ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მნათობის ქუჩის მონაკვეთისთვის, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის მონაკვეთისთვის, პაატა სააკაძის ქუჩის მონაკვეთისთვის და მნათობის ჩიხის მონაკვეთისთვის მწერლის ზაირა არსენიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №419
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016818
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/09/2023
matsne.gov.ge 273 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ჩიხისთვის, ზურგოვანის ტერიტორიაზე მდებარე ასი ათასი მოწამის ქუჩისთვის და მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისთვის საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 20.12.2024 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ზურაბ პატარიძის ქუჩისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 16.08.2019 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოეტის, ზურაბ გორგილაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 23.09.2025 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, მალხაზ დოლიძის ქუჩის მონაკვეთისთვის, წყნეთის გზატკეცილის შესახვევისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, უსახელო გასასვლელისთვის და ირაკლი უჩანეიშვილის I ჩიხისთვის, ფილოსოფოსის, მწერლის ჯანსუღ კორძაიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 09.08.2022 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 25.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მნათობის ქუჩის მონაკვეთისთვის, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის მონაკვეთისთვის, პაატა სააკაძის ქუჩის მონაკვეთისთვის და მნათობის ჩიხის მონაკვეთისთვის მწერლის ზაირა არსენიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №419 2023 წლის 25 აგვისტო  ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მნათობის ქუჩის მონაკვეთისთვის, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის მონაკვეთისთვის, პაატა სააკაძის ქუჩის მონაკვეთისთვის და მნათობის ჩიხის მონაკვეთისთვის მწერლის ზაირა არსენიშვილის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩის მონაკვეთს, მასთან მდებარე უსახელო ქუჩას, მნათობის ქუჩის მონაკვეთს, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის მონაკვეთს და პაატა სააკაძის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს მწერლის ზაირა არსენიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ჩუღურეთის რაიონში პაატა სააკაძის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს მწერლის – ზაირა არსენიშვილის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. ჩუღურეთის რაიონში ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩასთან მდებარე ორ უსახელო ჩიხს მიენიჭოს მწერლის – ზაირა არსენიშვილის I და II ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 4. ჩუღურეთის რაიონში ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩის მონაკვეთს და მნათობის ჩიხის მონაკვეთს მიენიჭოს მწერლის – ზაირა არსენიშვილის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 6. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           გიორგი ტყემალაძე