ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის ლეო და ნოდარ გაბუნიების სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №433
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016793
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2023
matsne.gov.ge 172 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №579 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 21.11.2023 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული ერთი უსახელო ჩიხისთვის ბათლომე ხუციშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 09.09.2022 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ლომისის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 23.09.2025 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან არსებული ორი უსახელო ჩიხისთვის იოსებ კეჭაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 24.07.2020 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, რუსთაველის ქუჩისთვის, მასთან არსებული ორი შესახვევისთვის და ხუთი ჩიხისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 01.10.2020

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის ლეო და ნოდარ გაბუნიების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №433 2023 წლის 25 აგვისტო  ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის ლეო და ნოდარ გაბუნიების სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ვაკის რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩასთან არსებულ ორ უსახელო შესახვევს მიენიჭოს ლეო და ნოდარ გაბუნიების სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                        გიორგი ტყემალაძე