1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს:
ა) სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით;
ბ) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის ღონისძიებებში მონაწილეობისას მათი დასრულების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.
2. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ეძლევა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სამხედრო მოსამსახურისა და თავდაცვის ძალებში დასაქმებული პირის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება თავდაცვის ძალების სამსახურის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.
4. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაჯილდოვდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი და უწყებრივი მედლი