ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, უდაბნოს მონასტრის III შესახვევთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ისტორიკოსის მიხეილ გაფრინდაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 25.08.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №410
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016809
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/09/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, მეგობრობის I შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის ვახტანგ მალაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ნასახლარის ქუჩისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის პოეტის ფრიდონ ხალვაშის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, რეზო გაბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ისტორიკოსის, ფილოლოგის სერგი გორგაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის ხელბურთელის იმედო ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, თამარ მამულაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული გია ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, უდაბნოს მონასტრის III შესახვევთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ისტორიკოსის მიხეილ გაფრინდაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №410
2023 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, უდაბნოს მონასტრის III შესახვევთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ისტორიკოსის მიხეილ გაფრინდაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, უდაბნოს მონასტრის III შესახვევთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ ჩიხს მიენიჭოს ისტორიკოსის მიხეილ გაფრინდაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე