უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის, მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების დამზღვევი სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ"
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაა ძალადაკარგული დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 18.11.2004
ძალის დაკარგვა 25.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.24.016.006.872
გამოქვეყნების წყარო სსმ, 138, 30/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის, მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების დამზღვევი სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.24.016.006.872
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №53
2004 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების დამრღვევი სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების დამრღვევი სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ცერცვაძე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების დამრღვევი სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესი
მუხლი 1🔗
სადაზღვევო კომპანიების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების დაკისრების წესი შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად და განსაზღვრავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების დარღვევისას სადაზღვევო კომპანიების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესს.
მუხლი 2🔗
1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სადაზღვევო კომპანიების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ სადაზღვევო საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შესწავლის პროცესში ან მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევ პირს აკისრებს შესაბამის სანქციებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქციების სახეებია:
ა) მითითება;
ბ) ფინანსური სანქცია;
გ) ლიცენზიის მოქმედების შეჩერება;
დ) ლიცენზიის გაუქმება.
მუხლი 3🔗
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიმართ ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სანქციებს ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით, მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შემდეგ შემთხვევაში:
ა) ინფორმაციის სისტემატიზაციისა და კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ან სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრაგანმტკიცების მოთხოვნათა შეუსრულებლობისას;
ბ) იდენტიფიკაციისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით ვალდებულებების შეუსრულებლობისას;
გ) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისას;
დ) მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშების წარუდგენლობასთან დაკავშირებით, აგრეთვე წარდგენისათვის განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისას;
ე) ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნათა დარღვევისას;
ვ) ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის დარღვევისას;
ზ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისას.
მუხლი 4🔗
1. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული დარღვევებისათვის სანქციების დაკისრება ხორციელდება ამავე წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული სანქციების სახეების თანმიმდევრობით.
2. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი ამ რამდენიმე მოთხოვნის დარღვევისას, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სადაზღვევო კომპანიას და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს უთითებს ამ დარღვევის (დარღვევების) აღმოფხვრის შესახებ, ხოლო მითითებების განსაზღვრულ ვადაში (არა უმეტეს ორი კვირა) შეუსრულებლობის ან იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკისრებს ფინანსურ სანქციას.
3. სადაზღვევო კომპანიის მიერ ამ წესის მე-3 მუხლის „ა” ქვეპუნქტით, ხოლო არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ ამავე მუხლის ნებისმიერი ან რამდენიმე ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევისათვის დაკისრებული ფინანსური ვალდებულების ორი კვირის ვადაში გადაუხდელობის შემთხვე-ვაში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სამ თვემდე ვადით ან ფინანსური სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის მომენტამდე სადაზღვევო კომპანიას დაზღვევის ყველა სახეობაში, ხოლო არასახელმწიფო სქემის დამფუძნებელს საპენსიო დაზღვევის სახეობაში უჩერებს ლიცენზიის მოქმედებას. სადაზღვევო კომპანიის მიერ ამ წესის მე-3 მუხლის „ბ”, „გ”, „დ”, „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევისათვის დაკისრებული ფინანსური სანქციების ორი კვირის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სადაზღვევო კომპანიას ფინანსური სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის მომენტამდე ან სამ თვემდე ვადით უჩერებს ლიცენზიის მოქმედებას დაზღვევის იმ სახეობაში, რომელშიც გამოვლენილი დარღვევისათვის იქნა გამოყენებული ფინანსური სანქცია.
4. სადაზღვევო კომპანიისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული სანქციების არაერთხელ (არანაკლებ სამი შემთხვევისა) გამოყენების მიუხედავად, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სამი თვის ვადაში შეუსრულებლობისას, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სადაზღვევო კომპანიას ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს უუქმებს ლიცენზიის მოქმედებას.
მუხლი 5🔗
1. მე-3 მუხლის ა) ბ) გ) ე) ვ) ზ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიის და არასახელწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიმართ დაკისრებული ფინანსური სანქციის ოდენობა განისაზღვ-რება 300 ლარით.
2. მე-3 მუხლის დ) პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიმართ დაკისრებული ფინანსური სანქციის ოდენობა განისაზღვრება გარიგების თანხის 1%-ით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობისა.
მუხლი 6🔗
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ამ წესის მე-5 მუხლით დაკისრებული ფინანსური სანქციების გადახდა სადაზღვევო კომპანიისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.