1. სამხედრო განათლების სახეებია:
ა) საკარიერო სამხედრო განათლება:
ა.ა) ოფიცრის საკარიერო სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს ოფიცრის კარიერული განვითარებისთვის საჭირო შესაბამისი საფეხურების სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს;
ა.ბ) სერჟანტის საკარიერო სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს სერჟანტის კარიერული განვითარებისთვის საჭირო შესაბამისი საფეხურების სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) სპეციალური სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს თავდაცვის ძალების სახეობის, გვარეობის, სპეციალობისა და საჭიროების მიხედვით განათლების მიღებას/მომზადებას.
2. ოფიცრის საკარიერო სამხედრო განათლებისა და სერჟანტის საკარიერო სამხედრო განათლების საფეხურებს (დონეებს) განსაზღვრავს მინისტრ