ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირთან არსებული უსახელო სკვერისთვის რეჟისორის გიზო ჟორდანიას სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 25.08.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №429
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016801
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის ნიკო კვარაცხელიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩისთვის რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, რეზო გაბაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის რეზო გაბაშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ადამ მიცკევიჩის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მომღერალ თემურ წიკლაურის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნოდარ დუმბაძის გამზირთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის, ნინო ნეკერიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირთან არსებული უსახელო სკვერისთვის რეჟისორის გიზო ჟორდანიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №429
2023 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირთან არსებული უსახელო სკვერისთვის რეჟისორს გიზო ჟორდანიას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს რეჟისორის გიზო ჟორდანიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე