„საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის №196 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №351 |
|
2023 წლის 4 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საჰაერო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 28-ე პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება“.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება“;
ბ) პირველი − მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ან/და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გამცემ ორგანოს, ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 3
1. საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ნებართვის მისაღებად სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული პირი სააგენტოს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, დამატებით წარუდგენს:
ა) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახეობის სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ნებართვას მოითხოვს მაძიებელი;
ბ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ გეოგრაფიულ რეგიონში, რა დროის პერიოდში და რა ტიპის საჰაერო ხომალდ(ებ)ით შესრულდება საავიაციო სამუშაოები;
გ) სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ნებართვის მაძიებლის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტებს (სადაზღვევო პოლისებს) ან ეკვივალენტურ დოკუმენტებს იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება, მიადგეს მგზავრს, ტვირთს, ბარგსა და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის ქმედებით;
დ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ან სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი ეკვივალენტური დოკუმენტის, აგრეთვე სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის ასლსა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ხმაურის სერტიფიკატის ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობას (იმ სახეობის სპეციალიზებული ექსპლუატაციისათვის, რომლებიც საჭიროებენ საჰაერო ხომალდიდან ფოტო და ვიდეოგადაღებას);
ვ) ინფორმაციას ექსპლუატანტის იურიდიული მისამართის თაობაზე;
ზ) პასუხისმგებელი ხელმძღვანელის სახელსა და გვარს და საკონტაქტო ინფორმაციას;
თ) საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის სერტიფიკატ(ებ)ს;
ი) სპეციალური ნებართვის (SPA) ჩამონათვალს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კ) მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალს (MEL) ან კონფიგურაციიდან გადახრის ჩამონათვალს (CDL), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ლ) ინფორმაციას საავარიო, სამაშველო და სხვა აღჭურვილობის შესახებ;
მ) საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს (AFM) ან ეკვივალენტურ დოკუმენტ(ებ)ს;
ნ) ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს (OM), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ო) ჩანაწერებს ექსპლუატაციაში მონაწილე პერსონალის (მათ შორის, ეკიპაჟის წევრების, ამოცანის შემსრულებელი სპეციალისტებისა და ტექნიკური პერსონალის) გამოცდილების, კვალიფიკაციისა და გავლილი მომზადების შესახებ;
პ) ინფორმაციას საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების მართვის ორგანიზაციის (CAMO) შესახებ.
2. მაღალი რისკის კომერციული საავიაციო სამუშაოს განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელმა, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, დამატებით უნდა წარადგინოს სპეციალიზებული საექსპლუატაციო პროცედურები, რომლებიც შემუშავებულია მაღალი რისკის შემცველი საავიაციო სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით.
შენიშვნა: მაღალი რისკის კომერციული სპეციალიზებული საექსპლუატაციო პროცედურები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.
3. საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ნებართვა გაიცემა კონკრეტული სახეობის საავიაციო სამუშაოს წარმოებაზე, მაძიებლის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.“;
გ) მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:
„მუხლი 9. ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება სხვა ქვეყნის საჰაერო ხომალდზე, რომლითაც ხორციელდება სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები):
ა) ჰუმანიტარული მიზნით;
ბ) ქვეყანაში შექმნილი საომარი მდგომარეობის, საგანგებო მდგომარეობის, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ავარიის დროს ადამიანების, სახელმწიფო და კერძო ქონების გადასარჩენად.“.
2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე სააგენტოს მიერ უვადოდ გაცემული ნებართვები საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების შესახებ მოქმედია 2025 წლის 1 იანვრამდე.
|