ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, გარეკახეთის ქუჩისთვის ხელოვნებათმცოდნე გურამ აბრამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №414
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016813
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/09/2023
matsne.gov.ge 146 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, პეტრე მელიქიშვილის ქუჩისთვის პეტრე მელიქიშვილის გამზირის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 09.08.2022 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მახათას ქუჩის შესახვევისთვის მსახიობ ლიანა ასათიანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 23.07.2019 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, კახეთის შესახვევისთვის დირიჟორის ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 09.08.2022 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდისთვის მწერლის გურამ დოჩანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 04.11.2022 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევისთვის მსახიობის კახი კავსაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 07.09.2021

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, გარეკახეთის ქუჩისთვის ხელოვნებათმცოდნე გურამ აბრამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №414  2023 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, გარეკახეთის ქუჩისთვის ხელოვნებათმცოდნე გურამ აბრამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ისნის რაიონში, გარეკახეთის ქუჩას მიენიჭოს ხელოვნებათმცოდნე გურამ აბრამიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე