მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 01.09.2023
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.103.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.09.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციოულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №25
2023 წლის 1 სექტემბერი
დ. მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებისა და ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-15–მე-17 პუნქტების შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. განხორციელდეს მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება არაბული ციფრებით დანართი №1-ით განსაზღვრული ობიექტების შესაბამისად და თანდართული სიტუაციური რუკების გამოყენებით (დანართები №2; №3).
2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართელოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე.
4. განკარგულება გაეგზავნოს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე https://mestia.gov.ge.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ( მის.: ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე