საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.11.2004
ძალის დაკარგვა 25.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №500
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.006.895
გამოქვეყნების წყარო სსმ, 145, 09/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:17.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; color:red;}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:5.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:none none;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.006.895
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №500
2004 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
�საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის�� მე-2 პუნქტის �ნ� ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულება
��� მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება (შემდგომში � დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის (შემდგომში � მინისტრი) აპარატის სტა-ტუსს, მიზნებსა და ამოცანებს, ფუნქციებს და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში � სამინისტრო) მინისტრის აპარატი (შემდგომში � მინისტრის აპარატი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, �საქართველოს მთავრობის სტრუქ-ტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� და �საჯარო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
3. მინისტრის აპარატი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
4. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
��� მუხლი 2🔗. მინისტრის აპარატის მიზნები და ამოცანები
მინისტრის აპარატის მიზნები და ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურების ორგანიზება;
გ) სამინისტროს საკადრო საქმიანობის ორგანიზება;
დ) მინისტრის მისაღების ორგანიზება და მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია;
ე) მინისტრის დავალებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ვ) მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება.
��� მუხლი 3🔗. მინისტრის აპარატის ფუნქციები
მინისტრის აპარატის ფუნქციებია:
ა) მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლი;
ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირებისადმი მინისტრის დავალებებისა და მითითების შესრულებაზე კონტროლი;
გ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებზე და სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე დაკისრებული ფუნქციების ან ცალკეულ დავალებათა შესრულების მდგომარეობის შესწავლა და შედეგების მინისტრისათვის მოხსენება;
დ) მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება; მინისტრის სტუმრების მიღების უზრუნველყოფა; მინისტრის მივლინებების ორგანიზება;
ე) მინისტრის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მისაღების ორგანიზება;
ვ) მინისტრის სახელზე შემოსული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასალებისა და ინფორმაციის მინისტრისათვის ოპერატიულად მოხსენება;
ზ) მინისტრის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;
თ) მინისტრის საინფორმაციო მომსახურების უზრუნ-ველყოფა; სამინისტროს საქმიანობიდან გამომდინარე მინისტრისათვის ანალიტიკური ხასიათის ცნობებისა და მასალების მომზადება;
ი) მინისტრის სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგება;
კ) სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ლ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დის-ციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
მ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
ნ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება;
ო) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციების ჩატარების ორგანიზების ხელშეწყობა; სამინისტროს სტრუქტურაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარების უზრუნველყოფა;
პ) დადგენილი წესით მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა;
ჟ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; სამინისტროში სტაჟირების გავლის ხელმძღვანელობა;
რ) სამინისტროში შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, შრომის დისციპლინის განმტკიცების ხელშეწყობა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ტ) მინისტრის მიერ დაკისრებული ცალკეული დავალებების შესრულება.
��� მუხლი 4🔗. მინისტრის აპარატის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა
1. მინისტრის აპარატი თავისი ამოცანების და ფუნქციების შესრულებისას უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს საქმიანობის გეგმები; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) განსაზღვროს და დაგეგმოს მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურების, სამინისტროს საკადრო საქმიანობისა და მინისტრის მისაღების ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებები;
გ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს ნორმატიული აქტების პროექტები;
დ) მოითხოვოს სამინისტროს თანამშრომლებისაგან მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა; კომპეტენციის ფარგლებში მისცეს მათ შესაბამისი მითითებები და ამ მიმართებით არსებული მდგომარეობის თაობაზე დასვას საკითხი სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე.
2. მინისტრის აპარატი პასუხისმგებელია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
��� მუხლი 5🔗. მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობა
1. მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი უშუალოდ ექვემდება-რება მინისტრს.
2. მინისტრის აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მინისტრის აპარატის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მინისტის აპარატის საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) თვალყურს ადევნებს მინისტრის აპარატის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მინისტის აპარატში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
ვ) წარმოადგენს მინისტრის აპარატს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და მინისტრის აპარატის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს მინისტრის აპარატის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
თ) შუამდგომლობს მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მინისტრის აპარატის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;
კ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
3. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
��� მუხლი 6🔗. მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეები
1. მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.