ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ტრანსპორტის ქუჩისთვის პოეტის, ფილოლოგის ანზორ აბულაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №430
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016802
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2023
matsne.gov.ge 155 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ცუცხვათის ქუჩისთვის პოეტის მარიამ აბრამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 19.05.2023 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზაალ დუმბაძის ქუჩისთვის გერგეტის შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 21.02.2023 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოეტის, ზურაბ გორგილაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 23.09.2025 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, მარიკა ბარათაშვილის ჩიხისთვის მარიკა ბარათაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 10.06.2022 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ბათუ კრავეიშვილის ქუჩისთვის ნიაღვრის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 81% 23.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ტრანსპორტის ქუჩისთვის პოეტის, ფილოლოგის ანზორ აბულაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №430 2023 წლის 25 აგვისტო  ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ტრანსპორტის ქუჩისთვის პოეტის, ფილოლოგის – ანზორ აბულაშვილის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დიდუბის რაიონში, ტრანსპორტის ქუჩას მიენიჭოს პოეტის, ფილოლოგის – ანზორ აბულაშვილის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე