ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის მსახიობის ნინო დავითაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 25.08.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №425
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016797
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, ნუგზარ აფხაიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მსახიობის გიორგი გაბელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევისთვის მსახიობის კახი კავსაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მსახიობის გურამ ფირცხალავას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის თეატრთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მსახიობის, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის თამარ წულუკიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის და „დ“ ქუჩებისთვის რეჟისორისა და მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის მსახიობის ნინო დავითაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №425
2023 წლის
25 აგვისტო
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის მსახიობის ნინო დავითაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში ბარალეთის ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ სამ ჩიხს მიენიჭოს მსახიობის ნინო დავითაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე