ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ორხევის ქუჩისთვის და ორხევის I გასასვლელისთვის დრამატურგის გია ბადრიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 25.08.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №421
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016806
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა კოხრეიძის ქუჩისთვის სპორტსმენის, მოჭიდავის ვლადიმერ რუბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მომღერალ ნუგზარ აფხაიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ბათუმის შესახვევისთვის ქორეოგრაფის რევაზ ჭოხონელიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იუნკერ ოთარ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ძევერას ქუჩისთვის მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ორხევის ქუჩისთვის და ორხევის I გასასვლელისთვის დრამატურგის გია ბადრიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება N421
2023 წლის
25 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ორხევის ქუჩისთვის და ორხევის I გასასვლელისთვის დრამატურგის
– გია ბადრიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ჩუღურეთის რაიონში ორხევის ქუჩას და ორხევის I გასასვლელს მიენიჭოს დრამატურგის – გია ბადრიძის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე