„ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
220090000.11.004.016082
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №4

2023 წლის 8 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის №4 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 110628013, 30/06/2011; ს/კ: 220090000.11.004.016005) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეწარმე სუბიექტები (გარდა კომერციული ბანკისა და მიკრობანკისა) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, ვალდებულნი არიან ანგარიშსწორების პროცესში შეუფერხებლად მიიღონ I და II კატეგორიის ლარის ბანკნოტები და მონეტები ნომინალური ღირებულების მიხედვით.

3. კომერციული ბანკები და მიკრობანკები ვალდებულნი არიან:

ა) ანგარიშსწორების ან გამოცვლის მიზნით, ყოველგვარი საზღაურის გარეშე, შეუფერხებლად მიიღონ I, II და III კატეგორიის ლარის ბანკნოტები და მონეტები;

ბ) არ დაუშვან მიღებული II და III კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების მიმოქცევაში დაბრუნება და უზრუნველყონ მათი საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩაბარება.

4. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის და მიკრობანკის მიერ ვერ ხდება დაზიანებული ლარის ბანკნოტისა და მონეტისათვის IV კატეგორიის მინიჭება, მათი ვარგისობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

5. IV კატეგორიის ლარის ბანკნოტები და მონეტები არ წარმოშობს მათი მიღება-გამოცვლის ვალდებულებას და მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება მფლობელს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მფლობელისათვის მათი დაბრუნება, მეწარმე სუბიექტები (გარდა კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისა) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, ყოველგვარი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე, გადასცენ კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან საქართველოს ეროვნულ ბანკს, ხოლო კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა ასევე ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე – საქართველოს ეროვნულ ბანკს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა