდომით გაკეთებული ჩანაწერის წაკითხვა. ახალი ჩანაწერი კეთდება იმავე სვეტში, შემდეგ სტრიქონზე გარკვევით, ხოლო სვეტში „შენიშვნა” პირი, რომელიც პასუხისმგებელია ჟურნალის წარმოებაზე, აკეთებს შემდეგ ჩანაწერს: „შესწორება (გრაფის ნომერი) გრაფაში გაკეთებულია (თარიღი), ხელმოწერა (გვარი, სახელი).

[https://legali.ge/law/59080/muxli-32/](https://legali.ge/law/59080/muxli-32/)

---

## მუხლი 33. წლის დამთავრების (ან ჟურნალის შევსების) შემდგომ, ჟურნალის თავფურცელზე კეთდება ჩანაწერი ჟურნალში რეგისტრირებული რიგითი ნომრების დიაპაზონების შესახებ, ჟურნალის ჩანაწერის დასაწყისისა და დამთავრების შესახ

შევსებული ჟურნალი ინახება გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა ბუღალტრულ დოკუმენტებთან ერთად 6 წლის განმავლობაში.
პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ჟურნალის წარმოებაზე, ვალდებული არიან მიიღონ ყველა ზომა, რათა დაცული იყოს ჟურნალი დაკარგვისა ან სხვაგვარი ზემოქმედებისგან. მისი გაცნობა (საგადასახადო თანამშრომლის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ) აუცილებლად უნდა განხორციელდეს ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის (მისი შემცვლელის) ან ბუღალტრის თანდასწრებით

[https://legali.ge/law/59080/muxli-33/](https://legali.ge/law/59080/muxli-33/)

---

## მუხლი 34. ჟურნალი წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტს. ის უნდა ინახებოდეს უშუალოდ ობიექტზე, სადაც ხორციელდება ნავთობპროდუქტების მიღება-რეალიზაცია (შენახვა); მისი გატანა ან გაგზავნა სხვა ობიექტზე (შენობაში) დაუშვებ



[https://legali.ge/law/59080/muxli-34/](https://legali.ge/law/59080/muxli-34/)

---

## მუხლი 36. სსაფ-ის ამ ბრძანებით გათვალისწინებული ფორმის დაბეჭდვამდე გამოყენებულ იქნეს სსაფ-ის საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 7 აპრილის №241 ბრძანებით „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დაბეგვრის



[https://legali.ge/law/59080/muxli-36/](https://legali.ge/law/59080/muxli-36/)

---

## მუხლი 39. ბრძანების 27-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ზ. ნოღაიდელი
დანართი 1

№
სასაქონლო ჯგუფის დასახელება
სესსნ კოდი
სსაფ-ში მისათითებელი კოდი
1.
2.
3.
4.
1.
ზეთები
340319100
340319910
340319990
340399900

3403
2.
ნედლი ნავთობი (გარდა მილსადენისა)
270900
270900100
270900900

2709
3.
ბიტუმი
271320000
271390900
2713
4.
ნავთობის მსუბუქი დისტილატები:
ბენზინი გადამუშავებისათვის

სპეციალური ბენზინი:

საავიაციო ბენზინი
საავტომობილო ბენზინები
ბენზინი ნორმალი აი-80
ბენზინი რეგულარი აი-91
ბენზინი პრემიუმი აი-95
ბენზინი სუპერი აი-98
რეაქტიული და სხვა ბენზინი
271000110
271000150

271000210

271000250
271000260
271000270
271000270
271000290
271000320
271000370
271000390

0110
0210
0260
0271
0270
0290
0320
0370
5.
ნავთობის საშუალო დიტილატები:
გადამუშავების საშუალო დისტილატი

ნავთი (რეაქტიული საწვავაი და სხვა)
სხვა საშუალო დისტილატები
271000410
271000450
271000510
271000550
271000590

0410
0510
0590
6.
ნავთობის მძიმე დისტილატები:
- გაზოილი (დიზელის საწვავი):
-- გადამუშავების დიზელის საწვავი

-- დიზელის მოტორული საწვავი

- თხევადი საწვავი (მაზუთი)
- საპოხო ზეთები

271000610
271000650
271000690
271000710

271000780
271000810
271000980

0610
0690
0710
0810
7.
თხევადი გაზი
271111000
271119000,
290110100
290129800

2901
8.
მისართები, გამხსნელები, ანტიდეტონატორი (გარდა ნაფტალინისა – 270740000)
270710100-270760600, 290211100-290243000, 290510000-290516900, 381111100-381190000, 381400100, 381400900, 271220000

2905
9.
პიროლიზური პროდუქტი
391110000, 391190900
3911

შენიშვნა:
1. სპეციალურ დანართში აისახება მხოლოდ და მხოლოდ ნავთობპროდუქტების მიწოდების ოპერაციებთან დაკავშირებული მონაცემები (გარდა 21-ე, 22-ე,25-ე და 27-ე გრაფებისა).
2. სპეციალური დანართის პირველი ნაწილის 21-ე, 22-ე,25-ე და 27-ე გრაფებში გადმოიტანება დღგ-ს დეკლარაციის მონაცემები შესაბამისად მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე გრაფების მიხედვით.
3. III ნაწილის მე-6-7 სვეტებში აისახება საცალო ქსელის მიერ საბოლოო მომხმარებელზე სსაფ-ის გარეშე მიწოდებული ნავთობპროდუქტი.
4. III ნაწილში საქონლის ნაშთები და მოძრაობა წარმოდგენილი უნდა იყოს მათი სახეობების და სასაქონლო კოდების მიხედვით მიხედვით რაოდენობრივად.
5. თუ მონაცემები სრულად არ თავსდება II დაIII ნაწილში, ისინი წარმოდგენილი უნდა იქნეს ცალკე დანართის სახით.
დანართი N4

ინფორმაცია სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ
ინსპექციის დასახელება _____________________________________

ჩათვლები განხორციელებულია სპეციალური
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (მათ შორის კორექტირების)
დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილი
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ
ფაქტურები (მათ შორის კორექტირების)
ნომერი
დღგ-ის თანხა
სსაფ-ის ნომერი, რომლის კორექტირებაც წარმოებს
ნომერი
დღგ-ის თანხა
სსაფ-ის ნომერი, რომლის კორექტირებაც წარმოებს

ინსპექციის უფროსი (ხელმოწერა)
დანართი №5

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპეციას
განაცხადი
სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტრის მიღებაზე

გადასახადის გადამხდელის დასახელება, იურიდიული მისამართი:
_________________________________________________________
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: ___________
დღგ-ის გადამხდელის სერთიფიკატის ნომერი გაცემის თარიღი: ________
იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომლიც ადასტურებს შეძენილი (წარმოებული) ნავთობპროდუქტების რეალობას.
1.
2.
3.
4.
იმ ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტების ნაშთები, რომელთათვისაც ხდება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოთხოვნა (ივსება თითოეული ობიექტისათვის ინდივიდუალურად, პირველი მოთხოვნის დროს ივსება მხოლოდ ნაშთი მოთხოვნის დროს) და მოთხოვნილი სსაფ-ების რაოდენობა ობიექტების მიხედვით:

ობიექტის მისამართი ___________________________

დანართი №6
საგადასახადო ინსპეციის დასახელება
განაცხადი
საიმპორტო (საექსპორტო) საქონლის (ნედლი ნავთობი, ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები) შიდა გადაზიდვის
სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტრის მიღებაზე

გადასახადის გადამხდელის დასახელება, იურიდიული მისამართი.
2. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.
3. დღგ-ის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი გაცემის თარიღი.
4. სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაცემის საფუძველს წარმოადგენს სპეცლალური საბაჟო სატვირთო დეკლარაცია (სსსდ) № გაცემული „ “ 200 წ.

სსსდ განსაზღვრული საქონლის საბაჟო გაფორმების შემდგომ საქონლის ტრანსპორტირებისათვის მესაჭიროება ------ ცალი სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სადაც შეტანილ უნდა იქნას შემდეგი მონაცემები (თითო გრაფა ივსება გასაცემი თითოეული ანგარიშფაქტურის შესაბამისად):

#
საქონლის დასახელე-ბა და კოდი
საქონლის რაოდე-ნობა კგში
გაფორმე-ბის საბაჟო ორგანოს დასახე-ლება
ტრანსპორტირების დაწყების ადგილის მისამართი
ტრანსპორტირების დამთავრებისა ადგილის მისამართი
დასაწყობე-ბის ადგილის რეგისტრაციის ნომერი *
შენიშვნა
11

22

33

44

55

66

7

ვადასტურეაბ, რომ განაცხადში მოცემული ინფორმაცია სწორია და სრულად ასახავს ნავთობპროდუქტების მოძრაობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.

გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა ------------------------- რიცხვი, თვე, წელი.

ვადასტურებ, რომ დეკლარაციაში მოცემული ინფორმაცია სწორია და სრულად ასახავს საგადასახადო პერიოდისათვის ნავთობპროდუქტების მიწოდებასთან (წარმოებასთან) დაკავშირებულ ოპერაციებს
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა ------------------------- რიცხვი, თვე, წელი.
საგადასახადო ისნპექციის აღმნიშვნა
კამერალური შემოწმების შედეგად შეტანილია შესწორებები: ------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმების რიცხვი, თვე, წელი ხელმოწერა ---------------------
შენიშვნა:
1. სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიური დეკლარაცია სამომსახურო საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი უნდა იყოს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვში (სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან ერთად).
2. დეკლარაციის არასწორად შევსებისათვის პასუხისგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №8
ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტის სარეგისტრაციო ფორმა.
1. ობიექტის მისამართი ----------------------------------------------------------------------------------
ქალაქი, რაიონი, სოფელი, ქუჩის ნომერი.
2. ობიექტის საფოსტო ინდექსი -------------------------------------------------------------
3. ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.
-----------------------------------------------------------------------------------------------
4. ობიექტის მფლობელის (საკუთრების უფლების) დასახელება, მისი იურიდიული მისამართი და
საინდენტიფიკაციო ნომერი.
5. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი.
6. ობიექტის საქმიანობის აღწერა -------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიების (ნებართვების) ჩამონათვალი, მათი გამცემი ორგანოს დასახელება, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.
8. ობიექტის მოსარგებლეთა ჩამონათვალი:

№№
მოსარგებ-ლის დასახელე-ბა
მოსარგებლის საიდენტიფიკაციო ნომერი
მოსარგებლის იურიდიული მისამართი
ობიექტის სარგებლობ-ის დასაწყისი
საიჯარო ხელშეკ-რულების ვადა
მოსარგებლის საკონტაქტო ტელეფონები
შენიშვნა

9. ობიექტის რეზერვუარების აღწერა: მათი რაოდენობა და ტევადობები; ასევე ტერიტორიის მოკლე აღწერა --------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
10. ინფორმაციის შეგროვებაზე პასუხისგებელი პირი -------------------------------------
11. მარეგისტრირებელი საგადასახადო ინსპექცია -------------------------------------------
12. მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი
13. სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების თარიღი „ “ 200 წ.
14. სარეგსტრაციო მოწმობა ჩავიბარე ----------------------------------------- ----------
მიმღების დასახელება               ხელმოწერა

დანართი №9
ავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტის სარეგისტრაციო მოწმობა

ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი

1. ობიექტის მისამართი --------------------------------------------------------------------
ქალაქი, რაიონი, სოფელი, ქუჩის ნომერი.
2. ობიექტის საფოსტო ინდექსი -----------------------------------------------------------

3. ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტაციის ნომერი და თარიღი.

4. ობიექტის საქმიანობის სახე.

5. საგადასახადო ინსპექციის მიერ მინიჭებული სარეგისტაციო ნომრის თარიღი „ “ 200 წ.

6. საგადასახადო ისნპექციის უფროსის ხელმოწერა

ბ.ა. „ “ 200 წ

[https://legali.ge/law/59080/muxli-39/](https://legali.ge/law/59080/muxli-39/)
