ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ნაძვების ქუჩის მონაკვეთისთვის ნაძვების I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №434
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016805
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2023
matsne.gov.ge 152 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ნატალია სამქანაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 25.08.2023 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში არჯევან ანანიაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ალადასტურის ქუჩის გაგრძელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 20.05.2025 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის სამადლოს სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 15.06.2021 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერის შესახვევისთვის სატივეს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 29.03.2019

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ნაძვების ქუჩის მონაკვეთისთვის ნაძვების I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №434 2023 წლის 25 აგვისტო  ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ნაძვების ქუჩის მონაკვეთისთვის ნაძვების I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ვაკის რაიონში, ნაძვების ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ნაძვების I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გიორგი ტყემალაძე