ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთისთვის და გიორგი ჩიტაიას ჩიხისთვის ილუზიონისტის ზურაბ ვადაჭკორიას სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 25.08.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №418
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016817
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/09/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხისთვის გიორგი ჭყონდიდელის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი წულაიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული II შესახვევისთვის აკადემიკოს გივი ცინცაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ლევან ჩოხელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის გეგუთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთისთვის და გიორგი ჩიტაიას ჩიხისთვის ილუზიონისტის ზურაბ ვადაჭკორიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №418
2023 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთისთვის და გიორგი ჩიტაიას ჩიხისთვის ილუზიონისტის ზურაბ ვადაჭკორიას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთს და გიორგი ჩიტაიას ჩიხს მიენიჭოს ილუზიონისტის ზურაბ ვადაჭკორიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე