ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივანე მიჩურინის ქუჩის მონაკვეთისთვის აკადემიკოს ნანა ხაზარაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №423
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016795
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2023
matsne.gov.ge 157 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, წინანდლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები ყურაშვილების სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 09.08.2022 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ყაზახი განმანათლებლის, პოეტის აბაის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 24.07.2020 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 16.08.2019 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, დემნა შენგელაიას ქუჩისთვის აფხაზეთის ომში მებრძოლის თორნიკე ქურდაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 21.02.2023 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის "შოთა გოგუაძის" სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 25.11.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივანე მიჩურინის ქუჩის მონაკვეთისთვის აკადემიკოს ნანა ხაზარაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება  № 423  2023 წლის  25 აგვისტო ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივანე მიჩურინის ქუჩის მონაკვეთისთვის აკადემიკოს ნანა ხაზარაძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ჩუღურეთის რაიონში ივანე მიჩურინის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აკადემიკოს ნანა ხაზარაძის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                             გიორგი ტყემალაძე